საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უზენაესმა სასამართლომ ბაჩო ახალაია სერგო თეთრაძის წამების საქმეზე პატიმრობაში დატოვა
უზენაესმა სასამართლომ ბაჩო ახალაია სერგო თეთრაძის წამების საქმეზე პატიმრობაში დატოვა

სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ, 2019 წლის 5 ივ­ლი­სის გან­ჩი­ნე­ბით, ძა­ლა­ში და­ტო­ვა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ 2018 წლის 14 ნო­ემ­ბერს და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ 2018 წლის 24 აპ­რილს გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ნა­ჩე­ნე­ბის თა­ნახ­მად, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი დამ­ნა­შა­ვედ არის ცნო­ბი­ლი სერ­გო თეთ­რა­ძის წა­მე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ეპი­ზო­დებ­ში, და­ვით ლონ­და­რი­ძის წა­მე­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი სი­ყალ­ბის და დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ეპი­ზო­დებ­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ასე­ვე ძა­ლა­ში დარ­ჩა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის მი­მართ, რო­მე­ლიც დამ­ნა­შა­ვედ არის ცნო­ბი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვა­ში დახ­მა­რე­ბი­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი სი­ყალ­ბის ეპი­ზოდ­ში.

"ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი და სა­სა­მარ­თლო­ში გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ 2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ამ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის სა­ხე­ლის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წია და სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს და­ა­ვა­ლა უდა­ნა­შა­უ­ლო მო­ქა­ლა­ქე­თა და­კა­ვე­ბა და აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ღე­ბა მათი წა­მე­ბის გზით, თით­ქოს­და ისი­ნი ჩა­დი­ოდ­ნენ რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ „ჯა­შუ­შო­ბას“. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას იგი გა­ავ­რცე­ლებ­და მა­სობ­რი­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, თით­ქოს­და გა­მოვ­ლე­ნი­ლი ჰყავ­დათ ე.წ. „ჯა­შუ­შუ­რი“ ჯგუ­ფი.

2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი და­ვით ლონ­და­რი­ძე, მას­თან ერ­თად ე.წ. „ჯა­შუ­შო­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლი“, თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კი სერ­გო თეთ­რა­ძე და კი­დევ ორი პირი. სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, სხვა პი­რებ­თან ერ­თად ჯა­შუ­შო­ბის აღი­ა­რე­ბის მო­თხოვ­ნით, მრა­ვა­ლი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნუ­წყვეტ­ლივ სცემ­დნენ და და­მამ­ცი­რებ­ლად ეპყრო­ბოდ­ნენ და­კა­ვე­ბულ პი­რებს იმ მიზ­ნით, რათა მათ­გან მი­ე­ღოთ აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბი, თით­ქოს­და ისი­ნი ჩა­დი­ოდ­ნენ ჯა­შუ­შო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ.

და­კა­ვე­ბულ­მა სერ­გო თეთ­რა­ძემ, მი­უ­ხე­და­ვად მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბი­სა, არ აღი­ა­რა მის­თვის დაბ­რა­ლე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი. ამის გამო, თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს­თან ერ­თად ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წია სერ­გო თეთ­რა­ძის შემ­დგომ წა­მე­ბას და სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. კერ­ძოდ, 2011 წლის 23 სექ­ტემ­ბერს, №8 სა­პყრო­ბი­ლის სა­კან­ში, არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის პა­ტიმ­რებ­მა სერ­გო თეთ­რა­ძის მი­მართ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა, რა­საც ად­გილ­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და №8 სა­პყრო­ბი­ლის დი­რექ­ტო­რი. სერ­გო თეთ­რა­ძე მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი წა­მე­ბის შე­დე­გად გახ­და ცუ­დად და გულ­სის­ხლძარ­ღვთა მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა გონსმო­უს­ვლე­ლად.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის­თვის სა­მარ­თლებ­რი­ვი ნი­ა­და­გის შე­საქ­მნე­ლად, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ძვე­ლი რი­ცხვით და­ნიშ­ნა მი­სი­ვე ბრძა­ნე­ბით სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი, რათა მათ ეწარ­მო­ე­ბი­ნათ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

გარ­და ამი­სა, 2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში „ჯა­შუ­შო­ბის“ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა 60 000 ლარი, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის და მისი მო­ად­გი­ლის დახ­მა­რე­ბით ძვე­ლი რი­ცხვით შე­იქ­მნა ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­დაც და­ფიქ­სირ­და, რომ თით­ქოს ეს თან­ხა - 60 000 ლარი კონ­ფი­დენ­ტებ­ზე, ე.წ „ჯა­შუ­შებ­ზე“ ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის სა­ნაც­ვლოდ გა­ი­ცა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, დიდი ოდე­ნო­ბით სა­ხელ­მწი­ფო თან­ხა არ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მიზ­ნე­ბის­თვის და იგი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იქნა მით­ვი­სე­ბუ­ლი.

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ბ.ა. მსჯავ­რდე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25, 1441-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით; 25,138-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ბ’’",გ’’ და "ზ’’ ქვე­პუნ­ქტე­ბით; 1441-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით; 332-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით; 341-ე მუხ­ლით და 25, 182-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით, მას სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა 12 წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, რაც ამ­ნის­ტი­ის აქ­ტით შე­უმ­ცირ­და და გა­ნე­სა­ზღვრა 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. მას­ვე და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯე­ლის სა­ხით 3 წლის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში და­ნიშ­ვნი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა.

მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ნ.ძ. მსჯავ­რდე­ბულ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25, 182-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და 341-ე მუხ­ლით, მას სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა 8 წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, რაც შე­უმ­ცირ­და ამ­ნის­ტი­ის აქ­ტით და გა­ნე­სა­ზღვრა 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. მას­ვე და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯე­ლის სა­ხით 1 წლის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში და­ნიშ­ვნი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე უკვე გა­მო­ტა­ნი­ლია გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე მ.ქ., №8 სა­პყრო­ბი­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ა.მ., ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი და რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი. თი­თო­ე­ულს სას­ჯე­ლად გა­ნე­სა­ზღვრა 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

უზენაესმა სასამართლომ ბაჩო ახალაია სერგო თეთრაძის წამების საქმეზე პატიმრობაში დატოვა

უზენაესმა სასამართლომ ბაჩო ახალაია სერგო თეთრაძის წამების საქმეზე პატიმრობაში დატოვა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 24 აპრილს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები.

პროკურატურის ინფორმაციით, განაჩენების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დამნაშავედ არის ცნობილი სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების ეპიზოდებში, დავით ლონდარიძის წამების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში თანამონაწილეობის ეპიზოდებში.

პროკურატურის ცნობით, ასევე ძალაში დარჩა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის მიმართ, რომელიც დამნაშავედ არის ცნობილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ეპიზოდში.

"ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2011 წლის სექტემბერში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოპოვების მიზნით, ორგანიზება გაუწია და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს დაავალა უდანაშაულო მოქალაქეთა დაკავება და აღიარებითი ჩვენებების მიღება მათი წამების გზით, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ რუსეთის სასარგებლოდ „ჯაშუშობას“. ამ ინფორმაციას იგი გაავრცელებდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. „ჯაშუშური“ ჯგუფი.

2011 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე, მასთან ერთად ე.წ. „ჯაშუშობაში მხილებული“, თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ ორი პირი. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სხვა პირებთან ერთად ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, მრავალი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ დაკავებულ პირებს იმ მიზნით, რათა მათგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ.

დაკავებულმა სერგო თეთრაძემ, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. ამის გამო, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ერთად ორგანიზება გაუწია სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კერძოდ, 2011 წლის 23 სექტემბერს, №8 საპყრობილის საკანში, არატრადიციული ორიენტაციის პატიმრებმა სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდა №8 საპყრობილის დირექტორი. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონსმოუსვლელად.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი გეგმისთვის სამართლებრივი ნიადაგის შესაქმნელად, თავდაცვის მინისტრმა ძველი რიცხვით დანიშნა მისივე ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლებული გამომძიებლები, რათა მათ ეწარმოებინათ საგამოძიებო მოქმედებები.

გარდა ამისა, 2011 წლის სექტემბერში „ჯაშუშობის“ ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 60 000 ლარი, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მისი მოადგილის დახმარებით ძველი რიცხვით შეიქმნა ყალბი დოკუმენტები, სადაც დაფიქსირდა, რომ თითქოს ეს თანხა - 60 000 ლარი კონფიდენტებზე, ე.წ „ჯაშუშებზე“ ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ გაიცა. სინამდვილეში, დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხა არ გამოყენებულა სამსახურებრივი მიზნებისთვის და იგი მართლსაწინააღმდეგოდ იქნა მითვისებული.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბ.ა. მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით; 25,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ’’",გ’’ და "ზ’’ ქვეპუნქტებით; 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით; 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 341-ე მუხლით და 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის აქტით შეუმცირდა და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

მინისტრის ყოფილი მოადგილე ნ.ძ. მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 341-ე მუხლით, მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდა ამნისტიის აქტით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და მსჯავრდებულები არიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე მ.ქ., №8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ა.მ., ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი და რეჟიმის განყოფილების უფროსი. თითოეულს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს