საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ არის უსაფრთხო თბილისის ზღვაში ბანაობა - "განსაკუთრებით საშიში ადგილები ვარკეთილის მხარესაა, სადაც მორევები წარმოიქმნება"
რატომ არ არის უსაფრთხო თბილისის ზღვაში ბანაობა - "განსაკუთრებით საშიში ადგილები ვარკეთილის მხარესაა, სადაც მორევები წარმოიქმნება"

თბი­ლის­ში არც ისე ბევ­რი ად­გი­ლია, სა­დაც დე­და­ქა­ლა­ქის მცხოვ­რებთ ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში გაგ­რი­ლე­ბა და გარ­თო­ბა შე­უძ­ლი­ათ. ვი­საც შავი ზღვა სა­მუ­შაო გრა­ფი­კი­დან ან სხვა მი­ზე­ზე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძა­ლი­ან ეშო­რე­ბა, თბი­ლი­სის ზღვა­ზე მოკ­ლე გზით მი­დის და კუს­ტა­რუ­ლად მო­წყო­ბილ პლაჟ­ზე გრილ­დე­ბა.

არა­ნაკ­ლე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ლი­სის და კუს ტბე­ბიც. თუმ­ცა, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის ამ წყალ­სა­ცა­ვებ­სა და ტბებ­ში ბა­ნა­ო­ბა, ეს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­არ­კვია. უწყე­ბამ სინ­ჯე­ბი მა­ი­სი­სა და ივ­ნი­სის თვე­ში აიღო და 29 კომ­პო­ნენტზე - 26 ქი­მი­ურ და 3 მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ურ პა­რა­მეტრზე შე­ა­მოწ­მა.

ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის, წყლი­სა და ნი­ა­და­გის ანა­ლი­ზის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ზღვის სინ­ჯებ­ში ქი­მი­უ­რი და მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­უ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბა არ არის, წყლის ხა­რის­ხი კი ნორ­მის ფარ­გლებ­შია. სხვა სი­ტყვე­ბით, რომ ვთქვათ, თბი­ლი­სის ზღვა­ში, ლი­სი­სა და კუს ტბა­ში გა­საგ­რი­ლებ­ლად ჩა­სულ ადა­მი­ა­ნებს ქი­მი­უ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბათ, თუმ­ცა გან­გა­შის სა­ფუძ­ველს სულ სხვა, გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რი სა­კი­თხი აჩენს.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ თბი­ლი­სის ზღვა და გან­სა­კუთ­რე­ბით მისი ზო­გი­ერ­თი მო­ნაკ­ვე­თი, ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს პირ­და­პირ საფრ­თხეს უქ­მნის, ამის მი­ზე­ზი კი გა­უ­მარ­თა­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და მო­სახ­ლე­ო­ბის არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბაა:

"თბი­ლი­სის ზღვა კულ­ტუ­რულ-რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნად ბოლო წლებ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ასე­თი ფუნ­ქცია თბი­ლი­სის ზღვას არ ჰქონ­და. ეს იყო მხო­ლოდ წყალ­სა­ცა­ვი, რო­მელ­საც ქა­ლა­ქი მხო­ლოდ წყლის და­სა­ლე­ვად მო­იხ­მარ­და.

ეს ფუნ­ქცია მას ახ­ლაც აქვს, უბ­რა­ლოდ, ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თბი­ლი­სის ზღვა­ზე გაჩ­ნდა რამ­დე­ნი­მე კუს­ტა­რუ­ლი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზონა - ეს გუ­ლის­ხმობს, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ადი­ან ამა თუ იმ ად­გი­ლას, სა­დაც ბა­ნა­ო­ბენ, ის­ვე­ნე­ბენ, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ეს ად­გი­ლე­ბი არ არის გახ­სნი­ლი სა­ბა­ნა­ოდ და არ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კულ­ტუ­რულ-რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნე­ბად.

თბი­ლი­სის ზღვა­ზე მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლია, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­შია და იქ არი­ან მაშ­ვე­ლე­ბი, შე­მო­სა­ზღვრუ­ლია ტივ­ტი­ვე­ბით ეს ტე­რი­ტო­რია და მხო­ლოდ იქ შე­იძ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ბა­ნა­ო­ბა. და­ნარ­ჩე­ნი ად­გი­ლე­ბი, არის კუს­ტა­რუ­ლი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბი, სა­დაც არ არი­ან მაშ­ვე­ლე­ბი, არ არის გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ბა­ნე­რე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბას არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს ამ ად­გი­ლებ­ში არ­სე­ბულ სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე" - გან­მარ­ტავს ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი.

ის AMBEBI.GE-ს არა მხო­ლოდ რო­გორც კამ­პა­ნია - "იცუ­რე მშვი­დად" ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე და სა­კი­თხის ექ­სპერ­ტი, არა­მედ რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ესა­უბ­რა. ორი წლის წინ, მისი 16 წლის შვი­ლი - ცოტ­ნე, გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ბა­ნე­რე­ბის არარ­სე­ბო­ბას ემსხვერ­პლა. მას შემ­დეგ ალე­კო, ამ ად­გი­ლებ­ში ნიშ­ნე­ბის დად­გმის­თვის იბ­რძვის, თუმ­ცა ჯერ კონ­კრე­ტულ შე­დეგს ვერ მი­აღ­წია.

"ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ამ პრობ­ლე­მებ­ზე არ სა­უბ­რობს. გა­სულ წელს და­ვი­წყეთ კამ­პა­ნია „იცუ­რე მშვი­დად", მაგ­რამ ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, რომ თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­რი­დოს თა­ვი­დან, გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ას, რო­მე­ლიც არა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ თბი­ლი­სის ზღვა­ზე სა­ში­ში ად­გი­ლე­ბი შე­მო­ზღუ­დოს ბა­რი­ე­რე­ბით და გა­აკ­რას გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ბა­ნე­რე­ბი.

არ­სე­ბობს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში ად­გი­ლე­ბი, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბა. ბოლო წლებ­ში და­ი­ღუ­პა რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქე, გან­სა­კუთ­რე­ბით არას­რულ­წლოვ­ნე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბი. ეს ად­გი­ლე­ბი ვარ­კე­თი­ლის მხრი­დან არის და აქ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში მო­რე­ვე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა, რო­მელ­ზეც ინ­ფორ­მა­ცია მო­ქა­ლა­ქე­ებს არ აქვთ.

ე.წ კოშ­კის ტე­რი­ტო­რი­აც ვარ­კე­თი­ლის მხა­რეს არის, ერთ-ერთი ისე­თი ად­გი­ლია, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე ის­ვე­ნებს. აქ არ არი­ან მაშ­ვე­ლე­ბი, არ არის გან­თავ­სე­ბუ­ლი არა­ნა­ი­რი სა­მაშ­ვე­ლო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. შე­სა­ბა­მი­სად, არც ტექ­ნი­კაა და ამი­ტომ არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი ად­გი­ლი.

თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა უნდა იზ­რუ­ნოს და შე­ის­წავ­ლოს ეს ად­გი­ლე­ბი - თუ არის ბა­ნა­ო­ბა სა­ხი­ფა­თო, სა­ერ­თოდ აკ­რძა­ლოს ასეთ ად­გი­ლებ­ში ბა­ნა­ო­ბა. თუ არ არის სა­ხი­ფა­თო და შე­იძ­ლე­ბა რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნის მო­წყო­ბა, მა­შინ ამ ტე­რი­ტო­რი­ის მო­წყო­ბას კი­დევ თა­ვი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი სჭირ­დე­ბა" - გან­მარ­ტავს ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა და ერთი მო­ზარ­დის ოჯახ­მა თბი­ლი­სის მე­რი­ას და­უ­დევ­რო­ბის გამო სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­შიც უჩივ­ლეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ლი­სი­სა და კუს ტბებს - ეს ად­გი­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არის მო­ნიშ­ნუ­ლი რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნე­ბად, აქ არი­ან მაშ­ვე­ლე­ბი, დგას ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ბა­ნე­რე­ბი და სა­ბა­ნა­ოდ გან­კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად არის გა­მო­ყო­ფი­ლი. სწო­რედ ამ ფაქტს უკავ­ში­რებს ალე­კო ცქი­ტიშ­ვი­ლი იმას, რომ კუს და ლი­სის ტბებ­ზე უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსხვერ­პლი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­მარ­ტეს, რომ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­დან მი­ი­ღეს და შე­სა­ბა­მი­სი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბის დად­გმას რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­წყე­ბენ. მათ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ თბი­ლი­სის ზღვა­ზე ცურ­ვის­თვის ნე­ბა­დარ­თუ­ლი მხო­ლოდ 800-მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თია, და­ნარ­ჩენ ად­გი­ლებ­ში კი ბა­ნა­ო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად აიკ­რძა­ლე­ბა.

ასე რომ, იქამ­დე სა­ნამ თბი­ლი­სის მე­რია შე­სა­ბა­მის ბა­ნე­რებ­სა და ამ­კრძა­ლავ ნიშ­ნებს გა­ნა­თავ­სებს, წყალ­ში მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ზო­ნებ­ში იბა­ნა­ვეთ.

ფოტო: "იცუ­რე მშვი­დად"

ავტორი:

რატომ არ არის უსაფრთხო თბილისის ზღვაში ბანაობა - "განსაკუთრებით საშიში ადგილები ვარკეთილის მხარესაა, სადაც მორევები წარმოიქმნება"

რატომ არ არის უსაფრთხო თბილისის ზღვაში ბანაობა - "განსაკუთრებით საშიში ადგილები ვარკეთილის მხარესაა, სადაც მორევები წარმოიქმნება"

თბილისში არც ისე ბევრი ადგილია, სადაც დედაქალაქის მცხოვრებთ ზაფხულის ცხელ დღეებში გაგრილება და გართობა შეუძლიათ. ვისაც შავი ზღვა სამუშაო გრაფიკიდან ან სხვა მიზეზებიდან გამომდინარე ძალიან ეშორება, თბილისის ზღვაზე მოკლე გზით მიდის და კუსტარულად მოწყობილ პლაჟზე გრილდება.

არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ლისის და კუს ტბებიც. თუმცა, რამდენად უსაფრთხოა დამსვენებლებისთვის ამ წყალსაცავებსა და ტბებში ბანაობა, ეს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტმა გაარკვია. უწყებამ სინჯები მაისისა და ივნისის თვეში აიღო და 29 კომპონენტზე - 26 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე შეამოწმა.

ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზღვის სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ არის, წყლის ხარისხი კი ნორმის ფარგლებშია. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, თბილისის ზღვაში, ლისისა და კუს ტბაში გასაგრილებლად ჩასულ ადამიანებს ქიმიური და ბიოლოგიური თვალსაზრისით საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა განგაშის საფუძველს სულ სხვა, გაცილებით მასშტაბური საკითხი აჩენს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის ზღვა და განსაკუთრებით მისი ზოგიერთი მონაკვეთი, ადამიანის სიცოცხლეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის, ამის მიზეზი კი გაუმართავი ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის არაინფორმირებულობაა:

"თბილისის ზღვა კულტურულ-რეკრეაციულ ზონად ბოლო წლებში ჩამოყალიბდა, საბჭოთა პერიოდში ასეთი ფუნქცია თბილისის ზღვას არ ჰქონდა. ეს იყო მხოლოდ წყალსაცავი, რომელსაც ქალაქი მხოლოდ წყლის დასალევად მოიხმარდა.

ეს ფუნქცია მას ახლაც აქვს, უბრალოდ, ბოლო 20 წლის განმავლობაში, თბილისის ზღვაზე გაჩნდა რამდენიმე კუსტარული რეკრეაციული ზონა - ეს გულისხმობს, რომ მოქალაქეები ადიან ამა თუ იმ ადგილას, სადაც ბანაობენ, ისვენებენ, მაგრამ ოფიციალურად ეს ადგილები არ არის გახსნილი საბანაოდ და არ არის ჩამოყალიბებული კულტურულ-რეკრეაციულ ზონებად.

თბილისის ზღვაზე მხოლოდ ერთადერთი ადგილია, რომელიც ოფიციალურად კერძო საკუთრებაშია და იქ არიან მაშველები, შემოსაზღვრულია ტივტივებით ეს ტერიტორია და მხოლოდ იქ შეიძლება ოფიციალურად ბანაობა. დანარჩენი ადგილები, არის კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც არ არიან მაშველები, არ არის გამაფრთხილებელი ბანერები და მოსახლეობას არანაირი ინფორმაცია არ აქვს ამ ადგილებში არსებულ საშიშროებაზე" - განმარტავს ალეკო ცქიტიშვილი.

ის AMBEBI.GE-ს არა მხოლოდ როგორც კამპანია - "იცურე მშვიდად" ერთ-ერთი მონაწილე და საკითხის ექსპერტი, არამედ როგორც დაზარალებული ესაუბრა. ორი წლის წინ, მისი 16 წლის შვილი - ცოტნე, გამაფრთხილებელი ბანერების არარსებობას ემსხვერპლა. მას შემდეგ ალეკო, ამ ადგილებში ნიშნების დადგმისთვის იბრძვის, თუმცა ჯერ კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწია.

"ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ცენტრალური ხელისუფლება ჯერჯერობით ამ პრობლემებზე არ საუბრობს. გასულ წელს დავიწყეთ კამპანია „იცურე მშვიდად", მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლება ცდილობს, რომ თავისი პასუხისმგებლობა აირიდოს თავიდან, განსაკუთრებით ეს ეხება თბილისის მერიას, რომელიც არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თბილისის ზღვაზე საშიში ადგილები შემოზღუდოს ბარიერებით და გააკრას გამაფრთხილებელი ბანერები.

არსებობს განსაკუთრებით საშიში ადგილები, სადაც წლების განმავლობაში უბედური შემთხვევები ხდება. ბოლო წლებში დაიღუპა რამდენიმე მოქალაქე, განსაკუთრებით არასრულწლოვნები და ახალგაზრდები. ეს ადგილები ვარკეთილის მხრიდან არის და აქ განსაკუთრებით საშიში მორევები წარმოიქმნება, რომელზეც ინფორმაცია მოქალაქეებს არ აქვთ.

ე.წ კოშკის ტერიტორიაც ვარკეთილის მხარეს არის, ერთ-ერთი ისეთი ადგილია, სადაც ძალიან ბევრი მოქალაქე ისვენებს. აქ არ არიან მაშველები, არ არის განთავსებული არანაირი სამაშველო ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, არც ტექნიკაა და ამიტომ არის ერთ-ერთი ყველაზე საფრთხისშემცველი ადგილი.

თბილისის მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს და შეისწავლოს ეს ადგილები - თუ არის ბანაობა სახიფათო, საერთოდ აკრძალოს ასეთ ადგილებში ბანაობა. თუ არ არის სახიფათო და შეიძლება რეკრეაციული ზონის მოწყობა, მაშინ ამ ტერიტორიის მოწყობას კიდევ თავისი სამუშაოები სჭირდება" - განმარტავს ალეკო ცქიტიშვილი.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა და ერთი მოზარდის ოჯახმა თბილისის მერიას დაუდევრობის გამო საქალაქო სასამართლოშიც უჩივლეს.

რაც შეეხება ლისისა და კუს ტბებს - ეს ადგილები ოფიციალურად არის მონიშნული რეკრეაციულ ზონებად, აქ არიან მაშველები, დგას ინფორმაციული ბანერები და საბანაოდ განკუთვნილი ადგილები სპეციალურად არის გამოყოფილი. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს ალეკო ცქიტიშვილი იმას, რომ კუს და ლისის ტბებზე უკანასკნელი წლების განმავლობაში მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.

თბილისის მერიაში AMBEBI.GE-ს განუმარტეს, რომ რეკომენდაციები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მიიღეს და შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნების დადგმას რამდენიმე დღეში დაიწყებენ. მათთვის ცნობილია, რომ თბილისის ზღვაზე ცურვისთვის ნებადართული მხოლოდ 800-მეტრიანი მონაკვეთია, დანარჩენ ადგილებში კი ბანაობა ოფიციალურად აიკრძალება.

ასე რომ, იქამდე სანამ თბილისის მერია შესაბამის ბანერებსა და ამკრძალავ ნიშნებს განათავსებს, წყალში მხოლოდ ოფიციალურად გამოყოფილ ზონებში იბანავეთ.

ფოტო: "იცურე მშვიდად"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ