პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„სამსუნგი“ „ერისიონის“ სასცენო და სარეპეტიციო ფორმების განახლებას დააფინანსებს - კომპანიასა და ანსამბლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„სამსუნგი“ „ერისიონის“ სასცენო და სარეპეტიციო ფორმების განახლებას დააფინანსებს - კომპანიასა და ანსამბლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

135 წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის, ყვე­ლას­თვის პა­ტივ­სა­ცემ და საყ­ვა­რელ ან­სამ­ბლსა და უდი­დეს და მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ კომ­პა­ნია „სამ­სუნგს“ შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და.

მე­მო­რან­დუ­მი „სამ­სუნგ ელექტრო­ნიქ­სის“ მხრი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­ში კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

„სამ­სუნგ ელექტრო­ნიქ­სის კავ­კა­სი­ის კომ­პა­ნი­ის“ დი­რექ­ტორ­მა ჯე­ი­სონ ლიმ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მი­მართ დიდი სიმ­პა­თია და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, პა­ტივ­სა­ცე­მი და აღი­ა­რე­ბუ­ლია, ამი­ტომ მო­ხა­რუ­ლია, მის მხარ­და­ჭე­რა­ში „სამ­სუნგს“ სა­კუ­თა­რი წვლი­ლი რომ შე­აქვს.

„ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია ვიყო დღეს აქ, რო­გორც „სამ­სუნ­გის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ხელი მო­ვა­წე­რო მე­მო­რან­დუმს. „სამ­სუნ­გი“ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე 2006 წლი­დან არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­გან დიდ სიყ­ვა­რულს იღებს. ამ პრო­ექ­ტით, კი გვინ­და ეს სიყ­ვა­რუ­ლი ჩვენც უკან და­ვაბ­რუ­ნოთ ინ­ვეს­ტი­ცი­ის სა­ხით, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში ჩა­ი­დე­ბა. ჩვენ ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა ძა­ლი­ან მდი­და­რია და დიდი იმე­დი მაქვს, რომ დღე­ვან­დე­ლი მე­მო­რან­დუ­მის შემ­დეგ მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ი­წყე­ბა „სამ­სუნგს“, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თულ კულ­ტუ­რას შო­რის“, - აღ­ნიშ­ნა ჯე­ი­სონ ლიმ.

მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში „სამ­სუნ­გი“ ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს ან­სამ­ბლს და სრუ­ლად გა­ნა­ახ­ლებს „ერი­სი­ო­ნის“ სას­ცე­ნო კოს­ტი­უ­მებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის ტრა­დი­ცი­ა­სა და მრა­ვალ­წლი­ან ის­ტო­რი­ას გად­მოგ­ვცემს. ამას­თან, გა­ნახ­ლდე­ბა „ერი­სი­ო­ნის“ სა­რე­პე­ტი­ცო ფორ­მე­ბიც. ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში მხა­რე­ე­ბი ერ­თობ­ლივ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. 2019 წლის ბო­ლოს კი, „სამ­სუნ­გი­სა“ და „ერი­სი­ო­ნის“ ერ­თობ­ლი­ვი ორ­გა­ნი­ზე­ბით, გრან­დი­ო­ზუ­ლი გალა კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­დე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ლე­ვან ხა­რა­ტიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ „სამ­სუნ­გმა“ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მხარ­და­სა­ჭე­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა და ის მო­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ მსგავს პა­თოსს, ზო­გა­დად, კერ­ძო სექ­ტო­რიც გა­ი­ზი­ა­რებს.

„უდა­ოდ ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მოვ­ლე­ნა მოხ­და. ეს არის სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ის­ტო­რი­ის ან­სამ­ბლის­თვის კი­დევ ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღი­ა­რე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფო მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს ან­სამ­ბლის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, კერ­ძო სექ­ტო­რიც სა­კუ­თარ ხელ­ში იღებს ინი­ცი­ა­ტი­ვას და ცდი­ლობს თა­ვი­სი კონ­ტრი­ბუ­ცია მო­ახ­დი­ნოს. ამ მხრივ, „სამ­სუნ­გის“ ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რე­ბი ვართ. კომ­პა­ნი­ამ ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­ი­ზი­ა­რა და შე­სა­ბა­მი­სად, ან­სამ­ბლს უკვე ძა­ლი­ან მალე ექ­ნე­ბა სრუ­ლი­ად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კოს­ტუ­მე­ბი, რო­გორც სას­ცე­ნო, ისე სა­რე­პე­ტი­ციო.

ეს არ არის მხო­ლოდ დახ­მა­რე­ბა, ეს არის ინ­ვეს­ტი­ცია, რო­მე­ლიც რო­გორც ან­სამ­ბლის, ისე კომ­პა­ნი­ის შემ­დგო­მი აღი­ა­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაც იქ­ნე­ბა. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ეს არის გზავ­ნი­ლი მთლი­ა­ნად კერ­ძო სექ­ტო­რის­თვის, რომ ჩვენ ყვე­ლა­ნი უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ, რათა ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან კულ­ტუ­რულ ინ­სტი­ტუ­ცი­ებს და ზო­გა­დად, კულ­ტუ­რას ხელი შე­ვუ­წყოთ“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­რა­ტიშ­ვილ­მა.

„სამ­სუნ­გის“ მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოთ­ქვა ან­სამ­ბლ „ერი­სი­ო­ნის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა შერ­მან­დი ჭკუ­ა­სელ­მა. მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ, ან­სამ­ბლ „ერი­სი­ო­ნის“ წევ­რებ­მა ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა „მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი“ შე­ას­რუ­ლეს, რა­მაც დამ­სწრე აუ­დი­ტო­რი­ა­ზე ემო­ცი­უ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა.

„ისე­თი გლო­ბა­ლუ­რი და ცნო­ბი­ლი ბრენ­დის მხარ­და­ჭე­რა, რო­გო­რიც „სამ­სუნ­გია“ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა არა­მარ­ტო „ერი­სი­ო­ნის­თვის“, არა­მედ სა­ერ­თოდ, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის. ამ წე­ლი­წადს მოხ­დე­ბა ჩვე­ნი კოს­ტუმ­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბა. ან­სამ­ბლის ასო­ბით კოს­ტუ­მი გვაქვს, რომ­ლის გა­ნახ­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან შე­ი­კე­რე­ბა.

ჩვე­ნი კოს­ტუ­მე­ბის დი­ზა­ი­ნი შექ­მნი­ლია დიდი ქარ­თვე­ლი მო­ქან­და­კის, ფერმ­წე­რი­სა და გრა­ფი­კო­სის მე­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის მიერ და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და მისი ის­ტო­რი­ის­თვის ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია, ამი­ტომ ეს სახე აუ­ცი­ლებ­ლად შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა შერ­მან­დი ჭკუ­ა­სელ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი ან­სამ­ბლი „ერი­სი­ო­ნი“ 1885 წელს შე­იქ­მნა. 135 წლის მან­ძილ­ზე ან­სამ­ბლმა მი­აღ­წია უამ­რავ წარ­მა­ტე­ბას და თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნაც­ვიფ­რა მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვე­ყა­ნა და ქა­ლა­ქი. 2002 წელს პა­რიზ­ში „ერი­სი­ონს“ გა­და­ე­ცა ოქ­როს დის­კი. მსოფ­ლი­ოს რა­მო­დე­ნი­მე მუ­სი­კა­ლურ შე­დევრთან ერ­თად NASA–ს მიერ 1977 წელს კოს­მოს­ში გაგ­ზავ­ნი­ლი „ჩაკ­რუ­ლო“ სწო­რედ „ერი­სი­ო­ნის“ წევ­რე­ბის მიერ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

135-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ან­სამ­ბლს ქარ­თველ­მა ხალ­ხმა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ღვაწ­ლის­თვის 2010 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ­სკვლა­ვი გა­უხ­სნა.

„სამ­სუნგ ელექტრო­ნიქ­სი“ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე 2006 წლი­დან ოპე­რი­რებს და მისი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის კე­თილ­დღე­ო­ბაა; „სამ­სუნ­გი“, რო­გორც გლო­ბა­ლუ­რი კომ­პა­ნია, თა­ვი­სი კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ას­რუ­ლებს სო­ცი­ა­ლურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს: უზ­რუნ­ველ­ყოფს ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბას ქარ­თვე­ლი მომ­ხა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის; ქმნის სარ­გე­ბელს ეკო­ნო­მი­კის, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და გა­რე­მო­სათ­ვის. ხელ­მო­წე­რი­ლი მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში კომ­პა­ნია „სამ­სუნ­გი“ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბის - კულ­ტუ­რის მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტავს.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

„სამსუნგი“ „ერისიონის“ სასცენო და სარეპეტიციო ფორმების განახლებას დააფინანსებს - კომპანიასა და ანსამბლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„სამსუნგი“ „ერისიონის“ სასცენო და სარეპეტიციო ფორმების განახლებას დააფინანსებს - კომპანიასა და ანსამბლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

135 წლიანი ისტორიის, ყველასთვის პატივსაცემ და საყვარელ ანსამბლსა და უდიდეს და მსოფლიოში აღიარებულ კომპანია „სამსუნგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი „სამსუნგ ელექტრონიქსის“ მხრიდან, საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აღებას ისახავს მიზნად.

„სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიის“ დირექტორმა ჯეისონ ლიმ ქართული კულტურის მიმართ დიდი სიმპათია და მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პატივსაცემი და აღიარებულია, ამიტომ მოხარულია, მის მხარდაჭერაში „სამსუნგს“ საკუთარი წვლილი რომ შეაქვს.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო დღეს აქ, როგორც „სამსუნგის“ წარმომადგენელი და ხელი მოვაწერო მემორანდუმს. „სამსუნგი“ ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან არის წარმოდგენილი და ამ წლების განმავლობაში, ქართველი მომხმარებლისგან დიდ სიყვარულს იღებს. ამ პროექტით, კი გვინდა ეს სიყვარული ჩვენც უკან დავაბრუნოთ ინვესტიციის სახით, რომელიც ქართული კულტურისა და ტრადიციების მხარდაჭერაში ჩაიდება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქართული კულტურა ძალიან მდიდარია და დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მემორანდუმის შემდეგ მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყება „სამსუნგს“, საქართველოსა და ქართულ კულტურას შორის“, - აღნიშნა ჯეისონ ლიმ.

მემორანდუმის ფარგლებში „სამსუნგი“ ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს ანსამბლს და სრულად განაახლებს „ერისიონის“ სასცენო კოსტიუმებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციასა და მრავალწლიან ისტორიას გადმოგვცემს. ამასთან, განახლდება „ერისიონის“ სარეპეტიცო ფორმებიც. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. 2019 წლის ბოლოს კი, „სამსუნგისა“ და „ერისიონის“ ერთობლივი ორგანიზებით, გრანდიოზული გალა კონცერტი ჩატარდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა აღნიშნა, რომ „სამსუნგმა“ ქართული კულტურის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ის მოხარული იქნება, თუ მსგავს პათოსს, ზოგადად, კერძო სექტორიც გაიზიარებს.

„უდაოდ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა მოხდა. ეს არის საუკუნეზე მეტი ისტორიის ანსამბლისთვის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ანსამბლის კეთილდღეობაზე, კერძო სექტორიც საკუთარ ხელში იღებს ინიციატივას და ცდილობს თავისი კონტრიბუცია მოახდინოს. ამ მხრივ, „სამსუნგის“ ძალიან მადლიერები ვართ. კომპანიამ ეს პასუხისმგებლობა გაიზიარა და შესაბამისად, ანსამბლს უკვე ძალიან მალე ექნება სრულიად განახლებული კოსტუმები, როგორც სასცენო, ისე სარეპეტიციო.

ეს არ არის მხოლოდ დახმარება, ეს არის ინვესტიცია, რომელიც როგორც ანსამბლის, ისე კომპანიის შემდგომი აღიარების წინაპირობაც იქნება. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის გზავნილი მთლიანად კერძო სექტორისთვის, რომ ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ინსტიტუციებს და ზოგადად, კულტურას ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.

„სამსუნგის“ მიმართ მადლიერება გამოთქვა ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმანდი ჭკუასელმა. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ანსამბლ „ერისიონის“ წევრებმა ქართული ხალხური სიმღერა „მრავალჟამიერი“ შეასრულეს, რამაც დამსწრე აუდიტორიაზე ემოციური შთაბეჭდილება დატოვა.

„ისეთი გლობალური და ცნობილი ბრენდის მხარდაჭერა, როგორიც „სამსუნგია“ძალიან სასიხარულოა არამარტო „ერისიონისთვის“, არამედ საერთოდ, ქართული კულტურისა და ხელოვნებისთვის. ამ წელიწადს მოხდება ჩვენი კოსტუმრების განახლება. ანსამბლის ასობით კოსტუმი გვაქვს, რომლის განახლება ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ეს ყველაფერი თავიდან შეიკერება.

ჩვენი კოსტუმების დიზაინი შექმნილია დიდი ქართველი მოქანდაკის, ფერმწერისა და გრაფიკოსის მერაბ ბერძენიშვილის მიერ და საქართველოსთვის და მისი ისტორიისთვის ძალიან ღირებულია, ამიტომ ეს სახე აუცილებლად შენარჩუნდება“, - აღნიშნა შერმანდი ჭკუასელმა.

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ 1885 წელს შეიქმნა. 135 წლის მანძილზე ანსამბლმა მიაღწია უამრავ წარმატებას და თავისი არსებობის განმავლობაში განაცვიფრა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და ქალაქი. 2002 წელს პარიზში „ერისიონს“ გადაეცა ოქროს დისკი. მსოფლიოს რამოდენიმე მუსიკალურ შედევრთან ერთად NASA–ს მიერ 1977 წელს კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულო“ სწორედ „ერისიონის“ წევრების მიერ არის შესრულებული.

135-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლს ქართველმა ხალხმა დამსახურებული ღვაწლისთვის 2010 წელს საქართველოში ვარსკვლავი გაუხსნა.

„სამსუნგ ელექტრონიქსი“ საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და მისი მთავარი ღირებულება მომხმარებლის კეთილდღეობაა; „სამსუნგი“, როგორც გლობალური კომპანია, თავისი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით ასრულებს სოციალურ ვალდებულებებს: უზრუნველყოფს ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდებას ქართველი მომხარებლებისათვის; ქმნის სარგებელს ეკონომიკის, საზოგადოებისა და გარემოსათვის. ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში კომპანია „სამსუნგი“ ქართველი ხალხისა და მომავალი თაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულების - კულტურის მხარდაჭერას გამოხატავს.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი