მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება
სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება

ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან ყვე­ლა პირ­ველკ­ლა­სე­ლი უფა­სოდ მი­ი­ღებს „დედა ენას“. ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­უმ­ში გა­ი­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და.

„დღეს ჩვენც გვაქვს ეროვ­ნუ­ლი იდეა - ეს არის გა­ნათ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო უკვე კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბი­უ­ჯე­ტის მე­ო­თხე­დი, ბი­უ­ჯე­ტის 25% მი­მარ­თოს გა­ნათ­ლე­ბა­ზე, მი­მარ­თოს ჩვენს ბავ­შვებ­სა და მო­მავლ თა­ო­ბებ­ზე. ეს არის ერ­თა­დერ­თი გა­რან­ტი იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო შედ­გე­ბა რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ერ­თი­ა­ნი ქვე­ყა­ნა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში.

დღეს ამ უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ად­გი­ლი­დან, ვა­რი­ა­ნი­დან, მინ­და მი­ვა­წო­დო ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია, რომ სექ­ტემ­ბრი­დან ქარ­თულ სკო­ლებ­ში დაბ­რუნ­დე­ბა ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დედა ენა“.

ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, ვინც შეძ­ლო, რომ ჩვენ დაგ­ვებ­რუ­ნე­ბი­ნა ქარ­თულ სკო­ლებ­ში „დედა ენა“.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი, ისე­ვე, რო­გორც მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი შემ­დე­გი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისე­ვე შე­იყ­ვა­რე­ბენ ქარ­თულ „დედა ენას“, რო­გორც უყ­ვარ­დათ წინა თა­ო­ბებს და რო­გორც გვიყ­ვარს ჩვენ“, - გა­ნა­ცხა­და ბახ­ტა­ძემ.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რა­ტომ არ და­ო­ჯახ­და ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი და რა­ტომ არ შე­დი­ო­და ის სტამ­ბა­ში, სა­დაც მისი წიგ­ნე­ბი იბეჭ­დე­ბო­და

ჰმ
0

ძველ ფეხსაცმელს ნუ გადააგდებ სანამ ახალს არ იყიდიო!

არ ვიცი და მაინტერსებს ამის სანაცვლოდ რას ასწავლიდნენ. რომელ წიგნს?

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება

სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება

ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს „დედა ენას“. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა - ეს არის განათლება, საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკვე კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებული იქნება ბიუჯეტის მეოთხედი, ბიუჯეტის 25% მიმართოს განათლებაზე, მიმართოს ჩვენს ბავშვებსა და მომავლ თაობებზე. ეს არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო შედგება როგორც წარმატებული და ერთიანი ქვეყანა 21-ე საუკუნეში.

დღეს ამ უმშვენიერესი ადგილიდან, ვარიანიდან, მინდა მივაწოდო ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო, რომ ჩვენ დაგვებრუნებინა ქართულ სკოლებში „დედა ენა“.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები, ისევე, როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში, ისევე შეიყვარებენ ქართულ „დედა ენას“, როგორც უყვარდათ წინა თაობებს და როგორც გვიყვარს ჩვენ“, - განაცხადა ბახტაძემ.

დაგაინტერესებთ: რატომ არ დაოჯახდა იაკობ გოგებაშვილი და რატომ არ შედიოდა ის სტამბაში, სადაც მისი წიგნები იბეჭდებოდა

ტრაილერს, რომელიც ფონიჭალაში ამობრუნდა, ცხვრები გადაჰყავდა - დახოცილია 100-ზე მეტი ცხვარი

"თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორი - გამოსავალი ტარიფის 20-30 თეთრით გაზრდაა

"ვირუსების აქტიურობა გაორმაგებულია... პიკს დეკემბრის ბოლოს ველოდებით" - იაშვილის კლინიკის დირექტორი აქტუალურ საკითხებზე