საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო

16

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე სასწორშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას.
სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედგა და მილიონები მანდო" - "სამზარეულოს ომების" შეფი 30-წლიან კარიერასა და მიღებულ ჯილდოზე
"მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედგა და მილიონები მანდო" - "სამზარეულოს ომების" შეფი 30-წლიან კარიერასა და მიღებულ ჯილდოზე

"ვგძნობ თავს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლად. აი, 1990 წელს და­ი­წყო და ავირ­ჩიე ეს პრო­ფე­სია დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ჩა­ვე­ხუ­ტე და ჩა­ვე­ჭი­დე კბი­ლე­ბით და ფჩხი­ლე­ბით. ვინც ამ პრო­ფე­სი­ას იც­ნობს, იცის რას ნიშ­ნავს ეს - რამ­დე­ნი სა­ა­თი, რამ­დე­ნი ტკი­ვი­ლი, რამ­დე­ნი დაღ­ლი­ლი ღამე... რამ­დე­ნი შობა და ახა­ლი წელი... არა მე­გო­ბა­რი, არა ოჯა­ხი, არა "გუ­ლა­ვი", არა დას­ვე­ნე­ბა და ბევ­რი სხვა რამ...

როცა ვხე­დავ­დი ჩემი მე­გობ­რე­ბის სამ­სა­ხურს, მათ "გუ­ლა­ო­ბას", მათ შვე­ბუ­ლე­ბას, პლი­ა­ჟებს და ბევ­რი სხვა რა­მეს, რაც მე არ მქონ­და… მაგ­რამ ვა­მა­ყობ ყვე­ლა იმ სამ­სა­ხუ­რით, ყვე­ლა იმ რეს­ტორ­ნით, ყვე­ლა იმ სამ­ზა­რე­უ­ლო­თი, სა­დაც ჩემი კვა­ლი დავ­ტო­ვე. ვა­მა­ყობ ყვე­ლა იმ სამ­სა­ხუ­რით.

ვის­წავ­ლე, ვას­წავ­ლე, და­ვუშ­ვი შეც­დო­მე­ბი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი ჩემს საქ­მე­ზე და იმა­ზე, რა­საც ვქმნი­დი. ვა­მა­ყობ ყვე­ლა ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ვა­მა­ყობ რა გზაც გა­ვი­ა­რე, რო­მე­ლიც რთუ­ლი იყო... ვიცი, ჯერ კი­დევ ბევ­რი მაქვს გა­სავ­ლე­ლი. მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც გვერ­დით მედ­გა და თა­ვი­სი მი­ლი­ო­ნე­ბი მან­დო, მად­ლო­ბა, ვინც ჩემ­თან ერ­თად გა­ი­ა­რა ეს გზე­ბი და მხა­რი და­მი­ჭი­რა. მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მე რა­ი­მე მას­წავ­ლა ცხოვ­რე­ბის ან პრო­ფე­სი­ის. და დიდი მად­ლო­ბა, რომ უფალ­მა მომ­ცა და შე­მი­ნარ­ჩუ­ნა სიყ­ვა­რუ­ლი და არა შური ადა­მი­ა­ნის მი­მართ", - ეს შე­ფის გუ­რამ ბაღ­დოშ­ვი­ლის სტა­ტუ­სი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ კა­რი­ე­რის 30 წლის­თავს მი­უ­ძღვნა, ამას­თან, ის 2019 წლის სა­უ­კე­თე­სო შე­ფად და­სა­ხელ­და და "გო’ე’მიოს" მთა­ვა­რი ტი­ტუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. გუ­რა­მი დღე­ის­თვის "რუს­თა­ვი 2"-ის პო­პუ­ლა­რუ­ლი შოუს "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი" ჟი­უ­რი-არ­ბიტ­რია და კმა­ყო­ფი­ლია იმით, რომ კუ­ლი­ნა­რი­ით სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ უფრო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ინ­ტე­რეს­დე­ბა.

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი პორ­ტუ­გა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქეა და ამ ქვე­ყა­ნას­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, თუმ­ცა ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­შიც აქ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა უწევს და თა­ვის რეს­ტო­რან­ში მი­სი­ვე უნი­კა­ლუ­რი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა.

- გი­ლო­ცავთ, "გო’ე’მიოს" მთავრ ტი­ტულს...

- "გო’ე’მიო სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი მთავ­რი ფრან­გუ­ლი გზამ­კვლე­ვია, ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, წლის სა­უ­კე­თე­სო შე­ფის წო­დე­ბას რომ გა­ნი­ჭებს, თან, მა­შინ როცა აქ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვინ გა­ღი­ა­რებს, ორ­მა­გად სა­სი­ხა­რუ­ლოა საფ­რან­გე­თის მხრი­დან ასე­თი და­ფა­სე­ბა. აქ ძი­რი­თა­დად ბო­როტ კრი­ტი­კა­სა და ერ­თმა­ნე­თის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზეა ყვე­ლა­ფე­რი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

ყვე­ლა­ფერს სრუ­ლი­ად მატ­რომ მი­ვაღ­წიე, არც ერთი ადა­მი­ა­ნის იმე­დად არ ვყო­ფილ­ვარ... კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რად­განც ცხოვ­რე­ბამ ბევ­რი რამ მა­ნა­ხა. ამ ბევრ რა­მე­ში ბევ­რი პო­ზი­ტი­უ­რი ნო­ტიც იყო და და ნე­გა­ტი­უ­რიც, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც პო­ზი­ტი­უ­რად უნდა აღ­ვიქ­ვათ.

- კა­რი­ე­რა 14-15 წლი­სამ და­ი­წყეთ. არ იყო რთუ­ლი? ან ასე პა­ტა­რას კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი რო­გორ გა­გიჩ­ნდათ?

- ეს სფე­რო პა­ტა­რა­ო­ბი­დან მი­ტა­ცებ­და. ალ­ბათ ეს ოჯა­ხის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რად­გა­ნაც ყვე­ლა ფან­ტას­ტი­კუ­რად ამ­ზა­დებ­და - ბე­ბი­ა­ჩე­მი, დედა, მა­მა­ჩე­მი. ამი­ტომ ჩვენს სახ­ლში სუფ­რა სუფ­რა­ზე იშ­ლე­ბო­და და ამ საქ­მე­ში ყვე­ლა ჩარ­თუ­ლი იყო, ამი­ტომ, მა­გი­დას არც ვა­ლა­გებ­დით, უბ­რა­ლოდ კერ­ძებს ვა­მა­ტებ­დით და ვა­მა­ტებ­დით. ჩვენ­თან ოჯახ­ში სუფ­რა და მას­პინ­ძლო­ბა კულ­ტი იყო. ყვე­ლა­ფე­რი კი იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით. ბა­ნა­ლუ­რი კერ­ძე­ბი არას­დროს გვქო­ნია, სულ რა­ღაც უცხოს ამ­ზა­დებ­დნენ. მამა მო­ნა­დი­რე და მე­თევ­ზე იყო, ეს მისი სე­რი­ო­ზუ­ლი ჰობი გახ­ლდათ და უცხო კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბის კუ­თხი­თაც დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და.

- თქვენ კი კუ­ლი­ნა­რი­ა­ში ყვე­ლა­ფე­რი უკვე სხვა სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვა­ნეთ...

- იმე­დია, გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც უფრო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე აიყ­ვა­ნენ. ცხოვ­რე­ბამ, დრომ მა­ინც არ შე­მი­წყო ხელი და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­უ­კუ­ნემ. დღე­ვან­დე­ლი სა­უ­კუ­ნე კი უფრო სხვაა, ვიდ­რე გა­სუ­ლი, რომ ჩვე­ნი დარ­გი უკე­თე­სად გან­ვი­თარ­დეს.

- არა­და, რო­გორც ვიცი, მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რას გი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ...

- 90 წლე­ბის და­სა­წყი­ში მოს­კოვ­ში ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა წა­ვე­დი, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში შე­ფად ვმუ­შა­ობ­დი. იქ ერთხე­ლაც ნას­ვამ­მა სიმ­ღე­რა და­ვი­წყე, ბენდმა მო­მი­წო­ნა, მომ­კი­დეს ხელი და გნე­სი­ნე­ბის მუ­სი­კა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლე­ბელ­ში წა­მიყ­ვა­ნეს. პრაქ­ტი­კუ­ლად, და­მა­ძა­ლეს და სამი წელი ვსწავ­ლობ­დი. სო­მე­ხი რექ­ტო­რი იყო, ხა­ჩა­ტუ­რო­ვი და მისი და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით, სას­წავ­ლე­ბელს თავი არ და­ვა­ნე­ბე. თუმ­ცა სიმ­ღე­რა ხომ ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის ბუ­ნებ­რი­ვი რამ არის...

- წლე­ბი უცხო­ეთ­ში იყა­ვით, ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­შიც საქ­მი­ა­ნობთ, აქ ჩა­მოს­ვლა რამ გა­მო­იწ­ვია?

- ბა­თუმ­ში სკო­ლა უნდა გაგ­ვეხ­სნა, მაგ­რამ ამ სა­ხელ­მწი­ფო­ში ყვე­ლა­ფე­რი ხომ ასეა, - ყო­ველ­დღე ვი­ღაც იც­ვლე­ბა. ეს იყო ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა და მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ჩა­ნა­ფიქ­რი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნაც ამან გა­მო­იწ­ვია, მერე ხომ ვთქვი, რომ ახლა სა­უ­კე­თე­სო დროა, რა­ღაც კი­დევ ახა­ლი გა­მო­ი­გო­ნო, შექ­მნა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო, ას­წავ­ლო, მეტი შან­სი მის­ცე სხვას. ამი­ტომ, ეს შან­სი არ უნდა გა­უშ­ვა და ამას ვცდი­ლობ.

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გარ­და იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ო­ში არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა თქვე­ნი კლი­ენ­ტი, რა­ზეც არ­ერ­თხელ გი­სა­უბ­რი­ათ, მათ შო­რის არა­ერ­თი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტიც ყო­ფი­ლა. ამ პრე­ზი­დენ­ტე­ბი­დან სამი ქარ­თვე­ლი იყო - ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი... ესეც ხომ თქვე­ნი ბი­ოგ­რა­ფი­ის ნა­წი­ლია.

- კი, ასეა. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია სა­ნამ ცო­ცხა­ლი იყო, მალ­თაყ­ვის ჩემ­პი­ო­ნა­ტის კომ­პლექ­სის გახ­სნა­ში მო­მი­წია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ასე შევ­ხვდი მას. ამი­ტო­მაც მისი პურ­მა­რი­ლე­ბის გაშ­ლა ჩემი საქ­მე აღ­მოჩ­ნდა, რის­თვი­საც პრე­ზი­დენ­ტის პრო­ტო­კოლ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს გავ­დი­ო­დი... მერე ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე და კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცია იყო... ასე­ვე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი...

- ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს მსოფ­ლი­ოს სამ­ზა­რე­უ­ლო­ე­ბის ფონ­ზე რო­გორ აფა­სებთ?

- ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო უნი­კა­ლუ­რია და აქვე ამო­უც­ნო­ბი. საბ­ჭო­თა სამ­ზა­რე­უ­ლომ მას­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია, იმ კერ­ძებ­მა, რომ­ლე­ბიც უკვე სა­ოც­რად გაც­ვე­თი­ლია. ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და მისი გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბი, რაც კო­მუ­ნის­ტურ­მა რე­ჟიმ­მა შთან­თქა, ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნის ეტაპ­ზეა. ამი­ტომ ჯერ კი­დევ ბევ­რი საქ­მეა გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

- რას ნიშ­ნავს "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი" თქვენ­თვის?

- სა­ნამ "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი" იქ­ნე­ბო­და, "სამ­ზა­რე­უ­ლოს წე­სე­ბი" იყო. ამ ყვე­ლა­ფერ­მა უძ­ლი­ე­რე­სი შე­დე­გი დადო, რად­გა­ნაც კუ­ლი­ნა­რი­ით უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ტე­რეს­და - ახალ­გაზ­რდა თუ ხან­დაზ­მუ­ლი. ყვე­ლას შე­აყ­ვა­რა ეს პრო­ფე­სია. მე შევ­ძე­ლი, ჩენი სამ­ზა­რე­უ­ლო საბ­ჭო­თა ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის­გან გა­მეწ­მინ­და. ამას­თან, რომ აღარ ვართ პოვ­რე­ბი და ვართ შე­ფე­ბი! ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ადა­მი­ანს აქვს პრო­ფე­სია და ამ საქ­მეს პა­ტივს სცე­მენ. თან, პრეს­ტი­ჟუ­ლი პრო­ფე­სი­აა.

შოუს კონ­კურ­სან­ტებს კი ამ პრო­ფე­სი­ის მი­მართ დიდ სიყ­ვა­რულს, კრე­ა­ტივს ვუ­სურ­ვებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობა - როგორ მიულოცეს მოქალაქეებმა დაბადების დღე მსოფლიო ბანს
ავტორი:

"მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედგა და მილიონები მანდო" - "სამზარეულოს ომების" შეფი 30-წლიან კარიერასა და მიღებულ ჯილდოზე

"მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედგა და მილიონები მანდო" - "სამზარეულოს ომების" შეფი 30-წლიან კარიერასა და მიღებულ ჯილდოზე

"ვგძნობ თავს განხორციელებულად. აი, 1990 წელს დაიწყო და ავირჩიე ეს პროფესია დიდი სიყვარულით ჩავეხუტე და ჩავეჭიდე კბილებით და ფჩხილებით. ვინც ამ პროფესიას იცნობს, იცის რას ნიშნავს ეს - რამდენი საათი, რამდენი ტკივილი, რამდენი დაღლილი ღამე... რამდენი შობა და ახალი წელი... არა მეგობარი, არა ოჯახი, არა "გულავი", არა დასვენება და ბევრი სხვა რამ...

როცა ვხედავდი ჩემი მეგობრების სამსახურს, მათ "გულაობას", მათ შვებულებას, პლიაჟებს და ბევრი სხვა რამეს, რაც მე არ მქონდა… მაგრამ ვამაყობ ყველა იმ სამსახურით, ყველა იმ რესტორნით, ყველა იმ სამზარეულოთი, სადაც ჩემი კვალი დავტოვე. ვამაყობ ყველა იმ სამსახურით.

ვისწავლე, ვასწავლე, დავუშვი შეცდომები, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი ჩემს საქმეზე და იმაზე, რასაც ვქმნიდი. ვამაყობ ყველა ჩემი გადაწყვეტილებით, ვამაყობ რა გზაც გავიარე, რომელიც რთული იყო... ვიცი, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასავლელი. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით მედგა და თავისი მილიონები მანდო, მადლობა, ვინც ჩემთან ერთად გაიარა ეს გზები და მხარი დამიჭირა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მე რაიმე მასწავლა ცხოვრების ან პროფესიის. და დიდი მადლობა, რომ უფალმა მომცა და შემინარჩუნა სიყვარული და არა შური ადამიანის მიმართ", - ეს შეფის გურამ ბაღდოშვილის სტატუსი გახლავთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ კარიერის 30 წლისთავს მიუძღვნა, ამასთან, ის 2019 წლის საუკეთესო შეფად დასახელდა და "გო’ე’მიოს" მთავარი ტიტული დაიმსახურა. გურამი დღეისთვის "რუსთავი 2"-ის პოპულარული შოუს "სამზარეულოს ომები" ჟიური-არბიტრია და კმაყოფილია იმით, რომ კულინარიით საქართველოში სულ უფრო ბევრი ადამიანი ინტერესდება.

ჩვენი რესპონდენტი პორტუგალიის მოქალაქეა და ამ ქვეყანასთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, თუმცა ბოლო დროს საქართველოშიც აქტიური საქმიანობა უწევს და თავის რესტორანში მისივე უნიკალური კერძების მომზადება.

- გილოცავთ, "გო’ე’მიოს" მთავრ ტიტულს...

- "გო’ე’მიო საქართველოში ერთ-ერთი მთავრი ფრანგული გზამკვლევია, ამიტომ, მნიშვნელოვანია, წლის საუკეთესო შეფის წოდებას რომ განიჭებს, თან, მაშინ როცა აქ ქვეყანაში არავინ გაღიარებს, ორმაგად სასიხარულოა საფრანგეთის მხრიდან ასეთი დაფასება. აქ ძირითადად ბოროტ კრიტიკასა და ერთმანეთის განადგურებაზეა ყველაფერი ორიენტირებული.

ყველაფერს სრულიად მატრომ მივაღწიე, არც ერთი ადამიანის იმედად არ ვყოფილვარ... კმაყოფილი ვარ, რადგანც ცხოვრებამ ბევრი რამ მანახა. ამ ბევრ რამეში ბევრი პოზიტიური ნოტიც იყო და და ნეგატიურიც, მაგრამ ყველაფერი მაინც პოზიტიურად უნდა აღვიქვათ.

- კარიერა 14-15 წლისამ დაიწყეთ. არ იყო რთული? ან ასე პატარას კულინარიული ინტერესები როგორ გაგიჩნდათ?

- ეს სფერო პატარაობიდან მიტაცებდა. ალბათ ეს ოჯახის დამსახურებაა, რადგანაც ყველა ფანტასტიკურად ამზადებდა - ბებიაჩემი, დედა, მამაჩემი. ამიტომ ჩვენს სახლში სუფრა სუფრაზე იშლებოდა და ამ საქმეში ყველა ჩართული იყო, ამიტომ, მაგიდას არც ვალაგებდით, უბრალოდ კერძებს ვამატებდით და ვამატებდით. ჩვენთან ოჯახში სუფრა და მასპინძლობა კულტი იყო. ყველაფერი კი იმაზე მიანიშნებს, რომ გასტრონომიული ოჯახი ვიყავით. ბანალური კერძები არასდროს გვქონია, სულ რაღაც უცხოს ამზადებდნენ. მამა მონადირე და მეთევზე იყო, ეს მისი სერიოზული ჰობი გახლდათ და უცხო კერძების მომზადების კუთხითაც დიდი გამოცდილება ჰქონდა.

- თქვენ კი კულინარიაში ყველაფერი უკვე სხვა საფეხურზე აიყვანეთ...

- იმედია, გამოჩნდებიან ახალგაზრდები, რომლებიც უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანენ. ცხოვრებამ, დრომ მაინც არ შემიწყო ხელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საუკუნემ. დღევანდელი საუკუნე კი უფრო სხვაა, ვიდრე გასული, რომ ჩვენი დარგი უკეთესად განვითარდეს.

- არადა, როგორც ვიცი, მუსიკალურ კარიერას გიწინასწარმეტყველებდნენ...

- 90 წლების დასაწყიში მოსკოვში ძალიან ახალგაზრდა წავედი, ერთ-ერთ რესტორანში შეფად ვმუშაობდი. იქ ერთხელაც ნასვამმა სიმღერა დავიწყე, ბენდმა მომიწონა, მომკიდეს ხელი და გნესინების მუსიკალურ სახელმწიფო სასწავლებელში წამიყვანეს. პრაქტიკულად, დამაძალეს და სამი წელი ვსწავლობდი. სომეხი რექტორი იყო, ხაჩატუროვი და მისი დაჟინებული მოთხოვნით, სასწავლებელს თავი არ დავანებე. თუმცა სიმღერა ხომ ყველა ქართველისთვის ბუნებრივი რამ არის...

- წლები უცხოეთში იყავით, ბოლო დროს საქართველოშიც საქმიანობთ, აქ ჩამოსვლა რამ გამოიწვია?

- ბათუმში სკოლა უნდა გაგვეხსნა, მაგრამ ამ სახელმწიფოში ყველაფერი ხომ ასეა, - ყოველდღე ვიღაც იცვლება. ეს იყო ძირითადი პრობლემა და მიზეზი, რატომაც ვერ განვახორციელეთ ჩანაფიქრი. საქართველოში ყოფნაც ამან გამოიწვია, მერე ხომ ვთქვი, რომ ახლა საუკეთესო დროა, რაღაც კიდევ ახალი გამოიგონო, შექმნა, განახორციელო, ასწავლო, მეტი შანსი მისცე სხვას. ამიტომ, ეს შანსი არ უნდა გაუშვა და ამას ვცდილობ.

- წლების განმავლობაში, გარდა იმისა, რომ მსოფლიოში არაერთი ცნობილი ადამიანი ყოფილა თქვენი კლიენტი, რაზეც არერთხელ გისაუბრიათ, მათ შორის არაერთი ქვეყნის პრეზიდენტიც ყოფილა. ამ პრეზიდენტებიდან სამი ქართველი იყო - ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი... ესეც ხომ თქვენი ბიოგრაფიის ნაწილია.

- კი, ასეა. ზვიად გამსახურდია სანამ ცოცხალი იყო, მალთაყვის ჩემპიონატის კომპლექსის გახსნაში მომიწია მონაწილეობა და ასე შევხვდი მას. ამიტომაც მისი პურმარილების გაშლა ჩემი საქმე აღმოჩნდა, რისთვისაც პრეზიდენტის პროტოკოლთან კონსულტაციებს გავდიოდი... მერე ედუარდ შევარდნაძე და კრწანისის რეზიდენცია იყო... ასევე მიხეილ სააკაშვილი...

- ქართულ სამზარეულოს მსოფლიოს სამზარეულოების ფონზე როგორ აფასებთ?

- ქართული სამზარეულო უნიკალურია და აქვე ამოუცნობი. საბჭოთა სამზარეულომ მასზე დიდი გავლენა იქონია, იმ კერძებმა, რომლებიც უკვე საოცრად გაცვეთილია. ქართული სამზარეულო და მისი გამორჩეული თვისებები, რაც კომუნისტურმა რეჟიმმა შთანთქა, ახალი აღმოჩენის ეტაპზეა. ამიტომ ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

- რას ნიშნავს "სამზარეულოს ომები" თქვენთვის?

- სანამ "სამზარეულოს ომები" იქნებოდა, "სამზარეულოს წესები" იყო. ამ ყველაფერმა უძლიერესი შედეგი დადო, რადგანაც კულინარიით უამრავი ადამიანი დაინტერესდა - ახალგაზრდა თუ ხანდაზმული. ყველას შეაყვარა ეს პროფესია. მე შევძელი, ჩენი სამზარეულო საბჭოთა ტერმინოლოგიისგან გამეწმინდა. ამასთან, რომ აღარ ვართ პოვრები და ვართ შეფები! ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანს აქვს პროფესია და ამ საქმეს პატივს სცემენ. თან, პრესტიჟული პროფესიაა.

შოუს კონკურსანტებს კი ამ პროფესიის მიმართ დიდ სიყვარულს, კრეატივს ვუსურვებ.

"მან ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა, "კვირის არტისტად" აღიარეს" - ქართველი მეცოსოპრანოს ტრიუმფი სევილიაში

"სამზარეულოს ომების" შესანიშნავი ხუთეული რუხი კიტელებისთვის იბრძოლებს - გაიცანით ჯოზი და თამთა საუკეთესო კონკურსანტებიდან

"მირანდა მეუღლეზე 6 წლით უფროსია..." - რას წერს რუსული მედია მიმი შელიაზე და ვინ არის "სკანდალური გოგონა", ვისაც გრიშა მამურინი ქართველ მოდელამდე ხვდებოდა