10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან გაწვეულების გვარები, რომლებიც დღემდე დაკარგულად ითვლებოდნენ და მათი საფლავები მოლდოვაშია
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან გაწვეულების გვარები, რომლებიც დღემდე დაკარგულად ითვლებოდნენ და მათი საფლავები მოლდოვაშია

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოლ­დო­ვა­დან, გრი­გო­რო­პოლ­სკის რა­ი­ო­ნი­დან, ად­გი­ლობ­რივ­მა მო­ხა­ლი­სე­ებ­მა AMBEBI.GE-ს იმ ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბი მი­ა­წო­დეს, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბოდ­ნენ. ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, საბ­ჭო­თა ქვეყ­ნის იმ ქა­ლაქ­სა და სო­ფელ­ში, სა­დაც ბრძო­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­ერ­თო საფ­ლა­ვე­ბი გა­ა­კე­თეს და და­ღუ­პულ­თა გვა­რე­ბი და­ფებ­ზე და­ი­ტა­ნეს.

ომში თუ ტყვე­თა ბა­ნა­კებ­ში და­ღუ­პულ­თა სი­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში “და­ხუ­რულ არ­ქი­ვებ­ში” ინა­ხე­ბო­და. ასო­ბით ათა­სი ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლო­ში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და, რო­მე­ლი­ღაც საბ­ჭო­თა ქვეყ­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე იყო და­მარ­ხუ­ლი და მისი გვარ-სა­ხე­ლი მე­მო­რი­ა­ლურ და­ფა­ზეც ეწე­რა...

მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ათა­სო­ბით ჯა­რის­კა­ცის ოჯახს მათ­ზე ინ­ფორ­მა­ცია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰქონ­დათ. არა­და, ომის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე თუ არა, მომ­დევ­ნო წლებ­ში მა­ინც იარ­სე­ბებ­და და­ღუ­პუ­ლე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბაზა - ვინ სად, რო­მე­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­საფ­ლა­ო­ზე იყო და­მარ­ხუ­ლი... მით უფრო, რომ ათა­სო­ბით მშო­ბე­ლი, ძმა, შვი­ლი, მე­უღ­ლე, სიკ­ვდი­ლამ­დე ელო­და სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რს და ფურ­ცელ­ზე და­წე­რილ სი­ტყვებს - “და­ი­კარ­გა უგზო-უკვლოდ”, არ ენ­დო­ბო­და...

ალ­ბათ, ასე ელოდ­ნენ იმ ქარ­თველ ჯა­რის­კა­ცებ­საც, რომ­ლე­ბიც მოლ­დო­ვა­ში ბრძო­ლებ­ში და­ი­ღუპ­ნენ. გრი­გო­რო­პოლ­სკის რა­ი­ო­ნის დო­როც­კის სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე ნა­პოვ­ნი ქარ­თვე­ლე­ბის სია ასე­თია:

ჰა­სან ალის ძე ასა­თი­ა­ნი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1912 წელს, ბა­თუ­მის, სო­ფელ ორ­და­ში. ნაღმტყორ­ცნელ­თა ასე­უ­ლის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი. და­ი­ღუ­პა 1944 წლის 13 მა­ისს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას მოლ­დო­ვა­ში, გრი­გო­რო­პოლ­სკის რა­ი­ონ­ში. ძმა დურ­სუნ ასა­თი­ა­ნი.

თევ­დო­რე (ან თე­დო­რე) და­ვი­თის ძე ტუ­ა­ე­ვი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს ყაზ­ბე­გის რა­ი­ონ­ში, კობი, სო­ფელ უხათ­ში. მე­ტყვი­ამრფქვე­ვე­თა ასე­უ­ლის მე­თა­უ­რი, უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი. დედა – სუ­ლი­ნე, მამა – და­ვი­თი. და­ი­ღუ­პა მოლ­დო­ვა­ში 4 ივ­ლისს (სა­ვა­რა­უ­დოდ, 1944 წელს).

აგას მე­ლი­ქის ძე შა­მი­რო­ვი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1911 წელს თბი­ლის­ში, 26 კო­მუ­ნა­რის ქუ­ჩა­ზე. მე­უღ­ლე - მა­რია ალე­ქე­სის ასუ­ლი. და­ი­ღუ­პა 1944 წლის 24 აპ­რილს, მოლ­დო­ვა­ში.

პავ­ლე ივა­ნეს ძე ხურ­ცი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წელს ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ რო­მა­ბეთ­ში (?). და­ი­ღუ­პა უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ტერ­ნოვ­კა­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს. 1957 წლის 17 მა­ისს, სხვა და­ღუ­პუ­ლებ­თან ერ­თად, სო­ფელ სო­კო­ლოვ­კის სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე გა­და­ას­ვე­ნეს, რა დრო­საც სამ­ხედ­რო სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ნიშ­ნით, ე.წ. ЛОЗ-ით ამო­იც­ნეს და სი­ა­შიც შე­იყ­ვა­ნეს. მის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი არ­სე­ბობს მოლ­დო­ვა­შიც.

სერ­გო სე­ვას­ტის ძე შა­რა­ში­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1924 წელს ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დაბ­ლა­ცი­ხე­ში... ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და. 1955 წელს, მოლ­დო­ვას სამ­ხედ­რო კო­მი­სი­ა­რი­ატს მის­მა დამ, ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბუ­კის­ცი­ხე­ში მცხოვ­რებ­მა ქსე­ნია შა­რა­ში­ძემ თხოვ­ნა-გან­ცხა­დე­ბა გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც ის ძმის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და...

რა პა­სუ­ხი მი­ი­ღო და­კარ­გუ­ლი ძმის მა­ძი­ე­ბელ­მა ქალ­მა, ამის შე­სა­ხებ მოლ­დო­ვას სამ­ხედ­რო არ­ქი­ვებ­ში ინ­ფორ­მა­ცია შე­მო­ნა­ხუ­ლი არ არის... არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეფ­რე­ი­ტო­რი (სამ­ხედ­რო წო­დე­ბა რი­გით ჯა­რის­კაც­სა და სერ­ჟანტს შო­რის) სერ­გო შა­რა­ში­ძე 1944 წლის 7 მა­ისს, ოდე­სის ოლ­ქში და­ი­ღუ­პა. 50-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს, ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სა წერ­და, რომ ქარ­თვე­ლი ქალი მოლ­დო­ვა­ში ძმის კვალს ეძებ­და, რად­გან მშობ­ლებს და­პირ­და, რომ მას იპო­ვი­და...

ქეთი
0

ვეძებ ბიძაჩემის ნოე ილიას ძე ხვედელიანის საფლავს, რომელიც მე-2 მსოფლიო ომის დროს ტყვედ იქნა ჩავარდნილი და შემდეგ გადასახლებული. თუ იცით სად არის მისი საფლავი ან თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას მის შესახებ, იქნებ შემატყობინოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან გაწვეულების გვარები, რომლებიც დღემდე დაკარგულად ითვლებოდნენ და მათი საფლავები მოლდოვაშია

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან გაწვეულების გვარები, რომლებიც დღემდე დაკარგულად ითვლებოდნენ და მათი საფლავები მოლდოვაშია

რამდენიმე დღის წინ მოლდოვადან, გრიგოროპოლსკის რაიონიდან, ადგილობრივმა მოხალისეებმა AMBEBI.GE-ს იმ ქართველების გვარ-სახელები მიაწოდეს, რომლებიც წლების განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ. ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა ქვეყნის იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა, საერთო საფლავები გააკეთეს და დაღუპულთა გვარები დაფებზე დაიტანეს.

ომში თუ ტყვეთა ბანაკებში დაღუპულთა სიების გარკვეული ნაწილი, წლების განმავლობაში “დახურულ არქივებში” ინახებოდა. ასობით ათასი ჯარისკაცი, რომელიც სამშობლოში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, რომელიღაც საბჭოთა ქვეყნის სასაფლაოზე იყო დამარხული და მისი გვარ-სახელი მემორიალურ დაფაზეც ეწერა...

მხოლოდ საქართველოში, ათასობით ჯარისკაცის ოჯახს მათზე ინფორმაცია წლების განმავლობაში არ ჰქონდათ. არადა, ომის დამთავრებისთანავე თუ არა, მომდევნო წლებში მაინც იარსებებდა დაღუპულების მონაცემთა ბაზა - ვინ სად, რომელი რესპუბლიკის სასაფლაოზე იყო დამარხული... მით უფრო, რომ ათასობით მშობელი, ძმა, შვილი, მეუღლე, სიკვდილამდე ელოდა საკუთარი ოჯახის წევრს და ფურცელზე დაწერილ სიტყვებს - “დაიკარგა უგზო-უკვლოდ”, არ ენდობოდა...

ალბათ, ასე ელოდნენ იმ ქართველ ჯარისკაცებსაც, რომლებიც მოლდოვაში ბრძოლებში დაიღუპნენ. გრიგოროპოლსკის რაიონის დოროცკის საერთო სასაფლაოზე ნაპოვნი ქართველების სია ასეთია:

ჰასან ალის ძე ასათიანი - დაბადებული 1912 წელს, ბათუმის, სოფელ ორდაში. ნაღმტყორცნელთა ასეულის უფროსი ლეიტენანტი. დაიღუპა 1944 წლის 13 მაისს საბრძოლო მოქმედებების შესრულებისას მოლდოვაში, გრიგოროპოლსკის რაიონში. ძმა დურსუნ ასათიანი.

თევდორე (ან თედორე) დავითის ძე ტუაევი - დაბადებული 1916 წელს ყაზბეგის რაიონში, კობი, სოფელ უხათში. მეტყვიამრფქვევეთა ასეულის მეთაური, უფროსი ლეიტენანტი. დედა – სულინე, მამა – დავითი. დაიღუპა მოლდოვაში 4 ივლისს (სავარაუდოდ, 1944 წელს).

აგას მელიქის ძე შამიროვი - დაბადებული 1911 წელს თბილისში, 26 კომუნარის ქუჩაზე. მეუღლე - მარია ალექესის ასული. დაიღუპა 1944 წლის 24 აპრილს, მოლდოვაში.

პავლე ივანეს ძე ხურციძე - დაბადებული 1920 წელს ვანის რაიონის სოფელ რომაბეთში (?). დაიღუპა უკრაინის ქალაქ ტერნოვკაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს. 1957 წლის 17 მაისს, სხვა დაღუპულებთან ერთად, სოფელ სოკოლოვკის საერთო სასაფლაოზე გადაასვენეს, რა დროსაც სამხედრო საიდენტიფიკაციო ნიშნით, ე.წ. ЛОЗ-ით ამოიცნეს და სიაშიც შეიყვანეს. მის შესახებ მონაცემები არსებობს მოლდოვაშიც.

სერგო სევასტის ძე შარაშიძე - დაბადებული 1924 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ დაბლაციხეში... ომის დასრულების შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 1955 წელს, მოლდოვას სამხედრო კომისიარიატს მისმა დამ, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხეში მცხოვრებმა ქსენია შარაშიძემ თხოვნა-განცხადება გაუგზავნა, სადაც ის ძმის პოვნაში დახმარებას ითხოვდა...

რა პასუხი მიიღო დაკარგული ძმის მაძიებელმა ქალმა, ამის შესახებ მოლდოვას სამხედრო არქივებში ინფორმაცია შემონახული არ არის... არსებული ინფორმაციით, ეფრეიტორი (სამხედრო წოდება რიგით ჯარისკაცსა და სერჟანტს შორის) სერგო შარაშიძე 1944 წლის 7 მაისს, ოდესის ოლქში დაიღუპა. 50-იანი წლების მიწურულს, ადგილობრივი პრესა წერდა, რომ ქართველი ქალი მოლდოვაში ძმის კვალს ეძებდა, რადგან მშობლებს დაპირდა, რომ მას იპოვიდა...

ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ქართველი ლეიტენანტი ზოოპარკში ემალებოდა ნაცისტებს... - უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ახალი მონაცემები

შს მინისტრის მოულოდნელი საჩუქარი თანამშრომელს, რომელიც 30 წელია სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს