პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ აქციის მონაწილეებს უნდათ საერთაშორისო სტუმრებს მიმართონ, უკეთესი იქნება, თუ ამას ინგლისურ ენაზე გააკეთებენ - გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი
თუ აქციის მონაწილეებს უნდათ საერთაშორისო სტუმრებს მიმართონ, უკეთესი იქნება, თუ ამას ინგლისურ ენაზე გააკეთებენ - გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი

მეც ძა­ლი­ან ხში­რად გა­მოვ­სულ­ვარ დე­მონ­სტრა­ცი­ებ­ზე პარ­ლა­მენ­ტის წინ. ვფიქ­რობ, კარ­გი მე­სი­ჯია, რომ მათ სურთ თა­ვი­სი აზრი გა­მოთ­ქვან, თუმ­ცა თუ მათ უნ­დათ მი­მარ­თონ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუმ­რებს, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და თუ ამას ინ­გლი­სურ ენა­ზე გა­ა­კე­თებ­დნენ, მაგ­რამ არა­უ­შავს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს სა­ში­ნაო საქ­მე­ე­ბი იყო, - ასე უპა­სუ­ხა გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, კლა­უ­დია როთ­მა ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს, შს მი­ნისტ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ შე­კი­თხვა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის კონ­კრე­ტულ მო­თხოვ­ნებს, კლა­უ­დია როთი და­დე­ბი­თად აფა­სებს იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 2020 წლის­თვის არ­ჩევ­ნე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტა­რე­ბა­ზე თა­ნახ­მაა. ამას­თან, გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ შე­საძ­ლოა, დად­გეს კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა.

"რო­გორც ვიცი, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ერთ-ერთი მო­თხოვ­ნა იყო ახა­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბა, რაც ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან კარ­გია. უკვე 2020 წლის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა გან­სხვე­ბუ­ლი ტი­პის არ­ჩევ­ნე­ბი. შე­მიძ­ლია წარ­მო­ვიდ­გი­ნო პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა და შე­მიძ­ლია წარ­მო­ვიდ­გი­ნო, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, რაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტში. ეს სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ა­ერ­თი­ა­ნებს პარ­ტი­ებს, ოჯა­ხებს და დიდი ალ­ბა­თო­ბით, გაჩ­ნდე­ბა კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რაც გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია, ვიდ­რე ის მო­დე­ლი, რო­დე­საც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სარ­გებ­ლობ­დეს მთე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბით", - გა­ნა­ცხა­და გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

თუ აქციის მონაწილეებს უნდათ საერთაშორისო სტუმრებს მიმართონ, უკეთესი იქნება, თუ ამას ინგლისურ ენაზე გააკეთებენ - გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი

თუ აქციის მონაწილეებს უნდათ საერთაშორისო სტუმრებს მიმართონ, უკეთესი იქნება, თუ ამას ინგლისურ ენაზე გააკეთებენ - გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი

მეც ძალიან ხშირად გამოვსულვარ დემონსტრაციებზე პარლამენტის წინ. ვფიქრობ, კარგი მესიჯია, რომ მათ სურთ თავისი აზრი გამოთქვან, თუმცა თუ მათ უნდათ მიმართონ საერთაშორისო სტუმრებს, უკეთესი იქნებოდა თუ ამას ინგლისურ ენაზე გააკეთებდნენ, მაგრამ არაუშავს, სავარაუდოდ, ეს საშინაო საქმეები იყო, - ასე უპასუხა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა ქართველ ჟურნალისტებს, შს მინისტ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან მიმდინარე აქციების შესახებ შეკითხვაზე.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების კონკრეტულ მოთხოვნებს, კლაუდია როთი დადებითად აფასებს იმას, რომ ხელისუფლება 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე თანახმაა. ამასთან, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, დადგეს კოალიციის შექმნის აუცილებლობა.

"როგორც ვიცი, აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ახალი საარჩევნო სისტემის შემოღება, რაც ვფიქრობ, ძალიან კარგია. უკვე 2020 წლისთვის საქართველოში იქნება განსხვებული ტიპის არჩევნები. შემიძლია წარმოვიდგინო პროპორციული სისტემა და შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ამ შემთხვევაში იქნება პოლიტიკური მრავალფეროვნება და პოლიტიკური მოძრაობების მრავალფეროვნება, რაც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში. ეს სავარაუდოდ, გააერთიანებს პარტიებს, ოჯახებს და დიდი ალბათობით, გაჩნდება კოალიციის შექმნის აუცილებლობა, რაც გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის მოდელი, როდესაც გამარჯვებული სარგებლობდეს მთელი ძალაუფლებით", - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა.

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

LIVE "ნიუსრუმიდან" - ხატია დეკანოიძე; ზვიად ძიძიგური

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბანთან მწყემსი დააკავეს