საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვერ იგებთ, ჩამოსულმა როგორ მივაღწიე წარმატებას, ესაა, რასაც არ მპატიობთ" - რას პასუხობს ნანუკა ჟორჟოლიანი ქალს, რომელიც მის შვილს აკრიტიკებს
"ვერ იგებთ, ჩამოსულმა როგორ მივაღწიე წარმატებას, ესაა, რასაც არ მპატიობთ" - რას პასუხობს ნანუკა ჟორჟოლიანი ქალს, რომელიც მის შვილს აკრიტიკებს

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი "ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბელს", რო­მელ­მაც ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი, მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე, 20-21 ივ­ნი­სის ღა­მის მოვ­ლე­ნე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო გა­აკ­რი­ტი­კა, "ფე­ის­ბუ­ქით" პა­სუ­ხობს:

"რო­გორც წესი, არ ვპა­სუ­ხობ მა­რი­ა­მის თე­მებს, დი­დია და თა­ვად მი­ხე­დავს კრი­ტი­კა­საც, მის ბრძო­ლა­საც და მის გზა­საც, მაგ­რამ აქ იმ­დენ­ჯერ მახ­სე­ნეს, უნდა გი­პა­სუ­ხოთ.

რო­გორ არ გავ­ბო­როტ­დით, ქალ­ბა­ტო­ნო. ერ­თმა­ნეთს ვეს­რო­ლეთ მაგ 90-ებში, დე­და­ლაქ­ში ომი გა­ვა­ჩა­ღეთ, მერე აფხა­ხე­თი და ოსე­თი დავ­კარ­გეთ და ამ თა­ო­ბას თუ 90-ები არ მოს­წონთ, ნუ გწყინთ. დრო რო­დე­საც მო­და­ში კა­ი­ფი იყო, მხედ­რი­ო­ნი და უბ­ნუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი და როცა იმ დრო­ზე ვამ­ბობთ "თბი­ლი­სი იყო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი", ამ თა­ო­ბას რომ არ ეს­მის, ნურც ეგ გიკ­ვირთ.

მა­რი­ა­მი საფ­რან­გეთ­ში და­ფი­ნან­სე­ბით სწავ­ლობს. ისე, რო­გორც მისი მე­გობ­რე­ბის 80%. ასეა ეს თა­ო­ბა. გავ­ლე­ნი­ა­ნი ბა­ბუ­ე­ბის და ბე­ბი­ე­ბის გა­რე­შე ხვდე­ბი­ან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, იქ სა­დაც ვერ ჩა­ა­წყობ. და იმ დრო­ის ხიბ­ლიც, რო­მელ­საც მის­ტი­რით, ეგ იყო. გავ­ლე­ნი­ა­ნე­ბი და "ინ­წე­ლი­გენ­ტე­ბი" ცხოვ­რობ­დნენ კარ­გად. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლე­ბი ხართ, როცა მა­რი­ამს გარ­თო­ბას ურ­ჩევთ აქ­ცი­ე­ბის ნაც­ვლად. ასე იყო მა­ში­ნაც. როცა სო­ხუმს ვკარ­გავ­დით, თბილსში ქორ­წი­ლებს იხ­დიდ­ნენ. ესეც თქვე­ნი 90-ები.

თქვე­ნი, ჩემს მი­მართ მი­უ­ღებ­ლო­ბაც მა­ქე­დან მო­დის. არა­ვის შვი­ლიშ­ვი­ლი ვარ, არც არა­ვის შვი­ლი. ვერ იგებთ ჩა­მო­სულ­მა რო­გორ მი­ვაღ­წიე წარ­მა­ტე­ბას. ესაა რა­საც არ მპა­ტი­ობთ, მაგ­რამ ეგაა ჩემი მთა­ვა­რი "ხიბ­ლიც", წყალ­ტუ­ბოც იყო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს მშობ­ლე­ბის გამო არ ლან­ძღავ­დნენ.

მა­რი­ამ, შენ კიდე არ იცი, რა სა­ში­ნე­ლე­ბა იყო 90-ების სა­ქარ­თვე­ლო და ვინც იმ დროს მის­ტი­რის, არის უკან, სა­დაც თქვენ არა­სო­დეს არ უნდა მი­ი­ხე­დოთ", - წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

აი, რას წერ­და ქალი, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"რო­გორ ტე­ხავს არაა? 90-ები რომ გაქვს გავ­ლი­ლი. ჰო, მოხ­და ასე: გა­ვი­ა­რეთ, მერე რა. არ იყო კარ­გი, მაგ­რამ უა­რე­სე­ბიც გა­უვ­ლია ჩვენს ბე­ბია-ბა­ბუ­ებს, იმათ ბე­ბია-ბა­ბუ­ებს... მე­გობ­რე­ბი დავ­კარ­გეთ, თბი­ლი­სის ცენ­ტრში ტყვი­ე­ბი ვნა­ხეთ, სიბ­ნე­ლეს შე­ვეჩ­ვი­ეთ, კა­რა­ქის ტა­ლონს მო­ვეს­წა­რით, პუ­რის რი­გე­ბი კო­ცონ­ზე... "სუ­ხოი სპირტზე" მო­დუ­ღე­ბუ­ლი ყავა... გა­მა­ჩე­რეთ თუ ვა­მე­ტებ. და არ გავ­ბო­როტ­დით, არ გა­დავ­შენ­დით, არ შევ­ჭა­მეთ მა­შინ ერ­თმა­ნე­თი. სტრე­სიც მი­ყუჩ­და და გა­ვაგ­რძე­ლეთ ცხოვ­რე­ბა მო­ვე­დით დღემ­დე და ვინ­მე ბავ­შვი (თუმ­ცა ბავ­შვი ვიცი მე - ბაღ­ში და სკო­ლა­ში!), რო­მე­ლიც საფ­რან­გეთ­ში სწავ­ლობს (ღმერ­თმა ხელი მო­უ­მარ­თოს) იმის მა­გივ­რად - ტო­ლებ­თან ერ­თო­ბო­დეს და ტკბე­ბო­დეს ყვე­ლა­ზე მა­გა­რი წლე­ბით, დგას რუ­პო­რით მი­ტინგზე და ტა­ტყა­ნებს - "რა­ღაც თბი­ლი­სი იყო ურ­თი­ერ­თო­ბა"-ზე, გვა­ძა­ხებს იმ 90-ებს. რომ­ლის დრო­საც ამ­ხე­ლა ახალ­გაზ­რდე­ბის მშობ­ლე­ბი შე­შის ფეჩ­თან აშ­რობ­დნენ ამათ "პად­გუზ­ნი­კებს"! სიმ­წრით რომ გაზ­რდი შვილს, სულს რომ უბე­რავ, ყვე­ლა­ფერს რო ჩა­დებ მის გა­ნათ­ლე­ბა­ში, გული რომ გი­კან­კა­ლებს ში­შით - გა­რეთ გა­სულს რა­ი­მე ცუდი არ და­ე­მარ­თოს. რომ გა­იზ­რდე­ბა შე­მო­გიბ­რუნ­დე­ბა და მი­ტინგზე რო წა­მო­გა­ძა­ხებს. მერე ამას ვი­ღა­ცა სა­ინ­ფორ­მა­ციო რომ აქ და­დებს და წა­ა­წერს: "ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ქა­ლიშ­ვილ­მა თქვა"...

თითი გა­ან­ძრი­ოს ჯერ ნა­ნუ­კას ქა­ლიშ­ვილ­მა ამ ქვეყ­ნის­თვის, რა­ღა­ცა შექ­მნას, რომ ნა­ნუ­კას გოგო-თი კი აღარ მო­იხ­სე­ნი­ონ, არა­მედ - სა­კუ­თა­რი თა­ვით იც­ნონ! და მერე იტი­ტი­ნოს 90-ებზე... ავად თუ კარ­გად-ჩემ­მა თა­ო­ბამ, იმ წლებ­ში გა­მოვ­ლილ­მა გოგო-ბი­ჭებ­მა დაგ­ზარ­დეს, შვი­ლე­ბო! არ გაყ­ვედ­რით, გახ­სე­ნებთ ის­წავ­ლეთ და გა­მო­ა­დე­ქით ამ ქვე­ყა­ნას. ჩვენ? რაღა დროს ჩვენ ვართ... კომ­პი­უ­ტე­რიც იცით და ინ­გლი­სუ­რიც. ჰოდა საქ­მეს მი­ხე­დეთ. მი­ტინ­გით და აქ­ცი­ით გაგ­ვაკ­ვირ­ვე­ებთ-ჩვე­ენ?! ჰოდა ვინ გიშ­ლით იყა­ვით ჩვენ­ზე კარ­გე­ბი და გაგ­ვი­ხარ­დე­ბა. არ გე­ჯიბ­რე­ბით. და მო­ეშ­ვით ამ "რა­ღაც თბი­ლი­სი იყო ურ­თი­ერ­თო­ბა"-ზე ღა­და­ო­ბას. ის­წავ­ლეთ, იცი­ნეთ, ბი­ჭებს გა­ეპ­რან­ჭეთ, ფილ­მებს უყუ­რეთ, კარგ მუ­სი­კას მო­უს­მი­ნეთ, იმოგ­ზა­უ­რეთ, მე­გობ­რებ­თან გა­ა­ტა­რეთ დრო... კი ნუ გვებ­რძვით შვი­ლო, - გვა­ჯო­ბეთ! რაის ლო­ზუნ­გი და მი­ტინ­გი... მე­ა­სე­ჯერ ვწერ: ეს თა­ო­ბა სხვა­ნა­ი­რად ლა­ღი­აო. გა­ევ­ლოთ ის, რაც გა­ვი­ა­რეთ ჩვენ (მათ წლებ­ში) და მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ სი­ლა­ღე­ზე. შე­ნიშ­ვნას ყვე­ლას­გან მი­ვი­ღებ, მარა აი მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძის­გან - ვერა რაა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ვერ იგებთ, ჩამოსულმა როგორ მივაღწიე წარმატებას, ესაა, რასაც არ მპატიობთ" - რას პასუხობს ნანუკა ჟორჟოლიანი ქალს, რომელიც მის შვილს აკრიტიკებს

"ვერ იგებთ, ჩამოსულმა როგორ მივაღწიე წარმატებას, ესაა, რასაც არ მპატიობთ" - რას პასუხობს ნანუკა ჟორჟოლიანი ქალს, რომელიც მის შვილს აკრიტიკებს

ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქ-მომხმარებელს", რომელმაც ტელეწამყვანის ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე, 20-21 ივნისის ღამის მოვლენების საპროტესტო აქციაზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა, "ფეისბუქით" პასუხობს:

"როგორც წესი, არ ვპასუხობ მარიამის თემებს, დიდია და თავად მიხედავს კრიტიკასაც, მის ბრძოლასაც და მის გზასაც, მაგრამ აქ იმდენჯერ მახსენეს, უნდა გიპასუხოთ.

როგორ არ გავბოროტდით, ქალბატონო. ერთმანეთს ვესროლეთ მაგ 90-ებში, დედალაქში ომი გავაჩაღეთ, მერე აფხახეთი და ოსეთი დავკარგეთ და ამ თაობას თუ 90-ები არ მოსწონთ, ნუ გწყინთ. დრო როდესაც მოდაში კაიფი იყო, მხედრიონი და უბნური დაპირისპირებები და როცა იმ დროზე ვამბობთ "თბილისი იყო ურთიერთობები", ამ თაობას რომ არ ესმის, ნურც ეგ გიკვირთ.

მარიამი საფრანგეთში დაფინანსებით სწავლობს. ისე, როგორც მისი მეგობრების 80%. ასეა ეს თაობა. გავლენიანი ბაბუების და ბებიების გარეშე ხვდებიან უნივერსიტეტებში, იქ სადაც ვერ ჩააწყობ. და იმ დროის ხიბლიც, რომელსაც მისტირით, ეგ იყო. გავლენიანები და "ინწელიგენტები" ცხოვრობდნენ კარგად. ძალიან გულწრფელები ხართ, როცა მარიამს გართობას ურჩევთ აქციების ნაცვლად. ასე იყო მაშინაც. როცა სოხუმს ვკარგავდით, თბილსში ქორწილებს იხდიდნენ. ესეც თქვენი 90-ები.

თქვენი, ჩემს მიმართ მიუღებლობაც მაქედან მოდის. არავის შვილიშვილი ვარ, არც არავის შვილი. ვერ იგებთ ჩამოსულმა როგორ მივაღწიე წარმატებას. ესაა რასაც არ მპატიობთ, მაგრამ ეგაა ჩემი მთავარი "ხიბლიც", წყალტუბოც იყო ურთიერთობები, სადაც ადამიანებს მშობლების გამო არ ლანძღავდნენ.

მარიამ, შენ კიდე არ იცი, რა საშინელება იყო 90-ების საქართველო და ვინც იმ დროს მისტირის, არის უკან, სადაც თქვენ არასოდეს არ უნდა მიიხედოთ", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

აი, რას წერდა ქალი, რომლის კომენტარსაც ტელეწამყვანი გამოეხმაურა:

"როგორ ტეხავს არაა? 90-ები რომ გაქვს გავლილი. ჰო, მოხდა ასე: გავიარეთ, მერე რა. არ იყო კარგი, მაგრამ უარესებიც გაუვლია ჩვენს ბებია-ბაბუებს, იმათ ბებია-ბაბუებს... მეგობრები დავკარგეთ, თბილისის ცენტრში ტყვიები ვნახეთ, სიბნელეს შევეჩვიეთ, კარაქის ტალონს მოვესწარით, პურის რიგები კოცონზე... "სუხოი სპირტზე" მოდუღებული ყავა... გამაჩერეთ თუ ვამეტებ. და არ გავბოროტდით, არ გადავშენდით, არ შევჭამეთ მაშინ ერთმანეთი. სტრესიც მიყუჩდა და გავაგრძელეთ ცხოვრება მოვედით დღემდე და ვინმე ბავშვი (თუმცა ბავშვი ვიცი მე - ბაღში და სკოლაში!), რომელიც საფრანგეთში სწავლობს (ღმერთმა ხელი მოუმართოს) იმის მაგივრად - ტოლებთან ერთობოდეს და ტკბებოდეს ყველაზე მაგარი წლებით, დგას რუპორით მიტინგზე და ტატყანებს - "რაღაც თბილისი იყო ურთიერთობა"-ზე, გვაძახებს იმ 90-ებს. რომლის დროსაც ამხელა ახალგაზრდების მშობლები შეშის ფეჩთან აშრობდნენ ამათ "პადგუზნიკებს"! სიმწრით რომ გაზრდი შვილს, სულს რომ უბერავ, ყველაფერს რო ჩადებ მის განათლებაში, გული რომ გიკანკალებს შიშით - გარეთ გასულს რაიმე ცუდი არ დაემართოს. რომ გაიზრდება შემოგიბრუნდება და მიტინგზე რო წამოგაძახებს. მერე ამას ვიღაცა საინფორმაციო რომ აქ დადებს და წააწერს: "ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა თქვა"...

თითი გაანძრიოს ჯერ ნანუკას ქალიშვილმა ამ ქვეყნისთვის, რაღაცა შექმნას, რომ ნანუკას გოგო-თი კი აღარ მოიხსენიონ, არამედ - საკუთარი თავით იცნონ! და მერე იტიტინოს 90-ებზე... ავად თუ კარგად-ჩემმა თაობამ, იმ წლებში გამოვლილმა გოგო-ბიჭებმა დაგზარდეს, შვილებო! არ გაყვედრით, გახსენებთ ისწავლეთ და გამოადექით ამ ქვეყანას. ჩვენ? რაღა დროს ჩვენ ვართ... კომპიუტერიც იცით და ინგლისურიც. ჰოდა საქმეს მიხედეთ. მიტინგით და აქციით გაგვაკვირვეებთ-ჩვეენ?! ჰოდა ვინ გიშლით იყავით ჩვენზე კარგები და გაგვიხარდება. არ გეჯიბრებით. და მოეშვით ამ "რაღაც თბილისი იყო ურთიერთობა"-ზე ღადაობას. ისწავლეთ, იცინეთ, ბიჭებს გაეპრანჭეთ, ფილმებს უყურეთ, კარგ მუსიკას მოუსმინეთ, იმოგზაურეთ, მეგობრებთან გაატარეთ დრო... კი ნუ გვებრძვით შვილო, - გვაჯობეთ! რაის ლოზუნგი და მიტინგი... მეასეჯერ ვწერ: ეს თაობა სხვანაირად ლაღიაო. გაევლოთ ის, რაც გავიარეთ ჩვენ (მათ წლებში) და მერე ვილაპარაკოთ სილაღეზე. შენიშვნას ყველასგან მივიღებ, მარა აი მარიამ გეგუჩაძისგან - ვერა რაა".

გიგი უგულავას ქალიშვილი ფილმის გადასაღებად ფულს აგროვებს - "დახმარება მთხოვა - შენს "ფრენდებში" გაავრცელეო"

"მეც ჩემი რუტინა უნდა შევცვალო. უნდა ავდგე და ვიარო, თუნდაც რისკის ფასად..." - რას წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში?

"ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია... პიარისთვის გჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცო" - დოროყაშვილი ბასილაშვილს