მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლის დიზაინი ჩემს ქმარს ეკუთვნის"  - რატომ აღარ ბრუნდება წყნეთიდან თბილისში ნინო ორდენიძის ოჯახი
"სახლის დიზაინი ჩემს ქმარს ეკუთვნის"  - რატომ აღარ ბრუნდება წყნეთიდან თბილისში ნინო ორდენიძის ოჯახი

ნინო ორ­დე­ნი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პო­დი­უ­მი­დან გა­იც­ნო. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა ჰქონ­და, თუმ­ცა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან, ლე­ვან გვა­ზა­ვას­თან და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, ნელ-ნელა პო­დი­უმს ჩა­მო­შორ­და და მთელ დროს შვი­ლე­ბის - დო­დოშ­კას და მა­შოს აღ­ზრდას უთ­მობ­და. ბავ­შვე­ბი წა­მო­ი­ზარ­დნენ, ნი­ნომ კა­რი­ე­რის­თვის მო­ი­ცა­ლა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტო­ბი­დან თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა.

ნი­ნომ და ლე­ვან­მა და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ვა­კე­ში რამ­დე­ნი­მე ბინა გა­მო­იც­ვა­ლეს, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ და­ფუძ­ნე­ბა წყნეთ­ში გა­და­წყვი­ტეს. გა­ა­რე­მონ­ტეს სა­ა­გა­რა­კო სახ­ლი და ბავ­შვებ­თან ერ­თად სუფ­თა ჰა­ერ­ზე და­სახ­ლდნენ.

"და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე კერ­ძო სახ­ლში ქი­ა­ჩე­ლის ქუ­ჩა­ზე. გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ კი ჯერ ქო­ბუ­ლე­თის ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დი, მერე - ატენ­ზე, შემ­დეგ - ბა­გებ­ში, მაგ­რამ ვე­რაფ­რით შე­ვე­გუე კორ­პუს­ში ცხოვ­რე­ბას. ეს სახ­ლი სა­ა­გა­რა­კოდ გვქონ­და, ზა­ფხუ­ლო­ბით რომ ამოვ­დი­ო­დით, უკან დაბ­რუ­ნე­ბა აღარ მინ­დო­და.

ძვე­ლი რე­მონ­ტის მი­უ­ხე­და­ვად, აქ ყოფ­ნა მა­ინც ყვე­ლა­ფერს მერ­ჩივ­ნა. არ შე­მიძ­ლია ეს სა­დარ­ბა­ზო, კო­რი­დო­რუ­ლი სის­ტე­მა, კორ­პუ­სი და რა ვქნა?! ჩემი მე­უღ­ლეც გიჟ­დე­ბა სა­კუ­თარ სახლზე, სულ უნ­დო­და, რომ გვქო­ნო­და ეზო, სა­დაც ეყო­ლე­ბო­და ბევ­რი ძაღ­ლი და ეს სურ­ვი­ლიც აის­რუ­ლა" - გვიყ­ვე­ბა ნინო.

სახ­ლი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნია. ქვე­და, ე.წ. ნულ სარ­თულ­ზე ოჯა­ხის უფ­რო­სის, ლე­ვა­ნის „რე­ზი­დენ­ცი­აა“, სა­დაც მა­რანს აკე­თებს. ვი­ნა­ი­დან ჯერ სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ იყო, გა­და­ღე­ბის­გა­ნაც თავი შე­ვი­კა­ვეთ.

პირ­ველ სარ­თულ­ზე დიდი ჰოლი, მი­სა­ღე­ბი, კა­ბი­ნე­ტი, აბა­ზა­ნა, სამ­ზა­რე­უ­ლო და ტე­რა­სე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

- შარ­შან და­ვი­წყეთ სახ­ლის რე­მონ­ტი. ვი­ფიქ­რეთ, ხელს შე­ვავ­ლებთ, რომ ზა­ფხუ­ლის­თვის გვქონ­დეს-თქო, მაგ­რამ ისეთ აზარ­ტში შე­ვე­დით, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და აქ გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით სა­ცხოვ­რებ­ლად.

წე­ლი­წად­ში თით­ქმის 5 თვე, მა­ი­სი­დან - ოქ­ტომ­ბრამ­დე, მა­ინც აქ ვი­ყა­ვით, და სულ ვწე­ლავ­დი თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის დროს. მა­შინ ასე­თი გათ­ბო­ბა და პი­რო­ბე­ბი არ გვქონ­და და ზამ­თარ­ში ვერ ვრჩე­ბო­დით, ახლა, როცა უკვე ყვე­ლა­ნა­ი­რი კომ­ფორ­ტია შექ­მნი­ლი, ალ­ბათ აღა­რას­დროს დავ­ბრუნ­დე­ბი კორ­პუს­ში. თან, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - სუფ­თა ჰა­ე­რია, თბი­ლის­ში ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია სუნ­თქვა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბა­გე­ბი, სა­დაც ბო­ლოს ვცხოვ­რობ­დით, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ად­გი­ლად ით­ვლე­ბა, წყნე­თი მა­ინც სულ სხვაა. მას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი მაქვს.

სამ­სა­ხურ­ში რომ მივ­დი­ვარ, ერთი სული მაქვს, სახ­ლში დავ­ბრუნ­დე, არ­სად აღარ მინ­და წას­ვლა. როცა მე­გობ­რე­ბი რა­ი­მეს აღ­ვნიშ­ნავთ ან დღე­სას­წა­უ­ლია, აღარ გა­ნი­ხი­ლე­ბა სხვა ად­გი­ლი, აქ ვიკ­რი­ბე­ბით, ჩემ­თან. არა­ნა­ი­რად არ მი­ჭირს აქე­დან სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რუ­ლი, არც ბავ­შვებს აქვთ პრობ­ლე­მა. ჩემი მე­გო­ბა­რი ელე­ნე ხოშ­ტა­რია ტა­ბახ­მე­ლა­ში ცხოვ­რობს და სულ მიკ­ვირ­და, ამ­ხე­ლა გზა­ზე რო­გორ და­დი­ო­და, მაგ­რამ გზას სა­ერ­თოდ ვერ ვგრძნო­ბო, - მპა­სუ­ხობ­და, და მეც ასე ვარ, ახლა მივ­ხვდი, რას გუ­ლის­ხმობ­და. 7-10 წუთ­ში ვარ თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლო­დან რუს­თა­ველ­ზე გას­ვლა შე­იძ­ლე­ბა უფრო რთუ­ლი იყოს, ვიდ­რე აქე­დან ჩას­ვლა. ბავ­შვე­ბი ბა­გებ­ში სწავ­ლო­ბენ წმინ­და გი­ორ­გის სკო­ლა­ში, ამი­ტომ მათ­თვი­საც ძა­ლი­ან იო­ლია, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჩა­დი­ან და ამო­დი­ან.

სახ­ლში თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლის ინ­ტე­რი­ე­რია, თუმ­ცა რეტ­რო სტი­ლი ძვე­ლე­ბუ­რი ავე­ჯი­თა და ნივ­თე­ბი­თაა შე­ტა­ნი­ლი. შე­სას­ვლელ­ში ძვე­ლე­ბუ­რი სარ­კე­ე­ბი­ა­ნი კა­რა­და მომ­ხვდა თვალ­ში. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს კა­რა­და ვარ­დის ხის­გან ყო­ფი­ლა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ნი­ნოს გან­სა­კუთ­რებ­ლად უყ­ვარს, რად­გან ბე­ბომ აჩუ­ქა.

მი­სა­ღე­ბი ჰო­ლის­გან სვე­ტე­ბი­თაა გა­მო­ყო­ფი­ლი, ბუ­ხა­რი და რბი­ლი სა­მე­უ­ლი ერთ სივ­რცე­შია გან­ლა­გე­ბუ­ლი, მე­ო­რე ნა­წილ­ში კი დიდი მა­გი­და დგას სკა­მებ­თან ერ­თად, სა­დაც ოჯა­ხი სტუმ­რებს მას­პინ­ძლობს ხოლ­მე.

- რე­მონ­ტი შარ­შან, ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში და­ვი­წყეთ და ცხრა თვე­ში გად­მო­ვე­დით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი ქმა­რი წო­დე­ბით გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რია და მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და, სახ­ლის დი­ზა­ი­ნი, გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, მას ეკუთ­ვნის (იღი­მის). იმ პე­რი­ოდ­ში იყო არ­ჩევ­ნე­ბი, ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი ამ ამ­ბებ­ში და ტე­ლე­ფო­ნით გვქონ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, ვა­თან­ხმებ­დით, რა და რო­გორ უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, მას კი სის­რუ­ლე­ში მოჰ­ყავ­და წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"სახლის დიზაინი ჩემს ქმარს ეკუთვნის"  - რატომ აღარ ბრუნდება წყნეთიდან თბილისში ნინო ორდენიძის ოჯახი

"სახლის დიზაინი ჩემს ქმარს ეკუთვნის"  - რატომ აღარ ბრუნდება წყნეთიდან თბილისში ნინო ორდენიძის ოჯახი

ნინო ორდენიძე საზოგადოებამ პოდიუმიდან გაიცნო. წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან, ლევან გვაზავასთან დაოჯახების შემდეგ, ნელ-ნელა პოდიუმს ჩამოშორდა და მთელ დროს შვილების - დოდოშკას და მაშოს აღზრდას უთმობდა. ბავშვები წამოიზარდნენ, ნინომ კარიერისთვის მოიცალა და სამოქალაქო აქტივისტობიდან თბილისის საკრებულოში გადაინაცვლა.

ნინომ და ლევანმა დაქორწინების შემდეგ ვაკეში რამდენიმე ბინა გამოიცვალეს, თუმცა, საბოლოოდ დაფუძნება წყნეთში გადაწყვიტეს. გაარემონტეს სააგარაკო სახლი და ბავშვებთან ერთად სუფთა ჰაერზე დასახლდნენ.

"დავიბადე და გავიზარდე კერძო სახლში ქიაჩელის ქუჩაზე. გათხოვების შემდეგ კი ჯერ ქობულეთის ქუჩაზე ვცხოვრობდი, მერე - ატენზე, შემდეგ - ბაგებში, მაგრამ ვერაფრით შევეგუე კორპუსში ცხოვრებას. ეს სახლი სააგარაკოდ გვქონდა, ზაფხულობით რომ ამოვდიოდით, უკან დაბრუნება აღარ მინდოდა.

ძველი რემონტის მიუხედავად, აქ ყოფნა მაინც ყველაფერს მერჩივნა. არ შემიძლია ეს სადარბაზო, კორიდორული სისტემა, კორპუსი და რა ვქნა?! ჩემი მეუღლეც გიჟდება საკუთარ სახლზე, სულ უნდოდა, რომ გვქონოდა ეზო, სადაც ეყოლებოდა ბევრი ძაღლი და ეს სურვილიც აისრულა" - გვიყვება ნინო.

სახლი ორსართულიანია. ქვედა, ე.წ. ნულ სართულზე ოჯახის უფროსის, ლევანის „რეზიდენციაა“, სადაც მარანს აკეთებს. ვინაიდან ჯერ სამუშაოები დასრულებული არ იყო, გადაღებისგანაც თავი შევიკავეთ.

პირველ სართულზე დიდი ჰოლი, მისაღები, კაბინეტი, აბაზანა, სამზარეულო და ტერასებია განთავსებული.

- შარშან დავიწყეთ სახლის რემონტი. ვიფიქრეთ, ხელს შევავლებთ, რომ ზაფხულისთვის გვქონდეს-თქო, მაგრამ ისეთ აზარტში შევედით, რომ საბოლოო ჯამში, გადავწყვიტეთ, საფუძვლიანად გაგვეკეთებინა და აქ გადმოვსულიყავით საცხოვრებლად.

წელიწადში თითქმის 5 თვე, მაისიდან - ოქტომბრამდე, მაინც აქ ვიყავით, და სულ ვწელავდი თბილისში დაბრუნების დროს. მაშინ ასეთი გათბობა და პირობები არ გვქონდა და ზამთარში ვერ ვრჩებოდით, ახლა, როცა უკვე ყველანაირი კომფორტია შექმნილი, ალბათ აღარასდროს დავბრუნდები კორპუსში. თან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სუფთა ჰაერია, თბილისში ფაქტობრივად შეუძლებელია სუნთქვა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაგები, სადაც ბოლოს ვცხოვრობდით, ეკოლოგიურად სუფთა ადგილად ითვლება, წყნეთი მაინც სულ სხვაა. მასთან განსაკუთრებული, ბავშვობის მოგონებები მაქვს.

სამსახურში რომ მივდივარ, ერთი სული მაქვს, სახლში დავბრუნდე, არსად აღარ მინდა წასვლა. როცა მეგობრები რაიმეს აღვნიშნავთ ან დღესასწაულია, აღარ განიხილება სხვა ადგილი, აქ ვიკრიბებით, ჩემთან. არანაირად არ მიჭირს აქედან სამსახურში სიარული, არც ბავშვებს აქვთ პრობლემა. ჩემი მეგობარი ელენე ხოშტარია ტაბახმელაში ცხოვრობს და სულ მიკვირდა, ამხელა გზაზე როგორ დადიოდა, მაგრამ გზას საერთოდ ვერ ვგრძნობო, - მპასუხობდა, და მეც ასე ვარ, ახლა მივხვდი, რას გულისხმობდა. 7-10 წუთში ვარ თბილისში, საბურთალოდან რუსთაველზე გასვლა შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე აქედან ჩასვლა. ბავშვები ბაგებში სწავლობენ წმინდა გიორგის სკოლაში, ამიტომ მათთვისაც ძალიან იოლია, რამდენიმე წუთში ჩადიან და ამოდიან.

სახლში თანამედროვე სტილის ინტერიერია, თუმცა რეტრო სტილი ძველებური ავეჯითა და ნივთებითაა შეტანილი. შესასვლელში ძველებური სარკეებიანი კარადა მომხვდა თვალში. აღმოჩნდა, რომ ეს კარადა ვარდის ხისგან ყოფილა დამზადებული და ნინოს განსაკუთრებლად უყვარს, რადგან ბებომ აჩუქა.

მისაღები ჰოლისგან სვეტებითაა გამოყოფილი, ბუხარი და რბილი სამეული ერთ სივრცეშია განლაგებული, მეორე ნაწილში კი დიდი მაგიდა დგას სკამებთან ერთად, სადაც ოჯახი სტუმრებს მასპინძლობს ხოლმე.

- რემონტი შარშან, ოქტომბრის დასაწყისში დავიწყეთ და ცხრა თვეში გადმოვედით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმარი წოდებით გენერალ-მაიორია და მთელი თავისი ცხოვრება პოლიციაში მუშაობდა, სახლის დიზაინი, გაგიკვირდებათ და, მას ეკუთვნის (იღიმის). იმ პერიოდში იყო არჩევნები, ჩართული ვიყავი ამ ამბებში და ტელეფონით გვქონდა კონსულტაციები, ვათანხმებდით, რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო, მას კი სისრულეში მოჰყავდა წაიკითხეთ ვრცლად

"კორონავირუსის 24-ე შემთხვევა იტალიასთან არის დაკავშირებული" - ამირან გამყრელიძე

რა არის პანდემია და როდის ცხადდება ის?

"მიეწოდებათ კლასგარეშე დავალებები..." - რას გეგმავს განათლების სამინისტრო, რომ სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმა შესრლდეს