კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოქმედებს ორგანიზმზე ნალექიანი და უნალექო ყავა და რა დოზით უნდა მიიღოთ კოფეინი დღის მანძილზე - ლაშა უჩავას რეკომენდაციები
როგორ მოქმედებს ორგანიზმზე ნალექიანი და უნალექო ყავა და რა დოზით უნდა მიიღოთ კოფეინი დღის მანძილზე - ლაშა უჩავას რეკომენდაციები

ყავა და ჩაი თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის საყ­ვა­რე­ლი სას­მე­ლი და დღის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ორი­ვე შე­ი­ცავს კო­ფე­ინს, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მის­თვის ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტია, რად­გა­ნაც მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი ეფექ­ტი აქვს, ხელს უწყობს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბას. თუმ­ცა, მისი არა­ზო­მი­ე­რი მი­ღე­ბა, სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს.

რა მო­აქვს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის კო­ფე­ი­ნის გა­და­ჭარ­ბე­ბულ დო­ზას, რო­მე­ლი ყავა უკე­თე­სია - ხსნა­დი თუ ნა­ლე­ქი­ა­ნი, შაქ­რი­ა­ნი თუ უშაქ­რო და რა უნდა ვი­ცო­დეთ ცივი ყა­ვის და­ლე­ვი­სას - AMBEBI.GE-ს ამ სა­კი­თხებ­ზე ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა ესა­უბ­რე­ბა.

"რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი პრო­დუქ­ტის, მათ შო­რის, კო­ფე­ი­ნის დო­ზი­რე­ბა­საც გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით მის­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა, სხვა­დას­ხვა ტი­პის და­ა­ვა­დე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. პირ­ველ რიგ­ში ეს გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია გან­ვი­თარ­დეს. ვი­საც უკვე აწუ­ხებს არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია კო­ფე­ი­ნის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა (ჩაის, ყა­ვის სა­ხით) რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის.

კო­ფე­ი­ნის დიდი დოზა მოქ­მე­დებს კალ­ცი­უ­მის ცვლა­ზე და იწყებს მისი ძვლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რი­დან გა­მო­დევ­ნას. ეს კი სა­ბო­ლო­ოდ ოს­ტე­ო­პე­ნი­ას და ოს­ტე­ო­პო­როზს იწ­ვევს (ოს­ტე­ო­პე­ნია ოს­ტე­ო­პო­რო­ზის წი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბაა). ვინც ამ და­ა­ვა­დე­ბას მკურ­ნა­ლობს, მათ­თვის ჩაის და ყა­ვის მი­ღე­ბა სა­სურ­ვე­ლი არ არის. ამას­თან, უნდა ვი­ცო­დეთ, რომ კო­ფე­ი­ნის მი­ღე­ბა უპი­რა­ტე­სად დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­შია დაშ­ვე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან მას ორ­გა­ნიზ­მზე მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი ეფექ­ტი აქვს.

ე.წ. ნა­ლე­ქი­ა­ნი ყა­ვის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბამ, შე­იძ­ლე­ბა, ორ­გა­ნიზ­მში ნაღ­ველ-კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა გა­ნა­ვი­თა­როს. ასე­ვე, რო­დე­საც ეს და­ა­ვა­დე­ბე­ბი ორ­გა­ნიზ­მში უკვე არ­სე­ბობს, კო­ფე­ი­ნის მი­ღე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია" - გვე­უბ­ნე­ბა ექი­მი.

ლაშა უჩა­ვა ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს კო­ფე­ი­ნის და­დე­ბით მხა­რე­ებ­ზეც:

"კო­ფე­ინს ბევ­რი და­დე­ბი­თი ეფექ­ტიც აქვს - მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლია, ჩვე­ნი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის, პულ­სა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად ძა­ლი­ან კარ­გია. მა­შინ, რო­დე­საც არის გა­დაღ­ლი­ლო­ბა, და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში კო­ფე­ი­ნის მი­ღე­ბა ორ­გა­ნიზმს აცო­ცხლებს.

თუმ­ცა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ეფექ­ტიც აქვს, მიჩ­ვე­ვა და ყა­ვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, რაც ორ­გა­ნიზ­მის­თვის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა. და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეფექ­ტის გას­ვლის შემ­დეგ, ორ­გა­ნიზ­მში დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა ჩნდე­ბა. ორ­გა­ნიზ­მი იფი­ტე­ბა, რად­გა­ნაც კო­ფე­ინს აქვს შარ­დმდე­ნი ეფექ­ტიც, რაც კუნ­თო­ვა­ნი სის­ტე­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ მი­ნე­რა­ლებს და ელექტრო­ლი­ტებს გა­მო­დევ­ნის", - ამ­ბობს ლაშა უჩა­ვა.

რო­გორც ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­მა AMBEBI.GE-ს უთხრა, დი­დია კო­ფე­ი­ნის როლი ჭარ­ბი წო­ნის მკურ­ნა­ლო­ბის სა­კი­თხშიც - მისი ერთ-ერთი ეფექ­ტი მე­ტა­ბო­ლიზ­მის აჩ­ქა­რე­ბაა ორ­გა­ნიზ­მში, რაც ად­რე­ნა­ლი­ნის ხარ­ჯზე ხდე­ბა. მა­შინ რო­დე­საც კო­ფე­ინს ვი­ღებთ, ად­რე­ნა­ლი­ნი გა­მო­მუ­შავ­დე­ბა, რის სა­პა­სუ­ხო­დაც ორ­გა­ნიზ­მში მე­ტა­ბო­ლიზ­მი იზ­რდე­ბა, მიმ­დი­ნა­რე­ობს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ენერ­გი­ის გა­მო­ყო­ფა - „ატე­ე­ფის“ წარ­მოქ­მნა, რაც ხელს უწყობს ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის დაწ­ვას.

რა რა­ო­დე­ნო­ბის ყავა ით­ვლე­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბულ დო­ზად, რაც ორ­გა­ნიზ­მში სა­ხი­ფა­თო ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს - ამ კი­თხვა­ზე ლაშა უჩა­ვა გვპა­სუ­ხობს:

"დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 300-400 მი­ლიგ­რა­მი ყა­ვის მი­ღე­ბა ნორ­მად ით­ვლე­ბა, რაც შე­სა­ბა­მი­სად სამ-ოთხ ფინ­ჯან ყა­ვას ნიშ­ნავს.

არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა სიძ­ლი­ე­რის ყავა: ესპრე­სო, ამე­რი­კა­ნო, კა­პუ­ჩი­ნო, ხსნა­დი ყავა, ნა­ლე­ქი­ა­ნი. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის თითო ფინ­ჯა­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­საა. კვლე­ვი­სას ნა­ხეს, რომ ესპრე­სოს ერთი ფინ­ჯა­ნის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, 200-240 მი­ლიგ­რა­მი კო­ფე­ი­ნია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ორი ფინ­ჯა­ნი ესპრე­სოს და­ლე­ვა შეგ­ვიძ­ლია.

"ამე­რი­კა­ნო­ში", ან ხსნა­დი ყა­ვა­ში კო­ფე­ი­ნის რა­ო­დე­ნო­ბა 100-140 მი­ლიგ­რა­მამ­დეა, დღის ნორ­მა შე­სა­ბა­მი­სად - 3-4 ფინ­ჯა­ნია. მაგ­რამ ოთხ ფინ­ჯან­ზე ზე­მოთ მი­ღე­ბუ­ლი ყა­ვით ორ­გა­ნიზ­მში სხვა­დას­ხვა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას ვიწ­ვევთ, იქ­ნე­ბა ეს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა, გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა, გვარ­თმევს ძილს, ეს კი ორ­გა­ნიზ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ამ­ბო­ბენ რომ, ნაკ­ლე­ბად მავ­ნეა ნა­ლე­ქი­ა­ნი ყავა. სი­ნამ­დვი­ლე­ში რო­გო­რი გავ­ლე­ნა აქვს თი­თო­ე­ულს ორ­გა­ნიზ­მზე?

- ნა­ლე­ქი­ანს და უნა­ლე­ქოს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა არის ის, რომ ხსნა­დი ყავა თერ­მუ­ლად მუ­შავ­დე­ბა, მას­ში კო­ფე­ინ­თან ერ­თად ბევ­რი მი­ნა­რე­ვია, ამი­ტომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა უფრო მავ­ნე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან კო­ფე­ი­ნის კონ­ცენ­ტრა­ცია მი­ნა­რე­ვე­ბის ხარ­ჯზე შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად და­ბა­ლი იყოს. თუ ხსნად ყა­ვა­ში „ამე­რი­კა­ნოს“ გან­ვი­ხი­ლავთ, ასე არ არის. ის დაფ­ქუ­ლი მარ­ცვლე­ბის­გან მზად­დე­ბა, ისე­ვე რო­გორც ნა­ლე­ქი­ა­ნი ყავა.

უბ­რა­ლოდ, ნა­ლე­ქი­ა­ნი ყავა გარ­კვე­უ­ლი კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ხელს უწყობს, რის­გა­ნაც ორ­გა­ნიზ­მის გა­სუფ­თა­ვე­ბა არ ხდე­ბა. ნა­ლე­ქი ნაღ­ვლის ბუშ­ტში, თირკმე­ლებ­ში ილე­ქე­ბა, რაც კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის წარ­მოქ­მნას იწ­ვევს

ისე კი, ორი­ვე თით­ქმის ერ­თნა­ი­რად მოქ­მე­დებს ორ­გა­ნიზ­მზე, უბ­რა­ლოდ, უნდა გვახ­სოვ­დეს, როცა ვსა­უბ­რობთ ნა­ლე­ქი­ან ყა­ვა­ზე, ის ბევ­რად კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია და მისი მი­ღე­ბის შემ­დეგ ერთი ჭიქა სუფ­თა წყა­ლი უნდა მი­ვი­ღოთ, იმი­ტომ რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მში და­ლექ­ვა არ მოხ­დეს. რად­გან მას აქვს შარ­დმე­ნი ეფექ­ტიც, დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ა­საც რომ ავ­ცდეთ, წყლით უნდა შე­ვავ­სოთ ორ­გა­ნიზ­მი.

- ჩაი ყა­ვა­ზე ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის კო­ფე­ინს არ შე­ი­ცავს. ჩა­ის­თან რა­ტომ­ღაც მი­ღე­ბუ­ლია ლი­მო­ნი, თუმ­ცა ყა­ვას­თან ის არც ისე მი­სა­ღე­ბია. რა­ტომ?

- იმის გამო, რომ თვი­თონ კო­ფე­ი­ნი კუ­ჭის ლორ­წო­ვანს აზი­ა­ნებს, გას­ტრიტს და ძვლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას იწ­ვევს, ამას ზედ დარ­თუ­ლი ლი­მო­ნი თა­ვი­სი მჟა­ვი­ა­ნო­ბით უფრო ამ­წვა­ვებს მდგო­მა­რე­ო­ბას. ამი­ტომ კუ­ჭის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის ორ­მა­გი ეფექ­ტი ხდე­ბა და ეს კომ­ბი­ნა­ცია არც ისე ხელ­საყ­რე­ლია ორ­გა­ნიზ­მის­თვის.

ჩაის უფრო სა­ღა­მოს სვა­მენ, რად­გა­ნაც ფიქ­რო­ბენ, რომ ჩაით კო­ფე­ინს არ იღე­ბენ, რაც სიც­რუ­ეა. არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ტი­პის ჩაი, რო­მელ­შიც ყა­ვა­ზე მეტი კო­ფე­ი­ნია. ჩაის მეტი მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი ეფექ­ტი აქვს, ამი­ტომ დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მისი მი­ღე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის. თუ მა­ინც სა­ღა­მოს გვინ­და ჩაის მი­ღე­ბა, ჯობს მცე­ნა­რე­უ­ლი დავ­ლი­ოთ - გვი­რი­ლის, პიტ­ნის, რომ ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დოს, რე­ლაქ­სა­ცი­უ­რი ეფექ­ტი ჰქონ­დეს.

- მწვა­ნე ჩაის ეფექ­ტი რო­გო­რია?

- მწვა­ნე ჩა­ი­შიც ბევ­რი კო­ფე­ი­ნია. მას უმე­ტე­სად იმი­ტომ იღე­ბენ, რომ გახ­დნენ. ასე­ვე იმი­ტომ, რომ მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი ეფექ­ტი აქვს, აჩ­ქა­რებს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას, მოქ­მე­დებს მე­ტა­ბო­ლიზ­მზე, ხელს უწყობს ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის წვას. ამი­ტომ სა­ღა­მოს მის მი­ღე­ბას უნდა მო­ვე­რი­დოთ.

- ცივი ყავა ზა­ფხულ­ში ერთ-ერთ გა­მაგ­რი­ლე­ბელ სას­მე­ლად მი­იჩ­ნე­ვა... მას რა მო­აქვს ორ­გა­ნიზ­მის­თვის?

- გა­აჩ­ნია, რა ტექ­ნო­ლო­გი­ი­თაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. არ­სე­ბობს ტექ­ნო­ლო­გია, დაწ­ნეხ­ვის მე­თო­დი. იგი­ვე „ამე­რი­კა­ნო“ აპა­რა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, რა დრო­საც წნე­ხის სა­ფუძ­ველ­ზე ფილტრა­ცია ხდე­ბა. თუ ვსა­უბ­რობთ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში დამ­ზა­დე­ბულ ცივ ყა­ვა­ზე, რა თქმა უნდა, იგი­ვე ეფექ­ტი აქვს, რაც ჩვე­უ­ლებ­რივ ხსნად ყა­ვას, ამ შემ­თხვე­ვა­ში სხვა­დას­ხვა და­ნა­მა­ტე­ბის ხარ­ჯზე.

ის არც ისე სა­სარ­გებ­ლოა და კი­დევ უფრო ხელს უწყობს კალ­ცი­უ­მის ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მო­დევ­ნას. იწ­ვევს გუ­ლის აჩ­ქა­რე­ბას, ტა­ქი­კარ­დი­ულ მოვ­ლე­ნებს, ეს ად­რე­ნა­ლი­ნის ეფექ­ტია, რის ფონ­ზეც ჟანგბა­დის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა იზ­რდე­ბა და ენერ­გი­ის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით და­კარ­გვა ხდე­ბა.

- ზოგი მი­იჩ­ნევს, რომ უშაქ­რო ყა­ვას ვა­რას­დროს და­ლევს, ზოგი კი - პი­რი­ქით, უშაქ­როდ არო­მატს ვერ შე­იგ­რძნობს. რო­მე­ლი ვა­რი­ან­ტი ჯობს?

- თუ გვინ­და, ყა­ვის და­დე­ბი­თი ეფექ­ტე­ბი შე­ვიგ­რძნოთ, რა თქმა უნდა, უშაქ­როდ უნდა მი­ვი­ღოთ. ვი­ნა­ი­დან შა­ქა­რიც ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მი­დან კალ­ცი­უ­მის გა­მო­დევ­ნას.

იმის­თვის, რომ პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბით ორ­გა­ნიზმს ზი­ა­ნი არ მი­ვა­ყე­ნოთ, უნდა და­ვიც­ვათ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და ყო­ველ­თვის გვახ­სოვ­დეს ფრა­ზა: უნდა ვჭა­მოთ იმის­თვის, რომ ვი­ცო­ცხლოთ და არ უნდა ვი­ცო­ცხლოთ იმის­თვის, რომ ვჭა­მოთ

და­უშ­ვე­ბე­ლია კალ­ცი­უ­მი­სა და რკი­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ერ­თად მი­ღე­ბა, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნე­თის ან­ტა­გო­ნის­ტე­ბი არი­ან. ამ წე­სე­ბის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ორ­გა­ნიზ­მმა ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა შეძ­ლოს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კატო
0

მადლობა საინტრესო რჩევებისთვის.

ქეთევან
0

მადლიბთ საუკეთესო რჩევაა, წარმატებები, ❤️❤️❤️ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე ნალექიანი და უნალექო ყავა და რა დოზით უნდა მიიღოთ კოფეინი დღის მანძილზე - ლაშა უჩავას რეკომენდაციები

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე ნალექიანი და უნალექო ყავა და რა დოზით უნდა მიიღოთ კოფეინი დღის მანძილზე - ლაშა უჩავას რეკომენდაციები

ყავა და ჩაი თანამედროვე ადამიანის საყვარელი სასმელი და დღის განუყოფელი ნაწილია. ორივე შეიცავს კოფეინს, რომელიც ორგანიზმისთვის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, რადგანაც მატონიზირებელი ეფექტი აქვს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და ნერვული სისტემის მუშაობას. თუმცა, მისი არაზომიერი მიღება, სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.

რა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის კოფეინის გადაჭარბებულ დოზას, რომელი ყავა უკეთესია - ხსნადი თუ ნალექიანი, შაქრიანი თუ უშაქრო და რა უნდა ვიცოდეთ ცივი ყავის დალევისას - AMBEBI.GE-ს ამ საკითხებზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ესაუბრება.

"როგორც ნებისმიერი პროდუქტის, მათ შორის, კოფეინის დოზირებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჭარბი რაოდენობით მისმა გამოყენებამ შეიძლება, სხვადასხვა ტიპის დაავადება გამოიწვიოს. პირველ რიგში ეს გულსისხლძარღვთა დაავადებაზე აისახება, შეიძლება, არტერიული ჰიპერტენზია განვითარდეს. ვისაც უკვე აწუხებს არტერიული ჰიპერტენზია კოფეინის დიდი რაოდენობით მიღება (ჩაის, ყავის სახით) რეკომენდებული არ არის.

კოფეინის დიდი დოზა მოქმედებს კალციუმის ცვლაზე და იწყებს მისი ძვლოვანი სტრუქტურიდან გამოდევნას. ეს კი საბოლოოდ ოსტეოპენიას და ოსტეოპოროზს იწვევს (ოსტეოპენია ოსტეოპოროზის წინარე მდგომარეობაა). ვინც ამ დაავადებას მკურნალობს, მათთვის ჩაის და ყავის მიღება სასურველი არ არის. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ კოფეინის მიღება უპირატესად დღის პირველ ნახევარშია დაშვებული, ვინაიდან მას ორგანიზმზე მატონიზირებელი ეფექტი აქვს.

ე.წ. ნალექიანი ყავის დიდი რაოდენობით მიღებამ, შეიძლება, ორგანიზმში ნაღველ-კენჭოვანი დაავადება განავითაროს. ასევე, როდესაც ეს დაავადებები ორგანიზმში უკვე არსებობს, კოფეინის მიღება დაუშვებელია" - გვეუბნება ექიმი.

ლაშა უჩავა ყურადღებას ამახვილებს კოფეინის დადებით მხარეებზეც:

"კოფეინს ბევრი დადებითი ეფექტიც აქვს - მატონიზირებელია, ჩვენი ნერვული სისტემის, პულსაციის ასამაღლებლად ძალიან კარგია. მაშინ, როდესაც არის გადაღლილობა, დაძაბული სამუშაო გრაფიკი, დღის პირველ ნახევარში კოფეინის მიღება ორგანიზმს აცოცხლებს.

თუმცა, დამოკიდებულების ეფექტიც აქვს, მიჩვევა და ყავაზე დამოკიდებულება შეიძლება გამოიწვიოს, რაც ორგანიზმისთვის არასახარბიელოა. დამოკიდებულების შემთხვევაში, ეფექტის გასვლის შემდეგ, ორგანიზმში დაღლილობის შეგრძნება ჩნდება. ორგანიზმი იფიტება, რადგანაც კოფეინს აქვს შარდმდენი ეფექტიც, რაც კუნთოვანი სისტემისთვის აუცილებელ მინერალებს და ელექტროლიტებს გამოდევნის", - ამბობს ლაშა უჩავა.

როგორც ენდოკრინოლოგმა AMBEBI.GE-ს უთხრა, დიდია კოფეინის როლი ჭარბი წონის მკურნალობის საკითხშიც - მისი ერთ-ერთი ეფექტი მეტაბოლიზმის აჩქარებაა ორგანიზმში, რაც ადრენალინის ხარჯზე ხდება. მაშინ როდესაც კოფეინს ვიღებთ, ადრენალინი გამომუშავდება, რის საპასუხოდაც ორგანიზმში მეტაბოლიზმი იზრდება, მიმდინარეობს დიდი რაოდენობით ენერგიის გამოყოფა - „ატეეფის“ წარმოქმნა, რაც ხელს უწყობს ცხიმოვანი ქსოვილის დაწვას.

რა რაოდენობის ყავა ითვლება გადაჭარბებულ დოზად, რაც ორგანიზმში სახიფათო ცვლილებებს იწვევს - ამ კითხვაზე ლაშა უჩავა გვპასუხობს:

"დღის განმავლობაში 300-400 მილიგრამი ყავის მიღება ნორმად ითვლება, რაც შესაბამისად სამ-ოთხ ფინჯან ყავას ნიშნავს.

არსებობს სხვადასხვა სიძლიერის ყავა: ესპრესო, ამერიკანო, კაპუჩინო, ხსნადი ყავა, ნალექიანი. თითოეული მათგანის თითო ფინჯანი განსხვავებული შემადგენლობისაა. კვლევისას ნახეს, რომ ესპრესოს ერთი ფინჯანის შემადგენლობაში, 200-240 მილიგრამი კოფეინია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში, ორი ფინჯანი ესპრესოს დალევა შეგვიძლია.

"ამერიკანოში", ან ხსნადი ყავაში კოფეინის რაოდენობა 100-140 მილიგრამამდეა, დღის ნორმა შესაბამისად - 3-4 ფინჯანია. მაგრამ ოთხ ფინჯანზე ზემოთ მიღებული ყავით ორგანიზმში სხვადასხვა გაღიზიანებას ვიწვევთ, იქნება ეს ნერვული სისტემა, გულსისხლძარღვთა სისტემა, გვართმევს ძილს, ეს კი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია.

- ამბობენ რომ, ნაკლებად მავნეა ნალექიანი ყავა. სინამდვილეში როგორი გავლენა აქვს თითოეულს ორგანიზმზე?

- ნალექიანს და უნალექოს შორის განსხვავება არის ის, რომ ხსნადი ყავა თერმულად მუშავდება, მასში კოფეინთან ერთად ბევრი მინარევია, ამიტომ მისი გამოყენება უფრო მავნებელია, ვინაიდან კოფეინის კონცენტრაცია მინარევების ხარჯზე შეიძლება ბევრად დაბალი იყოს. თუ ხსნად ყავაში „ამერიკანოს“ განვიხილავთ, ასე არ არის. ის დაფქული მარცვლებისგან მზადდება, ისევე როგორც ნალექიანი ყავა.

უბრალოდ, ნალექიანი ყავა გარკვეული კენჭოვანი დაავადების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს, რისგანაც ორგანიზმის გასუფთავება არ ხდება. ნალექი ნაღვლის ბუშტში, თირკმელებში ილექება, რაც კენჭოვანი დაავადებების წარმოქმნას იწვევს

ისე კი, ორივე თითქმის ერთნაირად მოქმედებს ორგანიზმზე, უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, როცა ვსაუბრობთ ნალექიან ყავაზე, ის ბევრად კონცენტრირებულია და მისი მიღების შემდეგ ერთი ჭიქა სუფთა წყალი უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ აღნიშნული ნარჩენების ორგანიზმში დალექვა არ მოხდეს. რადგან მას აქვს შარდმენი ეფექტიც, დეჰიდრატაციასაც რომ ავცდეთ, წყლით უნდა შევავსოთ ორგანიზმი.

- ჩაი ყავაზე ნაკლები რაოდენობის კოფეინს არ შეიცავს. ჩაისთან რატომღაც მიღებულია ლიმონი, თუმცა ყავასთან ის არც ისე მისაღებია. რატომ?

- იმის გამო, რომ თვითონ კოფეინი კუჭის ლორწოვანს აზიანებს, გასტრიტს და ძვლოვანი დაავადებების პროვოცირებას იწვევს, ამას ზედ დართული ლიმონი თავისი მჟავიანობით უფრო ამწვავებს მდგომარეობას. ამიტომ კუჭის გაღიზიანების ორმაგი ეფექტი ხდება და ეს კომბინაცია არც ისე ხელსაყრელია ორგანიზმისთვის.

ჩაის უფრო საღამოს სვამენ, რადგანაც ფიქრობენ, რომ ჩაით კოფეინს არ იღებენ, რაც სიცრუეა. არსებობს გარკვეული ტიპის ჩაი, რომელშიც ყავაზე მეტი კოფეინია. ჩაის მეტი მატონიზირებელი ეფექტი აქვს, ამიტომ დღის მეორე ნახევარში მისი მიღება რეკომენდებული არ არის. თუ მაინც საღამოს გვინდა ჩაის მიღება, ჯობს მცენარეული დავლიოთ - გვირილის, პიტნის, რომ ნერვულ სისტემაზე დადებითად იმოქმედოს, რელაქსაციური ეფექტი ჰქონდეს.

- მწვანე ჩაის ეფექტი როგორია?

- მწვანე ჩაიშიც ბევრი კოფეინია. მას უმეტესად იმიტომ იღებენ, რომ გახდნენ. ასევე იმიტომ, რომ მატონიზირებელი ეფექტი აქვს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, მოქმედებს მეტაბოლიზმზე, ხელს უწყობს ცხიმოვანი ქსოვილის წვას. ამიტომ საღამოს მის მიღებას უნდა მოვერიდოთ.

- ცივი ყავა ზაფხულში ერთ-ერთ გამაგრილებელ სასმელად მიიჩნევა... მას რა მოაქვს ორგანიზმისთვის?

- გააჩნია, რა ტექნოლოგიითაა დამზადებული. არსებობს ტექნოლოგია, დაწნეხვის მეთოდი. იგივე „ამერიკანო“ აპარატის საშუალებით, რა დროსაც წნეხის საფუძველზე ფილტრაცია ხდება. თუ ვსაუბრობთ სახლის პირობებში დამზადებულ ცივ ყავაზე, რა თქმა უნდა, იგივე ეფექტი აქვს, რაც ჩვეულებრივ ხსნად ყავას, ამ შემთხვევაში სხვადასხვა დანამატების ხარჯზე.

ის არც ისე სასარგებლოა და კიდევ უფრო ხელს უწყობს კალციუმის ორგანიზმიდან გამოდევნას. იწვევს გულის აჩქარებას, ტაქიკარდიულ მოვლენებს, ეს ადრენალინის ეფექტია, რის ფონზეც ჟანგბადის მოთხოვნილება იზრდება და ენერგიის დიდი რაოდენობით დაკარგვა ხდება.

- ზოგი მიიჩნევს, რომ უშაქრო ყავას ვარასდროს დალევს, ზოგი კი - პირიქით, უშაქროდ არომატს ვერ შეიგრძნობს. რომელი ვარიანტი ჯობს?

- თუ გვინდა, ყავის დადებითი ეფექტები შევიგრძნოთ, რა თქმა უნდა, უშაქროდ უნდა მივიღოთ. ვინაიდან შაქარიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნას.

იმისთვის, რომ პროდუქტების მიღებით ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ, უნდა დავიცვათ ტექნოლოგიები და ყოველთვის გვახსოვდეს ფრაზა: უნდა ვჭამოთ იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ და არ უნდა ვიცოცხლოთ იმისთვის, რომ ვჭამოთ

დაუშვებელია კალციუმისა და რკინის შემცველი პროდუქტების ერთად მიღება, რომლებიც ერთმანეთის ანტაგონისტები არიან. ამ წესების დაცვა აუცილებელია, რომ ორგანიზმმა ნორმალური ფუნქციონირება შეძლოს.