საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
36 წლის წინ გაუჩინარებული გოგონას იდუმალებით მოცული საქმე - რა კავშირშია ვატიკანი ემანუელა ორლანდის ამბავთან?
36 წლის წინ გაუჩინარებული გოგონას იდუმალებით მოცული საქმე - რა კავშირშია ვატიკანი ემანუელა ორლანდის ამბავთან?

ტევ­ტო­ნის სა­საფ­ლაო, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფო­ში - ვა­ტი­კან­ში მდე­ბა­რე­ობს, არც ისე შე­სამ­ჩნე­ვი ად­გი­ლია. უცხო თვა­ლის­გან სა­საფ­ლა­ოს მა­ღა­ლი კედ­ლე­ბი იცავს, მის სი­ახ­ლო­ვეს წმინ­და პეტ­რეს ცნო­ბი­ლი ტა­ძა­რია.

ტევ­ტო­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე, რო­გორც წესი, კა­თო­ლი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს კრძა­ლა­ვენ, რო­მელ­თა მშობ­ლი­უ­რი ენა გერ­მა­ნუ­ლია. ტუ­რის­ტებს ამ ად­გი­ლას არ უშ­ვე­ბენ. მათ მხო­ლოდ კა­რიბ­ჭეს­თან მის­ვლა შე­უძ­ლი­ათ, რო­მელ­საც ერ­თა­დერ­თი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი გვარ­დი­ე­ლი იცავს.

სა­საფ­ლაო ინა­ხავს სა­ი­დუმ­ლოს, რო­მე­ლიც უკვე 36 წე­ლია იტა­ლი­ე­ლე­ბის გო­ნე­ბას აშ­ფო­თებს: 15 წლის ემა­ნუ­ე­ლა ორ­ლან­დის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი დღეს სა­საფ­ლა­ო­ზე ორი სა­მარ­ხის ეგ­სჰუ­მა­ცი­ის მიზ­ნით მი­ვიდ­ნენ. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ერთ-ერთი ნეშ­ტი შე­საძ­ლოა სამი ათწლე­უ­ლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა­სი იყოს...

რა ბედი ეწია ემა­ნუ­ე­ლას?

1983 წლის 22 ივ­ნისს, 15 წლის ემა­ნუ­ე­ლა ფლე­ი­ტა­ზე დაკ­ვრის გაკ­ვე­თი­ლი­დან ბრუნ­დე­ბო­და. ის უკა­ნას­კნე­ლად რო­მის ცენ­ტრში ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბა­ზე შე­ნიშ­ნეს, ამის შემ­დეგ ის უბ­რა­ლოდ გა­უ­ჩი­ნარ­და და მას შემ­დეგ აღა­რა­ვის უნა­ხავს.

ამ დღის შემ­დეგ არ წყდე­ბა ეჭ­ვე­ბი იმა­ზე, თუ რა შე­იძ­ლე­ბო­და მას მოს­ვლო­და - იქ­ნებ გა­ი­ტა­ცეს და მოკ­ლეს? თუ ასეა, მა­შინ სხე­უ­ლი სად არის? ეს კი­თხვე­ბი 36 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს.

ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში გო­გო­ნას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყვე­ლა ჭორ­სა და ვერ­სი­ას მიჰ­ყვე­ბოდ­ნენ და ამოწ­მებ­დნენ. ემა­ნუ­ე­ლას მამა ვა­ტი­კან­ში მუ­შა­ობ­და და გო­გო­ნას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას ხში­რად და აქ­ტი­უ­რად უკავ­ში­რებ­დნენ ამ ფაქტს, მაგ­რამ იყო თუ არა რე­ა­ლუ­რად რა­ი­მე სა­ხის კავ­ში­რი, ჯერ დად­გე­ნი­ლი არ არის.

"ხში­რად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, თავი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა ამ ყვე­ლაფ­რის­თვის, არ მე­ფიქ­რა და ცხოვ­რე­ბით დავმტკბა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია. სა­ნამ არ გა­ვი­გებ, რა შე­ემ­თხვა ჩემს დას, იქამ­დე ვერ მო­ვის­ვე­ნებ“ - ამ­ბობს BBC-ის რე­პორ­ტი­ორ­თან სა­უ­ბარ­ში ემა­ნუ­ე­ლას უფ­რო­სი ძმა პი­ეტ­რო.

რა­ტომ ტევ­ტო­ნის სა­საფ­ლაო?

2019 წლის მარ­ტში ორ­ლან­დე­ბის ოჯახ­მა ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლი მი­ი­ღო. მას­ში ვა­ტი­კან­ში მდე­ბა­რე ტევ­ტო­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე ერთ-ერთი სა­მარ­ხის თავ­ზე მდგა­რი ქვის ან­გე­ლო­ზის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო იდო.

ოჯახ­მა ივა­რა­უ­და, რომ ეს შე­საძ­ლოა, იმ ად­გი­ლის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, სა­დაც ემა­ნუ­ე­ლა გა­ნის­ვე­ნებ­და. ორ­ლან­დებ­მა ვა­ტი­კანს თხოვ­ნით მი­მარ­თეს, საფ­ლა­ვის გახ­სნის ნება და­ერ­თოთ, თუმ­ცა აქამ­დე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბის დიდი სურ­ვი­ლით არ გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ.

"მათ თა­ვის­თვის გა­და­წყვი­ტეს, რომ საქ­მე და­ხუ­რუ­ლია. პაპი ფრან­ცის­კეს დროს, სა­საფ­ლა­ოს კედ­ლე­ბი კი­დევ უფრო მა­ღა­ლი გახ­და. პაპს მისი არ­ჩე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში შევ­ხვდი (2013 წელს) და მან მი­თხრა: "ემა­ნუ­ე­ლა ზე­ცა­შია". ვი­ფიქ­რე, რომ რო­მის პაპ­მა რა­ღაც იცო­და. ამის შემ­დეგ, რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დე მას­თან შეხ­ვედ­რის და­ნიშ­ვნა, რათა აეხ­სნა რა ჰქონ­და მხედ­ვე­ლო­ბა­ში, თუმ­ცა პაპ­მა ფრან­ცის­კემ ჩემ­თან შეხ­ვედ­რა აღარ მო­ი­სურ­ვა“, - გან­მარ­ტავს ემა­ნუ­ე­ლას ძმა.

ოჯახ­მა ვა­ტი­კანს კი­დევ ერთხელ, ამ­ჯე­რად ოფი­ცი­ა­ლუ­რი თხოვ­ნით მი­მარ­თა, რათა მათ­თვის სა­მარ­ხის გაჭ­რის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ. ვა­ტი­კა­ნის სა­სა­მარ­თლომ თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

რის გა­კე­თე­ბას აპი­რებს ვა­ტი­კა­ნი?

"ეს პირ­ვე­ლი დე­მონ­სტრი­რე­ბაა ვა­ტი­კა­ნის მხრი­დან, რომ ის რე­ა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავს ემა­ნუ­ე­ლას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე­ში ვა­ტი­კა­ნი­დან კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას" - მი­იჩ­ნევს პი­ეტ­რო ორ­ლან­დი.

თუმ­ცა, ვა­ტი­კა­ნის პრეს­სამ­სა­ხუ­რი მყა­რად დგას იმ პო­ზი­ცი­ა­ზე, რომ პო­ლი­ცია უბ­რა­ლოდ ამოწ­მებს ვერ­სი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ემა­ნუ­ე­ლას სხე­უ­ლი შე­საძ­ლოა, ტევ­ტო­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე იყოს დაკ­რძა­ლუ­ლი. ემა­ნუ­ე­ლას გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა არ იქ­ნე­ბა - ეს იტა­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა, რო­მე­ლიც ვა­ტი­კა­ნის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში არ ექ­ცე­ვა.

ორ­ლან­დე­ბის ოჯახს ნება დარ­თეს, ორი სა­მარ­ხის გახ­სნის პრო­ცესს დას­წრე­ბოდ­ნენ, იქ იქ­ნე­ბი­ან იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბიც, ვინც ამ სა­მარ­ხებ­ში არი­ან დაკ­რძა­ლულ­ნი. ამის შემ­დეგ, დნმ-ის ანა­ლი­ზის გა­სა­კე­თებ­ლად ნი­მუშს აი­ღე­ბენ, შე­დე­გებს კი ოჯა­ხე­ბი რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში მი­ი­ღე­ბენ.

"თუ რო­მე­ლი­მე სა­მარხში ემა­ნუ­ე­ლას ნეშ­ტი აღ­მოჩ­ნდე­ბა, დე­და­ჩე­მის­თვის ეს ნამ­დვი­ლი ტან­ჯვა იქ­ნე­ბა. ის ჯერ კი­დევ ვა­ტი­კან­ში ცხოვ­რობს, სა­საფ­ლა­ო­დან 200-300 მეტრში. თვი­თონ ის, რომ ამ­დე­ნი ხანი ასე ახ­ლოს იყო ემა­ნუ­ე­ლას­თან და ამის შე­სა­ხებ არც ეჭ­ვობ­და... ამის ძა­ლი­ან მე­ში­ნია. და სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ემა­ნუ­ე­ლა იქ არ არის..." - ამ­ბობს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას ძმა.

ძმის უკა­ნას­კნე­ლი მო­გო­ნე­ბა

პი­ეტ­რო ჯერ კი­დევ არ კარ­გავს იმედს, რომ მისი და შე­იძ­ლე­ბა ცო­ცხა­ლი იყოს. ის იმ დღეს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც ემა­ნუ­ე­ლა უკა­ნას­კნე­ლად ნახა.

"ჩვენ ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვი ერ­თმა­ნეთ­თან. ორი­ვეს მოგ­ვწონ­და მუ­სი­კა. ის ცდი­ლობ­და ჩემ­თვის შო­პე­ნის შე­მოქ­მე­დე­ბი­დან ერთი მო­ნაკ­ვე­თის დაკ­ვრა ეს­წავ­ლე­ბი­ნა. ნო­ტე­ბის ორი გვერ­დი და­ვის­წავ­ლეთ, შემ­დეგ კი გა­უ­ჩი­ნარ­და... იმე­დი მაქვს ოდეს­მე დაბ­რუნ­დე­ბა და და­ნარ­ჩენ­საც მას­წავ­ლის“ - ამ­ბობს პი­ეტ­რო.

მას ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ფიქ­რი არ ტო­ვებს.

"ჩვენ­მა უკა­ნას­კნელ­მა შეხ­ვედ­რამ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გრძნო­ბა და­მი­ტო­ვა. მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლის გამო ვი­ჩხუ­ბეთ. ძა­ლი­ან ცხე­ლო­და, მას­თან ერ­თად არ წა­ვე­დი, რად­გან სხვა საქ­მე­ე­ბი მქონ­და. ემა­ნუ­ე­ლამ გას­ვლი­სას კარი გა­ი­ჯა­ხუ­ნა და ეს და­მა­მახ­სოვ­რდა. არა­ერ­თხელ მი­კი­თხავს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის: რო­გორ იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, მას­თან ერ­თად რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი?"

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
0

ისე გაიგე რამე შენ ამის დამწერო მე რომ გავიგე.ლენცი ჟურნალისტები.

კეთილი რჩევა.
2

რაღაც გაუგებარი ისტორიაა. თუ მეტი ინფორმაცია არ გაგაჩნიათ, ასეთ უაზრობას ნუ სწერთ. დაიტოვეთ დრო და ადგილი, ქვეყნის, სხვა მეტად აქტუალური საკითხებისთვის.

ავტორი:

36 წლის წინ გაუჩინარებული გოგონას იდუმალებით მოცული საქმე - რა კავშირშია ვატიკანი ემანუელა ორლანდის ამბავთან?

36 წლის წინ გაუჩინარებული გოგონას იდუმალებით მოცული საქმე - რა კავშირშია ვატიკანი ემანუელა ორლანდის ამბავთან?

ტევტონის სასაფლაო, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფოში - ვატიკანში მდებარეობს, არც ისე შესამჩნევი ადგილია. უცხო თვალისგან სასაფლაოს მაღალი კედლები იცავს, მის სიახლოვეს წმინდა პეტრეს ცნობილი ტაძარია.

ტევტონის სასაფლაოზე, როგორც წესი, კათოლიკური ორგანიზაციების თანამშრომლებს კრძალავენ, რომელთა მშობლიური ენა გერმანულია. ტურისტებს ამ ადგილას არ უშვებენ. მათ მხოლოდ კარიბჭესთან მისვლა შეუძლიათ, რომელსაც ერთადერთი შვეიცარიელი გვარდიელი იცავს.

სასაფლაო ინახავს საიდუმლოს, რომელიც უკვე 36 წელია იტალიელების გონებას აშფოთებს: 15 წლის ემანუელა ორლანდის გაუჩინარებას.

სამართალდამცველები დღეს სასაფლაოზე ორი სამარხის ეგსჰუმაციის მიზნით მივიდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ ერთ-ერთი ნეშტი შესაძლოა სამი ათწლეულის წინ გაუჩინარებული გოგონასი იყოს...

რა ბედი ეწია ემანუელას?

1983 წლის 22 ივნისს, 15 წლის ემანუელა ფლეიტაზე დაკვრის გაკვეთილიდან ბრუნდებოდა. ის უკანასკნელად რომის ცენტრში ავტობუსის გაჩერებაზე შენიშნეს, ამის შემდეგ ის უბრალოდ გაუჩინარდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

ამ დღის შემდეგ არ წყდება ეჭვები იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მას მოსვლოდა - იქნებ გაიტაცეს და მოკლეს? თუ ასეა, მაშინ სხეული სად არის? ეს კითხვები 36 წლის განმავლობაში აქტუალობას არ კარგავს.

ძიების პროცესში გოგონას ოჯახის წევრები ყველა ჭორსა და ვერსიას მიჰყვებოდნენ და ამოწმებდნენ. ემანუელას მამა ვატიკანში მუშაობდა და გოგონას გაუჩინარებას ხშირად და აქტიურად უკავშირებდნენ ამ ფაქტს, მაგრამ იყო თუ არა რეალურად რაიმე სახის კავშირი, ჯერ დადგენილი არ არის.

"ხშირად მეუბნებოდნენ, თავი დამენებებინა ამ ყველაფრისთვის, არ მეფიქრა და ცხოვრებით დავმტკბარიყავი, მაგრამ არ შემიძლია. სანამ არ გავიგებ, რა შეემთხვა ჩემს დას, იქამდე ვერ მოვისვენებ“ - ამბობს BBC-ის რეპორტიორთან საუბარში ემანუელას უფროსი ძმა პიეტრო.

რატომ ტევტონის სასაფლაო?

2019 წლის მარტში ორლანდების ოჯახმა ანონიმური წერილი მიიღო. მასში ვატიკანში მდებარე ტევტონის სასაფლაოზე ერთ-ერთი სამარხის თავზე მდგარი ქვის ანგელოზის ამსახველი ფოტო იდო.

ოჯახმა ივარაუდა, რომ ეს შესაძლოა, იმ ადგილის მანიშნებელი ყოფილიყო, სადაც ემანუელა განისვენებდა. ორლანდებმა ვატიკანს თხოვნით მიმართეს, საფლავის გახსნის ნება დაერთოთ, თუმცა აქამდე სასულიერო პირები ოჯახის დახმარების დიდი სურვილით არ გამოირჩეოდნენ.

"მათ თავისთვის გადაწყვიტეს, რომ საქმე დახურულია. პაპი ფრანცისკეს დროს, სასაფლაოს კედლები კიდევ უფრო მაღალი გახდა. პაპს მისი არჩევიდან რამდენიმე დღეში შევხვდი (2013 წელს) და მან მითხრა: "ემანუელა ზეცაშია". ვიფიქრე, რომ რომის პაპმა რაღაც იცოდა. ამის შემდეგ, რამდენჯერმე ვცადე მასთან შეხვედრის დანიშვნა, რათა აეხსნა რა ჰქონდა მხედველობაში, თუმცა პაპმა ფრანცისკემ ჩემთან შეხვედრა აღარ მოისურვა“, - განმარტავს ემანუელას ძმა.

ოჯახმა ვატიკანს კიდევ ერთხელ, ამჯერად ოფიციალური თხოვნით მიმართა, რათა მათთვის სამარხის გაჭრის უფლება მიეცათ. ვატიკანის სასამართლომ თხოვნა დააკმაყოფილა.

რის გაკეთებას აპირებს ვატიკანი?

"ეს პირველი დემონსტრირებაა ვატიკანის მხრიდან, რომ ის რეალურად განიხილავს ემანუელას გაუჩინარების საქმეში ვატიკანიდან კონკრეტული პირის პასუხისმგებლობას" - მიიჩნევს პიეტრო ორლანდი.

თუმცა, ვატიკანის პრესსამსახური მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ პოლიცია უბრალოდ ამოწმებს ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ემანუელას სხეული შესაძლოა, ტევტონის სასაფლაოზე იყოს დაკრძალული. ემანუელას გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიება არ იქნება - ეს იტალიის ხელისუფლების პრეროგატივაა, რომელიც ვატიკანის იურისდიქციაში არ ექცევა.

ორლანდების ოჯახს ნება დართეს, ორი სამარხის გახსნის პროცესს დასწრებოდნენ, იქ იქნებიან იმ ადამიანების ოჯახის წევრებიც, ვინც ამ სამარხებში არიან დაკრძალულნი. ამის შემდეგ, დნმ-ის ანალიზის გასაკეთებლად ნიმუშს აიღებენ, შედეგებს კი ოჯახები რამდენიმე კვირაში მიიღებენ.

"თუ რომელიმე სამარხში ემანუელას ნეშტი აღმოჩნდება, დედაჩემისთვის ეს ნამდვილი ტანჯვა იქნება. ის ჯერ კიდევ ვატიკანში ცხოვრობს, სასაფლაოდან 200-300 მეტრში. თვითონ ის, რომ ამდენი ხანი ასე ახლოს იყო ემანუელასთან და ამის შესახებ არც ეჭვობდა... ამის ძალიან მეშინია. და სიმართლე გითხრათ, ვიმედოვნებ, რომ ემანუელა იქ არ არის..." - ამბობს გაუჩინარებული გოგონას ძმა.

ძმის უკანასკნელი მოგონება

პიეტრო ჯერ კიდევ არ კარგავს იმედს, რომ მისი და შეიძლება ცოცხალი იყოს. ის იმ დღეს იხსენებს, როდესაც ემანუელა უკანასკნელად ნახა.

"ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავი ერთმანეთთან. ორივეს მოგვწონდა მუსიკა. ის ცდილობდა ჩემთვის შოპენის შემოქმედებიდან ერთი მონაკვეთის დაკვრა ესწავლებინა. ნოტების ორი გვერდი დავისწავლეთ, შემდეგ კი გაუჩინარდა... იმედი მაქვს ოდესმე დაბრუნდება და დანარჩენსაც მასწავლის“ - ამბობს პიეტრო.

მას ერთი კონკრეტული ფიქრი არ ტოვებს.

"ჩვენმა უკანასკნელმა შეხვედრამ არასასიამოვნო გრძნობა დამიტოვა. მუსიკის გაკვეთილის გამო ვიჩხუბეთ. ძალიან ცხელოდა, მასთან ერთად არ წავედი, რადგან სხვა საქმეები მქონდა. ემანუელამ გასვლისას კარი გაიჯახუნა და ეს დამამახსოვრდა. არაერთხელ მიკითხავს საკუთარი თავისთვის: როგორ იქნებოდა ყველაფერი, მასთან ერთად რომ წავსულიყავი?"