მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
21 წლის ბიჭი, რომელმაც დაკარგული საფულე იპოვა და პოლიციაში მიიტანა, დააპატიმრეს - რას ყვება ბრალდებულის მხარე
21 წლის ბიჭი, რომელმაც დაკარგული საფულე იპოვა და პოლიციაში მიიტანა, დააპატიმრეს - რას ყვება ბრალდებულის მხარე

21 წლის ბიჭი, რო­მელ­მაც და­კარ­გუ­ლი სა­ფუ­ლე იპო­ვა და პო­ლი­ცი­ა­ში მი­ი­ტა­ნა, და­ა­პა­ტიმ­რეს. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში და­ტო­ვა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მის­თვის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შე­სა­ხებ.

შემ­თხვე­ვა თბი­ლის­ში ერთი კვი­რის წინ მოხ­და. ბრალ­დე­ბუ­ლის დე­ი­და AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში საქ­მის დე­ტა­ლებს ყვე­ბა. მისი თქმით, შ.ჩ. სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მე­უღ­ლეს­თან და მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ვარ­კე­თილ­ში, სუ­პერ­მარ­კეტ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც და­კარ­გუ­ლი სა­ფუ­ლე შე­ნიშ­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა შე­ნო­ბა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა ვი­დე­ო­კა­მე­რებ­მაც აღ­ბეჭ­დეს. რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის დე­ი­და ნუკა არ­ვე­ლა­ძე ამ­ბობს, კად­რებ­ში ჩანს, რომ სა­ლა­როს­თან კლი­ენ­ტე­ბის რი­გია. ბრალ­დე­ბუ­ლი მიყ­ვე­ბა რიგს და რო­დე­საც მო­ლა­რეს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა, აწ­ვდის მას ნა­პოვნ სა­ფუ­ლეს. ნივ­თი არის დიდი ზო­მის სა­ფუ­ლე სა­ხე­ლუ­რით. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა მას ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს. ბრალ­დე­ბუ­ლი შ.ჩ იღებს სა­ფუ­ლეს და მი­აქვს.

"სა­ინ­ტე­რე­სოა ის, რომ შსს ამ საქ­მეს ხუ­რავ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის არ­ქო­ნის გამო. სა­ნამ და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ, წინა დღე­ებ­ში და­ი­ბა­რეს და უთხრეს, რომ ვხუ­რავთ საქ­მე­სო. მაგ­რამ მერე რა­ტომ შე­მო­აბ­რუ­ნეს ასე, ვერ მივ­ხვდი.

ჩემი დის­შვი­ლი არას­რულ­წლოვ­ნე­ბა­ში ნა­სამ­რთლე­ვია სხვი­სი ნივ­თის მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე. ორი თვეა რაც ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და. ელექტრო­სა­მა­ჯუ­რი უკე­თია და ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა აქვს, ამი­ტომ ცხრა სა­ა­თამ­დე სახ­ლში უნდა ყო­ფი­ლი­ყო. რო­დე­საც ნივ­თი იპო­ვა, იყო სა­ღა­მოს სა­ა­თე­ბი, თვი­თონ ვერ ას­წრებ­და ჩა­ე­ტა­ნა პო­ლი­ცი­ა­ში და მის­მა მშობ­ლებ­მა მი­ი­ტა­ნეს სა­ფუ­ლე პო­ლი­ცი­ა­ში.

მე­ო­რე დღეს შედ­გა ოქმი, იპო­ვეს სა­ფუ­ლის პატ­რო­ნი, ირა­ნე­ლი პირი. ეს ადა­მი­ა­ნი ჯერ ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ედო ფული შიგ­ნით თუ არა. და­ი­წყო ათა­სი დო­ლა­რი­დან და ავი­და ათას სა­მა­ას დო­ლა­რამ­დე, კი­დევ ორ­მო­ცი ლარი მე­დოო. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ჩვე­ნე­ბე­ბი მის­ცა.

ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბო კი ის არის, რომ სა­ფუ­ლე­ში სხვა დო­კუ­მენ­ტებ­თან ერ­თად კა­ზი­ნოს ბა­რა­თე­ბი ედო. ანუ არის აზარ­ტუ­ლი მო­თა­მა­შე და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ცრუ­ობ­დეს და არა­ნა­ი­რი ფული არ ჰქო­ნო­და რე­ა­ლუ­რად შიგ­ნით" - ამ­ბობს ნუკა რა­ვე­ლა­ძე.

შემ­თხვე­ვა­ზე საქ­მე 177 ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც ქურ­დო­ბას გუ­ლის­ხმობს, კერ­ძოდ სხვი­სი ნივ­თის ფა­რუ­ლად და­უფ­ლე­ბას. ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის კახა მუმ­ლა­ძის თქმით, საქ­მე თა­ვი­დან­ვე არას­წო­რად დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და და ამას­თან, არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

"ფა­რუ­ლად და­უფ­ლე­ბა რო­გორ არის, რო­დე­საც ეს მოქ­მე­დე­ბე­ბი აღ­წე­რეს ვი­დე­ო­კა­მე­რებ­მა და ჩემი დაც­ვის ქვე­ში მყო­ფი მო­ლა­რეს აწ­ვდის სა­ფუ­ლეს, შემ­დეგ დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად ხსნის და მი­აქვს?! გა­მო­ძი­ე­ბას არც კი და­უ­კი­თხავს მა­გა­ლი­თად მო­ლა­რე, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ შემ­თხვე­ვი­დან ერთ სა­ათ­ში მი­ვი­და სუ­პერ­მარ­კეტ­ში ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე და კი­თხუ­ლობ­და, აქ ხომ არ დამ­რჩა სა­ფუ­ლეო.

ეს მო­ლა­რე ასე­ვე ამ­ბობს, რომ ჩვენ ვი­ცო­დით, მას ედო ათას ხუ­თა­სი ლარი, დაც­ვას­თან ასე უთ­ქვამ­სო. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლიც ამ­ბობს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი თან­ხა­ზე ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დაო, ხან რას ამ­ბობ­და, ხან რასო. ბო­ლოს ათას ხუ­თას დო­ლა­რამ­დე ავი­დაო. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერთი რამ: ეს ირა­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქე თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს, რომ ფული ედო ჯი­ბე­ში, ჯი­ბი­დან ამო­ი­ღო ფული და გა­უ­წო­და მო­ლა­რეს. ამ მოქ­მე­დე­ბა­ში მას ჩან­თა ხელს უშ­ლი­და და იმი­ტომ დადო იქვე დახლზე. ანუ რე­ა­ლუ­რად, ფული მას ჯი­ბე­ში ედო. ჩხრე­კაც კი არ ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ, რად­გან თვი­თონ­ვე შე­ე­პა­რათ ეჭვი გა­მომ­ძი­ებ­ლებს ამ მა­მა­კა­ცის ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ჩვე­ნე­ბის გამო.

ის რომ, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა არას­რულ­წლოვ­ნე­ბა­ში ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი და ამის გამო მი­უ­სა­ჯო წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა, ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან არ არ­სე­ბობს არც მი­მალ­ვის და არც მოწ­მე­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე. ამას­თან, არ არ­სე­ბობს პრაქ­ტი­კა­ში ასე­თი რამ - მო­ი­პა­როს ადა­მი­ან­მა ნივ­თი, ამო­ი­ღოს იქე­დან ფული და მი­ი­ტა­ნოს პო­ლი­ცი­ა­ში.

სამ­წუ­ხა­როდ, ამ მხრივ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ძა­ლი­ან არას­წო­რი მიდ­გო­მა აქვთ და ეს არ არის ერ­თა­დერ­თი ფაქ­ტი. ბევ­რი მსმე­ნია ასე­თი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია საქ­მის „გახ­სნა“ მა­შინ, რო­დე­საც თა­ვი­სი ფე­ხით მი­დის პო­ლი­ცი­ა­ში ადა­მი­ა­ნი და მი­აქვს ნივ­თი" - აცხა­დებს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ად­ვო­კა­ტი კახა მუმ­ლა­ძე.

ბრალ­დე­ბუ­ლის დე­ი­და ამ­ბობს, რომ სა­სა­მარ­თლოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ შე­უ­რიგ­დე­ბი­ან და ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ ბერ­კეტს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

"ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მქონ­და, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო ზე­პი­რი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლავ­და საქ­მეს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შეც­ვლი­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ მო­სა­მარ­თლე პა­ა­ტა სი­ლა­გა­ძემ არ მი­იჩ­ნია სა­ჭი­როდ ჩვენს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბის მოს­მე­ნა და ძა­ლა­ში და­ტო­ვა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩემი დის­შვი­ლი და­ტო­ვა პა­ტიმ­რო­ბა­ში.

რო­გორც გა­ვარ­კვიე პა­ა­ტა სი­ლა­გა­ძე იმ 50-კა­ცი­ან სი­ა­შია, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭომ წა­რად­გი­ნა პარ­ლა­მენ­ტში. არ ვა­პი­რებ გავ­ჩერ­დე და თაღ­ლი­თი აზარ­ტუ­ლი მო­თა­მა­შე ირა­ნე­ლის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უსა­მარ­თლოდ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მსხვერ­პლად შევ­წი­რო უსა­მარ­თლო­ბას. გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, იქ­ნე­ბა ეს მო­რი­გი გა­სა­ჩივ­რე­ბა, შემ­ხვედ­რი სარ­ჩე­ლი, აქ­ცია პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან თუ სტრას­ბურ­გი! კარ­გი და კე­თი­ლი საქ­მე მად­ლო­ბის ნაც­ვლად პა­ტიმ­რო­ბით არ უნდა ის­ჯე­ბო­დეს!“ - ამ­ბობს ნუკა არ­ვე­ლა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

21 წლის ბიჭი, რომელმაც დაკარგული საფულე იპოვა და პოლიციაში მიიტანა, დააპატიმრეს - რას ყვება ბრალდებულის მხარე

21 წლის ბიჭი, რომელმაც დაკარგული საფულე იპოვა და პოლიციაში მიიტანა, დააპატიმრეს - რას ყვება ბრალდებულის მხარე

21 წლის ბიჭი, რომელმაც დაკარგული საფულე იპოვა და პოლიციაში მიიტანა, დააპატიმრეს. სააპელაციო სასასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ.

შემთხვევა თბილისში ერთი კვირის წინ მოხდა. ბრალდებულის დეიდა AMBEBI.GE-სთან საუბარში საქმის დეტალებს ყვება. მისი თქმით, შ.ჩ. საღამოს საათებში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ვარკეთილში, სუპერმარკეტში იმყოფებოდა, როდესაც დაკარგული საფულე შენიშნა.

აღნიშნული შემთხვევა შენობაში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმაც აღბეჭდეს. როგორც ბრალდებულის დეიდა ნუკა არველაძე ამბობს, კადრებში ჩანს, რომ სალაროსთან კლიენტების რიგია. ბრალდებული მიყვება რიგს და როდესაც მოლარეს მიუახლოვდება, აწვდის მას ნაპოვნ საფულეს. ნივთი არის დიდი ზომის საფულე სახელურით. ახალგაზრდა გოგონა მას ყურადღებას არ აქცევს. ბრალდებული შ.ჩ იღებს საფულეს და მიაქვს.

"საინტერესოა ის, რომ შსს ამ საქმეს ხურავდა მტკიცებულებების არქონის გამო. სანამ დააპატიმრებდნენ, წინა დღეებში დაიბარეს და უთხრეს, რომ ვხურავთ საქმესო. მაგრამ მერე რატომ შემოაბრუნეს ასე, ვერ მივხვდი.

ჩემი დისშვილი არასრულწლოვნებაში ნასამრთლევია სხვისი ნივთის მითვისების ფაქტზე. ორი თვეა რაც ციხიდან გამოვიდა. ელექტროსამაჯური უკეთია და შინაპატიმრობა აქვს, ამიტომ ცხრა საათამდე სახლში უნდა ყოფილიყო. როდესაც ნივთი იპოვა, იყო საღამოს საათები, თვითონ ვერ ასწრებდა ჩაეტანა პოლიციაში და მისმა მშობლებმა მიიტანეს საფულე პოლიციაში.

მეორე დღეს შედგა ოქმი, იპოვეს საფულის პატრონი, ირანელი პირი. ეს ადამიანი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, ედო ფული შიგნით თუ არა. დაიწყო ათასი დოლარიდან და ავიდა ათას სამაას დოლარამდე, კიდევ ორმოცი ლარი მედოო. მოკლედ, ძალიან ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცა.

ყველაზე საყურადღებო კი ის არის, რომ საფულეში სხვა დოკუმენტებთან ერთად კაზინოს ბარათები ედო. ანუ არის აზარტული მოთამაშე და არ არის გამორიცხული, ცრუობდეს და არანაირი ფული არ ჰქონოდა რეალურად შიგნით" - ამბობს ნუკა რაველაძე.

შემთხვევაზე საქმე 177 ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს, კერძოდ სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებას. ბრალდებულის ადვოკატის კახა მუმლაძის თქმით, საქმე თავიდანვე არასწორად დაკვალიფიცირდა და ამასთან, არ ჩატარებულა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

"ფარულად დაუფლება როგორ არის, როდესაც ეს მოქმედებები აღწერეს ვიდეოკამერებმა და ჩემი დაცვის ქვეში მყოფი მოლარეს აწვდის საფულეს, შემდეგ დემონსტრაციულად ხსნის და მიაქვს?! გამოძიებას არც კი დაუკითხავს მაგალითად მოლარე, რომელიც ამბობს, რომ შემთხვევიდან ერთ საათში მივიდა სუპერმარკეტში ირანის მოქალაქე და კითხულობდა, აქ ხომ არ დამრჩა საფულეო.

ეს მოლარე ასევე ამბობს, რომ ჩვენ ვიცოდით, მას ედო ათას ხუთასი ლარი, დაცვასთან ასე უთქვამსო. გამომძიებელიც ამბობს, დაზარალებული თანხაზე ვერ ჩამოყალიბდაო, ხან რას ამბობდა, ხან რასო. ბოლოს ათას ხუთას დოლარამდე ავიდაო. ასევე მნიშვნელოვანია ერთი რამ: ეს ირანელი მოქალაქე თავის ჩვენებაში ამბობს, რომ ფული ედო ჯიბეში, ჯიბიდან ამოიღო ფული და გაუწოდა მოლარეს. ამ მოქმედებაში მას ჩანთა ხელს უშლიდა და იმიტომ დადო იქვე დახლზე. ანუ რეალურად, ფული მას ჯიბეში ედო. ჩხრეკაც კი არ ჩაუტარებიათ, რადგან თვითონვე შეეპარათ ეჭვი გამომძიებლებს ამ მამაკაცის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენების გამო.

ის რომ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვნებაში ჩაიდინა დანაშაული და ამის გამო მიუსაჯო წინასწარი პატიმრობა, ყოვლად დაუშვებელია, რადგან არ არსებობს არც მიმალვის და არც მოწმეზე ზემოქმედების საფრთხე. ამასთან, არ არსებობს პრაქტიკაში ასეთი რამ - მოიპაროს ადამიანმა ნივთი, ამოიღოს იქედან ფული და მიიტანოს პოლიციაში.

სამწუხაროდ, ამ მხრივ სამართალდამცველებს ძალიან არასწორი მიდგომა აქვთ და ეს არ არის ერთადერთი ფაქტი. ბევრი მსმენია ასეთი საქმეების შესახებ, ძალიან მარტივია საქმის „გახსნა“ მაშინ, როდესაც თავისი ფეხით მიდის პოლიციაში ადამიანი და მიაქვს ნივთი" - აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბარში ადვოკატი კახა მუმლაძე.

ბრალდებულის დეიდა ამბობს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ შეურიგდებიან და ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ, საკუთარი ოჯახის წევრის უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

"ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავდა საქმეს და გადაწყვეტილებას შეცვლიდა, მაგრამ სამწუხაროდ მოსამართლე პაატა სილაგაძემ არ მიიჩნია საჭიროდ ჩვენს მიერ მომზადებული არგუმენტების მოსმენა და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ჩემი დისშვილი დატოვა პატიმრობაში.

როგორც გავარკვიე პაატა სილაგაძე იმ 50-კაციან სიაშია, რომელიც იუსტიციის საბჭომ წარადგინა პარლამენტში. არ ვაპირებ გავჩერდე და თაღლითი აზარტული მოთამაშე ირანელის ჩვენების საფუძველზე უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი მსხვერპლად შევწირო უსამართლობას. გავაკეთებ ყველაფერს, იქნება ეს მორიგი გასაჩივრება, შემხვედრი სარჩელი, აქცია პროკურატურასთან თუ სტრასბურგი! კარგი და კეთილი საქმე მადლობის ნაცვლად პატიმრობით არ უნდა ისჯებოდეს!“ - ამბობს ნუკა არველაძე.

"ენა გააჩერე! სიზმარში ხომ გელანდებოდა? კიდევ მოგელანდება" - პროცესზე გიორგი შაქარაშვილის დედის განცხადებები ბრალდებულებმა გააპროტესტეს

რატომ ვერ გადაკვეთა გიგი უგულავამ საზღვარი - შსს საპასუხო განცხადებას ავრცელებს

პოლიციამ დააკავა ინდოეთის მოქალაქე, რომელმაც ინტერნეტბანკის ყალბი ვებგვერდი შექმნა და 9500 ლარი სხვისი ანგარიშიდან მიითვისა