პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეგიონში სასტუმროს მშენებლობა რთულია და ძვირი" - როგორ აშენდა ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმრო
"რეგიონში სასტუმროს მშენებლობა რთულია და ძვირი" - როგორ აშენდა ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმრო

"სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი­სა" და "Capitol Investment Group"-ის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის, ქუ­თა­ის­ში პირ­ვე­ლი ბრენ­დი­რე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო „Best Western Kutaisi"-ის მშე­ნებ­ლო­ბის, გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჯგუფ „კა­პი­ტო­ლის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს.

"თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ჩვე­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჯგუ­ფის, დე­ვე­ლო­პე­რულ­მა კომ­პა­ნია „სი­მეტ­რი­ამ“ ერ­თერ­თმა პირ­ველ­მა და­ი­წყო რე­გი­ო­ნებ­ში სას­ტუმ­რო­ე­ბის ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა და პირ­ველ­მა შე­ამ­ჩნია ქუ­თა­ის­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, 2013 წელს ჩვენ და­ვი­წყეთ ამ გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ამ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არც ისე მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან რე­გი­ონ­ში მშე­ნებ­ლო­ბა არის რთუ­ლი და ძვი­რიც. ამას­თა­ნა­ვე, არ არ­სე­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის მოქ­ნი­ლი ბრენ­დი, არ არ­სე­ბობ­და სას­ტუმ­რო­ე­ბის მარ­თვის მომ­სა­ხუ­რე­ბის კომ­პა­ნია და ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბაც იყო რთუ­ლი, ვი­ნა­ი­დან არ არ­სე­ბობ­და შე­სა­ბა­მი­სი რე­გი­ო­ნუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა.

სწო­რედ რე­გი­ო­ნუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის გეგ­მი­დან და შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ­მა ჯგუფ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­იყ­ვა­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დი „Best Western“-ი. ასე­ვე, მო­ვიწ­ვი­ეთ ეს­პა­ნუ­რი სას­ტუმ­რო­ე­ბის მარ­თვის კომ­პა­ნია "T3 Hospitality", რი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს შე­ექ­მნა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყო­ფი­ლი­ყო მსგავ­სი ბრენ­დე­ბი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბა არის სუს­ტი და ძა­ლი­ან ძნე­ლია ასე­თი ტი­პის წა­მო­წყე­ბე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა, თუმ­ცა 2015 წელს "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის" გუნ­დმა ირ­წმუ­ნა ქუ­თა­ი­სის სას­ტუმ­როს ბიზ­ნეს გეგ­მის და მისი მშე­ნებ­ლო­ბის­თვის გა­მოჰ­ყო სრუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის 50% (რა­მაც შე­ად­გი­ნა 1.5 მლნ აშშ დო­ლა­რი) შე­დე­გად, 2015 წელს ჩვენ გავ­ხსე­ნით 45-ნომ­რი­ა­ნი სას­ტუმ­რო "Best Western Kutaisi". სას­ტუმ­როს შე­ნო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რამ, მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხმა და მოკ­ლე­ვა­დი­ან­მა ფი­ნან­სურ­მა შე­დე­გებ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, ბან­კე­ბის­თვის მიმ­ზიდ­ვე­ლი გავმხდა­რი­ყა­ვით და მოგ­ვე­ზი­და ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძო ბან­კის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი, რათა გა­დაგ­ვე­ფა­რა „სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის­გან“ მო­ზი­დუ­ლი სახ­სრე­ბი.

სწო­რედ ეს არის "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის" ფი­ნან­სუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტის სარ­გე­ბე­ლი და სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ ირ­წმუ­ნოს და და­ეხ­მა­როს ახალ წა­მო­წყე­ბას მა­შინ, რო­დე­საც სხვებს მისი არ სჯე­რათ" - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი ჯა­ხუ­ტაშ­ვი­ლი.

ავტორი:

"რეგიონში სასტუმროს მშენებლობა რთულია და ძვირი" - როგორ აშენდა ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმრო

"რეგიონში სასტუმროს მშენებლობა რთულია და ძვირი" - როგორ აშენდა ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმრო

"საპარტნიორო ფონდისა" და "Capitol Investment Group"-ის ერთობლივი პროექტის, ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმრო „Best Western Kutaisi"-ის მშენებლობის, გამოწვევებისა და წარმატების შესახებ საინვესტიციო ჯგუფ „კაპიტოლის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯახუტაშვილი საუბრობს.

"თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საინვესტიციო ჯგუფის, დეველოპერულმა კომპანია „სიმეტრიამ“ ერთერთმა პირველმა დაიწყო რეგიონებში სასტუმროების ბიზნესის განვითარება და პირველმა შეამჩნია ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტის სასტუმროს მშენებლობის საჭიროება.

შესაბამისად, 2013 წელს ჩვენ დავიწყეთ ამ გეგმის განხორციელება. ამ საინვესტიციო პროექტის განხორციელება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან რეგიონში მშენებლობა არის რთული და ძვირიც. ამასთანავე, არ არსებობს საერთაშორისო სტანდარტის მოქნილი ბრენდი, არ არსებობდა სასტუმროების მართვის მომსახურების კომპანია და ფინანსური სახსრების მობილიზებაც იყო რთული, ვინაიდან არ არსებობდა შესაბამისი რეგიონული გამოცდილება.

სწორედ რეგიონული სასტუმროების გეგმიდან და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენმა ჯგუფმა საქართველოში შემოიყვანა საერთაშორისო ბრენდი „Best Western“-ი. ასევე, მოვიწვიეთ ესპანური სასტუმროების მართვის კომპანია "T3 Hospitality", რითაც საქართველოს შეექმნა შესაძლებლობა, რომ ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომი ყოფილიყო მსგავსი ბრენდები.

მოგეხსენებათ, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება არის სუსტი და ძალიან ძნელია ასეთი ტიპის წამოწყებებით ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესება, თუმცა 2015 წელს "საპარტნიორო ფონდის" გუნდმა ირწმუნა ქუთაისის სასტუმროს ბიზნეს გეგმის და მისი მშენებლობისთვის გამოჰყო სრული ბიუჯეტის 50% (რამაც შეადგინა 1.5 მლნ აშშ დოლარი) შედეგად, 2015 წელს ჩვენ გავხსენით 45-ნომრიანი სასტუმრო "Best Western Kutaisi". სასტუმროს შენობის ინფრასტრუქტურამ, მომსახურების ხარისხმა და მოკლევადიანმა ფინანსურმა შედეგებმა საშუალება მოგვცა, ბანკებისთვის მიმზიდველი გავმხდარიყავით და მოგვეზიდა ერთ-ერთი ადგილობრივი კერძო ბანკის ფინანსური რესურსი, რათა გადაგვეფარა „საპარტნიორო ფონდისგან“ მოზიდული სახსრები.

სწორედ ეს არის "საპარტნიორო ფონდის" ფინანსური ინსტრუმენტის სარგებელი და საჭიროება, რომ ირწმუნოს და დაეხმაროს ახალ წამოწყებას მაშინ, როდესაც სხვებს მისი არ სჯერათ" - აღნიშნავს გიორგი ჯახუტაშვილი.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის