საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წაღებული ხიდები და გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები - ფოტოები სვანეთიდან, სადაც ძლიერი წვიმის შედეგებს ებრძვიან
წაღებული ხიდები და გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები - ფოტოები სვანეთიდან, სადაც ძლიერი წვიმის შედეგებს ებრძვიან

ძლი­ე­რი წვი­მე­ბის შე­დე­გად ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა სოფ­ლებს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. და­ზი­ან­და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, წა­ღე­ბუ­ლია გზე­ბი და ხიდ-ბო­გი­რე­ბი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია სა­კარ­მი­და­მო და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი.

მდი­ნა­რე მუხ­რის ადი­დე­ბის შე­დე­გად წა­ღე­ბუ­ლია 30 მეტ­რის სიგ­რძის სატ­რან­სპორ­ტო გზა, რის შე­დე­გად სოფ. ტვი­ბი მო­წყვე­ტი­ლია გა­რე­სამ­ყა­როს. და­ზი­ან­და ჭველ­ფი-ლუ­ჯის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხი­დის ბურ­ჯი, ლუჯი - სა­სა­შის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა, სა­სა­ში-ლუ­ჯის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხიდი.

სოფ. მე­ლე­ში ადი­დე­ბუ­ლი ღელე გად­მო­ვი­და კა­ლა­პო­ტი­დან და და­ა­ზი­ა­ნა სოფ­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი გზა. სოფ­ლებ­ში: ხე­ლედ­ში, ბა­ბილ­ში, ყა­რიშ­ში, ლას­კა­დუ­რა­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია შიდა სა­სოფ­ლო გზე­ბი. ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია შკე­დი-ჩი­ხა­რე­შის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხიდი. ტექ­ნი­კა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე წვი­მე­ბის გამო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა დრო­ე­ბით შე­ფერ­ხე­ბუ­ლია.

ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა ბად­რი ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, რომ აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ერთ სა­ათ­ში და­ი­წყე­ბა:

"უა­მინ­დო­ბის გამო აქამ­დე ვერ მო­ხერ­ხდა სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბა, ერთ სა­ათ­ში და­ი­წყე­ბა აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ბი და დღეს სა­ღა­მოს გზას გავ­ხსნით. ასე­ვე შე­მო­გა­რენ სოფ­ლებ­ში: ხე­ლედ­ში, ბა­ბილ­ში, ყა­რიშ­ში გვაქვს გზე­ბის პრობ­ლე­მა, სა­დაც იმუ­შა­ვებს ტექ­ნი­კა. რაც შე­ე­ხე­ბა ზა­რალს, მო­სახ­ლე­ო­ბის სახ­ნავ-სა­თე­სე­ბი ქარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა.

ძი­რი­თა­დი გზე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­კე­ტი­ლია, დღეს გა­იხ­სნე­ბა, მაგ­რამ და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა ორ­შა­ბა­თი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა.

ავტორი:

წაღებული ხიდები და გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები - ფოტოები სვანეთიდან, სადაც ძლიერი წვიმის შედეგებს ებრძვიან

წაღებული ხიდები და გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები - ფოტოები სვანეთიდან, სადაც ძლიერი წვიმის შედეგებს ებრძვიან

ძლიერი წვიმების შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებს სერიოზული პრობლემები შეექმნა. დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წაღებულია გზები და ხიდ-ბოგირები, განადგურებულია საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

მდინარე მუხრის ადიდების შედეგად წაღებულია 30 მეტრის სიგრძის სატრანსპორტო გზა, რის შედეგად სოფ. ტვიბი მოწყვეტილია გარესამყაროს. დაზიანდა ჭველფი-ლუჯის დამაკავშირებელი ხიდის ბურჯი, ლუჯი - სასაშის დამაკავშირებელი გზა, სასაში-ლუჯის დამაკავშირებელი ხიდი.

სოფ. მელეში ადიდებული ღელე გადმოვიდა კალაპოტიდან და დააზიანა სოფლის ცენტრალური გზა. სოფლებში: ხელედში, ბაბილში, ყარიშში, ლასკადურაში დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები. ავარიულ მდგომარეობაშია შკედი-ჩიხარეშის დამაკავშირებელი ხიდი. ტექნიკა მობილიზებულია, მაგრამ ამ ეტაპზე წვიმების გამო სამუშაოების შესრულება დროებით შეფერხებულია.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ აღდგენითი სამუშაოები ერთ საათში დაიწყება:

"უამინდობის გამო აქამდე ვერ მოხერხდა სამუშაოების დაწყება, ერთ საათში დაიწყება აღდგენითი სამუშაობი და დღეს საღამოს გზას გავხსნით. ასევე შემოგარენ სოფლებში: ხელედში, ბაბილში, ყარიშში გვაქვს გზების პრობლემა, სადაც იმუშავებს ტექნიკა. რაც შეეხება ზარალს, მოსახლეობის სახნავ-სათესები ქარმა გაანადგურა.

ძირითადი გზები, რომლებიც ჩაკეტილია, დღეს გაიხსნება, მაგრამ დამატებითი სამუშაოები გაგრძელდება ორშაბათიდან“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო