ავტორი:

16 დეპუტატი, რომლებსაც პარლამენტში მთელი წელი სიტყვა არ უთქვამთ

16 დეპუტატი, რომლებსაც პარლამენტში მთელი წელი სიტყვა არ უთქვამთ

IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველ წელს პარლამენტის წევრების მხრიდან 1430 გაცდენა, 2018 წელს კი – 1500 გაცდენა დაფიქსირდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პარლამენტის საქმიანობის შეფასების ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით კი, პარლამენტის 16 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია.

მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის საერთო რაოდენობა, ოჯახური მდგომარეობის მიზეზით გაცდენის მაჩვენებელი კვლავ მაღალია (IX მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველ წელს დაფიქსირდა 1430 გაცდენა, 2018 წელს – 1500 გაცდენა).

"IX მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ. ყველა მათგანი "ქართული ოცნების" წევრია:

ლევან ბეჟანიძეს (უმრავლესობა); რუსლან გაჯიევს (უმრავლესობა), ელგუჯა გოცირიძეს (უმრავლესობა), მახირ დარზიევს (უმრავლესობა), მუხრან ვახტანგაძეს (უმრავლესობა), თეიმურაზ კოხრეიძეს (უმრავლესობა), გიორგი თოთლაძეს (უმრავლესობა), გიორგი კოპაძეს (უმრავლესობა), იოსებ მაკრახიძეს (უმრავლესობა), სამველ მანუკიანს (უმრავლესობა), რომან მუჩიაშვილს (უმრავლესობა), თამაზ ნავერიანს (უმრავლესობა), დიმიტრი სამხარაძეს (უმრავლესობა), გოდერძი ჩანქსელიანს (უმრავლესობა), ირაკლი ხახუბიას (უმრავლესობა), ვიქტორ ჯაფარიძეს (უმრავლესობა)", - აღნიშნა ანგარიშის წარდგენისას ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ.

გარდა ამისა, საჯაიას თქმით, პარლამენტის წევრების კითხვების უმეტესობა კვლავ სტატისტიკური ინფორმაციის გამოთხოვას შეეხებოდა.

„პარლამენტის წევრები საპარლამენტო კონტროლის ამ მექანიზმს არ იყენებდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ სამთავრობო პროგრამის შესრულებისა და საჯარო პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების კონტროლისათვის.

აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ პარლამენტის კომიტეტების სხდომებს და პარლამენტს პერიოდულად წარუდგენდნენ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ, თუმცა სხდომებს მეტწილად არა მინისტრები, არამედ მათი მოადგილეები და უწყებათა ხელმძღვანელები ესწრებოდნენ", - განაცხადა საჯაიამ.

კვლევაში ნეგატიურადაა შეფასებული რამდენიმე საკანონდებლო ცვლილება, მათ შორის საპენსიო რეფორმა და პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება, რომელიც საშუალებას აძლევს პარტიას თუნდაც ერთი მაჟორიტარის გაყვანის შემთხვევაში საბიუჯეტო დაფინანსება მიიღოს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ანგარიშის წარდგენის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” პრიზები გასცა შემდეგ ნომინაციებში:

პარლამენტის ყველაზე აქტიური წევრი - ეკა ბესელია;

პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმცირესობიდან - ზურაბ ჭიაბერაშვილი;

პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციიდან - რომან გოცირიძე;

ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი - ხათუნა გოგორიშვილი;

ყველაზე აქტიური კომიტეტი -იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;

საპარლამენტო ზედამხედველობის ნოვატორი კომიტეტი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.

"რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვა ფრენებზე" - რას აცხადებს კელი დეგნანი ლავროვის განცხადებაზე

"ივანიშვილის პირადი ბედი ჩემთვის რიგი მიზეზების გამო არ არის სულერთი" - რას წერს გია ხუხაშვილი?

"რუსეთი ყოველთვის უფრთხილდებოდა მეგობრულ კავშირებს ახლობელ ქართველ ხალხთან" - რას ამბობს ლავროვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის  გაუქმებასა და ავიამიმოსვლის აღდგენაზე