სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრა მედია ჰოლდინგის" საავტორო უფლებებს ჰარვარდის პროგრამის კურსდამთავრებულები დაიცავენ
"პალიტრა მედია ჰოლდინგის" საავტორო უფლებებს ჰარვარდის პროგრამის კურსდამთავრებულები დაიცავენ

რამ­დე­ნი­მე დღე­ში ლიზა კა­კა­ბა­ძე "პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გში" ახალ საქ­მეს შე­უდ­გე­ბა. ის, სხვა იუ­რის­ტებ­თან ერ­თად, იმ არა­მა­ტე­რი­ა­ლურ ქო­ნე­ბას და­ი­ცავს, რო­მელ­საც ჰოლ­დინ­გის ფარ­გლებ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ათო­ბით პლატ­ფორ­მის, გა­მომ­ცემ­ლო­ბის და სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ქმნი­ან.

ლიზა 20 წლი­საა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სა­ერ­თა­სო­რი­სო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტია. მო­მა­ვა­ლი იუ­რის­ტი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა იმ­დე­ნად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ არის, რო­გორც სხვა დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში.

"ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ვიცი, არ არის იმ­დე­ნად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, რო­გორც სხვა დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში. ვფიქ­რობ, ბევ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო მო­მა­ვალ­ში", - გან­მარ­ტა ლიზა კა­კა­ბა­ძემ Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში.

ლი­ზამ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სის შე­სა­ბა­მი­სი კურ­სიც იპო­ვა, რო­მე­ლიც მას არა მხო­ლოდ ქარ­თულ არა­მედ ამე­რი­კულ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც შეს­ძენ­და. რო­გორც თვი­თონ იხ­სე­ნებს, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის აფი­ლი­რე­ბუ­ლი კურ­სის შე­სა­ხებ იან­ვარ­ში გა­ი­გო.

კურ­სი მხო­ლოდ თბი­ლი­სის სა­ხელ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­ზე იყო გათ­ვლი­ლი, უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის სა­ფუძ­ველ­ზე. სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი 4 თვე­ზე იყო გათ­ვლი­ლი და დიდ­წი­ლად ინ­გლი­სურ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. კურ­სის გა­სავ­ლე­ლად 80 სტუ­დენ­ტი შე­ირ­ჩა, თუმ­ცა მხო­ლოდ 59-მა შეძ­ლო მისი წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა.

"პა­ლიტ­რა მე­დი­ის" იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ანა სამ­სო­ნი­ამ წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტებს უნი­კა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბა გა­უ­კე­თა - ვი­საც თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სურ­და, ჰოლ­დინ­გში პრაქ­ტი­კის გავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა. ოთხი სა­უ­კე­თე­სო კან­დი­და­ტი ფი­ნა­ლურ გა­მოც­და­ში მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბი­სა და გა­სა­უბ­რე­ბის შე­დე­გად შე­ირ­ჩა, ლიზა ერთ-ერთი მათ­გა­ნია. მას­თან ერ­თად "პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის" სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბებს ჰარ­ვარ­დის პროგ­რა­მის კი­დევ სამი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი და­ი­ცავს.

"პა­ლიტ­რა ჯგუფს აქვს მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა. ეს არ არის მხო­ლოდ გა­მომ­ცემ­ლო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ფარ­თო სპექტრს მო­ი­ცავს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა აქ პრაქ­ტი­კის გავ­ლა. გარ­და ამი­სა, ის რაც თე­ო­რი­უ­ლად გა­ვი­ა­რეთ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბო­და, კა­ნო­ნე­ბი თუ პრინ­ცი­პე­ბი - მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ მუ­შა­ობს პრაქ­ტი­კა­ში, მით უს­მე­ტეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვფიქ­რობ, რომ ამ ყვე­ლაფ­რის გა­აზ­რე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბა ეს პრაქ­ტი­კა", - გვი­თხრა ლიზა კა­კა­ბა­ძემ.

ანა სამ­სო­ნი­ას თქმით, "პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინგს" კარ­გად აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, ავ­ტორ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და ამ უფ­ლე­ბა­თა პა­ტი­ვის­ცე­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბად და­ნერგვა, ამი­ტომ აქ­ტი­უ­რად უწყობს ხელს ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას, მათ შო­რის, მო­მა­ვა­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის შე­ძე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გში ყო­ველ­დღი­უ­რად იქ­მნე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბა, რო­მელ­საც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ეც­ნო­ბა. ვაც­ნო­ბი­ე­რებთ ჩვენს წვლილს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის, ავ­ტორ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და ამ უფ­ლე­ბა­თა პა­ტი­ვის­ცე­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბად და­ნერგვის სა­კი­თხებ­ში და ხელს ვუ­წყობთ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას. სწო­რედ ამი­ტომ ჰარ­ვარ­დი/თსუ-ს პროგ­რა­მის სა­უ­კე­თე­სო კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს ვაძ­ლევთ პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მულ­ტი­მე­დია ჰოლ­დინ­გში და ამ მხრივ ვაძ­ლი­ე­რებთ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა დამ­ცველ სპე­ცი­ა­ლის­ტთა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ამას­თან, ჩვენ კვლავ ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას, ვგეგ­მავთ ინო­ვა­ცი­უ­რი პლატ­ფორ­მის შექ­მნას, რომ­ლის სა­მიზ­ნე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი­ცაა", - გა­ნა­ცხა­და ანა სამ­სო­ნი­ამ.

ჰარ­ვარ­დის აფი­ლი­რე­ბუ­ლი კურ­სის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რე­ბი მა­რი­ამ ღუ­ბი­ა­ნუ­რი და ქე­თე­ვან ური­დია მი­იჩ­ნე­ვენ, რომ "პა­ლიტ­რა მე­დი­ამ" სტუ­დენ­ტებს თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კუ­ლად გამ­ყა­რე­ბი­სა და რე­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის შე­ძე­ნის უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა.

„ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ჩვენს შო­რის ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შედ­გა, იმი­ტომ, რომ ერ­თია თვი­თონ კურ­სის თე­ო­რი­უ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მაგ­რამ მე­ო­რეა მის­ცე შე­საძ­ლებ­ლო­ბა სტუ­დენ­ტებს, რომ თა­ვი­სი მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა გა­მო­ი­ყე­ნონ.

გარ­და ამი­სა, ვფიქ­რობ, რომ "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბის შე­დე­გად სტუ­დენ­ტე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა, რად­გან მათ ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ეს ცოდ­ნა გა­მო­ი­ყე­ნონ პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით და ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ და­საქმდნენ ისეთ დიდ ჯგუფ­ში, რო­გო­რიც არის "პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი", რად­გან მას, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა იმ უფ­ლე­ბას­თან და სა­კუთ­რე­ბას­თან აქვს შე­ხე­ბა, რომ­ლის­თვი­საც სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - აღ­ნიშ­ნა მა­რი­ამ ღუ­ბი­ა­ნურ­მა.

"ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ეს იქ­ნე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს ბა­ზარ­ზე იქ­მნე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის პრო­დუქ­ტი, ამას ცოტა სხვა მას­შტა­ბი სჭირ­დე­ბა - ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უკვე სხვა მას­შტა­ბის­თვის უნდა ჰქონ­დეს მიღ­წე­უ­ლი, რომ მას სჭირ­დე­ბო­დეს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვა და ჰყავ­დეს იუ­რის­ტე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"პა­ლიტ­რა მე­დი­ას" კი აქვს ყვე­ლა იმ ტი­პის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­მომ­ცემ­ლო­ბა, მე­დია პლატ­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ქმნის და­მა­ტე­ბით სა­ფუძ­ველ­სა და და­მა­ტე­ბი­თი ინ­ტე­რე­სის სა­განს ყო­ვე­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მუ­შა­ვე იუ­რის­ტის­თვის, რად­გან აქ არ არის მხო­ლოდ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა და შე­გიძ­ლია სხვა­დას­ხა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­დე", - გვი­თხრა ქე­თე­ვან ური­დი­ამ.

ლიზა კა­კა­ბა­ძემ ჯერ არ იცის ჰოლ­დინ­გში რო­მე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­უ­წევს მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ არ­ჩე­ვა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რა­დი­ოს ან ონ­ლა­ინ მე­დი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით იმუ­შა­ვებ­და და ამ პლატ­ფორ­მე­ბის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბას და­ი­ცავ­და.

ფოტო: თსუ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"პალიტრა მედია ჰოლდინგის" საავტორო უფლებებს ჰარვარდის პროგრამის კურსდამთავრებულები დაიცავენ

"პალიტრა მედია ჰოლდინგის" საავტორო უფლებებს ჰარვარდის პროგრამის კურსდამთავრებულები დაიცავენ

რამდენიმე დღეში ლიზა კაკაბაძე "პალიტრა მედია ჰოლდინგში" ახალ საქმეს შეუდგება. ის, სხვა იურისტებთან ერთად, იმ არამატერიალურ ქონებას დაიცავს, რომელსაც ჰოლდინგის ფარგლებში ყოველდღიურად ათობით პლატფორმის, გამომცემლობის და სხვა კომპანიების თანამშრომლები ქმნიან.

ლიზა 20 წლისაა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის საერთასორისო სამართლის მიმართულების სტუდენტია. მომავალი იურისტი მიიჩნევს, რომ საქართველოში საავტორო უფლებების დაცვა იმდენად განვითარებული არ არის, როგორც სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში.

"ამ მიმართულებით დავინტერესდი იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში, როგორც ვიცი, არ არის იმდენად განვითარებული სავტორო უფლებების დაცვა, როგორც სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში. ვფიქრობ, ბევრი სპეციალისტი იქნება საჭირო მომავალში", - განმარტა ლიზა კაკაბაძემ Ambebi.ge-სთან საუბარში.

ლიზამ საკუთარი ინტერესის შესაბამისი კურსიც იპოვა, რომელიც მას არა მხოლოდ ქართულ არამედ ამერიკულ გამოცდილებასაც შესძენდა. როგორც თვითონ იხსენებს, საავტორო უფლებების მიმართულებით ჰარვარდის უნივერსიტეტის აფილირებული კურსის შესახებ იანვარში გაიგო.

კურსი მხოლოდ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებზე იყო გათვლილი, უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. სწავლების პროცესი 4 თვეზე იყო გათვლილი და დიდწილად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა. კურსის გასავლელად 80 სტუდენტი შეირჩა, თუმცა მხოლოდ 59-მა შეძლო მისი წარმატებით დასრულება.

"პალიტრა მედიის" იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა სამსონიამ წარმატებულ სტუდენტებს უნიკალური შეთავაზება გაუკეთა - ვისაც თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელება სურდა, ჰოლდინგში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მისცა. ოთხი საუკეთესო კანდიდატი ფინალურ გამოცდაში მიღებული ქულებისა და გასაუბრების შედეგად შეირჩა, ლიზა ერთ-ერთი მათგანია. მასთან ერთად "პალიტრა მედია ჰოლდინგის" საავტორო უფლებებს ჰარვარდის პროგრამის კიდევ სამი კურსდამთავრებული დაიცავს.

"პალიტრა ჯგუფს აქვს მრავალი მიმართულება. ეს არ არის მხოლოდ გამომცემლობა და შესაბამისად, ფართო სპექტრს მოიცავს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან საინტერესოა აქ პრაქტიკის გავლა. გარდა ამისა, ის რაც თეორიულად გავიარეთ სასამართლო გადაწყვეტილებები იქნებოდა, კანონები თუ პრინციპები - მაინტერესებს, როგორ მუშაობს პრაქტიკაში, მით უსმეტეს, საქართველოში. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის გააზრებაში დამეხმარება ეს პრაქტიკა", - გვითხრა ლიზა კაკაბაძემ.

ანა სამსონიას თქმით, "პალიტრა მედია ჰოლდინგს" კარგად აქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ავტორთა უფლებების დაცვა და ამ უფლებათა პატივისცემის ღირებულებად დანერგვა, ამიტომ აქტიურად უწყობს ხელს ამ სფეროს განვითარებას, მათ შორის, მომავალი სპეციალისტებისთვის პრაქტიკული უნარების შეძენის მიმართულებით.

"პალიტრა მედია ჰოლდინგში ყოველდღიურად იქმნება ინტელექტუალური საკუთრება, რომელსაც ფართო საზოგადოება ეცნობა. ვაცნობიერებთ ჩვენს წვლილს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ავტორთა უფლებების დაცვისა და ამ უფლებათა პატივისცემის ღირებულებად დანერგვის საკითხებში და ხელს ვუწყობთ სფეროს განვითარებას. სწორედ ამიტომ ჰარვარდი/თსუ-ს პროგრამის საუკეთესო კურსდამთავრებულებს ვაძლევთ პრაქტიკული გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას მულტიმედია ჰოლდინგში და ამ მხრივ ვაძლიერებთ საავტორო უფლებათა დამცველ სპეციალისტთა საზოგადოებას. ამასთან, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას, ვგეგმავთ ინოვაციური პლატფორმის შექმნას, რომლის სამიზნე საავტორო უფლებებიცაა", - განაცხადა ანა სამსონიამ.

ჰარვარდის აფილირებული კურსის მოწვეული ლექტორები მარიამ ღუბიანური და ქეთევან ურიდია მიიჩნევენ, რომ "პალიტრა მედიამ" სტუდენტებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამყარებისა და რეალური უნარების შეძენის უნიკალური შესაძლებლობა მისცა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენს შორის ეს თანამშრომლობა შედგა, იმიტომ, რომ ერთია თვითონ კურსის თეორიული განხორციელება, მაგრამ მეორეა მისცე შესაძლებლობა სტუდენტებს, რომ თავისი მიღებული ცოდნა გამოიყენონ.

გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ "პალიტრა მედიის" ამ შემოთავაზების შედეგად სტუდენტების დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკული თვალსაზრისით და ექნებათ შესაძლებლობა, რომ დასაქმდნენ ისეთ დიდ ჯგუფში, როგორიც არის "პალიტრა მედია ჰოლდინგი", რადგან მას, ფაქტობრივად, ყველა იმ უფლებასთან და საკუთრებასთან აქვს შეხება, რომლისთვისაც საავტორო უფლებები ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა მარიამ ღუბიანურმა.

"ჩვენი სტუდენტებისთვის ეს იქნება უმნიშვნელოვანესი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბაზარზე იქმნება სხვადასხვა ტიპის პროდუქტი, ამას ცოტა სხვა მასშტაბი სჭირდება - ორგანიზაციას უკვე სხვა მასშტაბისთვის უნდა ჰქონდეს მიღწეული, რომ მას სჭირდებოდეს ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ჰყავდეს იურისტები ამ მიმართულებით.

"პალიტრა მედიას" კი აქვს ყველა იმ ტიპის საკომუნიკაციო საშუალება, გამომცემლობა, მედია პლატფორმები, რომლებიც ქმნის დამატებით საფუძველსა და დამატებითი ინტერესის საგანს ყოველი ამ მიმართულებით მომუშავე იურისტისთვის, რადგან აქ არ არის მხოლოდ ერთი მიმართულება და შეგიძლია სხვადასხა მიმართულებით განვითარდე", - გვითხრა ქეთევან ურიდიამ.

ლიზა კაკაბაძემ ჯერ არ იცის ჰოლდინგში რომელი მიმართულებით მოუწევს მუშაობა, თუმცა ამბობს, რომ არჩევანის შემთხვევაში, რადიოს ან ონლაინ მედიის მიმართულებით იმუშავებდა და ამ პლატფორმების ინტელექტუალურ საკუთრებას დაიცავდა.

ფოტო: თსუ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი