პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაჩემი აფხაზებმა ჩაცხრილეს, დედა დაჭრეს და ძმა წამებით მომიკლეს..." - ქალი გალის რაიონიდან, რომელიც ობოლ შვილებს მარტო ზრდის
"მამაჩემი აფხაზებმა ჩაცხრილეს, დედა დაჭრეს და ძმა წამებით მომიკლეს..." - ქალი გალის რაიონიდან, რომელიც ობოლ შვილებს მარტო ზრდის

სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" წარ­მო­გიდ­გენთ 44 წლის იმე­და ლო­მა­ი­ას გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გა­ნახ­ლე­ბი­დან.

„როცა აფხა­ზე­თი დავ­კარ­გეთ და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი აფხა­ზე­ბი სა­ზღვარ­თან მო­ვიდ­ნენ, დევ­ნი­ლე­ბად ნა­თე­სა­ვის ოჯახ­ში, ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ორ­სან­ტი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდით. ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბაც აქე­დან და­ი­წყო.

გა­ლის რა­ი­ონ­ში ამ ად­გილს „და­ბალ ზო­ნას“ ეძახ­დნენ, თით­ქოს სამ­შვი­დო­ბო ტე­რი­ტო­რია იყო, ხალ­ხი გა­და­დი­ო­და, ახალ­გაზ­რდე­ბი - არა, ძი­რი­თა­დად, ასა­კო­ვა­ნი ხალ­ხი შე­დი­ო­და თა­ვის სახლ-კარ­ში და თუ რამე საჭ­მე­ლი დარ­ჩა, მოჰ­ქონ­დათ. აქე­თაც ხომ გვჭირ­დე­ბო­და კვე­ბა?!.. დე­და­ჩე­მი იქ იყო, როცა გა­ვი­გეთ, რომ აფხა­ზე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ და და­ი­წყო ე.წ. „აჩის­ტკა,“ იმ ტე­რი­ტო­რი­ის გაწ­მენ­და. მა­მა­ჩე­მი წა­ვი­და ჩემს ძმას­თან ერ­თად, სო­ფელ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ხალ­ხი რომ გა­მო­ეყ­ვა­ნათ. ჩემი ძმა მა­შინ 24 წლის იყო. თით­ქოს არ უნ­დო­და წას­ვლა, მაგ­რამ მა­ინც გაჰ­ყვა მა­მა­ჩემს... აქეთ რომ გად­მო­დი­ოდ­ნენ, სა­ზღვარ­თან დახ­ვდნენ აფხა­ზე­ბი, მა­მა­ჩე­მი ად­გილ­ზე ჩა­ცხრი­ლეს, 14 ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი, დედა დაჭ­რეს, ჩემი ძმაც და­იჭ­რა და ტყვედ ჩა­ვარ­და.

დე­და­ჩე­მი, რო­მე­ლიც იქ იყო და ჭრი­ლო­ბის გამო მარ­ჯვე­ნა ხელი ჰქონ­და მო­ტე­ხი­ლი, იხ­სე­ნებს, რომ იქ ერთი აფხა­ზი ბიჭი იყო, ჩემი ძმის­თვის ჩაი მო­უ­დუ­ღე­ბია, სი­გა­რე­ტი მი­უ­ცია და ეუბ­ნე­ბო­და, ნუ გე­ში­ნია, მა­მა­შენს როცა წა­ას­ვე­ნე­ბენ, შენც გა­გიშ­ვებ­თო, ამ­ხნე­ვებ­და. მაგ­რამ რო­გორც კი სხვებ­მა, და­ქი­რა­ვე­ბულ­მა ჩე­ჩენ­მა და კა­ზაკ­მა მებ­რძო­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ ასე­თი ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და იმ ახალ­გაზ­რდას ჩემი ძმი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ, მის მერე თვა­ლით აღარ გვი­ნა­ხავ­სო.

ჩემს ძმას­თან ერ­თად, კიდე ოთხი ადა­მი­ა­ნი იყო იქ. ორი დღის შემ­დეგ, ის და ერთი ახალ­გაზ­რდა ბიჭი ჯერ აწა­მეს და მერე სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლით მოკ­ლეს. და­ნარ­ჩე­ნებს მიწა გა­ა­თხრე­ვი­ნეს, ჩემი ძმა და ის ბიჭი რომ ჩა­ას­ვე­ნეს, ზედ წა­აკ­ლეს და მა­თაც მიწა მი­ა­ყა­რეს, თურ­მე მიწა ფეთ­ქავ­და... იქ ქა­ლე­ბიც იყ­ვნენ და­ჭე­რი­ლი, სა­მე­ზობ­ლო­დან. ეს ქა­ლე­ბი გა­მო­უშ­ვეს და და­ა­ბა­რეს, ვინ­მე მო­ვი­დეს, დაჭ­რი­ლე­ბი წა­იყ­ვა­ნონ და მკვდა­რი წა­ას­ვე­ნო­ნო. ვინ უნდა წა­სუ­ლი­ყო, ტყვი­ე­ბის წვი­მა მო­დი­ო­და.

მა­მა­ჩე­მი ჩვენს ეზო­ში და­ას­ვე­ნეს, იქვე შეკ­რეს ჩა­სას­ვე­ნებ­ლი ოთხი ფიც­რის­გან და დაკ­რძა­ლეს. თუ რამე წამ­ლე­ბი ჰქონ­დათ სო­ფელ­ში, შე­აგ­რო­ვა ხალ­ხმა დე­და­ჩე­მის­თვის, ხელი რომ არ დალ­პო­ბო­და. ჩემს ძმა­ზე გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ დაჭ­რი­ლი იყო, უვ­ლიდ­ნენ და გა­მო­სას­ყიდს ითხოვ­დნენ. თურ­მე 11 თე­ბერ­ვალს მო­უკ­ლავთ და ასე გვაწ­ვა­ლებ­დნენ 25 თე­ბერ­ვლამ­დე... მერე გა­ირ­კვა, რომ მკვდა­რი იყო, გა­მო­სას­ყი­დი შეგ­როვ­და, ზოგი ოქ­რო­თი, ზოგი ფუ­ლით. ასე გა­მო­ვის­ყი­დეთ და დავ­კრძა­ლეთ.

ზუგ­დიდ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ ვი­ყა­ვი, დე­რე­ფან­შიც არ იყო და­საჯ­დო­მი ად­გი­ლი. სვა­ნე­თის მთე­ბით გად­მო­სუ­ლი ხალ­ხი მო­დი­ო­და მოყი­ნუ­ლი ხელ-ფე­ხით. ოპე­რა­ცია ოპე­რა­ცი­ა­ზე ტარ­დე­ბო­და. დე­და­ჩემს ხელი თა­ვი­დან და­უმტვრი­ეს, ცხრა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძვა­ლი არას­წო­რად ჰქონ­და შეზ­რდი­ლი, ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს. ის გა­დარ­ჩა და ხე­ლიც გა­და­ურ­ჩა, მაგ­რამ მე­უღ­ლე იქ მო­უკ­ლეს, შვი­ლიც.

დე­და­ჩემ­მა სწავ­ლა არ მი­მა­ტო­ვე­ბი­ნა, პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვი მა­შინ, ეს ამ­ბა­ვი რომ მოხ­და. ვის­წავ­ლე, იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე, ად­ვო­კა­ტი გავ­ხდი და ჩა­ვე­ბი ცხოვ­რე­ბის ფერ­ხულ­ში. სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დი და ვმუ­შა­ობ­დი 3-4 წელი, შემ­დეგ გა­და­ვე­დი ზუგ­დიდ­ში და ამ პე­რი­ოდ­ში შევ­ქმე­ნი ოჯა­ხი. რთუ­ლი ორ­სუ­ლო­ბე­ბი მქონ­და, ერთი, მე­ო­რე... სამ­სა­ხუ­რის მი­ტო­ვე­ბა მო­მი­წია, წო­ლი­თი რე­ჟი­მით ად­ვო­კა­ტად ვერ იმუ­შა­ვებ. ბიჭი შე­მე­ძი­ნა.

მე­ო­რე­ზე ვი­ყა­ვი ორ­სუ­ლად, პირ­ველ შვილს რომ ჩუ­ტყვა­ვი­ლა შე­ე­ყა­რა, შემ­დეგ გა­და­ე­დო მა­მა­მისს, ვერ მიხ­ვდნენ ექი­მე­ბი, პნევ­მო­ნი­ა­ში გა­და­უ­ვი­და და ერთ კვი­რა­ში დავ­კარ­გეთ ისე, რომ ვერც გა­ვერ­კვი­ეთ. რვა თვის მერე გა­მიჩ­ნდა გოგო. ტკი­ვილს სი­ხა­რუ­ლი ცვლი­და, სი­ხა­რულს - ტკი­ვი­ლი.

ამის მერე 7 წელი გა­ვი­და, სამ­სა­ხურს მოვ­წყდი. ად­ვი­ლი არ არის, რომ სამი წელი არ იმუ­შაო, შემ­დეგ და­უბ­რუნ­დე სამ­სა­ხურს და იმუ­შაო ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ასე­თი გო­ნე­ბით და ტკი­ვი­ლით. ვი­ფიქ­რე, დრო­ე­ბით ბავ­შვებს გავზრდი, სა­ნამ უჩე­მოდ შეძ­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას, ჩაც­მას, ჭა­მას... ასე ჩა­ვიქ­ნიე ხელი რა­ღაც მო­მენ­ტში კა­რი­ე­რა­სა და სამ­სა­ხურ­ზე, სურ­ვი­ლიც რომ არ გაქვს, თუნ­დაც თმა შე­იჭ­რა, თავს მი­ხე­დო. მარ­ტო იმა­ზე ფიქ­რობ, ბავ­შვე­ბი რო­გორ და­ა­ყე­ნო ფეხ­ზე.

ბავ­შვებს ვზრდი, კი გვი­ჭირს, მაგ­რამ დე­დამ­თი­ლი, მული, დე­და­ჩე­მიც მეხ­მა­რე­ბი­ან. ეს წლე­ბი მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის სიყ­ვა­რულ­ზე ვი­ფიქ­რე, რომ მარ­ტო არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ძიძა არ მინ­დო­და, მამა არ ჰყავ­დათ და დე­დის სით­ბო რომ არ მოკ­ლე­ბო­დათ. ახლა უკვე ვხვდე­ბი, რომ სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და ბევ­რი რამე სჭირ­დე­ბათ. ნა­ქი­რა­ვებ­ში ვცხოვ­რობთ, სა­ხელ­მწი­ფოს­გან ვე­ლო­დე­ბი დახ­მა­რე­ბას და თუ ბი­ნის ამ­ბა­ვი გა­მო­ვი­და და მოგ­ვა­კუთ­ვნეს, ბავ­შვე­ბის სწავ­ლი­სა და ლუკ­მა­პუ­რის ფულს კი ვი­შოვ­ნი. ჩემი კო­ლე­გე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, მოდი, დაბ­რუნ­დი სამ­სა­ხურ­შიო, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვერა, თუ არ მე­ცო­დი­ნე­ბა, რომ ბავ­შვე­ბი უსაფრ­თხოდ არი­ან ვი­ღა­ცას­თან. ეს ისე­თი რა­ღა­ცაა, რომ ამ ეტაპ­ზე მა­ტე­რი­ა­ლურ მხა­რეს ვერ ვამ­ჯო­ბი­ნებ. ჯერ­ჯე­რო­ბით ასე ვუმკლავ­დე­ბი და მო­მავ­ლის იმე­დი მაქვს. ვნა­ხოთ".

ავ­ტო­რი: ნინო გა­მი­სო­ნია; ფოტო: ნინო ბა­ი­და­უ­რი

© პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან" (ავ­ტო­რე­ბი: მა­ი­კო ჩი­ტა­ია, იდა ბახ­ტუ­რი­ძე, ნინო გა­მი­სო­ნია, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი: ნინო ბა­ი­და­უ­რი, სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი, სოფო აფ­ცი­ა­უ­რი) მიერ აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის (EWMI) ACCESS-ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში. სტა­ტი­ე­ბის დამ­ზა­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რის შე­დე­გად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) და­ფი­ნან­სე­ბით. სტა­ტი­ე­ბის ში­ნა­არსზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი "ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან". ის შე­საძ­ლოა არ გა­მო­ხა­ტავ­დეს USAID-ის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბის ან/და EWMI-ს შე­ხე­დუ­ლე­ბებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"მამაჩემი აფხაზებმა ჩაცხრილეს, დედა დაჭრეს და ძმა წამებით მომიკლეს..." - ქალი გალის რაიონიდან, რომელიც ობოლ შვილებს მარტო ზრდის

"მამაჩემი აფხაზებმა ჩაცხრილეს, დედა დაჭრეს და ძმა წამებით მომიკლეს..." - ქალი გალის რაიონიდან, რომელიც ობოლ შვილებს მარტო ზრდის

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 44 წლის იმედა ლომაიას გალის რაიონის სოფელ განახლებიდან.

„როცა აფხაზეთი დავკარგეთ და გამარჯვებული აფხაზები საზღვართან მოვიდნენ, დევნილებად ნათესავის ოჯახში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში აღმოვჩნდით. ჩვენი უბედურებაც აქედან დაიწყო.

გალის რაიონში ამ ადგილს „დაბალ ზონას“ ეძახდნენ, თითქოს სამშვიდობო ტერიტორია იყო, ხალხი გადადიოდა, ახალგაზრდები - არა, ძირითადად, ასაკოვანი ხალხი შედიოდა თავის სახლ-კარში და თუ რამე საჭმელი დარჩა, მოჰქონდათ. აქეთაც ხომ გვჭირდებოდა კვება?!.. დედაჩემი იქ იყო, როცა გავიგეთ, რომ აფხაზები შემოვიდნენ და დაიწყო ე.წ. „აჩისტკა,“ იმ ტერიტორიის გაწმენდა. მამაჩემი წავიდა ჩემს ძმასთან ერთად, სოფელში ჩარჩენილი ხალხი რომ გამოეყვანათ. ჩემი ძმა მაშინ 24 წლის იყო. თითქოს არ უნდოდა წასვლა, მაგრამ მაინც გაჰყვა მამაჩემს... აქეთ რომ გადმოდიოდნენ, საზღვართან დახვდნენ აფხაზები, მამაჩემი ადგილზე ჩაცხრილეს, 14 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, დედა დაჭრეს, ჩემი ძმაც დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა.

დედაჩემი, რომელიც იქ იყო და ჭრილობის გამო მარჯვენა ხელი ჰქონდა მოტეხილი, იხსენებს, რომ იქ ერთი აფხაზი ბიჭი იყო, ჩემი ძმისთვის ჩაი მოუდუღებია, სიგარეტი მიუცია და ეუბნებოდა, ნუ გეშინია, მამაშენს როცა წაასვენებენ, შენც გაგიშვებთო, ამხნევებდა. მაგრამ როგორც კი სხვებმა, დაქირავებულმა ჩეჩენმა და კაზაკმა მებრძოლებმა დაინახეს, რომ ასეთი ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა იმ ახალგაზრდას ჩემი ძმისა და ქართველების მიმართ, მის მერე თვალით აღარ გვინახავსო.

ჩემს ძმასთან ერთად, კიდე ოთხი ადამიანი იყო იქ. ორი დღის შემდეგ, ის და ერთი ახალგაზრდა ბიჭი ჯერ აწამეს და მერე საკონტროლო გასროლით მოკლეს. დანარჩენებს მიწა გაათხრევინეს, ჩემი ძმა და ის ბიჭი რომ ჩაასვენეს, ზედ წააკლეს და მათაც მიწა მიაყარეს, თურმე მიწა ფეთქავდა... იქ ქალებიც იყვნენ დაჭერილი, სამეზობლოდან. ეს ქალები გამოუშვეს და დააბარეს, ვინმე მოვიდეს, დაჭრილები წაიყვანონ და მკვდარი წაასვენონო. ვინ უნდა წასულიყო, ტყვიების წვიმა მოდიოდა.

მამაჩემი ჩვენს ეზოში დაასვენეს, იქვე შეკრეს ჩასასვენებლი ოთხი ფიცრისგან და დაკრძალეს. თუ რამე წამლები ჰქონდათ სოფელში, შეაგროვა ხალხმა დედაჩემისთვის, ხელი რომ არ დალპობოდა. ჩემს ძმაზე გვეუბნებოდნენ, რომ დაჭრილი იყო, უვლიდნენ და გამოსასყიდს ითხოვდნენ. თურმე 11 თებერვალს მოუკლავთ და ასე გვაწვალებდნენ 25 თებერვლამდე... მერე გაირკვა, რომ მკვდარი იყო, გამოსასყიდი შეგროვდა, ზოგი ოქროთი, ზოგი ფულით. ასე გამოვისყიდეთ და დავკრძალეთ.

ზუგდიდში, საავადმყოფოში რომ ვიყავი, დერეფანშიც არ იყო დასაჯდომი ადგილი. სვანეთის მთებით გადმოსული ხალხი მოდიოდა მოყინული ხელ-ფეხით. ოპერაცია ოპერაციაზე ტარდებოდა. დედაჩემს ხელი თავიდან დაუმტვრიეს, ცხრა დღის განმავლობაში, ძვალი არასწორად ჰქონდა შეზრდილი, ოპერაცია გაუკეთეს. ის გადარჩა და ხელიც გადაურჩა, მაგრამ მეუღლე იქ მოუკლეს, შვილიც.

დედაჩემმა სწავლა არ მიმატოვებინა, პირველ კურსზე ვიყავი მაშინ, ეს ამბავი რომ მოხდა. ვისწავლე, იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, ადვოკატი გავხდი და ჩავები ცხოვრების ფერხულში. სტუდენტობის პერიოდში თბილისში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი 3-4 წელი, შემდეგ გადავედი ზუგდიდში და ამ პერიოდში შევქმენი ოჯახი. რთული ორსულობები მქონდა, ერთი, მეორე... სამსახურის მიტოვება მომიწია, წოლითი რეჟიმით ადვოკატად ვერ იმუშავებ. ბიჭი შემეძინა.

მეორეზე ვიყავი ორსულად, პირველ შვილს რომ ჩუტყვავილა შეეყარა, შემდეგ გადაედო მამამისს, ვერ მიხვდნენ ექიმები, პნევმონიაში გადაუვიდა და ერთ კვირაში დავკარგეთ ისე, რომ ვერც გავერკვიეთ. რვა თვის მერე გამიჩნდა გოგო. ტკივილს სიხარული ცვლიდა, სიხარულს - ტკივილი.

ამის მერე 7 წელი გავიდა, სამსახურს მოვწყდი. ადვილი არ არის, რომ სამი წელი არ იმუშაო, შემდეგ დაუბრუნდე სამსახურს და იმუშაო ჩვეულებრივად ასეთი გონებით და ტკივილით. ვიფიქრე, დროებით ბავშვებს გავზრდი, სანამ უჩემოდ შეძლებენ ცხოვრებას, ჩაცმას, ჭამას... ასე ჩავიქნიე ხელი რაღაც მომენტში კარიერასა და სამსახურზე, სურვილიც რომ არ გაქვს, თუნდაც თმა შეიჭრა, თავს მიხედო. მარტო იმაზე ფიქრობ, ბავშვები როგორ დააყენო ფეხზე.

ბავშვებს ვზრდი, კი გვიჭირს, მაგრამ დედამთილი, მული, დედაჩემიც მეხმარებიან. ეს წლები მხოლოდ ბავშვების სიყვარულზე ვიფიქრე, რომ მარტო არ ყოფილიყვნენ, ძიძა არ მინდოდა, მამა არ ჰყავდათ და დედის სითბო რომ არ მოკლებოდათ. ახლა უკვე ვხვდები, რომ სიყვარულის გარდა ბევრი რამე სჭირდებათ. ნაქირავებში ვცხოვრობთ, სახელმწიფოსგან ველოდები დახმარებას და თუ ბინის ამბავი გამოვიდა და მოგვაკუთვნეს, ბავშვების სწავლისა და ლუკმაპურის ფულს კი ვიშოვნი. ჩემი კოლეგები მეუბნებიან, მოდი, დაბრუნდი სამსახურშიო, მაგრამ ჯერჯერობით ვერა, თუ არ მეცოდინება, რომ ბავშვები უსაფრთხოდ არიან ვიღაცასთან. ეს ისეთი რაღაცაა, რომ ამ ეტაპზე მატერიალურ მხარეს ვერ ვამჯობინებ. ჯერჯერობით ასე ვუმკლავდები და მომავლის იმედი მაქვს. ვნახოთ".

ავტორი: ნინო გამისონია; ფოტო: ნინო ბაიდაური

© პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის "ქალები საქართველოდან" (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი, სოფო აფციაური) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. სტატიების დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

"ჩემს ყველა დადებით თვისებას CoVID-19-იც შეემატა..." - რას წერს "იმედის" თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

"ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი..." - რას წერს ექიმი ვახტანგ ყიფიანი, რომელმაც 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დატოვა

"პედიატრი, მამა გაბრიელით რომ მწყევლა, სამსახურიდან დაითხოვეს, მორიგეობებს ჩამოაშორეს ტრავმატოლოგიც" - რა მოხდა ინგოროყვას კლინიკაში