სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალაძე პუტინზე: "ამას განცხადებები და ქმედებები უნდა მოჰყვეს ჩვენი მხრიდან"
კალაძე პუტინზე: "ამას განცხადებები და ქმედებები უნდა მოჰყვეს ჩვენი მხრიდან"

"პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბას ჩვე­ნი მხრი­დან ქმე­დე­ბე­ბი უნდა მოჰ­ყვეს" - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, პუ­ტი­ნი არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის მო­სახ­ლე­ო­ბას და ამი­ტომ მო­მა­ვალ თა­ო­ბას უნდა ავუხ­სნათ, რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად წარ­სულ­ში.

"პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ეს ადა­მი­ა­ნი აკე­თებს ასეთ გან­ცხა­დე­ბებს და არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის მო­სახ­ლე­ო­ბას. ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით ჩვე­ნი ის­ტო­რი­აც და კარ­გად ვი­ცით ყვე­ლა ის ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტი, რაც ხდე­ბო­და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ის, ცხა­დია, თა­ვის პო­ლი­ტი­კას ატა­რებს და ამ­ბობს იმ არას­წორ ფაქ­ტებს, რაც მას სურს, მაგ­რამ ჩვენ უნდა ავუხ­სნათ ჩვენს შვი­ლებს, ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბებს რე­ა­ლუ­რად რა და რო­გორ იყო, ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი" - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, უნდა მოჰ­ყვეს თუ არა ამ ყვე­ლა­ფერს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბა და სა­თა­ნა­დო გან­ცხა­დე­ბე­ბი, კა­ლა­ძემ ასე უპა­სუ­ხა: „ამას მარ­ტო გან­ცხა­დე­ბე­ბი არა, რა თქმა უნდა, გან­ცხა­დე­ბე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი უნდა მოჰ­ყვეს ჩვე­ნი მხრი­დან“.

რო­გორც პუ­ტინ­მა რუს ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, „პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლომ სცა­და აფხა­ზე­თის გა­დაყ­ლაპ­ვა, შე­იქ­მნა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო და გერ­მა­ნი­ის ჯა­რე­ბის დახ­მა­რე­ბით 1918 წელს სა­ქარ­თვე­ლომ მო­ახ­დი­ნა აფხა­ზე­თის ოკუ­პა­ცია“.

რაც შე­ე­ხე­ბა ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონს, პუ­ტი­ნის გან­მარ­ტე­ბით, 1919-1920 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლომ სამ­ხრეთ ოსეთ­ში გე­ნო­ცი­დი მო­ა­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

კალაძე პუტინზე: "ამას განცხადებები და ქმედებები უნდა მოჰყვეს ჩვენი მხრიდან"

კალაძე პუტინზე: "ამას განცხადებები და ქმედებები უნდა მოჰყვეს ჩვენი მხრიდან"

"პუტინის განცხადებას ჩვენი მხრიდან ქმედებები უნდა მოჰყვეს" - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პუტინი არასწორ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას და ამიტომ მომავალ თაობას უნდა ავუხსნათ, რა მოხდა რეალურად წარსულში.

"პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეს ადამიანი აკეთებს ასეთ განცხადებებს და არასწორ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჩვენი ისტორიაც და კარგად ვიცით ყველა ის ისტორიული ფაქტი, რაც ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში.

ის, ცხადია, თავის პოლიტიკას ატარებს და ამბობს იმ არასწორ ფაქტებს, რაც მას სურს, მაგრამ ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობებს რეალურად რა და როგორ იყო, ეს არის მნიშვნელოვანი" - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, უნდა მოჰყვეს თუ არა ამ ყველაფერს ხელისუფლების მხრიდან რეაგირება და სათანადო განცხადებები, კალაძემ ასე უპასუხა: „ამას მარტო განცხადებები არა, რა თქმა უნდა, განცხადებები და ქმედებები უნდა მოჰყვეს ჩვენი მხრიდან“.

როგორც პუტინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა, შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია“.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, პუტინის განმარტებით, 1919-1920 წლებში საქართველომ სამხრეთ ოსეთში გენოციდი მოაწყო.

"ოპოზიციამ თვითონ არ იცის რა უნდა, თავგზააბნეული ხალხია" - ელისაშვილი პარლამენტში შესვლაზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს

"სამარეს ითხრის! თითქოს უნდა უბიწოების კოლექტიურად დაკარგვა და ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაზე უარს ეუბნებიან" - გის ხუხაშვილი ალეკო ელისაშვილიზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"