პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამბროლაურელი მხატვარი, რომელიც გაზეთისგან უნიკალურ ქანდაკებებს ქმნის - "პრო­ტეს­ტი მაქვს სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, ზო­გა­დად, სამ­ყა­როს მი­მართ"
ამბროლაურელი მხატვარი, რომელიც გაზეთისგან უნიკალურ ქანდაკებებს ქმნის - "პრო­ტეს­ტი მაქვს სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, ზო­გა­დად, სამ­ყა­როს მი­მართ"

ბესო კო­ბა­ხი­ძე მხატ­ვა­რია, და­ი­ბა­და ამ­ბრო­ლა­ურ­ში, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში მო­ნუ­მენ­ტურ ფერ­წე­რას სწავ­ლობ­და, მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში არის ეპი­ზო­დი, როცა თო­ი­ძის სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და, ამ­ჯე­რად ამ­ბრო­ლა­ურ­ში ცხოვ­რობს და ბოლო სამი წე­ლია, რა­ი­ო­ნის სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სია.

სახ­ლში პა­ტა­რა სა­ხე­ლოს­ნო აქვს, სა­დაც მუ­შა­ობს. ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა, მათ­გან ერთხელ - ამე­რი­კა­ში. სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუშ­ვრე­ბის ავ­ტო­რია, გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას მისი ქან­და­კე­ბე­ბი იქ­ცევს.

„მო­ნუ­მენ­ტუ­რი ფერ­წე­რის ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ, ჩემ­თვის ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა მა­ინც სულ ფერ­წე­რა და გრა­ფი­კა იყო. რაც შე­ე­ხე­ბა, ქან­და­კე­ბებს, ბოლო 8 წე­ლია, ვა­კე­თებ,“ - გვე­უბ­ნე­ბა ბესო კო­ბა­ხი­ძე, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა მთლი­ა­ნად პრო­ტეს­ტია. ამა­ზეა აგე­ბუ­ლია მისი ფერ­წე­რუ­ლი თუ გრა­ფი­კუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი.

„პრო­ტეს­ტი მაქვს სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, ზო­გა­დად, სამ­ყა­როს მი­მართ. თუ ხე­ლო­ვანს ეს გრძნო­ბა არ გაქვს, ამას უც­ნა­უ­რო­ბად და ანო­მა­ლი­ად მი­ვიჩ­ნევ. სა­კუ­თარ თავს და­კარ­გულ დროს, უაზ­როდ გა­ტა­რე­ბულ წუ­თებს ვუპ­რო­ტე­ტებ, ანუ პე­რი­ოდს, როცა არ ვმუ­შა­ობ­დი... რაც უფრო ასაკ­ში შევ­დი­ვარ და ბევ­რს ვსაქ­მი­ა­ნობ, მე­ტად ვხდე­ბი, რომ ბევ­რი წუთი და წამი დავ­კარ­გე, იმის ნაც­ვლად, რომ მეტი შე­მექ­მნა... მახ­სოვს, პირ­ვე­ლი პრო­ტეს­ტი 7 წლი­სას მქონ­და, როცა მა­მა­ჩე­მი უსა­მარ­თლოდ და­ა­პა­ტიმ­რეს, რაც მთელ­მა რა­ი­ონ­მა იცო­და... ასე რომ, თუ ადა­მი­ა­ნი აზ­როვ­ნებ, შე­იძ­ლე­ბა, პრო­ტეს­ტი დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­გიჩ­ნდეს.

ცხა­დია ვბრაზ­დე­ბი იმა­ზეც, რაც დღეს ხდე­ბა და თუნ­დაც ადრე ხდე­ბო­და. არ შე­იძ­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლე­ჩა. ბოლო-ბოლო უნდა ვის­წავ­ლოთ სხვა­დას­ხვა აზ­რის ადა­მი­ა­ნებ­მა ერ­თად თა­ნა­ცხოვ­რე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი ნე­ბის­მი­ერს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა აქვს, თუმ­ცა კა­ნონს არა­ვინ უნდა გას­ცდეს“, - აღ­ნიშ­ნავს მხატ­ვა­რი.

- თქვე­ნი ქან­და­კე­ბე­ბი მნახ­ვე­ლის ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს. მი­თხა­რით, რომ ეს არც ისე უცხო ჟან­რია, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ამის შე­სა­ხებ, ბევ­რმა მა­ინც არა­ფე­რი იცის, რად­გა­ნაც უცხოა გა­ზე­თის­გან შექ­მნი­ლი ქან­და­კე­ბე­ბი...

- ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და თო­ჯი­ნუ­რი ფილ­მე­ბი, თუ რო­გორ მოძ­რა­ობ­დნენ თო­ჯი­ნე­ბი. შემ­დეგ, შემ­თხვე­ვით, მე­გო­ბარ­თან აღ­მო­ვა­ჩი­ნე მისი ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი მა­რი­ო­ნე­ტი და ვკი­თხე - რა ტექ­ნი­კით მუ­შა­ობ­და. მოკ­ლედ, შვხე­დე, ვის­წავ­ლე და 25 ცალი მა­რი­ო­ნე­ტი შევ­ქმე­ნი. მერე ცოტა მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი გახ­და, რად­გა­ნაც მგო­ნია, რომ ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი მა­ინც სპექ­ტაკ­ლის­თვის უნდა იქ­მნე­ბო­დეს. ერთხე­ლაც, შემ­თხვე­ვით, მა­რი­ო­ნე­ტის­თვის ძა­ლი­ან დიდი ხელი გა­მო­მი­ვი­და, რა­მაც უცებ ქან­და­კე­ბის­კენ მი­ბიძ­გა და ასე და­ვი­წყე...

ეს ჩემი გა­მო­გო­ნე­ბუ­ლი ტექ­ნი­კა არ არის, დიდი ხნის ის­ტო­რია აქვს და მხატ­ვრთა წრე­ებ­ში ცნო­ბი­ლია. თუმ­ცა გა­მო­ფე­ნა­ზე ერთ-ერ­თმა დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­მა, რო­მე­ლიც მო­ქან­და­კე აღ­მოჩ­ნდა, არ იცო­და ამ ტექ­ნო­ლო­გი­ის შე­სა­ხებ, - რო­გორ აკე­თე­ბო? - მკი­თხა. უკვე მა­სა­ლა­შიც ჩა­მო­გის­ხამ­სო. არა­და, არა­ნა­ი­რი მა­სა­ლა, ქა­ღალ­დი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი. ვი­ყე­ნებ მავ­თულს, გა­ზეთს და დე­ტა­ლებ­ში - თი­ხას. არის ისე­თი ნა­მუშ­ვე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ გა­ზე­თის­გან არის შექ­მნი­ლი.

- რა გრძნო­ბა და ემო­ცია ახ­ლავს იმას, როცა ქან­და­კე­ბებს გა­ზე­თის­გან ქმნით? გა­ზე­თი ხომ უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლია? ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი ბევ­რი წე­ლია, გა­ზე­თი­სა და ჟურ­ნა­ლის ფურ­ცლებ­ზე იბეჭ­დე­ბა. ხომ შე­იძ­ლე­ბა, ჩემი და ჩემი კო­ლე­გე­ბის სა­გა­ზე­თო სტა­ტი­ე­ბი თქვე­ნი ქან­და­კე­ბის მა­სა­ლა აღ­მოჩ­ნდეს?

- ზოგ­ჯერ, რო­დე­საც ქან­და­კე­ბა და­სას­რუ­ი­ლის­კენ მი­დის, და­ფერ­ვა ხდე­ბა, ბრინ­ჯა­ოს, ან რკი­ნის იმი­ტა­ცი­ას ვუ­კე­თებ, ყო­ფი­ლა, რომ გა­ზე­თის რა­ი­მე წარ­წე­რა, თუნ­დაც სტრი­ქო­ნი, ამო­ნა­რი­დი, ისე­ვე და­მი­ტო­ვე­ბია, რო­გორც იყო, რად­გა­ნაც ჩემ­თან და ნა­მუშ­ვარ­თან ახ­ლოს ყო­ფი­ლა, რა­საც გა­უ­ერ­თი­ა­ნე­ბია და შე­უკ­რავს ყვე­ლა­ფე­რი. ხან­და­ხან ჩა­მით­ვლია, რომ ის პა­ტა­რა ნა­წი­ლი ასე უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ასე რომ, თა­ვის­თვად რა­ღაც კავ­ში­რი არის. როცა გა­ზეთ­ში ჩემ­თვის რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სოს აღ­მო­ვა­ჩენ, ვცდი­ლობ, ის და­სა­მუ­შა­ვებ­ლად და აქ­ცენ­ტის გა­სა­კე­თებ­ლად, ბო­ლოს­კენ შე­ვი­ნა­ხო.

რო­გორც მო­ქან­და­კე ამ­ბობს, თი­თო­ე­უ­ლი ნა­მუშ­ვრის შექ­მნას, ერთ კვი­რას ან­დო­მებს, რად­გა­ნაც რამ­დე­ნი­მე ეტა­პია გა­სავ­ლე­ლი, თუმ­ცა მა­ნამ­დე თავ­ში ჯერ კონ­ცეფ­ცია უყა­ლიბ­დე­ბა, მერე მავ­თუ­ლის­გან ჩონ­ჩხს აკე­თებს და ქა­ღალ­დით ამუ­შა­ვებს, ხვე­წს და ფე­რავს. ზო­მით კი თი­თო­ე­უ­ლი 60-65 სმ-ია.

შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, იმ სამ­ყა­რო­ში იკარ­გე­ბა, რა­საც ქმნის, მთლი­ა­ნად მა­სა­ლა­შია ჩარ­თუ­ლი და აკე­თებს იმას, რაც თავ­ში აქვს. ძი­რი­თა­დად, სა­ღა­მო­ო­ბით მუ­შა­ობს, სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ, შინ მუ­ზე­უ­მი­დან რომ ბრუნ­დე­ბა.

„რო­გორც კი მოვ­დი­ვარ, მა­შინ­ვე ჩემს სა­ხე­ლოს­ნო­ში ავი­დი­ვარ, იქ ვცხოვ­რობ“, - დასძნეს რეს­პონ­დენ­ტი, რომ­ლის ქან­და­კე­ბე­ბი უმე­ტე­სად ქარ­თვე­ლებს მოს­წონთ და ყი­დუ­ლო­ბენ კი­დეც, ხოლო უცხო­ე­ლე­ბის 98%, ვინც სა­ხე­ლოს­ნო­ში სტუმ­რობს, მის ფერ­წე­რას და გრა­ფი­კას იძენს, ქან­და­კე­ბე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა მა­ინც ეში­ნი­ათ, რომ არ და­უ­ზი­ან­დეთ.

ამე­რი­კა­ში გა­მო­ფე­ნის მო­სა­წყო­ბად ბე­სოს ისევ უხ­მო­ბენ, თუმ­ცა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ფე­ნას არ აპი­რებს, უნდა, რომ ახა­ლი ნა­მუშ­ვრე­ბი შექ­მნას, რი­თაც შემ­დეგ სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში მნახ­ვე­ლის წი­ნა­შე წარ­დგე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ამბროლაურელი მხატვარი, რომელიც გაზეთისგან უნიკალურ ქანდაკებებს ქმნის - "პრო­ტეს­ტი მაქვს სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, ზო­გა­დად, სამ­ყა­როს მი­მართ"

ამბროლაურელი მხატვარი, რომელიც გაზეთისგან უნიკალურ ქანდაკებებს ქმნის - "პრო­ტეს­ტი მაქვს სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი, ზო­გა­დად, სამ­ყა­როს მი­მართ"

ბესო კობახიძე მხატვარია, დაიბადა ამბროლაურში, სამხატვრო აკადემიაში მონუმენტურ ფერწერას სწავლობდა, მის ბიოგრაფიაში არის ეპიზოდი, როცა თოიძის სამხატვრო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, ამჯერად ამბროლაურში ცხოვრობს და ბოლო სამი წელია, რაიონის სახვითი ხელოვნების მუზეუმის სამსახურის უფროსია.

სახლში პატარა სახელოსნო აქვს, სადაც მუშაობს. ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა, მათგან ერთხელ - ამერიკაში. საინტერესო ნამუშვრების ავტორია, განსაკუთრებულ ყურადღებას მისი ქანდაკებები იქცევს.

„მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ამიტომ, ჩემთვის ძირითადი საქმიანობა მაინც სულ ფერწერა და გრაფიკა იყო. რაც შეეხება, ქანდაკებებს, ბოლო 8 წელია, ვაკეთებ,“ - გვეუბნება ბესო კობახიძე, რომლის შემოქმედება მთლიანად პროტესტია. ამაზეა აგებულია მისი ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრები.

„პროტესტი მაქვს საკუთარი თავიდან დაწყებული, ზოგადად, სამყაროს მიმართ. თუ ხელოვანს ეს გრძნობა არ გაქვს, ამას უცნაურობად და ანომალიად მივიჩნევ. საკუთარ თავს დაკარგულ დროს, უაზროდ გატარებულ წუთებს ვუპროტეტებ, ანუ პერიოდს, როცა არ ვმუშაობდი... რაც უფრო ასაკში შევდივარ და ბევრს ვსაქმიანობ, მეტად ვხდები, რომ ბევრი წუთი და წამი დავკარგე, იმის ნაცვლად, რომ მეტი შემექმნა... მახსოვს, პირველი პროტესტი 7 წლისას მქონდა, როცა მამაჩემი უსამართლოდ დააპატიმრეს, რაც მთელმა რაიონმა იცოდა... ასე რომ, თუ ადამიანი აზროვნებ, შეიძლება, პროტესტი დღეში რამდენჯერმე გაგიჩნდეს.

ცხადია ვბრაზდები იმაზეც, რაც დღეს ხდება და თუნდაც ადრე ხდებოდა. არ შეიძლება, საზოგადოების გახლეჩა. ბოლო-ბოლო უნდა ვისწავლოთ სხვადასხვა აზრის ადამიანებმა ერთად თანაცხოვრება. დანარჩენი ნებისმიერს ინდივიდუალური ცხოვრება აქვს, თუმცა კანონს არავინ უნდა გასცდეს“, - აღნიშნავს მხატვარი.

- თქვენი ქანდაკებები მნახველის ყურადღებას იქცევს. მითხარით, რომ ეს არც ისე უცხო ჟანრია, თუმცა ვფიქრობ, რომ ამის შესახებ, ბევრმა მაინც არაფერი იცის, რადგანაც უცხოა გაზეთისგან შექმნილი ქანდაკებები...

- ყოველთვის მაინტერესებდა თოჯინური ფილმები, თუ როგორ მოძრაობდნენ თოჯინები. შემდეგ, შემთხვევით, მეგობართან აღმოვაჩინე მისი ხელით გაკეთებული მარიონეტი და ვკითხე - რა ტექნიკით მუშაობდა. მოკლედ, შვხედე, ვისწავლე და 25 ცალი მარიონეტი შევქმენი. მერე ცოტა მოსაბეზრებელი გახდა, რადგანაც მგონია, რომ ეს ნამუშევრები მაინც სპექტაკლისთვის უნდა იქმნებოდეს. ერთხელაც, შემთხვევით, მარიონეტისთვის ძალიან დიდი ხელი გამომივიდა, რამაც უცებ ქანდაკებისკენ მიბიძგა და ასე დავიწყე...

ეს ჩემი გამოგონებული ტექნიკა არ არის, დიდი ხნის ისტორია აქვს და მხატვრთა წრეებში ცნობილია. თუმცა გამოფენაზე ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა, რომელიც მოქანდაკე აღმოჩნდა, არ იცოდა ამ ტექნოლოგიის შესახებ, - როგორ აკეთებო? - მკითხა. უკვე მასალაშიც ჩამოგისხამსო. არადა, არანაირი მასალა, ქაღალდითაა გაკეთებული. ვიყენებ მავთულს, გაზეთს და დეტალებში - თიხას. არის ისეთი ნამუშვერები, რომლებიც მხოლოდ გაზეთისგან არის შექმნილი.

- რა გრძნობა და ემოცია ახლავს იმას, როცა ქანდაკებებს გაზეთისგან ქმნით? გაზეთი ხომ უამრავი ინფორმაციის შემცველია? ჩემი ნამუშევრები ბევრი წელია, გაზეთისა და ჟურნალის ფურცლებზე იბეჭდება. ხომ შეიძლება, ჩემი და ჩემი კოლეგების საგაზეთო სტატიები თქვენი ქანდაკების მასალა აღმოჩნდეს?

- ზოგჯერ, როდესაც ქანდაკება დასასრუილისკენ მიდის, დაფერვა ხდება, ბრინჯაოს, ან რკინის იმიტაციას ვუკეთებ, ყოფილა, რომ გაზეთის რაიმე წარწერა, თუნდაც სტრიქონი, ამონარიდი, ისევე დამიტოვებია, როგორც იყო, რადგანაც ჩემთან და ნამუშვართან ახლოს ყოფილა, რასაც გაუერთიანებია და შეუკრავს ყველაფერი. ხანდახან ჩამითვლია, რომ ის პატარა ნაწილი ასე უნდა დარჩენილიყო. ასე რომ, თავისთვად რაღაც კავშირი არის. როცა გაზეთში ჩემთვის რაიმე საინტერესოს აღმოვაჩენ, ვცდილობ, ის დასამუშავებლად და აქცენტის გასაკეთებლად, ბოლოსკენ შევინახო.

როგორც მოქანდაკე ამბობს, თითოეული ნამუშვრის შექმნას, ერთ კვირას ანდომებს, რადგანაც რამდენიმე ეტაპია გასავლელი, თუმცა მანამდე თავში ჯერ კონცეფცია უყალიბდება, მერე მავთულისგან ჩონჩხს აკეთებს და ქაღალდით ამუშავებს, ხვეწს და ფერავს. ზომით კი თითოეული 60-65 სმ-ია.

შემოქმედებით პროცესში, ფაქტობრივად, იმ სამყაროში იკარგება, რასაც ქმნის, მთლიანად მასალაშია ჩართული და აკეთებს იმას, რაც თავში აქვს. ძირითადად, საღამოობით მუშაობს, სამსახურის შემდეგ, შინ მუზეუმიდან რომ ბრუნდება.

„როგორც კი მოვდივარ, მაშინვე ჩემს სახელოსნოში ავიდივარ, იქ ვცხოვრობ“, - დასძნეს რესპონდენტი, რომლის ქანდაკებები უმეტესად ქართველებს მოსწონთ და ყიდულობენ კიდეც, ხოლო უცხოელების 98%, ვინც სახელოსნოში სტუმრობს, მის ფერწერას და გრაფიკას იძენს, ქანდაკებების ტრანსპორტირება მაინც ეშინიათ, რომ არ დაუზიანდეთ.

ამერიკაში გამოფენის მოსაწყობად ბესოს ისევ უხმობენ, თუმცა ერთი წლის განმავლობაში გამოფენას არ აპირებს, უნდა, რომ ახალი ნამუშვრები შექმნას, რითაც შემდეგ საგამოფენო დარბაზში მნახველის წინაშე წარდგება.

"სექტისმაგვარი მენტალიტეტი ჩამოყალიბდა, ხედავენ და მაინც არ სჯერათ, რა უბედურებაა, ვერ ვხვდები..." - გია ონიანი პანდემიაზე, ოჯახსა და კარიერაზე

8 თვის ფეხმძიმე ქეთა თოფურია დაინიშნა - ნიშნობის ფოტოები "ინსტაგრამიდან"

რატომ აჩუქა ჯორჯ კლუნმა 14 მეგობარს მილიონ-მილიონ დოლარი - "ვიფიქრე, ავტობუსმა რომ დამარტყას, მაინც მათია ჩემი ქონება და რატომ ველოდო ავტობუსს?!"