პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისში მასწავლებელი, რომელსაც საგამოცდო ცენტრი აერია, გამოცდაზე პატრულმა მიიყვანა
ქუთაისში მასწავლებელი, რომელსაც საგამოცდო ცენტრი აერია, გამოცდაზე პატრულმა მიიყვანა

10 ივ­ლისს პე­და­გო­გე­ბის გა­მოც­დე­ბი და­ი­წყო. მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის პრო­ცე­სი 21 ივ­ლი­სამ­დე გრძელ­დე­ბა. შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10-11 ივ­ლისს, გა­მოც­დის სა­მი­ვე სე­სი­ა­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბის 9 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

გა­მოც­და­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბას პატ­რუ­ლის წყა­ლო­ბით გა­და­ურ­ჩა იმე­რე­ლი პე­და­გო­გი, რო­მელ­მაც ქუ­თა­ი­სის 41-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში რე­გის­ტრა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე 4 წუ­თით ადრე მი­ას­წრო მის­ვლა.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მაია გა­ბუ­ნი­ამ AMBEBI.GE-ს უამ­ბო, რომ პე­და­გოგ ქალს სკო­ლე­ბი აე­რია, რის გა­მოც დახ­მა­რე­ბის­თვის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა:

"ერთ-ერთი აპ­ლი­კან­ტი პე­და­გო­გი ქუ­თა­ის­ში, კერ­ძოდ, 41-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მდე­ბა­რე სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში იყო გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, ამის ნაც­ვლად კი, შეც­დო­მით პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მი­ვი­და. გა­მოც­დის და­წყე­ბამ­დე 10-12 წუთი იყო დარ­ჩე­ნი­ლი. რე­გის­ტრა­ტორ­მა მას გა­ნუ­მარ­ტა, რომ სკო­ლა შე­ე­შა­ლა, რა­ზეც რა თქმა უნდა, პე­და­გო­გი ძა­ლი­ან აღელ­და, რად­გან გა­მოც­და­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აღარ და­იშ­ვე­ბო­და.

შე­წუხ­და ყვე­ლა გარ­შე­მომ­ყო­ფი ადა­მი­ა­ნი. სა­გა­მოც­დო ცენ­ტრთან ახ­ლოს ყო­ველ­თვის არის სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟი, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას­თან ერ­თად. დახ­მა­რე­ბის­თვის პატ­რულ ინ­სპექ­ტო­რებს მი­მარ­თეს, რომ­ლებ­მაც მო­რი­გე ეკი­პა­ჟი გა­მო­ი­ძა­ხეს, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი თა­ვის სა­გა­მოც­დო ცენ­ტრამ­დე დრო­უ­ლად მი­ეყ­ვა­ნათ.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟ­მა მას­წავ­ლე­ბე­ლი 41-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში წა­იყ­ვა­ნა. ნამ­დვი­ლად გა­უ­მარ­თლა ქალ­ბა­ტონს, რად­გან სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში რომ მი­ვი­და, რე­გის­ტრა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე 4 წუთი იყო დარ­ჩე­ნი­ლი. მო­ას­წრო, გა­ი­ა­რა რე­გის­ტრა­ცია და სა­გა­მოც­დო ტეს­ტე­ბიც და­წე­რა.

იმე­დი მაქვს, რომ სა­გა­მოც­დო გან­წყო­ბა თა­ვი­დან­ვე კარ­გი ჰქონ­და და კარ­გი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ! ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის დროს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ჩარ­თუ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია" - გვი­თხრა მაია გა­ბუ­ნი­ამ.

AMBEBI.GE-მ ასე­ვე გა­არ­კვია, ვინ არი­ან პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც პე­და­გო­გი გა­მოც­დის ჩა­უ­ბა­რებ­ლო­ბას გა­და­არ­ჩი­ნეს. სა­გა­მოც­დო ცენ­ტრთან მო­რი­გე ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი არი­ან: პო­ლი­ცი­ის ლე­ი­ტე­ნან­ტი ილია ბუ­ცხრი­კი­ძე და პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი და­ვით ალ­ფა­ი­ძე. პო­ლი­ცი­ის კა­პი­ტა­ნი გი­ორ­გი სი­რა­ძე და პო­ლი­ცი­ის ლე­ი­ტე­ნან­ტი ბექა ბრეგ­ვა­ძე კი ის პატ­რუ­ლე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მოც­და­ზე 41-ე სკო­ლა­ში მი­იყ­ვა­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ქუთაისში მასწავლებელი, რომელსაც საგამოცდო ცენტრი აერია, გამოცდაზე პატრულმა მიიყვანა

ქუთაისში მასწავლებელი, რომელსაც საგამოცდო ცენტრი აერია, გამოცდაზე პატრულმა მიიყვანა

10 ივლისს პედაგოგების გამოცდები დაიწყო. მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი 21 ივლისამდე გრძელდება. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10-11 ივლისს, გამოცდის სამივე სესიაზე დაგვიანების 9 შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოცდაზე დაგვიანებას პატრულის წყალობით გადაურჩა იმერელი პედაგოგი, რომელმაც ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში რეგისტრაციის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მიასწრო მისვლა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა მაია გაბუნიამ AMBEBI.GE-ს უამბო, რომ პედაგოგ ქალს სკოლები აერია, რის გამოც დახმარებისთვის საპატრულო პოლიციას მიმართა:

"ერთ-ერთი აპლიკანტი პედაგოგი ქუთაისში, კერძოდ, 41-ე საჯარო სკოლაში მდებარე საგამოცდო ცენტრში იყო განაწილებული, ამის ნაცვლად კი, შეცდომით პირველ საჯარო სკოლაში მივიდა. გამოცდის დაწყებამდე 10-12 წუთი იყო დარჩენილი. რეგისტრატორმა მას განუმარტა, რომ სკოლა შეეშალა, რაზეც რა თქმა უნდა, პედაგოგი ძალიან აღელდა, რადგან გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში აღარ დაიშვებოდა.

შეწუხდა ყველა გარშემომყოფი ადამიანი. საგამოცდო ცენტრთან ახლოს ყოველთვის არის საპატრულო ეკიპაჟი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადასთან ერთად. დახმარებისთვის პატრულ ინსპექტორებს მიმართეს, რომლებმაც მორიგე ეკიპაჟი გამოიძახეს, რომ ეს ქალბატონი თავის საგამოცდო ცენტრამდე დროულად მიეყვანათ.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მასწავლებელი 41-ე საჯარო სკოლაში წაიყვანა. ნამდვილად გაუმართლა ქალბატონს, რადგან საგამოცდო ცენტრში რომ მივიდა, რეგისტრაციის დასრულებამდე 4 წუთი იყო დარჩენილი. მოასწრო, გაიარა რეგისტრაცია და საგამოცდო ტესტებიც დაწერა.

იმედი მაქვს, რომ საგამოცდო განწყობა თავიდანვე კარგი ჰქონდა და კარგი შედეგები ექნება. წარმატებებს ვუსურვებ! ასეთი შემთხვევების დროს თითოეული ადამიანის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია" - გვითხრა მაია გაბუნიამ.

AMBEBI.GE-მ ასევე გაარკვია, ვინ არიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებმაც პედაგოგი გამოცდის ჩაუბარებლობას გადაარჩინეს. საგამოცდო ცენტრთან მორიგე ეკიპაჟის წევრები არიან: პოლიციის ლეიტენანტი ილია ბუცხრიკიძე და პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დავით ალფაიძე. პოლიციის კაპიტანი გიორგი სირაძე და პოლიციის ლეიტენანტი ბექა ბრეგვაძე კი ის პატრულები არიან, რომლებმაც მასწავლებელი გამოცდაზე 41-ე სკოლაში მიიყვანეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ