პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქმეში ახალი მტკიცებულებებია, მის პატიმრობაში დატოვებას ვითხოვთ" - მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ ცნობს
"საქმეში ახალი მტკიცებულებებია, მის პატიმრობაში დატოვებას ვითხოვთ" - მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ ცნობს

და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მი­ხე­ილ კა­ლან­დია წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბულს გა­ნუ­მარ­ტა, რომ მას ბრა­ლი ედე­ბა და­ვით სა­რა­ლი­ძის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნა­ში. ამას­თან, მო­სა­მარ­თლემ გა­ნუ­მარ­ტა მას უფ­ლე­ბე­ბი და ჰკი­თხა, ცნობს თუ არა თავს დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­ში.

„არ ვცნობ თავს დამ­ნა­შა­ვედ", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ამ.

პრო­კუ­რა­ტუ­რა დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბას ითხოვს. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს პრო­კუ­რორ­მა მი­რი­ან მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, დღეს წარ­დგე­ნი­ლი იქ­ნე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა და­საშ­ვე­ბად ცნო­ბას ბრალ­დე­ბის მხა­რე მო­ი­თხოვს.

"წარ­მოდ­გე­ნი­ლი გვაქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ვი­შუ­ამ­დგომ­ლებთ მათ და­საშ­ვე­ბად ცნო­ბას. ასე­ვე გა­და­ი­სინ­ჯე­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა. ბრალ­დე­ბის მხა­რე თავ­და­პირ­ველ პო­ზი­ცი­ას უჭერს მხარს და მიგ­ვაჩ­ნია, რომ საქ­მე­ში არ­სე­ბობს საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აღ­კვე­თის გა­მო­ყე­ნე­ბის", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

ამას­თან, რო­გორც მი­რი­ან მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, საქ­მე­ში არის ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის 2019 წელს მო­პო­ვე­ბუ­ლო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.

„მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ში­ნა­არსში ვერ შე­ვალ, თუმ­ცა საქ­მე­ში არ­სე­ბობს რო­გორც წე­რი­ლო­ბი­თი, ასე­ვე აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი და სხვა სა­ხის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცი­ას ადას­ტუ­რებს", - აღ­ნიშ­ნა პრო­კუ­რორ­მა მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, მი­ხე­ილ კა­ლან­დია ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 4 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 6 ივ­ნისს შე­ე­ფარ­და.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"საქმეში ახალი მტკიცებულებებია, მის პატიმრობაში დატოვებას ვითხოვთ" - მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ ცნობს

"საქმეში ახალი მტკიცებულებებია, მის პატიმრობაში დატოვებას ვითხოვთ" - მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ ცნობს

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ მას ბრალი ედება დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში. ამასთან, მოსამართლემ განუმარტა მას უფლებები და ჰკითხა, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალში.

„არ ვცნობ თავს დამნაშავედ", - განაცხადა მიხეილ კალანდიამ.

პროკურატურა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიხეილ კალანდიას პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა განუცხადა, დღეს წარდგენილი იქნება მტკიცებულებები, რომელთა დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარე მოითხოვს.

"წარმოდგენილი გვაქვს მტკიცებულებები და ვიშუამდგომლებთ მათ დასაშვებად ცნობას. ასევე გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიება. ბრალდების მხარე თავდაპირველ პოზიციას უჭერს მხარს და მიგვაჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები აღკვეთის გამოყენების", - განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, როგორც მირიან მეგრელიშვილმა აღნიშნა, საქმეში არის ახალი მტკიცებულებები, მათ შორის 2019 წელს მოპოვებულო მტკიცებულებები.

„მტკიცებულებების შინაარსში ვერ შევალ, თუმცა საქმეში არსებობს როგორც წერილობითი, ასევე აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა სახის მტკიცებულებები, რაც ერთობლიობაში ბრალდების მხარის პოზიციას ადასტურებს", - აღნიშნა პროკურორმა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში, როცა მიხეილ კალანდიას 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ემოციური ფოტორეპორტაჟი

"ოცნებამ" ჩემს შვილს შეტენა ყველაფერი" - როგორ ეხმაურებიან მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას

მიხეილ კალანდიას 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა