Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აუცილებელი ინფორმაცია, მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას აპირებს
აუცილებელი ინფორმაცია, მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას აპირებს

მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის მსურ­ველ პი­რებს ის ქუ­ჩე­ბი და მარ­შრუ­ტე­ბი, რომ­ლის გავ­ლაც გა­მოც­დის რე­ა­ლურ სივ­რცე­ში ჩა­ბა­რე­ბი­სას მო­უ­წევთ, წი­ნას­წარ არ ეცო­დი­ნე­ბათ.

ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რი­ა­ნა მორ­გო­ში­ამ გა­ნუ­ცხა­და და გან­მარ­ტა, რომ

მარ­თვის მოწ­მო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის მე­ო­რე ეტა­პის­თვის, რო­მე­ლიც რე­ა­ლურ სივ­რცე­ში ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­თვას გუ­ლის­ხმობს, 4 სხვა­დას­ხვა მარ­შრუ­ტია შედ­გე­ნი­ლი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის მსურ­ველ პი­რებს მი­მარ­თუ­ლე­ბას, თუ რა მარ­შრუ­ტით უნდა და­ი­წყოს გა­და­ად­გი­ლე­ბა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მა მის­ცემს.

ამას­თან, რო­გორც მა­რი­ა­ნა მორ­გო­ში­ამ აღ­ნიშ­ნა, მარ­თვის მოწ­მო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და რე­ა­ლურ სივ­რცე­ში იმ ქა­ლა­ქებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა, სა­დაც მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სერ­ვის ცენ­ტრე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

"ევ­რო­დი­რექ­ტი­ვა ზუს­ტად არე­გუ­ლი­რებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას, თუ რა ელე­მენ­ტე­ბის გა­და­ლახ­ვა უნდა მო­ახ­დი­ნოს პირ­მა რე­ა­ლურ საგ­ზაო პი­რო­ბებ­ში, რათა მან მი­ი­ღოს მარ­თვის მოწ­მო­ბა. ჩვენც ეს ელე­მენ­ტე­ბი გვაქვს ევ­რო­დი­რექ­ტი­ვის შე­სა­ბა­მი­სად შერ­ჩე­უ­ლი და მარ­შრუ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გვაქვს ყვე­ლა ეს ელე­მენ­ტი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად: გვი­რა­ბი შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­ი­ა­რო ბევრ სერ­ვის­ცენ­ტრში და ეს ელე­მენ­ტი ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა არ გავ­რცელ­დეს, თუმ­ცა აღ­მარ­თი, მი­ნი­მა­ლუ­რი და მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რე, დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ევ­რო­დი­რექ­ტი­ვა იც­ნობს, მარ­შრუ­ტე­ბი ისე გვაქვს შერ­ჩე­უ­ლი, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა ელე­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა მოხ­დეს. გა­მო­საც­დე­ლი გაგ­ვყავს ქა­ლაქ­ში და და­ახ­ლო­ე­ბით 20 კი­ლო­მეტ­რამ­დე იქ­ნე­ბა თითო მარ­შრუ­ტი, რო­მე­ლიც უნდა გა­ი­ა­როს მსურ­ველ­მა. მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სერ­ვის­ცენ­ტრის ირ­გვლივ სა­შუ­ა­ლოდ 4 სხვა­დას­ხვა მარ­შრუ­ტი გვექ­ნე­ბა შერ­ჩე­უ­ლი და წი­ნას­წარ ადა­მი­ანს არ ეცო­დი­ნე­ბა, რო­მელ მარ­შრუტს გა­ივ­ლის. კომ­პი­უ­ტე­რი ავ­ტო­მა­ტუ­რად და­ა­გე­ნე­რი­რებს მარ­შრუტს", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ა­ნა მორ­გო­ში­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მას­შტა­ბუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო ორ ქა­ლაქ­ში - ფოთ­სა და ზუგ­დიდ­ში სა­წყის ეტაპ­ზე მარ­თვის მოწ­მო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­და რე­ა­ლურ სივ­რცე­ში ვერ ჩა­ტარ­დე­ბა და გა­მოც­დის მე­ო­რე კომ­პო­ნენ­ტის ჩა­სა­ბა­რებ­ლად მსურ­ვე­ლებ­მა სხვა ქა­ლა­ქე­ბის სერ­ვის ცენ­ტრებს უნდა მი­მარ­თონ.

ამას­თან, მა­რი­ა­ნა მორ­გო­შია მი­იჩ­ნევს, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი ავ­ტოს­კო­ლებ­ში ხა­რის­ხი­ან სწავ­ლე­ბა­ზე მო­თხოვ­ნა­საც გაზ­რდის. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ავ­ტოს­კო­ლე­ბი ამ ეტაპ­ზე რე­გუ­ლი­რე­ბა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა არაა და ამ კუ­თხით შსს მუ­შა­ობს.

„ის ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც დღეს ჩვენ შეგ­ვაქვს კა­ნონპ­რო­ექ­ტში, გა­მო­იწ­ვევს ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან გაზ­რდილ მო­თხოვ­ნას ხა­რის­ხი­ან სწავ­ლე­ბა­ზე, შე­სა­ბა­მი­სად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ისე­დაც ვფიქ­რობთ, რომ ავ­ტოს­კო­ლე­ბი და­იხ­ვე­წე­ბი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ებს, ამა­ზე ვმუ­შა­ობთ", - გა­ნა­ცხა­და მორ­გო­ში­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მან­ქა­ნის ქუ­ჩებ­ში - რე­ა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში მარ­თვა გა­მოც­დის მე­ო­რე ეტა­პია, პირ­ველ ეტაპ­ზე კი მარ­თვის მოწ­მო­ბის აღე­ბის მსურ­ველ პი­რებს გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მით - სა­გა­მოც­დო მო­ედ­ნებ­ზე მო­უ­წევთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

აუცილებელი ინფორმაცია, მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას აპირებს

აუცილებელი ინფორმაცია, მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას აპირებს

მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს ის ქუჩები და მარშრუტები, რომლის გავლაც გამოცდის რეალურ სივრცეში ჩაბარებისას მოუწევთ, წინასწარ არ ეცოდინებათ.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ განუცხადა და განმარტა, რომ

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის, რომელიც რეალურ სივრცეში ავტომანქანის მართვას გულისხმობს, 4 სხვადასხვა მარშრუტია შედგენილი.

მისივე განმარტებით, მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს მიმართულებას, თუ რა მარშრუტით უნდა დაიწყოს გადაადგილება, კომპიუტერული პროგრამა მისცემს.

ამასთან, როგორც მარიანა მორგოშიამ აღნიშნა, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ სივრცეში იმ ქალაქებში ჩატარდება, სადაც მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებია განთავსებული.

"ევროდირექტივა ზუსტად არეგულირებს ამ მიმართულებას, თუ რა ელემენტების გადალახვა უნდა მოახდინოს პირმა რეალურ საგზაო პირობებში, რათა მან მიიღოს მართვის მოწმობა. ჩვენც ეს ელემენტები გვაქვს ევროდირექტივის შესაბამისად შერჩეული და მარშრუტების შესაბამისად გვაქვს ყველა ეს ელემენტი გამოყენებული. მაგალითად: გვირაბი შეიძლება ვერ გაიარო ბევრ სერვისცენტრში და ეს ელემენტი ყველგან შეიძლება არ გავრცელდეს, თუმცა აღმართი, მინიმალური და მაქსიმალური სიჩქარე, დაბრკოლებები, რომლებსაც ევროდირექტივა იცნობს, მარშრუტები ისე გვაქვს შერჩეული, რომ მაქსიმალურად ყველა ელემენტის გამოყენება მოხდეს. გამოსაცდელი გაგვყავს ქალაქში და დაახლოებით 20 კილომეტრამდე იქნება თითო მარშრუტი, რომელიც უნდა გაიაროს მსურველმა. მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრის ირგვლივ საშუალოდ 4 სხვადასხვა მარშრუტი გვექნება შერჩეული და წინასწარ ადამიანს არ ეცოდინება, რომელ მარშრუტს გაივლის. კომპიუტერი ავტომატურად დააგენერირებს მარშრუტს", - განაცხადა მარიანა მორგოშიამ.

მისივე თქმით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ორ ქალაქში - ფოთსა და ზუგდიდში საწყის ეტაპზე მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ სივრცეში ვერ ჩატარდება და გამოცდის მეორე კომპონენტის ჩასაბარებლად მსურველებმა სხვა ქალაქების სერვის ცენტრებს უნდა მიმართონ.

ამასთან, მარიანა მორგოშია მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ავტოსკოლებში ხარისხიან სწავლებაზე მოთხოვნასაც გაზრდის. მან ასევე აღნიშნა, რომ ავტოსკოლები ამ ეტაპზე რეგულირებადი მიმართულება არაა და ამ კუთხით შსს მუშაობს.

„ის ცვლილებები, რაც დღეს ჩვენ შეგვაქვს კანონპროექტში, გამოიწვევს ადამიანების მხრიდან გაზრდილ მოთხოვნას ხარისხიან სწავლებაზე, შესაბამისად ამ მიმართულებით ისედაც ვფიქრობთ, რომ ავტოსკოლები დაიხვეწებიან. რაც შეეხება რეგულაციებს, ამაზე ვმუშაობთ", - განაცხადა მორგოშიამ.

შეგახსენებთ, რომ მანქანის ქუჩებში - რეალურ მოძრაობაში მართვა გამოცდის მეორე ეტაპია, პირველ ეტაპზე კი მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს გამოცდის ჩაბარება არსებული სისტემით - საგამოცდო მოედნებზე მოუწევთ.

"ივლისიდან დღემდე 17-მა ახალგაზრდამ მოიკლა თავი, მათგან ყველაზე უფროსი 31 წლისაა" - აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

გორში პატრულმა ქალბატონი სიკვდილს გადაარჩინა - "გზაზე დავარდნილი რომ შევნიშნეთ, თავიდან ავტოსაგზაო შემთხვევა გვეგონა"

პეტრე ცაავა  პატრიარქის ბრძანების შესრულებას არ აპირებს - რას ამბობს ყოფილი მიტროპოლიტი  პრემიერის განცხადებაზე