სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მინდა, რომ მან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში" - რას ითხოვს მიხეილ კალანდიას ოჯახი
"მე მინდა, რომ მან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში" - რას ითხოვს მიხეილ კალანდიას ოჯახი

მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ოჯა­ხი შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლის­გან ბო­დი­შის მოხ­და ითხოვს.

რო­გორც ლუკა კა­ლან­დი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მეზვრიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას მი­მალ­ვა­ზე სა­უბ­რობ­და, სა­სა­მარ­თლო არ ცვლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას და მისი ძმა პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა. კა­ლან­დია ამ­ბობს, რომ და­კა­ვე­ბის დღეს მი­ხე­ილ კა­ლან­დია მი­მალ­ვას არ ცდი­ლობ­და და სა­სა­მარ­თლო­ში მი­დი­ო­და.

"თი­თო­ე­ულ სხდო­მა­ზე ჩვენ ვე­ლო­დე­ბით, რომ მი­ხე­ი­ლი გა­მო­ვა გა­რეთ, ამი­ტომ დღე­საც ეს მო­ლო­დი­ნი გვაქვს. მინ­და მივ­მარ­თო ნა­თია მეზვრიშ­ვილს - მე მინ­და, რომ მან მო­ი­ხა­დოს ბო­დი­ში სა­ჯა­როდ იმ ცრუ გან­ცხა­დე­ბის­თვის, რაც მან გა­ა­კე­თა, რად­გან მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის რან­გის ადა­მი­ა­ნი არ უნდა აკე­თებ­დეს არა­კომ­პე­ტენ­ტურ გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც შემ­დგომ ჩემს ძმას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლის სა­კი­თხში ხელს უშ­ლის. ვგუ­ლის­ხმობ იმ გან­ცხა­დე­ბას, რომ მი­ხე­ი­ლი ქა­ლა­ქი­დან გარ­ბო­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­სა­მარ­თლო­ზე მოვ­დი­ო­დით, ამის ცნო­ბაც არ­სე­ბობს, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც. ამი­ტომ მო­ვი­თხოვ სა­ჯა­როდ მო­ი­ხა­დოს ბო­დი­ში და გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა, რომ არ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია ან ცრუ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს, არ აქვს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა, თქვას რა და რო­გორ იყო და შემ­დეგ ვი­ლა­პა­რა­კოთ და­ნარ­ჩენ­ზე. რო­დე­საც მო­სა­მარ­თლე მსჯე­ლობს აღ­კვე­თის შეც­ვლა­ზე და ასა­ბუ­თებს იმით, რომ არ­სე­ბობს მი­მალ­ვის საფრ­თხე, როცა წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ბავ­შვი აქ იყო, ქა­ლაქ­ში, არ­სად გა­დი­ო­და და ყვე­ლა პრო­ცეს­ზე ცხად­დე­ბო­და, რამ გა­მო­იწ­ვია ეს მი­მალ­ვის საფრ­თხე, ჩნდე­ბა ლო­გი­კუ­რი კი­თხვა?!", - გა­ნა­ცხა­და ლუკა კა­ლან­დი­ამ.

და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე დღეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი იმარ­თე­ბა. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, მი­ხე­ილ კა­ლან­დია ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 4 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 6 ივ­ნისს შე­ე­ფარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"მე მინდა, რომ მან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში" - რას ითხოვს მიხეილ კალანდიას ოჯახი

"მე მინდა, რომ მან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში" - რას ითხოვს მიხეილ კალანდიას ოჯახი

მიხეილ კალანდიას ოჯახი შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილისგან ბოდიშის მოხდა ითხოვს.

როგორც ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მეზვრიშვილის განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც მიხეილ კალანდიას მიმალვაზე საუბრობდა, სასამართლო არ ცვლის აღკვეთის ღონისძიებას და მისი ძმა პატიმრობაში რჩება. კალანდია ამბობს, რომ დაკავების დღეს მიხეილ კალანდია მიმალვას არ ცდილობდა და სასამართლოში მიდიოდა.

"თითოეულ სხდომაზე ჩვენ ველოდებით, რომ მიხეილი გამოვა გარეთ, ამიტომ დღესაც ეს მოლოდინი გვაქვს. მინდა მივმართო ნათია მეზვრიშვილს - მე მინდა, რომ მან მოიხადოს ბოდიში საჯაროდ იმ ცრუ განცხადებისთვის, რაც მან გააკეთა, რადგან მინისტრის მოადგილის რანგის ადამიანი არ უნდა აკეთებდეს არაკომპეტენტურ განცხადებას, რომელიც შემდგომ ჩემს ძმას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხში ხელს უშლის. ვგულისხმობ იმ განცხადებას, რომ მიხეილი ქალაქიდან გარბოდა. სინამდვილეში სასამართლოზე მოვდიოდით, ამის ცნობაც არსებობს, მტკიცებულებებიც. ამიტომ მოვითხოვ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და გააკეთოს განცხადება, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ან ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, თქვას რა და როგორ იყო და შემდეგ ვილაპარაკოთ დანარჩენზე. როდესაც მოსამართლე მსჯელობს აღკვეთის შეცვლაზე და ასაბუთებს იმით, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე, როცა წელიწადნახევარი ბავშვი აქ იყო, ქალაქში, არსად გადიოდა და ყველა პროცესზე ცხადდებოდა, რამ გამოიწვია ეს მიმალვის საფრთხე, ჩნდება ლოგიკური კითხვა?!", - განაცხადა ლუკა კალანდიამ.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი იმართება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ახალი ჩანაწერი გუდაურის მკვლელობის საქმეზე - "ჩანს, რომ კობიაშვილი აკეთებს გამაფრთხილებელ გასროლას ფეხის მიმართულებით"

"ნიკას ღრიალი ახლაც ჩამესმის ყურში - დედა მოვკალიო!" - რას ჰყვებიან მეზობლები ოჯახზე, სადაც საზარელი მკვლელობა მოხდა

რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში, როცა მიხეილ კალანდიას 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ემოციური ფოტორეპორტაჟი