პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის სკოლის დაფა მწვანე ფერის, დაფიქრებულხართ? - ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის
რატომ არის სკოლის დაფა მწვანე ფერის, დაფიქრებულხართ? - ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის

ალ­ბათ ბევ­რს შე­უმ­ჩნე­ვია, რომ სას­კო­ლო დაფა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში მუქი მწვა­ნე ფე­რი­საა. შავი და მუქი ყა­ვის­ფე­რი და­ფე­ბიც არის, თუმ­ცა ბოლო დროს სკო­ლებ­ში მწვა­ნე და­ფას უფრო ხში­რად შევ­ხვდე­ბით.

და მა­ინც, რა­ტომ მუქი მწვა­ნე?

დაფა მუქი შე­ფე­რი­ლო­ბის უნდა იყოს, იმი­ტომ, რომ თეთ­რი ცარ­ცი მას­ზე კარ­გად გა­მოჩ­ნდეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო შავი ფე­რის დაფა. მაგ­რამ ასე არ აღ­მოჩ­ნდა. ოფ­თალ­მო­ლო­გე­ბის თქმით, შავ ფერ­ზე თეთ­რი ფე­რის კონ­ტრას­ტი თვალს ღლის. გარ­და ამი­სა, წაშ­ლის შემ­დეგ, ცარ­ცის თეთ­რი კვა­ლიც უფრო ცუ­დად სცილ­დე­ბა და დაფა სა­ერ­თო ჯამ­ში ჭუ­ჭყი­ა­ნი ჩანს. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და შავი ფე­რის სხვა მუქი შე­ფე­რი­ლო­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მწვა­ნე ფერს, მისი არ­ჩე­ვის რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი არ­სე­ბობს:

ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ მწვა­ნე ფერი ადა­მი­ან­ზე საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს: აწყნა­რებს ნერ­ვულ სის­ტე­მას, სძენს სიმ­შვი­დის, სი­ა­მოვ­ნე­ბი­სა და ბუ­ნე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვის შეგ­რძნე­ბას, ხსნის თა­ვის ტკი­ვილს, დაღ­ლი­ლო­ბას, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლო­ბას, აქ­ვე­ი­თებს სის­ხლის წნე­ვას.

SMARTBOARD - აუ­წყვე ფეხი თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს ჩვენ­თან ერ­თად

ჯერ კი­დევ XX სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნებ­ში მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ მწვა­ნე შე­ფე­რი­ლო­ბა ხელს უწყობს გო­ნებ­რივ მუ­შა­ო­ბა­სა და ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას. სწო­რედ ამ თვი­სე­ბე­ბის გამო ენი­ჭე­ბა მწვა­ნე ფე­რის და­ფას სას­კო­ლო პრო­ცეს­ში უპი­რა­ტე­სო­ბა.

გარ­და ამი­სა, მწვა­ნე ფერს რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ ოფ­თალ­მო­ლო­გე­ბიც. სკო­ლა­ში ყოფ­ნის დროს რო­გორც მოს­წავ­ლე­ებს, ასე­ვე მას­წავ­ლე­ბელს სა­ა­თო­ბით უწევთ და­ფის ყუ­რე­ბა, მწვა­ნე ფერი ყვე­ლა­ზე ნა­ლე­ბად იწ­ვევს თვა­ლის და­ძაბ­ვას.

დაფა თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ატ­რი­ბუ­ტია - ის პირ­ვე­ლად სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში გა­მოჩ­ნდა. მას­წავ­ლებ­ლებს ახლა უკვე, ნაც­ვლად იმი­სა, რომ თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს­თან ცალ-ცალ­კე მი­სუ­ლიყ­ვნენ, შე­ეძ­ლოთ მთე­ლი კლა­სის­თვის ერ­თდრო­უ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ ინ­ფორ­მა­ცია და ამით ბევ­რი დრო და­ე­ზო­გათ. და­ფებს თავ­და­პირ­ვე­ლად ფი­ქა­ლის­გან ან ხის­გან ამ­ზა­დებ­ნენ, რო­მელ­საც შემ­დეგ შავი სა­ღე­ბა­ვით ფა­რავ­დნენ.

მრეწ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, პლასტმა­სი­სა და მე­ტა­ლის და­ფე­ბის წარ­მო­ე­ბაც და­ი­წყეს. ლი­თო­ნის და­ფე­ბი, მათი მაგ­ნი­ტუ­რი თვი­სე­ბე­ბის გამო, დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და.

1960-იან წლებ­ში მწვა­ნე და­ფებ­მა ჯერ აშშ-ის სკო­ლე­ბი მო­იც­ვა, შემ­დეგ კი და­სავ­ლეთ ევ­რო­პის. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისი­ნი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის სკო­ლებ­შიც გავ­რცელ­და. დღეს უკვე შავი ფე­რის და­ფას თით­ქმის ვერ­ცერთ სკო­ლა­ში შეხ­ვდე­ბით.

თუმ­ცა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ჩვენს ეპო­ქა­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მე­ცხრა­მე­ტე და მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს. ერთ-ერთ ასეთ თა­ნა­მედ­რო­ვე მიღ­წე­ვად შეგ­ვიძ­ლია მი­ვიჩ­ნი­ოთ SMARTBOARD - ახა­ლი თა­ო­ბის დაფა, რო­მელ­ზე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­ფის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ თი­თით და სპე­ცი­ა­ლუ­რი სტი­ლუ­სით ხა­ტონ, ხა­ზონ, წა­რად­გი­ნონ პრო­ექ­ტე­ბი, აჩ­ვე­ნონ ნე­ბის­მი­ე­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა კომ­პი­უ­ტე­რით ან ლეპ­ტო­პით. ის პე­და­გოგს ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლის ჩვე­ნე­ბით, გაკ­ვე­თი­ლის უფრო სა­ინ­ტე­რე­სოდ ჩა­ტა­რე­ბა­სა და დრო­ის და­ზოგ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა, ამას­თან ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ე­ბის გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­უ­კუ­ნე­ში უამ­რა­ვი თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა იყე­ნებს ასეთ და­ფებს, ისი­ნი არა მხო­ლოდ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ სა­მუ­შაო სივ­რცე­ში კომ­ფორ­ტუ­ლი და გა­მო­სა­დე­გია.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რატომ არის სკოლის დაფა მწვანე ფერის, დაფიქრებულხართ? - ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის

რატომ არის სკოლის დაფა მწვანე ფერის, დაფიქრებულხართ? - ისტორია, რომელიც ბევრმა არ იცის

ალბათ ბევრს შეუმჩნევია, რომ სასკოლო დაფა უმეტეს შემთხვევაში მუქი მწვანე ფერისაა. შავი და მუქი ყავისფერი დაფებიც არის, თუმცა ბოლო დროს სკოლებში მწვანე დაფას უფრო ხშირად შევხვდებით.

და მაინც, რატომ მუქი მწვანე?

დაფა მუქი შეფერილობის უნდა იყოს, იმიტომ, რომ თეთრი ცარცი მასზე კარგად გამოჩნდეს. აქედან გამომდინარე, იდეალური ვარიანტი უნდა ყოფილიყო შავი ფერის დაფა. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ოფთალმოლოგების თქმით, შავ ფერზე თეთრი ფერის კონტრასტი თვალს ღლის. გარდა ამისა, წაშლის შემდეგ, ცარცის თეთრი კვალიც უფრო ცუდად სცილდება და დაფა საერთო ჯამში ჭუჭყიანი ჩანს. ამიტომ აუცილებელი გახდა შავი ფერის სხვა მუქი შეფერილობით ჩანაცვლება.

რაც შეეხება მწვანე ფერს, მისი არჩევის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

ყველასათვის ცნობილია, რომ მწვანე ფერი ადამიანზე საკმაოდ საინტერესო ზემოქმედებას ახდენს: აწყნარებს ნერვულ სისტემას, სძენს სიმშვიდის, სიამოვნებისა და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას, ხსნის თავის ტკივილს, დაღლილობას, გაღიზიანებულობას, აქვეითებს სისხლის წნევას.

SMARTBOARD - აუწყვე ფეხი თანამედროვე სამყაროს ჩვენთან ერთად

ჯერ კიდევ XX საუკუნის შუა ხანებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწვანე შეფერილობა ხელს უწყობს გონებრივ მუშაობასა და ყურადღების კონცენტრაციას. სწორედ ამ თვისებების გამო ენიჭება მწვანე ფერის დაფას სასკოლო პროცესში უპირატესობა.

გარდა ამისა, მწვანე ფერს რეკომენდაციას უწევენ ოფთალმოლოგებიც. სკოლაში ყოფნის დროს როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებელს საათობით უწევთ დაფის ყურება, მწვანე ფერი ყველაზე ნალებად იწვევს თვალის დაძაბვას.

დაფა თანამედროვე სკოლის განუყოფელი ატრიბუტია - ის პირველად სასწავლო დაწესებულებებში XIX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. მასწავლებლებს ახლა უკვე, ნაცვლად იმისა, რომ თითოეულ მოსწავლესთან ცალ-ცალკე მისულიყვნენ, შეეძლოთ მთელი კლასისთვის ერთდროულად ეჩვენებინათ ინფორმაცია და ამით ბევრი დრო დაეზოგათ. დაფებს თავდაპირველად ფიქალისგან ან ხისგან ამზადებნენ, რომელსაც შემდეგ შავი საღებავით ფარავდნენ.

მრეწველობის განვითარებასთან ერთად, პლასტმასისა და მეტალის დაფების წარმოებაც დაიწყეს. ლითონის დაფები, მათი მაგნიტური თვისებების გამო, დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

1960-იან წლებში მწვანე დაფებმა ჯერ აშშ-ის სკოლები მოიცვა, შემდეგ კი დასავლეთ ევროპის. მოგვიანებით ისინი აღმოსავლეთ ევროპის სკოლებშიც გავრცელდა. დღეს უკვე შავი ფერის დაფას თითქმის ვერცერთ სკოლაში შეხვდებით.

თუმცა ტექნოლოგიების განვითარება ჩვენს ეპოქაში საგანმანათლებლო დაწესებულებებს მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებისთვის წარმოუდგენელი შესაძლებლობებს სთავაზობს. ერთ-ერთ ასეთ თანამედროვე მიღწევად შეგვიძლია მივიჩნიოთ SMARTBOARD - ახალი თაობის დაფა, რომელზე ჩვეულებრივი დაფისგან განსხვავებით, მოსწავლეებს შეუძლიათ თითით და სპეციალური სტილუსით ხატონ, ხაზონ, წარადგინონ პროექტები, აჩვენონ ნებისმიერი გამოსახულება კომპიუტერით ან ლეპტოპით. ის პედაგოგს ვიზუალური მასალის ჩვენებით, გაკვეთილის უფრო საინტერესოდ ჩატარებასა და დროის დაზოგვაში ეხმარება, ამასთან ხელს უწყობს მოსწავლეების გონებრივ განვითარებას. ტექნოლოგიების საუკუნეში უამრავი თანამედროვე სკოლა იყენებს ასეთ დაფებს, ისინი არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არამედ ნებისმიერ სამუშაო სივრცეში კომფორტული და გამოსადეგია.

წყარო

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ