პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს
„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს

ნენ­სკრა ჰე­სის საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნია - სს „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ სვა­ნეთ­ში შიდა ტუ­რიზ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას იწყებს, რო­მე­ლიც 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„ნენ­სკრა­სა და ნაკ­რას ხე­ო­ბე­ბი, სა­დაც ნენ­სკრა ჰე­სის პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ამ­ჟა­მად თით­ქმის უც­ნო­ბია რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტის­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, რო­დე­საც ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით შიდა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი მცი­რე ბიზ­ნე­სი გან­ვი­თარ­დე­ბა და შე­იქ­მნე­ბა სხვა­დას­ხვა მიმ­ზიდ­ვე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ატ­რაქ­ცია, სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვლე­ბა. ამ­ჟა­მად ორი­ვე ხე­ო­ბა­ში სა­ო­ჯა­ხო ტი­პის 20-მდე სას­ტუმ­რო მუ­შა­ობს, სა­დაც ძი­რი­თა­დად ჰე­სის პრო­ექ­ტში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ შიდა ტუ­რიზ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ამ ზა­ფხულს აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და, გა­დავ­წყვი­ტეთ, მას­ში ჩვე­ნი წვლი­ლი შეგ­ვე­ტა­ნა და ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი პრო­ექ­ტი სვა­ნეთ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სწო­რედ ამ ულა­მა­ზე­სი კუ­თხი­სად­მი მიგ­ვე­ძღვნა სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და სს „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ ოპე­რა­ცი­ე­ბის მარ­თვის დი­რექ­ტორ­მა თე­ი­მუ­რაზ კო­პა­ძემ.

„ნენ­სკრა ჰიდ­რო“ მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში ჭუ­ბერ­სა და ნაკ­რა­ში ოპე­რი­რებს, სა­დაც არა­ერთ სო­ცი­ა­ლურ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს, მათ შო­რის - ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად (ინ­გლი­სუ­რი ენი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის კურ­სე­ბი, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­როს მარ­თვის კურ­სე­ბი, მი­წის რე­გის­ტრა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა და შიდა ინფრას­ტურ­ქტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა). 2017 წლი­დან დღემ­დე „ნენკს­რა ჰიდ­რომ“ სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებ­ზე 400 000 აშშ დო­ლა­რამ­დე და­ხარ­ჯა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს

„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს

ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია - სს „ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომელიც 3 თვის განმავლობაში მედიასა და სოციალურ ქსელში სხვადასხვა აქტივობას ითვალისწინებს.

„ნენსკრასა და ნაკრას ხეობები, სადაც ნენსკრა ჰესის პროექტი ხორციელდება, ამჟამად თითქმის უცნობია როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტისთვის. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში, როდესაც ჩვენი პროექტის მეშვეობით შიდა ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება, ადგილობრივი მცირე ბიზნესი განვითარდება და შეიქმნება სხვადასხვა მიმზიდველი ტურისტული ატრაქცია, სიტუაცია შეიცვლება. ამჟამად ორივე ხეობაში საოჯახო ტიპის 20-მდე სასტუმრო მუშაობს, სადაც ძირითადად ჰესის პროექტში დასაქმებული ადამიანები ცხოვრობენ. იქიდან გამომდინარე, რომ შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია ამ ზაფხულს აქტუალური გახდა, გადავწყვიტეთ, მასში ჩვენი წვლილი შეგვეტანა და ვინაიდან ჩვენი პროექტი სვანეთში ხორციელდება, სწორედ ამ ულამაზესი კუთხისადმი მიგვეძღვნა საინფორმაციო კამპანია“, - განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.

„ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში ოპერირებს, სადაც არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს, მათ შორის - ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად (ინგლისური ენისა და კომპიუტერის კურსები, საოჯახო ტიპის სასტუმროს მართვის კურსები, მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობა და შიდა ინფრასტურქტურის გაუმჯობესება). 2017 წლიდან დღემდე „ნენკსრა ჰიდრომ“ სოციალურ პროექტებზე 400 000 აშშ დოლარამდე დახარჯა.

NS

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი