ავტორი:

„ნენსკრა ჰიდროს“ მიწის რეგისტრაციის მხარდამჭერი პროექტით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მცხოვრებმა 86-მა ოჯახმა ისარგებლა

„ნენსკრა ჰიდროს“ მიწის რეგისტრაციის მხარდამჭერი პროექტით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მცხოვრებმა 86-მა ოჯახმა ისარგებლა

„ნენსკრა ჰიდროს“ მიწის რეგისტრაციის მხარდამჭერი პროექტით მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭუბერსა და ნაკრაში მცხოვრებმა 86-მა ოჯახმა ისარგებლა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნენსკრა ჰესის“ საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიწაზე უფლების მოპოვებისა და კომპენსაციის ოფიცერმა კობა გაგნიძემ მიწის რეგისტრაციის მხარდამჭერ პროექტზე საუბრისას განუცხადა.

სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიწაზე უფლების მოპოვებისა და კომპენსაციის ოფიცერი მიწის რეგისტრაციის მხარდამჭერი პროექტის დეტალებზე საუბრობს, რომელსაც კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჭუბერსა და ნაკრაში ახორციელებს.

- ბატონო კობა, თავდაპირველად რომ გვითხრათ, რას გულისხმობს მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტი?

- სს „ნენსკრა ჰიდრომ“ მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო და მის ფარგლებში, კომპანია ეხმარება მოსახლეობას მიწის საკადასტრო-აზომვითი ნახაზების მომზადებაში, რაც ერთ-ერთი აუცილებელი დოკუმენტია მიწის დარეგისტრირებისთვის. თუმცა ცხადია, შემდგომი პროცედურებიცაა გასავლელი მიწის რეგისტრაციისთვის, ადგილობრივებმა უნდა მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას. ჩვენ ამ პროცესში უკვე აღარ ვართ ჩართული, თუმცა საკადასტრო-აზომვითი ნახაზის მომზადების გარდა, რომელსაც სრულიად უსასყიდლოდ გადავცემთ მოსახლეობას, დამატებით კიდევ ვუწევთ კონსულტაციას შემდეგი პროცეტურების შესახებ, ანუ ვაწვდით ინფორმაციას ვის, როგორ და სად უნდა მიმართონ, რომ მიწა საბოლოოდ დაირეგისტრირონ.

- რამ განაპირობა ამ სოციალური პროექტის საჭიროება?

- ცხადია, „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობისთვის საჭიროა გარკვეული მიწის ნაკვეთი, რომლებზეც უნდა მოვიპოვოთ საკუთრების უფლება შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ, თუმცა ერთ-ერთ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ადგილობრივებს მიწები არ აქვთ რეგისტრირებული და არც შესაბამისი საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი აქვთ, რაც მისცემდათ საშუალებას, რომ ეს მიწები დაერეგისტრირებინათ. თავდაპირველად პროექტის ფარგლებში საკადასტრო-აზომვითი ნახაზების მომზადების ვალდებულება ავიღეთ მხოლოდ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც პროექტის ზემოქმედებაში ხვდებოდნენ, თუმცა შემდეგ რომ შევხედეთ სოციალურ მდგომარეობას და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, გადაწყდა, რომ ეს როგორც სოციალური პროექტი ისე ჩამოგვეყალიბებინა.

როგორც იცით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიწის რეგისტრაცია უფასოა, თუმცა საკადასტრო-აზომვითი ნახაზების მომზადება პრობლემურია მოსახლეობისთვის, რეგიონიდან გამომდინარე. კომპანიები, რომლებიც მსგავს მომსახურებას უზრუნველყოფენ ან ზუგდიდში მდებარეობს ან მესტიაში, შესაბამისად, ისინი ერთი კონკრეტული მესაკუთრისთვის ამხელა მანძილზე ჩასვლას და მომსახურების გაწევას ვერ უზრუნველყოფენ. ჩვენ სპეციალური ჯგუფი შევქმენით და კარდაკარ პრინციპით დავდივართ ოჯახებთან , ვისაც სურვილი აქვს შესაბამის ფორმებს ვავსებინებთ და მომსახურებას ვუწევთ.

- რა სარგებელს მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა ამ სოციალური პროექტის შედეგად?

- ეს პროგრამა ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს, რომ რეგისტრირებული ქონებით უზრუნველონ სხვადასხვა ტიპის საქმიანობა, რაც მათ შემოსავლის წყაროს შეუქმნის. მათ შორის, ადგილობრივები შეძლებენ სხვა სოციალურ პროქტებში ჩართვას, მაგალითად, პროექტში, რომელიც სამეურნეო საქმიანობის განვითარებაში მხარდაჭერას გულისმობს. ამასთან, იმისთვის, რომ ადგილობრივებმა კომერციული საქმიანობა აწარმოონ, თუნდაც გახსნან სასტუმრო, აუცილებელია, რომ მიწა ჰქონდეთ რეგისტრირებული, მათ შორის იგივე საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას აუცილებელია, რომ მიწები ჰქონდეთ საკუთრებაში, რომელსაც სესხისთვის უზრუნველყოფის საშუალებად გამოიყენებენ.

- როგორია ადგილობრივების განწყობა და რამდენად აქტიურად არიან ჩართულები ამ პროექტში?

- იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრის გზას დავადექით, ძალიან დადებითად არიან განწყობილნი. ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ნენსკრას და ნაკრას ხეობებში 400 ოჯახს გავუწიოთ მომსახურება, რომელთა მფლობელობაშიც ჯამურად დაახლოებით 450 ჰექტარი მიწაა. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე მომზადდა 195 საკადასტრო-აზომვითი ნახაზი და აზომილია 115 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ამ ეტაპზე კომპანიას მიწის ნაკვეთის აზომვის თხოვნით ადგილობრივი მცხოვრებლებისგან 127 განაცხადი აქვს მიღებული, მათგან 86 ოჯახს საკადასტრო ნახაზი უკვე მოუმზადდა და ეტაპობრივად მიმდინარეობს ყველას დაკმაყოფილება.

NS

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ