პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ვისოლ ჯგუფმა“ დასვენებისა და მომსახურების მორიგი კომპლექსი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე გახსნა
„ვისოლ ჯგუფმა“ დასვენებისა და მომსახურების მორიგი კომპლექსი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე გახსნა

გა­მორ­ჩე­უ­ლად მა­ღა­ლი ხა­რის­ხის საწ­ვა­ვის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი, ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის დამ­ტე­ნი სად­გუ­რი, სუ­პერ­მარ­კე­ტი ქარ­თუ­ლი და სა­კუ­თა­რი იმ­პორ­ტის პრო­დუქ­ტე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნით, კაფე უგემ­რი­ე­ლე­სი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი, სა­კონ­დიტ­რო ნა­წარ­მი­თა და პურ-ფუნ­თუ­შე­უ­ლით, ამე­რი­კუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი ქარ­თულ ნედ­ლე­ულ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­ნი­უ­თი, ჩქა­როს­ნულ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მოძ­რა­ვი ტუ­რის­ტე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო კუ­თხე, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას წა­სა­კი­თხი წიგ­ნე­ბის არ­ჩე­ვა­ნი, ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბა, ბან­კი, აფ­თი­ა­ქი ერთ სივ­რცე­ში - ეს ყვე­ლა­ფე­რი „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ „დას­ვე­ნე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის“ ახა­ლი კომ­პლექ­სის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ამ 16 ივ­ლისს ჩქა­როს­ნულ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე, ზეს­ტა­ფონ­სა და ქუ­თა­ისს შო­რის, სო­ფელ არ­გვე­თას მო­ნაკ­ვეთ­ზე შექ­მნა და ტრან­ზი­ტუ­ლი მარ­შრუ­ტი­თა თუ ქვეყ­ნის და­სავ­ლე­თით მოძ­რავ მგზავ­რებს მოგ­ზა­უ­რო­ბის სრუ­ლი კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნა.

კომ­პლექ­სის სა­ზე­ი­მო გახ­სნას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი ნა­თია თურ­ნა­ვა და სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი თუ პარ­ტი­ო­რი ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბრენ­დე­ბის უცხო­უ­რი დე­ლე­გა­ცი­ე­ბი და­ეს­წრნენ. პრე­მი­ე­რის თქმით, მსგავ­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის არ­სე­ბო­ბა მა­გის­ტრა­ლის გას­წვრივ გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია:

"ძა­ლი­ან კარ­გი ობი­ექ­ტი გავ­ხსე­ნით. "ვი­სოლ­მა" რამ­დე­ნი­მე­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ზეს­ტა­ფონ­ში ჩვენ ასე­თი ლა­მა­ზი ცენ­ტრი გვაქვს, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით, 2000 ადა­მი­ანს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი თა­ნა­მედ­რო­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის არ­სე­ბო­ბა მა­გის­ტრა­ლის გას­წვრივ, ვი­ნა­ი­დან ეს ჩვენ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, კი­დევ უფრო სრულ­ფა­სოვ­ნად ავით­ვი­სოთ ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი და ამა­ვე დროს უფრო გავ­ზარ­დოთ ჩვე­ნი ტრან­ზი­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბა," - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

27068 კვ.მ.-ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი „დას­ვე­ნე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პლექ­სის“ შექ­მნის­თვის "ვი­სოლ ჯგუფ­მა’’ მსხვი­ლი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცე­ლა და 200-მდე სა­მუ­შაო ად­გი­ლი შექ­მნა. ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის: „ვი­სო­ლის“, „სმარ­ტის“, „ვენ­დის“, „დან­კი­ნის“ ობი­ექ­ტე­ბის გარ­და, კომ­პლექ­სი ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის კუ­თხეს, ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის დამ­ტენ სად­გურს, ტუ­რიზ­მის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრ „ლა­ზი­კას“, „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ას",თი­ბი­სი" ბან­კი­სა და "ფარ­მა­დე­პოს" ფი­ლი­ალს მო­ი­ცავს. კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლია სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბის, ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მსუ­ბუ­ქი მან­ქა­ნე­ბის პარ­კი­რე­ბის ზო­ნაც. რო­გორც "ვი­სოლ ჯგუ­ფის“ პრე­ზი­დენ­ტმა, სოსო ფხა­კა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სო­ფელ არ­გვე­თას­თან მდე­ბა­რე „დას­ვე­ნე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პლექ­სი“ გო­რის ობი­ექ­ტის შემ­დეგ „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი და ამავდრო­უ­ლად უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია:

"ეს მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი დღეა ჩვე­ნი ჯგუ­ფის­თვის. კი­დევ ერთი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი გავ­ხსე­ნით, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა ერთ სივ­რცე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი. ეს არის გა­მორ­ჩე­უ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქუ­თა­ი­სი­სა და ზეს­ტა­ფო­ნის გზა­ზე, რომ­ლის მომ­ხმა­რე­ბელ­თა, და­ახ­ლო­ე­ბით, 50% უცხო­ე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ამი­ტომ მათ­თვის ტუ­რის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფაც გა­ვა­კე­თეთ. ამ ობი­ექტს და­ახ­ლო­ე­ბით 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვქმნი­დით, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გა­ვი­ღეთ და 200-მდე ადა­მი­ა­ნი და­ვა­საქ­მეთ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ამით პა­ტა­რა აგუ­რი დავ­დგით ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში," - გა­ნა­ცხა­და სოსო ფხა­კა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, “ვი­სოლ ჯგუფ­მა“ პირ­ვე­ლი „დას­ვე­ნე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პლექ­სი“ ჩქა­როს­ნუ­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის გო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე 2011 წელს შექ­მნა. ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მა „ტე­ლეგ­რაფ­მა“ კომ­პლექ­სი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო დი­ზა­ი­ნის მქო­ნე ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის სა­მე­ულ­ში შე­იყ­ვა­ნა.

R

ავ­ტო­რი: მა­რი­ამ ტუ­რ­ძი­ლა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

„ვისოლ ჯგუფმა“ დასვენებისა და მომსახურების მორიგი კომპლექსი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ დასვენებისა და მომსახურების მორიგი კომპლექსი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე გახსნა

გამორჩეულად მაღალი ხარისხის საწვავის ფართო არჩევანი, ელექტრომობილების დამტენი სადგური, სუპერმარკეტი ქართული და საკუთარი იმპორტის პროდუქტების ფართო არჩევანით, კაფე უგემრიელესი კულინარიული, საკონდიტრო ნაწარმითა და პურ-ფუნთუშეულით, ამერიკული რესტორნები ქართულ ნედლეულზე დამზადებული გემოვნური თვისებებით გამორჩეული მენიუთი, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრავი ტურისტებისათვის განკუთვნილი საინფორმაციო კუთხე, მოგზაურობისას წასაკითხი წიგნების არჩევანი, ავტომომსახურება, ბანკი, აფთიაქი ერთ სივრცეში - ეს ყველაფერი „ვისოლ ჯგუფის“ „დასვენებისა და მომსახურების“ ახალი კომპლექსის ნაწილია, რომელიც კომპანიამ 16 ივლისს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე შექმნა და ტრანზიტული მარშრუტითა თუ ქვეყნის დასავლეთით მოძრავ მგზავრებს მოგზაურობის სრული კომფორტი შეუქმნა.

კომპლექსის საზეიმო გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სხვა ოფიციალური პირები თუ პარტიორი ტრანსნაციონალური ბრენდების უცხოური დელეგაციები დაესწრნენ. პრემიერის თქმით, მსგავსი ინფრასტრუქტურის არსებობა მაგისტრალის გასწვრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

"ძალიან კარგი ობიექტი გავხსენით. "ვისოლმა" რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია განახორციელა და ზესტაფონში ჩვენ ასეთი ლამაზი ცენტრი გვაქვს, რომელიც ყოველდღიურად, დაახლოებით, 2000 ადამიანს მოემსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი თანამედროვე ინფრასტრუქტურის არსებობა მაგისტრალის გასწვრივ, ვინაიდან ეს ჩვენ დაგვეხმარება, კიდევ უფრო სრულფასოვნად ავითვისოთ ტურისტული პოტენციალი და ამავე დროს უფრო გავზარდოთ ჩვენი ტრანზიტული მოძრაობა," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

27068 კვ.მ.-ზე განთავსებული „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შექმნისთვის "ვისოლ ჯგუფმა’’ მსხვილი ინვესტიცია განახორცელა და 200-მდე სამუშაო ადგილი შექმნა. ჯგუფში შემავალი შვილობილი კომპანიების: „ვისოლის“, „სმარტის“, „ვენდის“, „დანკინის“ ობიექტების გარდა, კომპლექსი ავტომომსახურების კუთხეს, ელექტრომობილების დამტენ სადგურს, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრ „ლაზიკას“, „ბიბლუსის“ მაღაზიას",თიბისი" ბანკისა და "ფარმადეპოს" ფილიალს მოიცავს. კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილია სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების პარკირების ზონაც. როგორც "ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, სოფელ არგვეთასთან მდებარე „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ გორის ობიექტის შემდეგ „ვისოლ ჯგუფის“ ყველაზე მსხვილი და ამავდროულად უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია:

"ეს მართლაც გამორჩეული დღეა ჩვენი ჯგუფისთვის. კიდევ ერთი სტრატეგიული ობიექტი გავხსენით, სადაც ძალიან ბევრი მომსახურება ერთ სივრცეში განთავსებული. ეს არის გამორჩეული სტრატეგიული ტურისტული ინფრასტრუქტურა დასავლეთ საქართველოში, ქუთაისისა და ზესტაფონის გზაზე, რომლის მომხმარებელთა, დაახლოებით, 50% უცხოელები იქნებიან, ამიტომ მათთვის ტურისტული საინფორმაციო დაფაც გავაკეთეთ. ამ ობიექტს დაახლოებით 18 თვის განმავლობაში ვქმნიდით, საკმაოდ სოლიდური ინვესტიციები გავიღეთ და 200-მდე ადამიანი დავასაქმეთ. ძალიან მიხარია, რომ ამით პატარა აგური დავდგით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მშენებლობის საქმეში," - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, “ვისოლ ჯგუფმა“ პირველი „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე 2011 წელს შექმნა. ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ კომპლექსი მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში შეიყვანა.

R

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის