ავტორი:

მასწავლებელი გამოცდაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა - გამოცდებიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა

მასწავლებელი გამოცდაზე არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა - გამოცდებიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა

მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი გამოცხადდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შეფასების დაგამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, იყო დაგვიანების 9 შემთხვევა.

„მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი გამოცხადდა. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იყო დაგვიანების 9 შემთხვევა. სესიებიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა. ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, მესამე შემთხვევაში - არაფხიზელი მდგომარეობა“, - აღნიშნავენ შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების პროცესი 21 ივლისს დასრულდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი