პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი მწერის ნაკბენი იწვევს ანაფილაქსიურ შოკს და როგორ დავიცვათ თავი - ალერგოლოგის რჩევები
რომელი მწერის ნაკბენი იწვევს ანაფილაქსიურ შოკს და როგორ დავიცვათ თავი - ალერგოლოგის რჩევები

ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად მწე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც იმა­ტებს, რაც სე­რი­ო­ზულ დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის მო­სახ­ლე­ო­ბას. გარ­და იმი­სა, რომ მწე­რებს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნა შე­უძ­ლი­ათ, ასე­ვე სა­ყუ­რა­დღე­ბოა მათი ნაკ­ბე­ნის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით ში­შო­ბენ მშობ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ბავ­შვე­ბი ქალ­ქგა­რეთ ჰყავთ გაყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც, რო­გორც წესი, ბევ­რი მწე­რია. რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს მწე­რის ნაკ­ბენს და რო­გორ შეგ­ვიძ­ლია და­ვიც­ვათ თავი, ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ექი­მი ალერ­გო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, ნინო ლო­მი­ძე სა­უბ­რობს:

- რა ალერ­გი­ულ გარ­თუ­ლე­ბას იწ­ვევს მწე­რის ნაკ­ბე­ნი და რამ­დე­ნად სა­ში­შია?

- პირ­ველ რიგ­ში, ავ­ხსნათ, თუ რა­ტომ ვი­თარ­დე­ბა მწე­რის ნაკ­ბენ­ზე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია. კბე­ნის დროს კოღო ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ნერ­წყვს უშ­ვებს, რის შემ­დე­გაც ვი­თარ­დე­ბა იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის პა­სუ­ხი უცხო ნივ­თი­ე­რე­ბა­ზე, რაც კლი­ნი­კუ­რად შე­წით­ლე­ბის, ქა­ვი­ლის თუ შე­შუ­პე­ბის სა­ხით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. რისკ ჯგუფ­ში შე­დი­ან პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი, ორ­სუ­ლე­ბი და დიდი წო­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მე­ლიც უფრო მიმ­ზიდ­ველ­ნი არი­ან მწე­რე­ბის­თვის. მწე­რის ნაკ­ბენ­ზე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს რო­გორც მსუ­ბუ­ქი ლო­კა­ლუ­რი, ისე გე­ნე­რა­ლი­ზე­ბუ­ლი, ანუ რო­დე­საც კბე­ნის შემ­დეგ გა­მო­ნა­ყა­რი ვი­თარ­დე­ბა არა მხო­ლოდ ნაკ­ბე­ნის ად­გი­ლას, არა­მედ სხე­უ­ლის სხვა უბ­ნებ­ზეც, რაც დრო­უ­ლად ითხოვს ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ას...

- რო­მე­ლი მწე­რის ნაკ­ბენს ახა­სი­ა­თებს ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა?

- ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად მწე­რის ნაკ­ბე­ნებ­ზე ალერ­გი­უ­ლი სიმპტო­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი საგ­რძნობ­ლად მა­ტუ­ლობს, ამი­ტომ იმ ბავ­შვებ­სა თუ მო­ზარ­დებს, რომ­ლებ­საც აღე­ნიშ­ნე­ბათ მწე­რის ნაკ­ბენ­ზე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ალერ­გო­ლო­გის­გან მი­ი­ღონ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, თუ რო­გორ აა­რი­დონ მწე­რის ნაკ­ბე­ნის გარ­თუ­ლე­ბას თავი.ალერ­გი­უ­ლი თვა­საზ­რი­სით ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მოჰ­ყვეს ფუტკრის ან ბზი­კის ნაკ­ბენს, რო­მე­ლიც ხში­რად მსუ­ბუ­ქი ლო­კა­ლუ­რი, ხოლო იშ­ვი­ა­თად ძა­ლი­ან მძი­მე სის­ტე­მურ რე­აქ­ცი­ას - ანა­ფი­ლაქ­სი­ურ შოკს იწ­ვევს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

რომელი მწერის ნაკბენი იწვევს ანაფილაქსიურ შოკს და როგორ დავიცვათ თავი - ალერგოლოგის რჩევები

რომელი მწერის ნაკბენი იწვევს ანაფილაქსიურ შოკს და როგორ დავიცვათ თავი - ალერგოლოგის რჩევები

ზაფხულის დადგომასთან ერთად მწერების რაოდენობაც იმატებს, რაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას. გარდა იმისა, რომ მწერებს სხვადასხვა დაავადების გადატანა შეუძლიათ, ასევე საყურადღებოა მათი ნაკბენის შედეგად განვითარებული ალერგიული რეაქციები. განსაკუთრებით შიშობენ მშობლები, რომლებსაც ბავშვები ქალქგარეთ ჰყავთ გაყვანილი, სადაც, როგორც წესი, ბევრი მწერია. რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მწერის ნაკბენს და როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი, ნინო ლომიძე საუბრობს:

- რა ალერგიულ გართულებას იწვევს მწერის ნაკბენი და რამდენად საშიშია?

- პირველ რიგში, ავხსნათ, თუ რატომ ვითარდება მწერის ნაკბენზე ალერგიული რეაქცია. კბენის დროს კოღო ადამიანის ორგანიზმში ნერწყვს უშვებს, რის შემდეგაც ვითარდება იმუნური სისტემის პასუხი უცხო ნივთიერებაზე, რაც კლინიკურად შეწითლების, ქავილის თუ შეშუპების სახით გამოიხატება. რისკ ჯგუფში შედიან პატარა ბავშვები, ორსულები და დიდი წონის მქონე ადამიანები, რომელიც უფრო მიმზიდველნი არიან მწერებისთვის. მწერის ნაკბენზე ალერგიული რეაქცია შესაძლებელია იყოს როგორც მსუბუქი ლოკალური, ისე გენერალიზებული, ანუ როდესაც კბენის შემდეგ გამონაყარი ვითარდება არა მხოლოდ ნაკბენის ადგილას, არამედ სხეულის სხვა უბნებზეც, რაც დროულად ითხოვს ექიმის კონსულტაციას...

- რომელი მწერის ნაკბენს ახასიათებს ყველაზე სერიოზული გართულება?

- ზაფხულის დადგომასთან ერთად მწერის ნაკბენებზე ალერგიული სიმპტომების განვითარების რისკი საგრძნობლად მატულობს, ამიტომ იმ ბავშვებსა თუ მოზარდებს, რომლებსაც აღენიშნებათ მწერის ნაკბენზე ალერგიული რეაქცია, მნიშვნელოვანია ალერგოლოგისგან მიიღონ რეკომენდაციები, თუ როგორ აარიდონ მწერის ნაკბენის გართულებას თავი.ალერგიული თვასაზრისით ყველაზე სერიოზული გართულება შესაძლებელია მოჰყვეს ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენს, რომელიც ხშირად მსუბუქი ლოკალური, ხოლო იშვიათად ძალიან მძიმე სისტემურ რეაქციას - ანაფილაქსიურ შოკს იწვევს...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ