პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასტერშეფის" ტრიუმფატორი თინა ვაშაკიძე: "ლუკა შეუძლებელია დაახასიათო, ჩემთვის ამოუცნობი მზარეულია"
"მასტერშეფის" ტრიუმფატორი თინა ვაშაკიძე: "ლუკა შეუძლებელია დაახასიათო, ჩემთვის ამოუცნობი მზარეულია"

"აქ არის ბა­ლან­სი და გე­მო­ე­ბის შე­ხა­მე­ბა", "სა­უ­კე­თე­სო კერ­ძი, რაც აქამ­დე გაგ­ვი­სინ­ჯავს!", "მინ­და ეს კერ­ძი ყვე­ლა ქარ­თულ რეს­ტო­რან­ში იყოს!" - ასე შე­ა­ფა­სეს „მას­ტერ­შე­ფის“ ჟი­უ­რის წევ­რებ­მა თინა ვა­შა­კი­ძის კერ­ძი - სე­ვი­ჩე.

შოუს გან­მავ­ლო­ბა­ში თინა ხში­რად სა­ხელ­დე­ბა ლი­დე­რად, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ბოლო გა­და­ცე­მა­ში მო­ახ­დი­ნა არამ­ხო­ლოდ ჟი­უ­რი­ზე, არა­მედ მა­ყუ­რე­ბელ­ზეც. რო­გორ შე­იც­ვა­ლა მას­ტერ­შე­ფის ერთ-ერთი ლი­დე­რი, რას ფიქ­რობს ჟი­უ­რის წევ­რებ­სა და კონ­კუ­რენ­ტებ­ზე, წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- რო­გორ შე­იც­ვა­ლა თინა ვა­შა­კი­ძე კას­ტინ­გის შემ­დეგ?

- კას­ტინგზე ჩემი ის­ტო­რი­ით მო­ვე­დი, გა­მოც­დი­ლე­ბით და უნა­რე­ბით. მე­გო­ნა, რა­ღაც მეს­მო­და კუ­ლი­ნა­რი­ა­ში. დღეს ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის ვდგა­ვარ და ვხვდე­ბი, რომ არა­ფე­რი ვიცი; წინ კი ყვე­ლა­ზე აზარ­ტუ­ლი გზაა ფი­ნა­ლამ­დე და შემ­დეგ. ეს არის ეტა­პი, როცა სხე­უ­ლის ყვე­ლა უჯრე­დით ვცდი­ლობ დავ­ტკბე აქ და ამ­ჟა­მად ყოფ­ნით. ახ­ლან­დე­ლი თინა გა­ცი­ლე­ბით უფრო თა­მა­მი და სა­ინ­ტე­რე­სოა.

- ელო­დი, რომ იას­თან და­გა­წყვი­ლებ­დნენ?

- იას­თან და­წყვი­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო და გა­მი­ხარ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სხვა­დას­ხვა სტი­ლის მზა­რე­უ­ლე­ბი ვართ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბით, ერ­თად კარ­გად ვმუ­შა­ობთ და შე­დე­გიც სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­დის ხოლ­მე.

- შენი აზ­რით, პირ­ველ­მა კერძმა რა­ტომ არ გა­ა­მარ­თლა მო­ლო­დი­ნე­ბი?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი კერ­ძი უფრო მე­ტად კარ­გი იდეა იყო, ვიდ­რე უნაკ­ლო შეს­რუ­ლე­ბა. გა­დავ­წყვი­ტეთ თევ­ზი უდა­ნა­კარ­გოდ მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა. ფი­ლეს­თან ერ­თად გა­მო­ვი­ყე­ნეთ ხერ­ხე­მა­ლი, კანი და თვა­ლი, რო­მე­ლიც დე­ლი­კა­ტე­სად ით­ვლე­ბა.

ძვე­ლად ჩი­ნეთ­ში მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ სტუ­მარს უმას­პინ­ძლდე­ბოდ­ნენ თევ­ზის თვა­ლით. მას­ში შე­მა­ვა­ლი მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი ტვი­ნის უჯრე­დებს ააქ­ტი­უ­რებს და მეხ­სი­ე­რე­ბას აუმ­ჯო­ბე­სებს. თევ­ზის ხერ­ხე­მა­ლი ასე­ვე შე­ი­ცავს ძა­ლი­ან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ვი­ტა­მინ ა-ს, ომე­გა 3-ს, რკი­ნას, კალ­ცი­უმს და ა.შ. და თან ხრა­შუ­ნა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უგემ­რი­ე­ლე­სია.

- სე­ვი­ჩეს მომ­ზა­დე­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტე?

- ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე წარ­მო­ვიდ­გი­ნე ჩემი თავი, ლი­მო­ნის სო­უ­სი „ცხე­ლი“ ქვი­შაა, ავო­კა­დო ტალ­ღე­ბის ქაფი, თევ­ზი - ზღვის წყა­ლი, ქინ­ძმა სა­ქარ­თვე­ლო გა­მახ­სე­ნა. იდე­ა­ლუ­რი კომ­ბი­ნა­ცია იყო გო­ნე­ბა­შიც და სა­ბედ­ნი­ე­როდ, თეფ­შზეც. ხში­რად ხარ „მ კვად­რა­ტის“ ოთახ­ში და ამა­ზე ხში­რად ხუმ­რო­ბენ კი­დეც...„m კვად­რა­ტის“ ოთა­ხი ჩემ­თვის არის ყვე­ლა­ზე დამ­ღლე­ლი და უაზ­რო მო­გო­ნე­ბა ამ პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­შიც ან ჟი­უ­რი წყვეტს ვინ დად­გე­ბა იმ ოთახ­ში, ან სხვა მო­ნა­წი­ლე.

- ჟი­უ­რის წევ­რე­ბი­დან რო­მელ­თან ერ­თად იმუ­შა­ვებ­დი?

- კონ­სტან­ტი­ნე სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია, ფრე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს და ხში­რად გი­ბიძ­გებს სტე­რე­ო­ტი­პე­ბის დან­გრე­ვი­სა­კენ.

ლე­ვა­ნი მტკი­ცე და ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბაა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, მისი შე­ნიშ­ვნე­ბი­დან ბევ­რს ვსწავ­ლობ.

ლუკა შე­უძ­ლე­ბე­ლია და­ა­ხა­სი­ა­თო, ჩემ­თვის ამო­უც­ნო­ბი მზა­რე­უ­ლია, სუ­პერ­გმი­რის ენერ­გი­ით და ვნე­ბით გას­ტრო­ნო­მი­ი­სად­მი. სა­მი­ვეს­თან სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ­დი.

- კონ­კურ­სან­ტებ­ზე რას ფიქ­რობ?

- თა­თია მოქ­მე­დი ვულ­კა­ნი, ძლი­ე­რი ქა­ლია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში და წინ მი­ი­წევს. ვფიქ­რობ, ამ სფე­რო­ში ბევ­რს მი­აღ­წევს.

ზამ­თარ­ში გა­ყი­ნუ­ლი რომ შე­დი­ხარ სახ­ლში, ან­თე­ბუ­ლი ბუ­ხა­რი და ცხე­ლი კერ­ძი რომ დაგ­ხვდე­ბა და ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობ თავს, ეს არის მან­ჯის კუ­ლი­ნა­რია.

მა­კას მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი აქვს, ყო­ველ­თვის დახ­ვე­წი­ლია მისი კერ­ძი, თუმ­ცა ვფიქ­რობ, ერთ დღეს სულ სხვა მა­კას აღ­მო­ვა­ჩენთ.

იას კერ­ძე­ბი კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან გა­მო­გიყ­ვანს, ლა­ბი­რინთში დაგ­კარ­გავს და თან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბი ამ ყვე­ლაფ­რით. ის ნამ­დვი­ლად ახალ სი­ტყვას იტყვის ქარ­თულ კუ­ლი­ნა­რი­ა­ში.

- თინა ვა­შა­კი­ძის კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე რას იტყვი?

- ჩემი კერ­ძის უკან ყო­ველ­თვის იდეა დგას, პერ­ფორ­მან­სია, ამ­ბავს ჰყვე­ბა - ხან აგ­რე­სი­უ­ლია და სა­ხე­ში გირ­ტყამს, ხან მშვი­დი და ბედ­ნი­ე­რია, ხან თა­ვის თავს ეძებს...

ავტორი:

"მასტერშეფის" ტრიუმფატორი თინა ვაშაკიძე: "ლუკა შეუძლებელია დაახასიათო, ჩემთვის ამოუცნობი მზარეულია"

"მასტერშეფის" ტრიუმფატორი თინა ვაშაკიძე: "ლუკა შეუძლებელია დაახასიათო, ჩემთვის ამოუცნობი მზარეულია"

"აქ არის ბალანსი და გემოების შეხამება", "საუკეთესო კერძი, რაც აქამდე გაგვისინჯავს!", "მინდა ეს კერძი ყველა ქართულ რესტორანში იყოს!" - ასე შეაფასეს „მასტერშეფის“ ჟიურის წევრებმა თინა ვაშაკიძის კერძი - სევიჩე.

შოუს განმავლობაში თინა ხშირად სახელდება ლიდერად, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ბოლო გადაცემაში მოახდინა არამხოლოდ ჟიურიზე, არამედ მაყურებელზეც. როგორ შეიცვალა მასტერშეფის ერთ-ერთი ლიდერი, რას ფიქრობს ჟიურის წევრებსა და კონკურენტებზე, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- როგორ შეიცვალა თინა ვაშაკიძე კასტინგის შემდეგ?

- კასტინგზე ჩემი ისტორიით მოვედი, გამოცდილებით და უნარებით. მეგონა, რაღაც მესმოდა კულინარიაში. დღეს ნახევარფინალისტებს შორის ვდგავარ და ვხვდები, რომ არაფერი ვიცი; წინ კი ყველაზე აზარტული გზაა ფინალამდე და შემდეგ. ეს არის ეტაპი, როცა სხეულის ყველა უჯრედით ვცდილობ დავტკბე აქ და ამჟამად ყოფნით. ახლანდელი თინა გაცილებით უფრო თამამი და საინტერესოა.

- ელოდი, რომ იასთან დაგაწყვილებდნენ?

- იასთან დაწყვილება მოულოდნელი იყო და გამიხარდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სტილის მზარეულები ვართ, განსხვავებული გემოვნებით, ერთად კარგად ვმუშაობთ და შედეგიც საინტერესო გამოდის ხოლმე.

- შენი აზრით, პირველმა კერძმა რატომ არ გაამართლა მოლოდინები?

- ამ შემთხვევაში, ჩვენი კერძი უფრო მეტად კარგი იდეა იყო, ვიდრე უნაკლო შესრულება. გადავწყვიტეთ თევზი უდანაკარგოდ მოგვემზადებინა. ფილესთან ერთად გამოვიყენეთ ხერხემალი, კანი და თვალი, რომელიც დელიკატესად ითვლება.

ძველად ჩინეთში მხოლოდ განსაკუთრებულ სტუმარს უმასპინძლდებოდნენ თევზის თვალით. მასში შემავალი მიკროელემენტები ტვინის უჯრედებს ააქტიურებს და მეხსიერებას აუმჯობესებს. თევზის ხერხემალი ასევე შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ვიტამინ ა-ს, ომეგა 3-ს, რკინას, კალციუმს და ა.შ. და თან ხრაშუნა მდგომარეობაში უგემრიელესია.

- სევიჩეს მომზადება რატომ გადაწყვიტე?

- ზღვის სანაპიროზე წარმოვიდგინე ჩემი თავი, ლიმონის სოუსი „ცხელი“ ქვიშაა, ავოკადო ტალღების ქაფი, თევზი - ზღვის წყალი, ქინძმა საქართველო გამახსენა. იდეალური კომბინაცია იყო გონებაშიც და საბედნიეროდ, თეფშზეც. ხშირად ხარ „მ კვადრატის“ ოთახში და ამაზე ხშირად ხუმრობენ კიდეც...„m კვადრატის“ ოთახი ჩემთვის არის ყველაზე დამღლელი და უაზრო მოგონება ამ პროექტის განმავლობაში. თუმცა ამ შემთხვევაშიც ან ჟიური წყვეტს ვინ დადგება იმ ოთახში, ან სხვა მონაწილე.

- ჟიურის წევრებიდან რომელთან ერთად იმუშავებდი?

- კონსტანტინე საინტერესო ადამიანია, ფრენის საშუალებას გაძლევს და ხშირად გიბიძგებს სტერეოტიპების დანგრევისაკენ.

ლევანი მტკიცე და ძლიერი პიროვნებაა, პროფესიონალია, მისი შენიშვნებიდან ბევრს ვსწავლობ.

ლუკა შეუძლებელია დაახასიათო, ჩემთვის ამოუცნობი მზარეულია, სუპერგმირის ენერგიით და ვნებით გასტრონომიისადმი. სამივესთან სიამოვნებით ვიმუშავებდი.

- კონკურსანტებზე რას ფიქრობ?

- თათია მოქმედი ვულკანი, ძლიერი ქალია, დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში და წინ მიიწევს. ვფიქრობ, ამ სფეროში ბევრს მიაღწევს.

ზამთარში გაყინული რომ შედიხარ სახლში, ანთებული ბუხარი და ცხელი კერძი რომ დაგხვდება და ყველაზე კომფორტულად იგრძნობ თავს, ეს არის მანჯის კულინარია.

მაკას მაღალი სტანდარტები აქვს, ყოველთვის დახვეწილია მისი კერძი, თუმცა ვფიქრობ, ერთ დღეს სულ სხვა მაკას აღმოვაჩენთ.

იას კერძები კომფორტის ზონიდან გამოგიყვანს, ლაბირინთში დაგკარგავს და თან კმაყოფილი დარჩები ამ ყველაფრით. ის ნამდვილად ახალ სიტყვას იტყვის ქართულ კულინარიაში.

- თინა ვაშაკიძის კულინარიაზე რას იტყვი?

- ჩემი კერძის უკან ყოველთვის იდეა დგას, პერფორმანსია, ამბავს ჰყვება - ხან აგრესიულია და სახეში გირტყამს, ხან მშვიდი და ბედნიერია, ხან თავის თავს ეძებს...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი