პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი ის მახსოვს რომ ვკითხე: ბეჭედს არ მიკეთებ-მეთქი?" - "მის საქართველო" ნია წივწივაძეს შეყვარებულმა ხელი იახტაზე სთხოვა
"ერთი ის მახსოვს რომ ვკითხე: ბეჭედს არ მიკეთებ-მეთქი?" - "მის საქართველო" ნია წივწივაძეს შეყვარებულმა ხელი იახტაზე სთხოვა

"მის სა­ქარ­თვე­ლო 2017" ნია წივ­წი­ვა­ძე და­ი­ნიშ­ნა. მას რჩე­ულ­მა, "ლო­კო­მო­ტი­ვის" ფეხ­ბურ­თელ­მა ნი­კუ­შა ჭან­ტუ­რი­ამ ხელი ბა­თუმ­ში, პირ­და­პირ იახ­ტა­ზე სთხო­ვა. თა­ვის ემო­ცი­ებ­ზე მო­დე­ლი AMBEBI.GE-ს უამ­ბობს:

"გა­და­ღე­ბა­ზე მივ­დი­ო­დი ბა­თუმ­ში, ხუთ­შა­ბათ დღეს იყო და­გეგ­მი­ლი. როცა ეს ჩემს სა­მე­გობ­რო­ში ვთქვი, გო­გო­ნებ­მაც და ნი­კუ­შა­მაც მი­თხრეს, რომ ბა­რემ პა­რას­კე­ვი და შა­ბათ-კვი­რაც დავ­რჩე­თო. მე ვმუ­შა­ობ და სხვა დროს ვერც მო­ვა­ხერ­ხებ­დით, ამი­ტომ ვინც მო­ა­ხერ­ხა იმ პე­რი­ოდ­ში წა­მოს­ვლა, წა­ვე­დით ბა­თუმ­ში, გა­სარ­თო­ბად და და­სას­ვე­ნებ­ლად... თურ­მე, წი­ნას­წარ იყო და­გეგ­მი­ლი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხე­ლის თხოვ­ნა.

- მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო შენ­თვის, სა­ერ­თოდ არ გი­ეჭ­ვია?

- რო­დე­საც დე­კემ­ბერ­ში "მის მსოფ­ლი­ო­დან" ჩა­მო­ვე­დი, ნი­კუ­შამ სი­ურპრი­ზი გა­მი­კე­თა და ჩვენ­თვის სახ­ლი იყი­და. ჯერ მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­შია და ვგეგ­მავ­დით სახ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, შე­სა­ბა­მი­სად არც ვე­ლო­დი, რომ ახლა და ასე ორი­გი­ნა­ლუ­რად მთხოვ­და ხელს. ვერც იმას მივ­ხვდი, რომ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად წა­მომ­ყვნენ ბა­თუმ­ში გა­და­ღე­ბა­ზე.

- რა­ტომ აარ­ჩია მა­ინ­ცდა­მა­ინც ბა­თუ­მი?

- მარ­თა­ლია, ერ­თმა­ნე­თი დი­ნა­მოს სტა­დი­ონ­ზე გა­ვი­ცა­ნით, სა­ერ­თო მე­გობ­რის­გან, მაგ­რამ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ბა­თუმ­ში იწყე­ბა, იმი­ტომ რომ ნი­კუ­შამ 4 წლის წინ ზუს­ტად ბა­თუმ­ში ჩა­მო­მა­კი­თხა, სა­დაც მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. თან ზღვა და ბა­თუ­მი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და იცის, რომ ეს ქა­ლა­ქი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია...

- რო­გორ გთხო­ვა ხელი და რო­გო­რი იყო შენი რე­აქ­ცია?

- გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ყვე­ლას ერ­თად იახ­ტით გაგ­ვე­სე­ირ­ნა. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, ფო­ტოს გა­და­გი­ღებ­თო, დაგ­ვსვეს გვერ­დიგ­ვერდ, ვი­თომ ფო­ტოს გა­და­სა­ღე­ბად და ამ დროს მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი...

თა­ვი­დან როცა ბე­ჭე­დი და­ვი­ნა­ხე ვერ მივ­ხვდი რა ხდე­ბო­და ისე და­ვი­ბე­ნი, ჩემი მე­გობ­რე­ბის ემო­ცი­ებ­მა გა­მო­მა­ფხიზ­ლა. როცა ფო­ტო­ე­ბი ვნა­ხე, შემ­დეგ უფრო და უფრო გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე. თა­ვი­დან ბეჭ­დის ყუთი რომ და­ვი­ნა­ხე, მე­გო­ნა ხუმ­რო­ბა იყო. თან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი - არ მინ­დო­და ეს ძა­ლით დაჯ­დო­მა და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა, წყალ­ში მინ­დო­და გა­დახ­ტო­მა. მოკ­ლედ, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვი­ჯე­ქი. მერე როცა ყვე­ლა ერ­თად სა­ღა­მოს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად წა­ვე­დით, ყვე­ლა­ფე­რი უფრო გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე... ამ ამ­ბავს ფაქ­ტი­უ­რად ორი დღე აღ­ვნიშ­ნავ­დით ბა­თუმ­ში.

- ხე­ლის თხოვ­ნის დროს რა გი­თხრა ნი­კუ­შამ?

- არ მახ­სოვს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ერთი ის მახ­სოვს, რომ ვკი­თხე - არ მი­კე­თებ ბე­ჭედს-მეთ­ქი? თვი­თო­ნაც ისე ნერ­ვი­უ­ლობ­და, რომ არ იცო­და რა ექნა. მერე გა­მო­ფხიზ­ლდა - უი, ხო მე უნდა გა­გი­კე­თოო. ახლა რომ მახ­სენ­დე­ბა, მა­ნამ­დე მარ­თლა ნერ­ვი­უ­ლობ­და, უბ­რა­ლოდ, იმ მო­მენ­ტში ვერ ვხვდე­ბო­დი ამას.

- რო­გო­რი ბე­ჭე­დი გა­ჩუ­ქა, შენი გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სია?

- კი, ნამ­დვი­ლად. სხვა­თა შო­რის, ხე­ლის თხოვ­ნამ­დე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში შე­მიყ­ვა­ნა. მა­ინ­ტე­რე­სებს რო­გო­რე­ბი მოგ­წონ­სო, მე­გო­ნა სა­მო­მავ­ლოდ ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

- რო­დის და რო­გორ ქორ­წილს გეგ­მავთ?

- ქორ­წი­ლი ჯერ ვერ გვექ­ნე­ბა. ნი­კუ­შა ფეხ­ბურ­თე­ლია, სე­ზო­ნი აქვს, თა­მა­შე­ბია ყო­ველ კვი­რა­ში, ამი­ტომ კარ­გად უნდა დავ­გეგ­მოთ რო­დის მო­ა­ხერ­ხებს. სახ­ლის დას­რუ­ლე­ბა­საც ვე­ლო­დე­ბით, დას­რულ­დე­ბა, ნი­კუ­შა­საც დას­ვე­ნე­ბა ექ­ნე­ბა და ყვე­ლა­ფერს ერ­თმა­ნეთს და­ვამ­თხვევთ. გრა­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის გა­დახ­დას არც ვფიქ­რობთ, მე თვი­თონ არ მომ­წონს 400-კა­ცი­ა­ნი სუფ­რე­ბი, ამი­ტომ რამე გან­სხვა­ვე­ბუ­ლის მო­ფიქ­რე­ბა მო­მი­წევს.

- სი­ურპრი­ზე­ბით ხში­რად გა­ნე­ბივ­რებს?

- რო­დე­საც გა­ვი­ცა­ნი, მა­შინ ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებ­და რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა და სი­ურპრი­ზე­ბი. ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ჩე­მამ­დე ყვა­ვი­ლე­ბიც კი არა­ვის­თვის უჩუ­ქე­ბია. მე კი ძა­ლი­ან მიყ­ვარს სი­ურპრი­ზე­ბი და თვი­თო­ნაც ცდი­ლობ­და ჩემ­თვის ესი­ა­მოვ­ნე­ბი­ნა, სა­პა­სუ­ხოდ ჩემ­გა­ნაც იგი­ვეს იღებ­და. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ არ­სე­ბობს ის, რომ მარ­ტო ბიჭი ჩუქ­ნის გო­გოს რა­მეს, ან მხო­ლოდ ბიჭი უკე­თებს სი­ურპრი­ზებს.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სა­ჩუ­ქა­რი იყო ჩემი და­ბა­დე­ბის დღე. მე­გობ­რის ქორ­წი­ლი­დან დავ­ბრუნ­დი სახ­ლში და ჩემს ოთახ­ში ნი­კუ­შა დამ­ხვდა ტორ­ტით, მთე­ლი ოთა­ხი კი ბუშ­ტე­ბით იყო სავ­სე...

- რა მოგ­წონს ნი­კუ­შა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მომ­წონს, რომ არის სა­ოც­რად შრო­მის­მოყ­ვა­რე. ვთვლი, რომ მის­ნა­ი­რი ფეხ­ბურ­თე­ლი დღეს იშ­ვი­ა­თია. ვე­რას­დროს ნა­ხავთ სად­მე გა­სარ­თო­ბად მყოფს, ვერც შუ­ა­ღა­მეს გა­რეთ. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ის, რომ ჩემი პირ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია.

ყვე­ლა­ზე მე­ტად უნდა, რომ მე ვიყო და­კა­ვე­ბუ­ლი, აქ­ტი­უ­რი ყვე­ლა სფე­რო­ში. სულ ვამ­ბობ, რომ თუ რა­მეს მი­ვაღ­წიე, ან მი­ვაღ­წევ, მისი დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რად­გან მე ცოტა მში­შა­რა ვარ და მე­ში­ნია ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის. ნი­კუ­შა კი ყო­ველ­თვის მი­ბიძ­გებს, რომ ჩემი ყვე­ლა პლუ­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნო.

ესა­უბ­რა ნინო გას­ვი­ა­ნი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ერთი ის მახსოვს რომ ვკითხე: ბეჭედს არ მიკეთებ-მეთქი?" - "მის საქართველო" ნია წივწივაძეს შეყვარებულმა ხელი იახტაზე სთხოვა

"ერთი ის მახსოვს რომ ვკითხე: ბეჭედს არ მიკეთებ-მეთქი?" - "მის საქართველო" ნია წივწივაძეს შეყვარებულმა ხელი იახტაზე სთხოვა

"მის საქართველო 2017" ნია წივწივაძე დაინიშნა. მას რჩეულმა, "ლოკომოტივის" ფეხბურთელმა ნიკუშა ჭანტურიამ ხელი ბათუმში, პირდაპირ იახტაზე სთხოვა. თავის ემოციებზე მოდელი AMBEBI.GE-ს უამბობს:

"გადაღებაზე მივდიოდი ბათუმში, ხუთშაბათ დღეს იყო დაგეგმილი. როცა ეს ჩემს სამეგობროში ვთქვი, გოგონებმაც და ნიკუშამაც მითხრეს, რომ ბარემ პარასკევი და შაბათ-კვირაც დავრჩეთო. მე ვმუშაობ და სხვა დროს ვერც მოვახერხებდით, ამიტომ ვინც მოახერხა იმ პერიოდში წამოსვლა, წავედით ბათუმში, გასართობად და დასასვენებლად... თურმე, წინასწარ იყო დაგეგმილი და მომზადებული ხელის თხოვნა.

- მოულოდნელი იყო შენთვის, საერთოდ არ გიეჭვია?

- როდესაც დეკემბერში "მის მსოფლიოდან" ჩამოვედი, ნიკუშამ სიურპრიზი გამიკეთა და ჩვენთვის სახლი იყიდა. ჯერ მშენებლობის პროცესშია და ვგეგმავდით სახლის დასრულების შემდეგ, შესაბამისად არც ველოდი, რომ ახლა და ასე ორიგინალურად მთხოვდა ხელს. ვერც იმას მივხვდი, რომ ჩვენი მეგობრებიც სპეციალურად წამომყვნენ ბათუმში გადაღებაზე.

- რატომ აარჩია მაინცდამაინც ბათუმი?

- მართალია, ერთმანეთი დინამოს სტადიონზე გავიცანით, საერთო მეგობრისგან, მაგრამ ჩვენი სიყვარულის ისტორია ბათუმში იწყება, იმიტომ რომ ნიკუშამ 4 წლის წინ ზუსტად ბათუმში ჩამომაკითხა, სადაც მეგობრებთან ერთად ვიყავი. თან ზღვა და ბათუმი ძალიან მიყვარს და იცის, რომ ეს ქალაქი ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებულია...

- როგორ გთხოვა ხელი და როგორი იყო შენი რეაქცია?

- გადავწყვიტეთ, რომ ყველას ერთად იახტით გაგვესეირნა. ჩემმა მეგობარმა მითხრა, ფოტოს გადაგიღებთო, დაგვსვეს გვერდიგვერდ, ვითომ ფოტოს გადასაღებად და ამ დროს მოხდა ყველაფერი...

თავიდან როცა ბეჭედი დავინახე ვერ მივხვდი რა ხდებოდა ისე დავიბენი, ჩემი მეგობრების ემოციებმა გამომაფხიზლა. როცა ფოტოები ვნახე, შემდეგ უფრო და უფრო გავაცნობიერე. თავიდან ბეჭდის ყუთი რომ დავინახე, მეგონა ხუმრობა იყო. თან გაბრაზებული ვიყავი - არ მინდოდა ეს ძალით დაჯდომა და ფოტოების გადაღება, წყალში მინდოდა გადახტომა. მოკლედ, გაბრაზებული ვიჯექი. მერე როცა ყველა ერთად საღამოს აღსანიშნავად წავედით, ყველაფერი უფრო გავაანალიზე... ამ ამბავს ფაქტიურად ორი დღე აღვნიშნავდით ბათუმში.

- ხელის თხოვნის დროს რა გითხრა ნიკუშამ?

- არ მახსოვს. სიმართლე გითხრათ, ერთი ის მახსოვს, რომ ვკითხე - არ მიკეთებ ბეჭედს-მეთქი? თვითონაც ისე ნერვიულობდა, რომ არ იცოდა რა ექნა. მერე გამოფხიზლდა - უი, ხო მე უნდა გაგიკეთოო. ახლა რომ მახსენდება, მანამდე მართლა ნერვიულობდა, უბრალოდ, იმ მომენტში ვერ ვხვდებოდი ამას.

- როგორი ბეჭედი გაჩუქა, შენი გემოვნების შესაბამისია?

- კი, ნამდვილად. სხვათა შორის, ხელის თხოვნამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთ მაღაზიაში შემიყვანა. მაინტერესებს როგორები მოგწონსო, მეგონა სამომავლოდ ითვალისწინებდა.

- როდის და როგორ ქორწილს გეგმავთ?

- ქორწილი ჯერ ვერ გვექნება. ნიკუშა ფეხბურთელია, სეზონი აქვს, თამაშებია ყოველ კვირაში, ამიტომ კარგად უნდა დავგეგმოთ როდის მოახერხებს. სახლის დასრულებასაც ველოდებით, დასრულდება, ნიკუშასაც დასვენება ექნება და ყველაფერს ერთმანეთს დავამთხვევთ. გრადიოზული ქორწილის გადახდას არც ვფიქრობთ, მე თვითონ არ მომწონს 400-კაციანი სუფრები, ამიტომ რამე განსხვავებულის მოფიქრება მომიწევს.

- სიურპრიზებით ხშირად განებივრებს?

- როდესაც გავიცანი, მაშინ ნაკლებად ახასიათებდა რომანტიკულობა და სიურპრიზები. ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ჩემამდე ყვავილებიც კი არავისთვის უჩუქებია. მე კი ძალიან მიყვარს სიურპრიზები და თვითონაც ცდილობდა ჩემთვის ესიამოვნებინა, საპასუხოდ ჩემგანაც იგივეს იღებდა. ჩვენს ურთიერთობაში არ არსებობს ის, რომ მარტო ბიჭი ჩუქნის გოგოს რამეს, ან მხოლოდ ბიჭი უკეთებს სიურპრიზებს.

ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი იყო ჩემი დაბადების დღე. მეგობრის ქორწილიდან დავბრუნდი სახლში და ჩემს ოთახში ნიკუშა დამხვდა ტორტით, მთელი ოთახი კი ბუშტებით იყო სავსე...

- რა მოგწონს ნიკუშაში ყველაზე მეტად?

- ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ არის საოცრად შრომისმოყვარე. ვთვლი, რომ მისნაირი ფეხბურთელი დღეს იშვიათია. ვერასდროს ნახავთ სადმე გასართობად მყოფს, ვერც შუაღამეს გარეთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩემი პირველი გულშემატკივარია.

ყველაზე მეტად უნდა, რომ მე ვიყო დაკავებული, აქტიური ყველა სფეროში. სულ ვამბობ, რომ თუ რამეს მივაღწიე, ან მივაღწევ, მისი დიდი დამსახურებაა, რადგან მე ცოტა მშიშარა ვარ და მეშინია ნაბიჯის გადადგმის. ნიკუშა კი ყოველთვის მიბიძგებს, რომ ჩემი ყველა პლუსი მაქსიმალურად გამოვიყენო.

ესაუბრა ნინო გასვიანი

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს