ავტორი:

კატეგორიულად მოსთხოვეთ აზერბაიჯანს, რომელიც შემოჭრილია იარაღით ხელში, დატოვოს ჩვენი ტერიტორია! - რა მიმართვას ავრცელებს გარეჯის მონასტრის წინამძღვარი

კატეგორიულად მოსთხოვეთ აზერბაიჯანს, რომელიც შემოჭრილია იარაღით ხელში, დატოვოს ჩვენი ტერიტორია! - რა მიმართვას ავრცელებს გარეჯის მონასტრის წინამძღვარი

უფრო მძაფრი იქნება დაპირისპირება, უფრო გამწვავდება და ვაითუ უფრო ცუდი შედეგებიც დადგეს, თუ აზერბაიჯანის მხარეს მკაცრად არ მოეთხოვა, რომ დატოვოს ჩვენი ტერიტორიები, - ამის შესახებ გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილარიონმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას.

როგორც სასულიერო პირი აღნიშნავს, ის ტერიტორიები, რომელიც ახლა ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეს შორის სადავო მონაკვეთებს წარმოადგენს, ბოლშევიკებს აზრებაიჯანისთვის არ გადაუციათ.

მისი თქმით, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ან რაიმე საბუთი არ არსებობს და ამის მტკიცება საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა.

არქიმანდრიტ ილარიონის თქმით, აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, რომელიც იქ იარაღით ხელში დგას, ოკუპანტია, რომელმაც საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს.

„გუშინწინ მოსახლეობას და მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. უფრო მძაფრი იქნება დაპირისპირება, უფრო გამწვავდება და ვაითუ უფრო ცუდი შედეგებიც დადგეს, თუ აზერბაიჯანის მხარეს მკაცრად არ მოეთხოვა, რომ დატოვოს ჩვენი ტერიტორიები. გარეჯის თემის შესახებ ყველაფერი ცხადია და ხელის შეხოცვა ბოლშევიკებზე არ გამოუვა არავის, თითქოს მათ გადასცეს ეს ტერიტორიები აზერბაიჯანულ მხარეს. არ გამოუვათ, რადგანაც ეს იქნება თვალებში ნაცრის შეყრა საზოგადოებისთვის. ბოლშევიკებს, კომუნისტებს თავისი ცოდვები ეყოფათ და თქვენს ცოდვებსაც ნუ მიაწერთ.

90-იან წლებში ჰეიდარ ალიევის ვიზიტის ფარგლებში ხელია მოწერილი შეთანხმებაზე, რომ საზღვრის შესახებ მოლაპარაკება იქნება 1938 წლის რუკის მიხედვით და კერძო შემთხვევებში ეს კომისია სხვა რუკებითაც ისარგებლებს. ვინმემ იცის, რომელი რუკით სარგებლობს ჩვენი კომისია? რას ლაპარაკობს ბატონი ლაშა დარსალია იქ ვინმემ იცის? ესენი ჩვენ რომ გვესაუბრებიან, გეგონება აზერბაიჯანული მხარე გვესაუბრება და არავინ იცის, იქ რას ლაპარაკობენ. ისტორია ყველას პასუხს მოსთხოვს და ყველას სახელი დაერქმევა, ვინც ამ ცუდ საქმეში თავის წვლილს შეიტანს.

ბატონებო, აზერბაიჯანის მხარეს კატეგორიულად მოსთხოვეთ დატოვოს ჩვენი ტერიტორია, რომელიც შემოჭრილია იარაღით ხელში. იქაური ჯარისკაცი ვინც იქ დგას, ჩვეულებრივი ოკუპანტია. ეს ტერიტორიები აზერბაიჯანული მხარისთვის არ არის გადაცემული, ამის საბუთი არ არის არსად. ნუ აბრალებთ კომუნისტებს, ნუ აბრალებთ ბოლშევიკებს.

მე არ ვიცი, ვის რა დაინტერესება აქვს და ვინ რა დივიდენდებს ელის აზერბაიჯანის მხარისგან. ჩემი სატკივარი არის მხოლოდ დავით გარეჯი და ჩვენი ტერიტორიები. არ მინდა სხვა საჭირბოროტო საკითხებს შევეხო, რაც ერის წინაშეა, მაგრამ დავით გარეჯის შესახებ საუბარი მევალება მე,“ - განაცხადა არქიმანდრიტმა ილარიონმა.

მისი განცხადებით, აზერბაიჯანელი მესაზღვრები ყოველგვარი სამართლის უგულებელყოფით შემოსულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე.

„კომისიის მუშაობას, რომელიც ჩვენი და აზერბაიჯანის მხრიდან მუშაობს, არ ვიცი ამას მუშაობა როგორ უნდა დავარქვა. წლებია არაფერი ჩვენს სასიკეთოდ არ გადაწყვეტილა. ასეთი წაყრუებით, რაც დღეს ხელისუფლების მხრიდან არის დავით გარეჯის თემაზე, სიკეთე არ იქნება. ტელევიზიებით გამოდიან და მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს პრობლემა არ არის. პრობლემა არის იმიტომ, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრები ყოველგვარი სამართლის უგულებელყოფით შემოსულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ გვეუბნებიან, ხელს ნუ გვიშლით, ნუ ამწვავებთ საკითხს, რომ მშვიდ ფონზე მოვაგვაროთ, გადავწყვიტოთო. ამ გაზაფხულზე სწორედ ასე შემოგვითვალა ბატონმა ლაშა დარსალიამ, ნუ ამწვავებთ საკითხს, მაცადეთ, რომ მშვიდად ვისაუბროო. როცა ჩვენ დავმშვიდდით და ხმა აღარ ამოვიღეთ, აზერბაიჯანის მხარემ ბულდოზერები მოაყენა და გადათხარეს მთელი ჩიჩხიტურის მონასტერი და გზა გამოიყვანეს. 21-ე საუკუნეში შეგვიცვალეს ისტორიული მოცემულობა.

ასე მოხდა 2005-2007 წლებში, როდესაც ჩვენ ყაზარმა აგვიშენეს იქვე, ჩიჩხიტურის დაბლა მინდორზე. ჩვენ გვეგონა, რომ იქ ფერმა შენდებოდა, თუმცა აშენდა სამხედრო ობიექტი. ფერმაც რომ ყოფილიყო, ჩვენი მხრიდან მკაცრი შეფასება უნდა ყოფილიყო. ახლა კი გაიყვანეს გზა. ე.ი. ხორციელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ეს ნიშნავს, რომ მათი პრეტენზიები იქნება უფრო მკვეთრი. არანაირი მკაცრი რეაგირება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. მეტიც, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ყველაფრის შესახებ მედიით გაიგო. ეს ხომ კატასტროფაა. სად არის ქვეყნის უსაფრთხოება?!“ - აცხადებს არქიმანდრიტი ილარიონი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ