პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე: "ლოცვა-კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსათვის - ყოველი ჩვენთაგანი იყოს მახარობელი"
ილია მეორე: "ლოცვა-კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსათვის - ყოველი ჩვენთაგანი იყოს მახარობელი"

"მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ლოც­ვა-კურ­თხე­ვაა, რომ ყო­ვე­ლი ჩვენ­თა­გა­ნი იყოს სი­ხა­რუ­ლის მა­უ­წყე­ბე­ლი" - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, ილია მე­ო­რემ სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში ბრძა­ნა, სა­დაც მან წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან ერ­თად, სა­დღე­სას­წა­უ­ლო ლი­ტურ­გია აღავ­ლი­ნა.

პატ­რი­არ­ქმა მრევლს სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი კი­დევ ერთხელ მი­უ­ლო­ცა. ქა­და­გე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ სა­სი­ხა­რუ­ლოა, სა­დღე­სას­წა­უ­ლო ლი­ტურ­გი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ეს­წრე­ბა.

„მე მინ­და, მოგ­ცეთ ლოც­ვა-კურ­თხე­ვა მთელს სა­ქარ­თვე­ლოს, რომ ყო­ვე­ლი ჩვენ­თა­გა­ნი იყოს სი­ხა­რუ­ლის მა­უ­წყე­ბე­ლი. იყოს მა­ხა­რო­ბე­ლი. ცუდი სი­ტყვა კი არ მი­ა­გოს ადა­მი­ანს, არა­მედ სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი უთხრას. ეს არის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა თქვენ­თვის და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის, რომ ყო­ვე­ლი ჩვენ­თა­გა­ნი იყოს მა­ხა­რო­ბე­ლი.

ჩვენ ბედ­ნი­ე­რი ვართ, რომ უამ­რა­ვი ხალ­ხი ეს­წრე­ბა წირ­ვა-ლოც­ვას. ჩვენ ბედ­ნი­ე­რი ვართ, რომ ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი მობ­რძან­და. ჩვენ ვუ­ლო­ცავთ მას დღე­სას­წა­ულს. ღმერ­თმა ძალა მის­ცეს და მად­ლი მის­ცეს ამ დიდი მი­სი­ის აღ­სას­რუ­ლამ­დე. ყვე­ლას კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბას. არ და­გა­ვი­წყდეთ ეს და­ვა­ლე­ბა, ეს და­ვა­ლე­ბა მო­გი­ტანთ თქვენ დიდ სი­ხა­რულს. ჩვენ თუ ვიქ­ნე­ბით მა­ხა­რო­ბე­ლი, სხვე­ბიც სი­ხა­რულს მოგ­ვი­ტა­ნენ", - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დია 12 მო­ცი­ქუ­ლის დღე­სას­წა­უ­ლის მად­ლი. ამას­თან, პატ­რი­არ­ქმა ქა­და­გე­ბი­სას ერთ-ერთი ამო­ნა­რი­დიც გა­იხ­სე­ნა, სა­დაც აღ­წე­რი­ლია თუ რო­გორ ამ­ხნე­ვებ­და სი­ტყვი­ე­რად პა­ტა­რა ბიჭი დაჭ­რილ ჯა­რის­კა­ცებს.

„დღეს არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე. 12 მო­ცი­ქუ­ლის დღე­სას­წა­უ­ლი. ყო­ვე­ლი მო­ცი­ქუ­ლი იყო არა­მარ­ტო გაგ­ზავ­ნი­ლი მო­ცი­ქუ­ლი, არა­მედ მა­ხა­რე­ბე­ლი. სი­ხა­რულს აუ­წყებ­და და აი მე მახ­სენ­დე­ბა ერთი წიგ­ნი, სა­დაც აღ­წე­რი­ლია სკო­ლა. სკო­ლა­ში იყო სა­ა­ვად­მყო­ფო დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის. ერთი პა­ტა­რა ბიჭი 12-14 წლის, მი­დი­ო­და იმ სკო­ლა­ში და შო­რი­დან უყ­ვი­რო­და დაჭ­რილ ჯა­რის­კა­ცებს: "შენ მალე მორ­ჩე­ბი", შენ გა­ნი­კურ­ნე­ბი", "შენ და­უბ­რუნ­დე­ბი შენს მშობ­ლებს"...

და ამ ბიჭს და­არ­ქვეს - ჩვე­ნი მა­ხა­რო­ბე­ლი. როცა არ მო­ვი­დო­და, წუხ­დნენ ჯა­რის­კა­ცე­ბი, სად არის, სად და­ი­კარ­გა ჩვე­ნი მა­ხა­რო­ბე­ლიო", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

ავტორი:

ილია მეორე: "ლოცვა-კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსათვის - ყოველი ჩვენთაგანი იყოს მახარობელი"

ილია მეორე: "ლოცვა-კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსათვის - ყოველი ჩვენთაგანი იყოს მახარობელი"

"მთელი საქართველოს ლოცვა-კურთხევაა, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში ბრძანა, სადაც მან წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა.

პატრიარქმა მრევლს სვეტიცხოვლობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა. ქადაგებისას აღნიშნა ისიც, რომ სასიხარულოა, სადღესასწაულო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება.

„მე მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელს საქართველოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი. იყოს მახარობელი. ცუდი სიტყვა კი არ მიაგოს ადამიანს, არამედ სასიხარულო ამბავი უთხრას. ეს არის ლოცვა-კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსათვის, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს მახარობელი.

ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ უამრავი ხალხი ესწრება წირვა-ლოცვას. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი მობრძანდა. ჩვენ ვულოცავთ მას დღესასწაულს. ღმერთმა ძალა მისცეს და მადლი მისცეს ამ დიდი მისიის აღსასრულამდე. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. არ დაგავიწყდეთ ეს დავალება, ეს დავალება მოგიტანთ თქვენ დიდ სიხარულს. ჩვენ თუ ვიქნებით მახარობელი, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ", - აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, დღეს განსაკუთრებით დიდია 12 მოციქულის დღესასწაულის მადლი. ამასთან, პატრიარქმა ქადაგებისას ერთ-ერთი ამონარიდიც გაიხსენა, სადაც აღწერილია თუ როგორ ამხნევებდა სიტყვიერად პატარა ბიჭი დაჭრილ ჯარისკაცებს.

„დღეს არის განსაკუთრებული დღე. 12 მოციქულის დღესასწაული. ყოველი მოციქული იყო არამარტო გაგზავნილი მოციქული, არამედ მახარებელი. სიხარულს აუწყებდა და აი მე მახსენდება ერთი წიგნი, სადაც აღწერილია სკოლა. სკოლაში იყო საავადმყოფო დაჭრილი ჯარისკაცებისთვის. ერთი პატარა ბიჭი 12-14 წლის, მიდიოდა იმ სკოლაში და შორიდან უყვიროდა დაჭრილ ჯარისკაცებს: "შენ მალე მორჩები", შენ განიკურნები", "შენ დაუბრუნდები შენს მშობლებს"...

და ამ ბიჭს დაარქვეს - ჩვენი მახარობელი. როცა არ მოვიდოდა, წუხდნენ ჯარისკაცები, სად არის, სად დაიკარგა ჩვენი მახარობელიო", - ბრძანა პატრიარქმა.

"უსათვალოდ კითხვა უჭირს, თუმცა მერის მიერ გადაცემული საკუთრების მოწმობა საკუთარი თვალით წაიკითხა" - 94 წლის ბებოს რეაქცია საცხოვრებლის დაკანონების შემდეგ

"გვახსოვს, სარესტორნო სფეროსგან დღეში რამდენიმე ათასი ინფიცირებული გვყავდა... ეს სექტორი ჯერ კიდევ რისკის შემცველია" - ცქიტიშვილი

"...ეს არასამართლიანი მიდგომაა" - რა განაცხადა "თბილისი ცენტრალის" დირექტორმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრის შემდეგ