ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობისა და ტელეწამყვანის, გიორგი გოგიჩაიშვილის ცოლი, ნათია ბანძელაძე "ფეისბუქზე" ქმრის შესახებ ემოციურ პოსტს წერს:
"....მაინც მატირა... ყველა გვატირა... 18 წლიდან ერთად ვიზრდებოდით, მან მასწავლა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, როგორ შეიძლებოდა მტერი არ გყოლოდა, როგორ უნდა გყვარებოდა, რომ უსულო საგნებსაც ტკიოდათ და უხაროდათ, ჭიანჭველა რომ არ უნდა მომეკლა, იმიტომ რომ ის შვილისისთვის შაქრის მიტანას ცდილობდა... როგორ არ შეიძლებოდა ჩემს ლექსიკაში ყოფილიკო სიტყვა "მეზიზღება".
30 წელი ჩვენი ზღაპრული, ზღაპრული სამყაროს გმირი იყო, რომელიც დაუნდობელი სამყაროსგან გიცავდა, ისე რომ ბოროტსაც მაინც კეთილად დაგანახებდა. ჩემი სიკეთის სხივი, დიდი პატარა ბავშვი, არასდროს გაიზარდა და უცებ, არასდროს რომ არ გავბუტულვართ, შუა თამაშში მიმატოვა... რატომ???? რა საშინელი სიცივეა იცი გიო, მიყვარხარ...
ჩემი სიკეთის სხივი, რომელმაც ყველა ჩვენთაგანი გაათბო! მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ არაჩვეულებრივი, მზით სავსე, დიდი პატარა ბავშვის სიცოცხლის წამის მეასედიც კი მაჩუქეთ ამ ბრძოლაში... მხეცს შეუყვარდა, ბრძოლა მე წავაგე... მაგრამ ღირსეულად ვატარებ ამ ტვირთს და შენი წესებით ვიცხოვრებ, არ ინერვიულო რაა... მიყვარხარ".
გიორგი გოგიჩაიშვილი 4 ივლისს გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში მსახიობსა და ტელეწამყვანს მძიმე სენთან ბრძოლა უწევდა. მას მოულოდნელად სიმსივნე აღმოუჩინეს, რის გამოც ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაიტარა.