მოსკოვის გარეუბანში, თბოელექტროსადგურ „სევერნაიასთან“ ახლოს, გაზის მილის დაზიანების გამო, ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია 13 ადამიანი.
ცეცხლი გავრცელდა გაზის მაღალი წნევის სადგურზე, გაზსადენზე, ტექნიკურ ნაგებობებსა და სამეურნეო-ადმინისტრაციულ შენობაზე.
ხანძარს 50 სახანძრო და ორი ვერტმფერენი აქრობდა.
ხანძრის გამო ახლომდებარე მაგისტრალი გადაკეტეს. ოფიციალური ინფორმაციით, თბოელექტროსადგური არ დაზიანებულა.
აღნიშნულ ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.