პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გაამართლა მხოლოდ გოგებაშვილის "დედა ენამ" და არ იმუშავა სხვების სახელმძღვანელოებმა - იაკობის მეთოდის "საიდუმლო ინგრედიენტი"
რატომ გაამართლა მხოლოდ გოგებაშვილის "დედა ენამ" და არ იმუშავა სხვების სახელმძღვანელოებმა - იაკობის მეთოდის "საიდუმლო ინგრედიენტი"

სკო­ლებ­ში "დედა ენის" დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მიერ შექ­მნი­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ბავ­შვე­ბის­თვის წერა-კი­თხვის შემ­სწავ­ლე­ლი უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნია და ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს, ნა­წი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ "დედა ენა" მოძ­ველ­და და ახალ თა­ო­ბას სულ სხვა რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა.

"დედა ენის" სკო­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ტრე­ნერი კრე­ა­ტი­ვი­სა და იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბის ტექ­ნი­კა­ში, კოტე იანტბე­ლი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" ეხ­მი­ა­ნე­ბა.

"ას­პი­რან­ტუ­რა­ში დი­სერ­ტა­ცია ვწე­რე "დედა ენა­ზე", წერა-კი­თხვის სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­ზე და ზო­გა­დად, სწავ­ლე­ბის ქვეც­ნო­ბი­ერ მე­თო­დებ­ზე.

იმ პე­რი­ოდ­ში­ვე შეს­წავ­ლი­ლი მაქვს ან­ბა­ნის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რაც კი გვქო­ნია ია­კო­ბამ­დეც და მე­რეც.

რა გა­ვი­გე:

ჩვენ არ ვი­ცით, რა არის სა­კი­თხის ფუნ­და­მენ­ტუ­რი შეს­წავ­ლა და ეს გვიქ­მნის ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მებს გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში. ეს ნამ­დვი­ლად იცო­და ია­კობ­მა. ჩვენ არ ვი­ცით, რა იცო­და ია­კობ­მა, რად­გან რო­გორც გი­თხა­რით, არ ვი­ცით სა­კი­თხის ფუნ­და­მენ­ტუ­რი შეს­წავ­ლა.

ია­კო­ბამ­დეც და მე­რეც იყო ბევ­რი ავ­ტო­რი (ბოც­ვა­ძე, ბურ­ჯა­ნა­ძე, ისარ­ლიშ­ვი­ლი, იო­სე­ლი­ა­ნი და ა.შ.) და არც ერთ ავ­ტორს ია­კო­ბი­ვით არ გახ­სე­ნე­ბია, რომ მთელ ამ ამ­ბებ­ში მთა­ვა­რი გმი­რი იყო ბავ­შვი! აი, რო­გორც ახლა ხდე­ბა: ვი­ღა­ცას იმი­ტომ მოს­წონს, რომ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ჰქვია და გო­გე­ბაშ­ვილ­ზე კი ბევ­რი არც არა­ფე­რი იცის სი­ნამ­დვი­ლე­ში. ვი­ღა­ცას იმი­ტომ არ მოს­წონს, რომ სხვას არ ჩა­ეთ­ვა­ლოს საქ­მე­ში. ობი­ექ­ტურ, ალალ, საღი მიდ­გო­მის და ბავ­შვზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ადა­მი­ანს იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდე­ბით ამ ორომ­ტრი­ალ­ში.

"ია­კო­ბის დედა ენა" ან "ია­კო­ბის მე­თო­დი" არის ძა­ლი­ან ზო­გა­დი ფორ­მუ­ლი­რე­ბა. 33-ჯერ გა­მო­ი­ცა და ყო­ველ წელს ცვლი­და, აუმ­ჯო­ბე­სებ­და, ახა­ლი­სებ­და და აახ­ლებ­და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს. აკი­თხებ­და ბავ­შვებს და აზრს იგებ­და, მათ შე­ნიშ­ვნებს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და! სა­კუ­თარ იდე­ებს იწუ­ნებ­და, შემ­დეგ რა­ღაც ახალს გა­მო­იკ­ვლევ­და და მიხ­ვდე­ბო­და, რომ ის და­წუ­ნე­ბუ­ლი კარ­გი იდეა იყო და აბ­რუ­ნებ­და. ისევ ბავ­შვებს ეკი­თხე­ბო­და.

სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ბევ­რჯერ შეც­ვა­ლა და კი­დევ რომ ეცო­ცხლა, კი­დევ ბევ­რჯერ შეც­ვლი­და... უფრო სწო­რად, ყო­ველ წელს შეც­ვლი­და! დღემ­დე რო­გო­რი სა­ხით მო­ი­ტან­და, კაც­მა არ იცის. ჩვენც არ ვი­ცით, რად­გან ჩვენ ხომ ფუნ­და­მენ­ტუ­რად არა­ფერს ვსწავ­ლობთ. აი, ია­კობ­მა იცო­და, მაგ­რამ უკ­ვდა­ვი არ იყო სამ­წუ­ხა­როდ.

ხო, რაც შე­ე­ხე­ბა მე­თოდს. ია­კო­ბის მე­თო­დი იყო ის, რომ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი, სა­ხა­ლი­სო და იოლი ყო­ფი­ლი­ყო ბავ­შვის­თვის. ბავ­შვი, ბავ­შვმა, ბავ­შვს, ბავ­შვის და ა.შ. ცენ­ტრი იყო ბავ­შვი. მათ უნდა მო­წო­ნე­ბო­დათ, მათ უნდა და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ... ან­ბა­ნის გაც­ნო­ბის რიგი ძა­ლი­ან მა­გა­რი რამე მო­ი­ფიქ­რა, რო­მე­ლი ასო-ბგე­რის მერე რო­მე­ლი უნდა ეს­წავ­ლა ბავ­შვს. ეს რიგი და­ცუ­ლია ახ­ლან­დელ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­შიც. "აი ია" იყო გე­ნი­ა­ლუ­რი! რო­გორც ვთქვი, თა­ვი­სი ძა­ლი­ან მა­გა­რი იდე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ია­კო­ბის მე­თო­დის "სა­ი­დუმ­ლო ინ­გრე­დი­ენ­ტი", რი­თიც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ბავ­შვებს ერთ მშვე­ნი­ერ დღეს წერა-კი­თხვა ას­წავ­ლა, იყო - სწო­რე­ბა იმა­ზე თუ რა უნდა ბავ­შვს? რა აინ­ტე­რე­სებს ბავ­შვს? რა ეხა­ლი­სე­ბა ბავ­შვს? მისი იდე­ე­ბი პა­სუ­ხე­ბი იყო სწო­რედ ამ კი­თხვებ­ზე!

ან­ბა­ნის სწავ­ლე­ბის რი­გიც, "აი ია", სა­წე­რი ბადე და სხვა უამ­რა­ვი იდეა სწო­რედ ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მით მო­ი­ფიქ­რა. ამ კი­თხვე­ბის დას­მა იყო მისი მიდ­გო­მა, მისი მე­თო­დი. ამი­ტომ იმუ­შა­ვა ია­კო­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლომ და ვერ იმუ­შა­ვეს სხვებ­მა. ამი­ტომ შე­უყ­ვარ­დათ "დედა ენა" და ვერ მი­ი­ღეს სხვა.

რომ შე­ვა­ჯა­მოთ, აი, ასე­თი სუ­რა­თია:

გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თო­დი = მუდ­მივ გა­ნახ­ლე­ბას.

გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თო­დი = თბი­ლი­სე­ლი თუ რე­გი­ო­ნე­ლი ბავ­შვე­ბის შე­ნიშ­ვნე­ბის, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის, აზ­რე­ბის მოს­მე­ნა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას ყო­ველ­წლი­უ­რად. დიახ, ყო­ველ­წლი­უ­რად.

გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თო­დი = ბავ­შვის­თვის გა­სა­გებს.

გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თო­დი = ბავ­შვის­თვის სა­ხა­ლი­სოს.

და ა.შ.

პრინ­ციპს და ია­კო­ბის მე­თო­დის "სა­ი­დუმ­ლო ინ­გრე­დი­ენტს" ხომ მიხ­ვდით? ეხლა ეს ვთქვათ, "დედა ენა" რო­მე­ლიც ახლა უნდა შე­ვი­დეს სკო­ლებ­ში, ით­ვა­ლის­წი­ნებს თუ არა ია­კო­ბის მე­თო­დის ძი­რი­თად პრინ­ციპს? წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, ვნა­ხავ ამ წიგნს და ანა­ლიზ­საც დავ­დებ.

P.S. ისე, რას იტყვით, ძნე­ლი ყო­ფი­ლა გო­გე­ბაშ­ვი­ლო­ბა?"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რატომ გაამართლა მხოლოდ გოგებაშვილის "დედა ენამ" და არ იმუშავა სხვების სახელმძღვანელოებმა - იაკობის მეთოდის "საიდუმლო ინგრედიენტი"

რატომ გაამართლა მხოლოდ გოგებაშვილის "დედა ენამ" და არ იმუშავა სხვების სახელმძღვანელოებმა - იაკობის მეთოდის "საიდუმლო ინგრედიენტი"

სკოლებში "დედა ენის" დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ იაკობ გოგებაშვილის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო ბავშვებისთვის წერა-კითხვის შემსწავლელი უნიკალური წიგნია და ალტერნატივა არ აქვს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ "დედა ენა" მოძველდა და ახალ თაობას სულ სხვა რესურსი სჭირდება.

"დედა ენის" სკოლებში დაბრუნებას ტრენერი კრეატივისა და იდეების გენერირების ტექნიკაში, კოტე იანტბელიძე "ფეისბუქზე" ეხმიანება.

"ასპირანტურაში დისერტაცია ვწერე "დედა ენაზე", წერა-კითხვის სწავლების მეთოდებზე და ზოგადად, სწავლების ქვეცნობიერ მეთოდებზე.

იმ პერიოდშივე შესწავლილი მაქვს ანბანის აბსოლუტურად ყველა სახელმძღვანელო, რაც კი გვქონია იაკობამდეც და მერეც.

რა გავიგე:

ჩვენ არ ვიცით, რა არის საკითხის ფუნდამენტური შესწავლა და ეს გვიქმნის ძალიან დიდ პრობლემებს გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს ნამდვილად იცოდა იაკობმა. ჩვენ არ ვიცით, რა იცოდა იაკობმა, რადგან როგორც გითხარით, არ ვიცით საკითხის ფუნდამენტური შესწავლა.

იაკობამდეც და მერეც იყო ბევრი ავტორი (ბოცვაძე, ბურჯანაძე, ისარლიშვილი, იოსელიანი და ა.შ.) და არც ერთ ავტორს იაკობივით არ გახსენებია, რომ მთელ ამ ამბებში მთავარი გმირი იყო ბავშვი! აი, როგორც ახლა ხდება: ვიღაცას იმიტომ მოსწონს, რომ გოგებაშვილის ჰქვია და გოგებაშვილზე კი ბევრი არც არაფერი იცის სინამდვილეში. ვიღაცას იმიტომ არ მოსწონს, რომ სხვას არ ჩაეთვალოს საქმეში. ობიექტურ, ალალ, საღი მიდგომის და ბავშვზე ორიენტირებული დამოკიდებულების ადამიანს იშვიათად შეხვდებით ამ ორომტრიალში.

"იაკობის დედა ენა" ან "იაკობის მეთოდი" არის ძალიან ზოგადი ფორმულირება. 33-ჯერ გამოიცა და ყოველ წელს ცვლიდა, აუმჯობესებდა, ახალისებდა და აახლებდა სახელმძღვანელოს. აკითხებდა ბავშვებს და აზრს იგებდა, მათ შენიშვნებს ითვალისწინებდა! საკუთარ იდეებს იწუნებდა, შემდეგ რაღაც ახალს გამოიკვლევდა და მიხვდებოდა, რომ ის დაწუნებული კარგი იდეა იყო და აბრუნებდა. ისევ ბავშვებს ეკითხებოდა.

სახელმძღვანელო ბევრჯერ შეცვალა და კიდევ რომ ეცოცხლა, კიდევ ბევრჯერ შეცვლიდა... უფრო სწორად, ყოველ წელს შეცვლიდა! დღემდე როგორი სახით მოიტანდა, კაცმა არ იცის. ჩვენც არ ვიცით, რადგან ჩვენ ხომ ფუნდამენტურად არაფერს ვსწავლობთ. აი, იაკობმა იცოდა, მაგრამ უკვდავი არ იყო სამწუხაროდ.

ხო, რაც შეეხება მეთოდს. იაკობის მეთოდი იყო ის, რომ ყველაფერი ძალიან ახლობელი, სახალისო და იოლი ყოფილიყო ბავშვისთვის. ბავშვი, ბავშვმა, ბავშვს, ბავშვის და ა.შ. ცენტრი იყო ბავშვი. მათ უნდა მოწონებოდათ, მათ უნდა დაედასტურებინათ... ანბანის გაცნობის რიგი ძალიან მაგარი რამე მოიფიქრა, რომელი ასო-ბგერის მერე რომელი უნდა ესწავლა ბავშვს. ეს რიგი დაცულია ახლანდელ სახელმძღვანელოებშიც. "აი ია" იყო გენიალური! როგორც ვთქვი, თავისი ძალიან მაგარი იდეების მიუხედავად, იაკობის მეთოდის "საიდუმლო ინგრედიენტი", რითიც სრულიად საქართველოს ბავშვებს ერთ მშვენიერ დღეს წერა-კითხვა ასწავლა, იყო - სწორება იმაზე თუ რა უნდა ბავშვს? რა აინტერესებს ბავშვს? რა ეხალისება ბავშვს? მისი იდეები პასუხები იყო სწორედ ამ კითხვებზე!

ანბანის სწავლების რიგიც, "აი ია", საწერი ბადე და სხვა უამრავი იდეა სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემით მოიფიქრა. ამ კითხვების დასმა იყო მისი მიდგომა, მისი მეთოდი. ამიტომ იმუშავა იაკობის სახელმძღვანელომ და ვერ იმუშავეს სხვებმა. ამიტომ შეუყვარდათ "დედა ენა" და ვერ მიიღეს სხვა.

რომ შევაჯამოთ, აი, ასეთი სურათია:

გოგებაშვილის მეთოდი = მუდმივ განახლებას.

გოგებაშვილის მეთოდი = თბილისელი თუ რეგიონელი ბავშვების შენიშვნების, შთაბეჭდილებების, აზრების მოსმენა და გათვალისწინებას ყოველწლიურად. დიახ, ყოველწლიურად.

გოგებაშვილის მეთოდი = ბავშვისთვის გასაგებს.

გოგებაშვილის მეთოდი = ბავშვისთვის სახალისოს.

და ა.შ.

პრინციპს და იაკობის მეთოდის "საიდუმლო ინგრედიენტს" ხომ მიხვდით? ეხლა ეს ვთქვათ, "დედა ენა" რომელიც ახლა უნდა შევიდეს სკოლებში, ითვალისწინებს თუ არა იაკობის მეთოდის ძირითად პრინციპს? წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ვნახავ ამ წიგნს და ანალიზსაც დავდებ.

P.S. ისე, რას იტყვით, ძნელი ყოფილა გოგებაშვილობა?"

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს