პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი პესკოვი - საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა
დიმიტრი პესკოვი - საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა

კრემლს ნა­ად­რე­ვად მი­აჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლოს­თან ავი­ა­მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნა­ზე ლა­პა­რა­კი. სი­ტუ­ა­ცი­ას და­ვაკ­ვირ­დე­ბით, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრესმდი­ვან­მა, დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ფრე­ნე­ბის აკ­რძალ­ვა იძუ­ლე­ბი­თი ნა­ბი­ჯია, შე­სა­ბა­მი­სად, სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„რო­გორც კი გაჩ­ნდე­ბა იმის ნიშ­ნე­ბი, რომ სი­ტუ­ა­ცია ნორ­მა­ლი­ზე­ბუ­ლია რუსი ტუ­რის­ტე­ბის­თვის, რუ­სო­ფო­ბი­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბის შე­დე­გი გაქ­რა, მა­შინ იქ­ნე­ბა ანა­ლი­ზი­სა და სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის დრო, ჯერ ამა­ზე ლა­პა­რა­კი ად­რეა. რა თქმა უნდა, ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ ადრე თუ გვი­ან ეს მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ჯერ, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასე­თი ძლი­ე­რი პო­ლა­რი­ზა­ცი­ი­სას, თან ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ელ­ფე­რით, რუ­სო­ფო­ბი­უ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბით, არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ყოფ­ნის ობი­ექ­ტუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

პეს­კო­ვის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ­მა ან­ტი­რუ­სულ­მა გან­წყო­ბი­ლე­ბებ­მა ლო­გი­კუ­რად გა­მო­იწ­ვია ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რე­აქ­ცია. მან ხაზი გა­უს­ვა, რომ "ლექ­სი­კა, რო­მე­ლიც ჟღერს სა­პა­სუ­ხო გა­მოხ­ტო­მებ­ში რუ­სე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, არ არის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სფე­რო."

„სა­ში­ნე­ლი რუ­სო­ფო­ბი­უ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად იწ­ვევს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ რე­აქ­ცი­ას. თქვენ ხე­დავთ, რო­გო­რი ერ­თსუ­ლო­ვა­ნი პო­ზი­ცია და­ი­კა­ვეს ჩვენ­მა სა­ხალ­ხო რჩე­უ­ლებ­მა -პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა. თქვენ ხე­დავთ, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი საკ­მა­ოდ მრის­ხა­ნედ რე­ა­გი­რე­ბენ ამა­ზე. ამი­ტომ ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­დას­ხვა გან­ზო­მი­ლე­ბაა“, - თქვა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესმდი­ვან­მა და დას­ძი­ნა: „ერ­თია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გა­მოხ­ტო­მე­ბი, სხვა საქ­მეა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რე­აქ­ცია ამა­ზე“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა 21 ივ­ნისს ხელი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, 8 ივ­ლი­სი­დან რუ­სულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბი აეკ­რძა­ლათ. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს, რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მათი რე­ი­სე­ბიც 8 ივ­ლი­სი­დან შე­ჩერ­და. ამის მი­ზე­ზი რუ­სე­თის ტრან­სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. რო­გორც რუ­სე­თის ტრან­სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ამის მი­ზე­ზია სა­თა­ნა­დო სა­ა­ვი­ა­ციო უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და ასე­ვე ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა.

00:00 / 00:00
ავტორი:

დიმიტრი პესკოვი - საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა

დიმიტრი პესკოვი - საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა

კრემლს ნაადრევად მიაჩნია საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე ლაპარაკი. სიტუაციას დავაკვირდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთან ფრენების აკრძალვა იძულებითი ნაბიჯია, შესაბამისად, სიტუაციაზე მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება.

„როგორც კი გაჩნდება იმის ნიშნები, რომ სიტუაცია ნორმალიზებულია რუსი ტურისტებისთვის, რუსოფობიული გამოვლინებების შედეგი გაქრა, მაშინ იქნება ანალიზისა და სხვა გადაწყვეტილებების მიღების დრო, ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება, მაგრამ ჯერ, ქართული საზოგადოების ასეთი ძლიერი პოლარიზაციისას, თან ექსტრემისტული ელფერით, რუსოფობიური გამოვლინებებით, არსებობს საქართველოში რუსი ტურისტების დიდი რაოდენობის ყოფნის ობიექტური საშიშროება“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, საქართველოში არსებულმა ანტირუსულმა განწყობილებებმა ლოგიკურად გამოიწვია ფართო საზოგადოებრივი რეაქცია. მან ხაზი გაუსვა, რომ "ლექსიკა, რომელიც ჟღერს საპასუხო გამოხტომებში რუსეთის ტელევიზიაში, არ არის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის სფერო."

„საშინელი რუსოფობიური გამოვლინებები აუცილებლად იწვევს ფართო საზოგადოებრივ რეაქციას. თქვენ ხედავთ, როგორი ერთსულოვანი პოზიცია დაიკავეს ჩვენმა სახალხო რჩეულებმა -პარლამენტარებმა. თქვენ ხედავთ, რიგითი მოქალაქეები საკმაოდ მრისხანედ რეაგირებენ ამაზე. ამიტომ ეს აბსოლუტურად სხვადასხვა განზომილებაა“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა და დასძინა: „ერთია მიზანმიმართული გამოხტომები, სხვა საქმეა საზოგადოებრივი რეაქცია ამაზე“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ. რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანიებს, რუსეთის მიმართულებით მათი რეისებიც 8 ივლისიდან შეჩერდა. ამის მიზეზი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებაა. როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამის მიზეზია სათანადო საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ასევე ვადაგადაცილებული დავალიანება.

წყალი ისევ 18 საათით შეწყდება - რომელ უბნებს შეეზღუდება წყალმომარაგება

უბნები და ქუჩები თბილისში, სადაც ხვალ დენი გაითიშება

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილმა" მუშაობა შეაჩერა