პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნეპოტიზმი, გარიგებები და "უკვდავი კლანი" - მორიგი სკანდალები მოსამართლეების შერჩევის პროცესში
ნეპოტიზმი, გარიგებები და "უკვდავი კლანი" - მორიგი სკანდალები მოსამართლეების შერჩევის პროცესში

უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შერ­ჩე­ვის მე­ო­რე ეტა­პი დას­რულ­და. 20 ივ­ნისს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რით 137-დან 50 კან­დი­და­ტი შე­არ­ჩია. 17 ივ­ლი­სი­დან გა­სა­უბ­რე­ბე­ბის შე­დე­გად, საბ­ჭო მათ­გან 20 კან­დი­დატს და­ტო­ვებს. პარ­ლა­მენტს სწო­რედ ის 20 ადა­მი­ა­ნი წა­რედ­გი­ნე­ბა, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ათი წევ­რის მხარ­და­ჭე­რას მი­ი­ღებს.

კონ­კურ­სის პრო­ცე­დუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რებს. ანა დო­ლი­ძე და ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­დატ­თა შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბას და კონ­კურ­სის თა­ვი­დან გა­მო­ცხა­დე­ბას მო­ი­თხო­ვენ. არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, 50-კან­დი­და­ტი­ა­ნი სიის შედ­გე­ნის დროს, ად­გი­ლი ჰქონ­და ნე­პო­ტიზმსა და სა­ვა­რა­უ­დო გა­რი­გე­ბე­ბის ფაქ­ტებს საბ­ჭოს ზო­გი­ერთ წევ­რს შო­რის.

  • გა­ყალ­ბე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ფაქ­ტე­ბი

კონ­კურ­სან­ტთა შერ­ჩე­ვი­სას წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ფაქ­ტზე კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მაც. ნინო ლომ­ჯა­რი­ას თქმით, 137-დან 50 კან­დი­და­ტის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 ბი­უ­ლე­ტენ­ში მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი იყო შე­მო­ხა­ზუ­ლი.

კერ­ძოდ: საბ­ჭოს ცა­მე­ტი წევ­რი­დან ოთხმა ერთი და იგი­ვე 20 ადა­მი­ა­ნი შე­მო­ხა­ზა, სამ­მა - 20 ერთი და იგი­ვე და ორმა 20 ერთი და იგი­ვე.

"ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ 10 ბი­უ­ლე­ტენს შო­რის ასე­თი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის დამ­თხვე­ვა კი­თხვებს აჩენს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ შერ­ჩე­ვის ამ ეტა­პი­სათ­ვის კან­დი­და­ტე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბი­სა და კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ფა­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მი არ გან­სა­ზღვრუ­ლა მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-18 მუხ­ლი აღი­ა­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბას და­ი­კა­ვოს სა­ჯა­რო თა­ნამ­დე­ბო­ბა, თუ იგი აკ­მა­ყო­ფი­ლებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებს" - ამ­ბობს ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან და დას­ძენს, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში 20 იმ­დე­ნად დიდი რი­ცხვია, დამ­თხვე­ვე­ბის ალ­ბა­თო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს.

ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი

კონ­კურ­სის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი თუ­მა­ნიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­მა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში კლა­ნის არ­სე­ბო­ბა და­ა­დას­ტუ­რა და რომ, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რე­ბი "ზემ­დგო­მი პი­რე­ბის" და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლე­ბენ, რო­გორც მა­რი­ო­ნე­ტე­ბი:

"კლა­ნის არ­სე­ბო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭო­ში მტკიც­დე­ბა კენ­ჭისყ­რის იმ შე­დე­გე­ბით, რო­მელ­საც ად­გი­ლი ჰქონ­და ე.წ. მოკ­ლე სიის (50 ადა­მი­ა­ნის) შერ­ჩე­ვი­სას, სა­დაც საბ­ჭოს წევ­რებ­მა ერთი და იგი­ვე 20 ადა­მი­ა­ნი აირ­ჩი­ეს, რაც მა­თე­მა­ტი­კუ­რად ადას­ტუ­რებს კან­დი­და­ტებ­ზე წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბის არ­სე­ბო­ბას.

137 კან­დი­და­ტის დო­კუ­მენ­ტა­ცია ხე­ლოვ­ნურ­მა ინ­ტე­ლექ­ტმა შე­ის­წავ­ლა, რის შე­დე­გა­დაც ობი­ექ­ტუ­რად გა­ზომ­ვად კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და კან­დი­დატ­თა შე­ფა­სე­ბა. ამ კან­დი­და­ტე­ბი­დან სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბის მქო­ნე ძა­ლი­ან ბევ­რი პირი ვერ მოხ­ვდა 50-ეულ­ში, მათ შო­რის ვერ მოხ­ვდა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დოქ­ტო­რი მა­რი­ნა კვა­ჭა­ძე, რო­მე­ლიც ობი­ექ­ტუ­რად ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კან­დი­და­ტი იყო 137-დან.

რე­ა­ლუ­რი და ობი­ექ­ტუ­რი კონ­კურ­სის პი­რო­ბებ­ში იმ 50-დან ბევ­რს არ ექ­ნე­ბო­და შან­სი, ამ სი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ. ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ანა­ლი­ზის შე­დე­გად ზო­გი­ერთ მათ­განს 50 ქუ­ლამ­დე არ აქვთ მი­ღე­ბუ­ლი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე არ შე­უქ­მნი­ათ რა­ი­მე ღი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის­თვის, არ შე­უქ­მნი­ათ სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მე­ბი ან სხვა სა­სარ­გებ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა, რომ­ლი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ისარ­გებ­ლებ­და. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ებს თუ გა­და­ხე­დავთ, მათ არა­ფე­რი ღი­რე­ბუ­ლი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ სა­სა­მარ­თლოს­თვის!

გი­ორ­გი თუ­მა­ნიშ­ვი­ლი

საბ­ჭოს მი­მართ არ შე­იძ­ლე­ბა ნდო­ბა არ­სე­ბობ­დეს. ადა­მი­ა­ნე­ბი რომ­ლე­ბიც იქ არი­ან (მცი­რე გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და), იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს კო­ლექ­ტი­უ­რად და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია ზემ­დგო­მი პი­რის, ან პი­რე­ბის მიერ. იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რე­ბი ას­რუ­ლე­ბენ და­ვა­ლე­ბას, რო­გორც მა­რი­ო­ნე­ტე­ბი. გა­მო­ნაკ­ლი­სებს წარ­მო­ად­გენს საბ­ჭოს ორი არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რი - ანა დო­ლი­ძე და ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, საბ­ჭომ არ და­უშ­ვას ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რომ­ლი­თაც და­კომ­პლექტდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო.

დღე­ვან­დელ დღეს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი სრუ­ლე­ბით დის­კრე­დი­ტი­რე­ბუ­ლია, ვი­ნა­ი­დან, შერ­ჩე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რე­ბის ნა­თე­სა­ვე­ბი, თვი­თონ საბ­ჭოს მდი­ვა­ნი, ხოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღე­ბა კო­ლექ­ტი­უ­რად, წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით" - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი თუ­მა­ნიშ­ვი­ლი.

  • ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი

მე­ო­რე პრობ­ლე­მა, რა­საც საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბი გა­მო­ყო­ფენ, ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტია.

"კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის - თა­მარ ონი­ა­ნის და ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას ნა­თე­სა­ვე­ბი. ერთ შემ­თხვე­ვა­ში, ეს არის მაზ­ლი, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში - ცო­ლის ძმა. ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ორ­გა­ნო­ში ხდე­ბო­დეს ასე­თი რამ - იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რე­ბი არ­ჩე­ვანს აკე­თებ­დნენ და კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მე­ლიც მათი ნა­თე­სა­ვია", - უთხრა AMBEBI.GE-ს ჯა­ნე­ზაშ­ვილ­მა.

ბრალ­დე­ბას ასე უპა­სუ­ხა საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რმა ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ამ:

"რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის სა­კითხს, არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვე­ბი, მა­გა­ლი­თად სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის კან­დი­და­ტი თა­ვის თავს აძ­ლევს ხმას. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტი ნდო­ბას უცხა­დებ­და და ერ­თის მე­უღ­ლე იყო პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და მე­ო­რეს მე­უღ­ლე იყო მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი მი­ნის­ტრი. ამა­ზე აქამ­დე არ­ცერ­თი კი­თხვა არ დას­მუ­ლა" - აღ­ნიშ­ნა შენ­გე­ლი­ამ.

ამ პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბა­ზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სწავ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრმაც".

"სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნი ავალ­დე­ბუ­ლებს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რს, ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, წი­ნას­წარ გა­ნა­ცხა­დოს ამის შე­სა­ხებ და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ი­ღოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­დატ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში" - ნათ­ქვა­მია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქტზე სა­უბ­რობს ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი კი­დევ ერთ კან­დი­დატ­თან - გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე

ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს იმა­ზეც, რომ მი­ქა­უ­ტა­ძე კან­დი­და­ტად ვერ უნდა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი­ყო, რად­გან მან გა­ნა­ცხა­დი ხარ­ვე­ზით შე­ავ­სო და მი­ნი­მუმ სამი რე­კო­მენ­და­ტო­რის წარ­მოდ­გე­ნის ნაც­ვლად ორი რე­კო­მენ­და­ტო­რი მი­უ­თი­თა:

„რო­დე­საც გა­ნა­ცხა­დე­ბის შე­მო­ტა­ნის ვადა იწუ­რე­ბო­და, გა­ნა­ცხა­დებს ვა­მოწ­მებ­დი ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში. რო­გორც კი შე­მო­ი­ტა­ნა გა­ნა­ცხა­დი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძემ, ვნა­ხე, რომ მი­თი­თე­ბუ­ლი ჰყავ­და მხო­ლოდ ორი რე­კო­მენ­და­ტო­რი. რა თქმა უნდა, ვუ­თხა­რი იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭოს, რომ მისი კან­დი­და­ტად და­რე­გის­ტრი­რე­ბა იყო და­უშ­ვე­ბე­ლი, რად­გან წე­სით მას ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სი ვერ უნდა გა­და­ე­ლა­ხა, მაგ­რამ საბ­ჭოს სხვა მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ­თვის ეს ორი რე­კო­მენ­და­ტო­რიც კი არ არის სა­ჭი­რო, რად­გან ერ­თმა­ნეთს ისე­დაც კარ­გად იც­ნო­ბენ", - აცხა­დებს ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქტს, ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლის თქმით, მი­ქა­უ­ტა­ძე საბ­ჭოს აპა­რა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლია, რო­მე­ლიც კან­დი­და­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სწავ­ლობს.

„რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი არის იმ აპა­რა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მე­ლიც მას­ზე სწავ­ლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას, არის აშ­კა­რა და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი,“ - აცხა­დებს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რი.

ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლის თქმით, ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, რო­დე­საც იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო 50 კა­ცი­ან სიას შე­ი­მუ­შა­ვებს, ოქმს ხელს აწერს მდი­ვა­ნი, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი ხელი დი­მიტ­რი გვრი­ტიშ­ვილ­მა მო­ა­წე­რა, რაც მი­სი­ვე თქმით, უკა­ნო­ნოდ შედ­გე­ნი­ლი აქ­ტია.

  • ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­უწ­ვდომ­ლო­ბა

მე­სა­მე პრობ­ლე­მა, რა­ზეც არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რებ­თან ერ­თად არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც მი­უ­თი­თებ­დნენ, ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­უწ­ვდომ­ლო­ბაა. გა­სულ თვე­ში "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ" იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს­გან გა­მო­ი­თხო­ვა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის 20 ვა­კან­სი­ა­ზე საბ­ჭო­ში შე­სუ­ლი ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბი­სა და განმცხა­დებ­ლე­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ას­ლე­ბი.

13 ივ­ნი­სის პა­სუ­ხით, საბ­ჭომ უარი თქვა მო­თხოვ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა­ზე პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ვლით. ორ­გა­ნი­ზა­ცია აღ­ნიშ­ნავს, რომ უწყე­ბის ამ­გვა­რი მიდ­გო­მა არა­ნა­ირ სტან­დარტსაც არ პა­სუ­ხობ­და და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში იყო მოქ­მედ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან. რო­გორც ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, ამ ეტაპ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­უწ­ვდომ­ლო­ბის პრობ­ლე­მა აღ­მო­ფხვრი­ლია. მისი თქმით, არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რებს მო­უ­წი­ათ ბრძო­ლა, რომ საბ­ჭოს კან­დი­და­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა და­ე­წყოთ.

ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი თქმით, სწო­რედ ეს არის ის ერ­თა­დერ­თი მიღ­წე­ვა და შე­დე­გი, რაც არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ან­მა ბრძო­ლამ გა­მო­ი­ღო.

"სხვა შე­დე­გი ჩვენ არ გქო­ნია. დე­კემ­ბერ­ში იმ ათ­კა­ცი­ა­ნი პრობ­ლე­მუ­რი სიის გაკ­რი­ტი­კე­ბის შემ­დეგ, კარ­გი მოხ­და ის, რომ პარ­ლა­მენ­ტმა უარი თქვა ჩინ­ჩა­ლა­ძის კლა­ნის მო­სა­მარ­თლე­ე­ბის გან­ხილ­ვა­ზე და შე­მუ­შავ­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბიც, რომ­ლი­თაც ახლა ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ.

შედ­გა პრო­ცე­დუ­რე­ბი და შე­იქ­მნა კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ ჩინ­ჩა­ლა­ძის ხალ­ხი ისევ არ მოხ­ვდეს ათ­კა­ცი­ან სი­ა­ში. რად­გან იმ ათი კა­ცი­დან, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ, შვი­დი კვლავ არის 50-კა­ცი­ან სი­ა­ში. სამი მხო­ლოდ იმი­ტომ არ არის, რომ მათ არ სურ­დათ ეს და მოხ­სნეს კან­დი­და­ტუ­რა.

ჩვენ ვთა­ვა­ზობ­დით მეტი გამ­ჭირ­ვა­ლო­ბის­თვის გზებს. მა­გა­ლი­თად: კონ­კურ­სის გა­მო­ცხა­დე­ბის სტან­დარ­ტის შე­მო­ღე­ბას, ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის გა­მო­რი­ცხვის სტან­დარ­ტის შე­მო­ღე­ბას, სა­ჯა­რო გა­სა­უბ­რე­ბას და ასე­ვე სა­კუნ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფის შექ­მნას, რო­მელ­შიც შე­ვი­დოდ­ნენ ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ეს საბ­ჭო შერ­ჩე­ვის ეტაპ­ზე ჩარ­თვე­ბო­და და ღია დის­კუ­სი­ის შე­დე­გად მი­ი­ღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას", - გვიხ­სნის ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი.

  • კენ­ჭისყ­რის ფა­რუ­ლო­ბა

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ასე­ვე ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის, ეუ­თოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია, რაც ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რის გა­უქ­მე­ბას გუ­ლის­ხმობ­და, გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი დარ­ჩა. არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის მტკი­ცე­ბით, კენ­ჭისყ­რის ფა­რუ­ლო­ბა აჩენს რის­კებს, რომ კან­დი­დატ­თა შერ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბით, გა­ყალ­ბე­ბით წა­რი­მარ­თოს.

რო­გორც ჩანს, საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რე­ბის მო­თხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას, კონ­კურ­სის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­ვინ აპი­რებს. რად­გან პრო­ცე­სე­ბი გრძელ­დე­ბა, სა­ხალ­ხო დაც­ვე­ლი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ახლა მთა­ვა­რი ძა­ლის­ხმე­ვა გა­სა­უბ­რე­ბე­ბის სწო­რად ჩა­ტა­რე­ბა­ზე უნდა გა­კეთ­დეს.

"ადა­მი­ა­ნის უფე­ლე­ბა­თა სწავ­ლე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრი" სხვა გა­მო­სა­ვალ­საც ხე­დავს:

"უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს და­კომ­პლექ­ტე­ბის პრო­ცეს­ში, მო­სა­მარ­თლე­თა გავ­ლე­ნი­ა­ნი ჯგუ­ფის ზრახ­ვე­ბის აღ­სას­რუ­ლებ­ლად, საბ­ჭოს თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის ხმას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. ლო­ი­ა­ლუ­რი წევ­რე­ბის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი­დან ჩა­მო­ცი­ლე­ბით, წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი კან­დი­და­ტე­ბის პარ­ლა­მენ­ტის­თვის წარ­დგე­ნა საბ­ჭოს­თვის საგ­რძნობ­ლად გარ­თულ­დე­ბა.

კერ­ძოდ, იმი­სათ­ვის, რომ კან­დი­და­ტი პარ­ლა­მენ­ტის­თვის სა­ბო­ლო­ოდ წარ­სად­გენ სი­ა­ში მოხ­ვდეს, მას საბ­ჭო­ში, არა­ნაკ­ლებ ათი ხმა სჭირ­დე­ბა. ამ დრო­ის­თვის, მო­სა­მარ­თლე­თა გავ­ლე­ნი­ან ჯგუფს 11 გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი ყავს, სამი წევ­რის ჩა­მო­ცი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, მათ ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სიის ფორ­მი­რე­ბას საფრ­თხე ექ­მნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

ნეპოტიზმი, გარიგებები და "უკვდავი კლანი" - მორიგი სკანდალები მოსამართლეების შერჩევის პროცესში

ნეპოტიზმი, გარიგებები და "უკვდავი კლანი" - მორიგი სკანდალები მოსამართლეების შერჩევის პროცესში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მეორე ეტაპი დასრულდა. 20 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ფარული კენჭისყრით 137-დან 50 კანდიდატი შეარჩია. 17 ივლისიდან გასაუბრებების შედეგად, საბჭო მათგან 20 კანდიდატს დატოვებს. პარლამენტს სწორედ ის 20 ადამიანი წარედგინება, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ათი წევრის მხარდაჭერას მიიღებს.

კონკურსის პროცედურებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერებას და კონკურსის თავიდან გამოცხადებას მოითხოვენ. არამოსამართლე წევრების განცხადებით, 50-კანდიდატიანი სიის შედგენის დროს, ადგილი ჰქონდა ნეპოტიზმსა და სავარაუდო გარიგებების ფაქტებს საბჭოს ზოგიერთ წევრს შორის.

  • გაყალბების სავარაუდო ფაქტები

კონკურსანტთა შერჩევისას წინასწარ შეთანხმების სავარაუდო ფაქტზე კრიტიკული განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმაც. ნინო ლომჯარიას თქმით, 137-დან 50 კანდიდატის შერჩევის პროცესში, დაახლოებით, 10 ბიულეტენში მაღალი ალბათობით წინასწარ შეთანხმებული კანდიდატები იყო შემოხაზული.

კერძოდ: საბჭოს ცამეტი წევრიდან ოთხმა ერთი და იგივე 20 ადამიანი შემოხაზა, სამმა - 20 ერთი და იგივე და ორმა 20 ერთი და იგივე.

"ზემოაღნიშნულ 10 ბიულეტენს შორის ასეთი მაღალი ხარისხის დამთხვევა კითხვებს აჩენს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შერჩევის ამ ეტაპისათვის კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასების მექანიზმი არ განსაზღვრულა მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი აღიარებს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას დაიკავოს საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს" - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი AMBEBI.GE-სთან და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში 20 იმდენად დიდი რიცხვია, დამთხვევების ალბათობა, ფაქტობრივად, არ არსებობს.

ნაზი ჯანეზაშვილი

კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე, სამართალმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი გიორგი თუმანიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ შერჩევის პროცესმა სასამართლო სისტემაში კლანის არსებობა დაადასტურა და რომ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები "ზემდგომი პირების" დავალებას ასრულებენ, როგორც მარიონეტები:

"კლანის არსებობა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მტკიცდება კენჭისყრის იმ შედეგებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ე.წ. მოკლე სიის (50 ადამიანის) შერჩევისას, სადაც საბჭოს წევრებმა ერთი და იგივე 20 ადამიანი აირჩიეს, რაც მათემატიკურად ადასტურებს კანდიდატებზე წინასწარი შეთანხმების არსებობას.

137 კანდიდატის დოკუმენტაცია ხელოვნურმა ინტელექტმა შეისწავლა, რის შედეგადაც ობიექტურად გაზომვად კრიტერიუმებზე დაფუძნებით განხორციელდა კანდიდატთა შეფასება. ამ კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე ძალიან ბევრი პირი ვერ მოხვდა 50-ეულში, მათ შორის ვერ მოხვდა საერთაშორისო სამართლის დოქტორი მარინა კვაჭაძე, რომელიც ობიექტურად ყველაზე ძლიერი კანდიდატი იყო 137-დან.

რეალური და ობიექტური კონკურსის პირობებში იმ 50-დან ბევრს არ ექნებოდა შანსი, ამ სიაში მოხვედრილიყვნენ. ხელოვნური ინტელექტის ანალიზის შედეგად ზოგიერთ მათგანს 50 ქულამდე არ აქვთ მიღებული, რაც ნიშნავს იმას, რომ თავიანთი ცხოვრების მანძილზე არ შეუქმნიათ რაიმე ღირებული სასამართლო სისტემისთვის, არ შეუქმნიათ სამეცნიერო ნაშრომები ან სხვა სასარგებლო ლიტერატურა, რომლითაც საზოგადოება ისარგებლებდა. ამ ადამიანების ბიოგრაფიებს თუ გადახედავთ, მათ არაფერი ღირებული არ გაუკეთებიათ სასამართლოსთვის!

გიორგი თუმანიშვილი

საბჭოს მიმართ არ შეიძლება ნდობა არსებობდეს. ადამიანები რომლებიც იქ არიან (მცირე გამონაკლისის გარდა), იღებენ გადაწყვეტილებებს კოლექტიურად და ეს გადაწყვეტილება მიღებულია ზემდგომი პირის, ან პირების მიერ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ასრულებენ დავალებას, როგორც მარიონეტები. გამონაკლისებს წარმოადგენს საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი - ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი, რომლებიც ცდილობენ, საბჭომ არ დაუშვას ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო და კორუფციული გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკომპლექტდება საქართველოს უზენაესი სასამართლო.

დღევანდელ დღეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცესი სრულებით დისკრედიტირებულია, ვინაიდან, შერჩევაში მონაწილეობას იღებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნათესავები, თვითონ საბჭოს მდივანი, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება კოლექტიურად, წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით" - ამბობს პროფესორი გიორგი თუმანიშვილი.

  • ინტერესთა კონფლიქტი

მეორე პრობლემა, რასაც საბჭოს არამოსამართლე წევრები გამოყოფენ, ინტერესთა კონფლიქტია.

"კონკურსში მონაწილეობენ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების - თამარ ონიანის და ირაკლი შენგელიას ნათესავები. ერთ შემთხვევაში, ეს არის მაზლი, მეორე შემთხვევაში - ცოლის ძმა. ეს მიუღებელია. წარმოუდგენელია კონსტიტუციურ ორგანოში ხდებოდეს ასეთი რამ - იუსტიციის საბჭოს წევრები არჩევანს აკეთებდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობდნენ იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომელიც მათი ნათესავია", - უთხრა AMBEBI.GE-ს ჯანეზაშვილმა.

ბრალდებას ასე უპასუხა საბჭოს მოსამართლე წევრმა ირაკლი შენგელიამ:

"რაც შეეხება ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხს, არსებობს შემთხვევები, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი თავის თავს აძლევს ხმას. იყო შემთხვევები, როდესაც პარლამენტი ნდობას უცხადებდა და ერთის მეუღლე იყო პარლამენტის წევრი და მეორეს მეუღლე იყო მთავრობის შემადგენლობაში ერთ-ერთი მინისტრი. ამაზე აქამდე არცერთი კითხვა არ დასმულა" - აღნიშნა შენგელიამ.

ამ პრობლემის არსებობაზე გააკეთა განცხადება "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმაც".

"საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ავალდებულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში, წინასწარ განაცხადოს ამის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღოს მოსამართლეობის კანდიდატზე გადაწყვეტილების მიღებაში" - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს ჯანეზაშვილი კიდევ ერთ კანდიდატთან - გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით.

გიორგი მიქაუტაძე

ჯანეზაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მიქაუტაძე კანდიდატად ვერ უნდა დარეგისტრირებულიყო, რადგან მან განაცხადი ხარვეზით შეავსო და მინიმუმ სამი რეკომენდატორის წარმოდგენის ნაცვლად ორი რეკომენდატორი მიუთითა:

„როდესაც განაცხადების შემოტანის ვადა იწურებოდა, განაცხადებს ვამოწმებდი ონლაინ რეჟიმში. როგორც კი შემოიტანა განაცხადი გიორგი მიქაუტაძემ, ვნახე, რომ მითითებული ჰყავდა მხოლოდ ორი რეკომენდატორი. რა თქმა უნდა, ვუთხარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ მისი კანდიდატად დარეგისტრირება იყო დაუშვებელი, რადგან წესით მას ფორმალური პროცესი ვერ უნდა გადაელახა, მაგრამ საბჭოს სხვა მოსამართლე წევრები ამბობენ, რომ მათთვის ეს ორი რეკომენდატორიც კი არ არის საჭირო, რადგან ერთმანეთს ისედაც კარგად იცნობენ", - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, ჯანეზაშვილის თქმით, მიქაუტაძე საბჭოს აპარატის ხელმძღვანელია, რომელიც კანდიდატების შესახებ ინფორმაციას სწავლობს.

„როდესაც ადამიანი არის იმ აპარატის ხელმძღვანელი, რომელიც მასზე სწავლობს ინფორმაციას, არის აშკარა და ძალიან სერიოზული ინტერესთა კონფლიქტი,“ - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ორგანული კანონის თანახმად, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო 50 კაციან სიას შეიმუშავებს, ოქმს ხელს აწერს მდივანი, ამ შემთხვევაში კი ხელი დიმიტრი გვრიტიშვილმა მოაწერა, რაც მისივე თქმით, უკანონოდ შედგენილი აქტია.

  • ინფორმაციის ხელმიუწვდომლობა

მესამე პრობლემა, რაზეც არამოსამართლე წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიუთითებდნენ, ინფორმაციის ხელმიუწვდომლობაა. გასულ თვეში "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან გამოითხოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანსიაზე საბჭოში შესული ყველა განცხადებისა და განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები.

13 ივნისის პასუხით, საბჭომ უარი თქვა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე პერსონალური მონაცემების საფუძვლით. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უწყების ამგვარი მიდგომა არანაირ სტანდარტსაც არ პასუხობდა და წინააღმდეგობაში იყო მოქმედ კანონმდებლობასთან. როგორც ნაზი ჯანეზაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, ამ ეტაპზე ინფორმაციის ხელმიუწვდომლობის პრობლემა აღმოფხვრილია. მისი თქმით, არამოსამართლე წევრებს მოუწიათ ბრძოლა, რომ საბჭოს კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გაცემა დაეწყოთ.

ნაზი ჯანეზაშვილი თქმით, სწორედ ეს არის ის ერთადერთი მიღწევა და შედეგი, რაც არამოსამართლე წევრების რამდენიმეთვიანმა ბრძოლამ გამოიღო.

"სხვა შედეგი ჩვენ არ გქონია. დეკემბერში იმ ათკაციანი პრობლემური სიის გაკრიტიკების შემდეგ, კარგი მოხდა ის, რომ პარლამენტმა უარი თქვა ჩინჩალაძის კლანის მოსამართლეების განხილვაზე და შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომლითაც ახლა ვხელმძღვანელობთ.

შედგა პროცედურები და შეიქმნა კონკურენციის შესაძლებლობა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პროცედურები ვერ უზრუნველყოფს, რომ ჩინჩალაძის ხალხი ისევ არ მოხვდეს ათკაციან სიაში. რადგან იმ ათი კაციდან, რომელიც თავის დროზე გავაპროტესტეთ, შვიდი კვლავ არის 50-კაციან სიაში. სამი მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ მათ არ სურდათ ეს და მოხსნეს კანდიდატურა.

ჩვენ ვთავაზობდით მეტი გამჭირვალობისთვის გზებს. მაგალითად: კონკურსის გამოცხადების სტანდარტის შემოღებას, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის სტანდარტის შემოღებას, საჯარო გასაუბრებას და ასევე საკუნსულტაციო ჯგუფის შექმნას, რომელშიც შევიდოდნენ ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის, უზენაესი სასამართლოს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს საბჭო შერჩევის ეტაპზე ჩართვებოდა და ღია დისკუსიის შედეგად მიიღებდა გადაწყვეტილებას", - გვიხსნის ჯანეზაშვილი.

  • კენჭისყრის ფარულობა

როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ვენეციის კომისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების, სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რაც ფარული კენჭისყრის გაუქმებას გულისხმობდა, გაუთვალისწინებელი დარჩა. არამოსამართლე წევრების მტკიცებით, კენჭისყრის ფარულობა აჩენს რისკებს, რომ კანდიდატთა შერჩევის პროცედურები წინასწარ შეთანხმებით, გაყალბებით წარიმართოს.

როგორც ჩანს, საბჭოს არამოსამართლე წევრების მოთხოვნის გათვალისწინებას, კონკურსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, არავინ აპირებს. რადგან პროცესები გრძელდება, სახალხო დაცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ახლა მთავარი ძალისხმევა გასაუბრებების სწორად ჩატარებაზე უნდა გაკეთდეს.

"ადამიანის უფელებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" სხვა გამოსავალსაც ხედავს:

"უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ზრახვების აღსასრულებლად, საბჭოს თითოეული წევრის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ლოიალური წევრების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესიდან ჩამოცილებით, წინასწარ შეთანხმებული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენა საბჭოსთვის საგრძნობლად გართულდება.

კერძოდ, იმისათვის, რომ კანდიდატი პარლამენტისთვის საბოლოოდ წარსადგენ სიაში მოხვდეს, მას საბჭოში, არანაკლებ ათი ხმა სჭირდება. ამ დროისთვის, მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს 11 გარანტირებული მხარდამჭერი ყავს, სამი წევრის ჩამოცილების შემთხვევაში კი, მათ ინტერესებზე მორგებული სიის ფორმირებას საფრთხე ექმნება.

სოფელ კაბალში მამაკაცი საკუთარი რესტორნის მიმდებარედ დაჭრეს

ფონიჭალაში საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს

"გვაპატიეთ, ხალხნო, თუკი შეგიძლიათ...ერთი დღე არ გაგვიხარია..." - რუსუდან კერვალიშვილი