სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტკივილების მიუხედავად, მდიდარი ცხოვრება მქონდა" - რა არის დალი ჩიტალაძის სილამაზის საიდუმლო
"ტკივილების მიუხედავად, მდიდარი ცხოვრება მქონდა" - რა არის დალი ჩიტალაძის სილამაზის საიდუმლო

დალი ჩი­ტა­ლა­ძე სი­ლა­მა­ზი­თა და დახ­ვე­წი­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლია. სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბი­სა და სტი­ლის წყა­ლო­ბით, ის ბავ­შვო­ბი­დან იქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც ცნო­ბილ ვარ­სკვლა­ვებ­თან მუ­შა­ობ­და და მათ იმიჯ­ზე ზრუ­ნავ­და კი­დეც.

რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მისი გა­რეგ­ნო­ბა გე­ნე­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, თუმ­ცა გე­ნე­ტი­კას ზრუნ­ვაც სჭირ­დე­ბა, რაც აშ­კა­რად კარ­გად გა­მოს­დის, სა­კუ­თარ რჩე­ვებს დალი ჩი­ტა­ლა­ძე AMBEBI.GE-ს მკი­თხველს უზი­ა­რებს.

- ქალ­ბა­ტო­ნო დალი, მუდ­მი­ვად შე­სა­შურ ფორ­მა­ში ხართ, რა­შია თქვე­ნი სა­ი­დუმ­ლო?

- გა­ვი­მე­ო­რებ და ვი­ტყვი, რომ პო­ზი­ტი­ვია ჩემი გა­რეგ­ნო­ბის სა­ი­დუმ­ლო. არა­ერ­თხელ მო­უ­წე­რი­ათ, ეს ქალი სხვის ჯი­ნა­ზე ცდი­ლობს ბედ­ნი­ე­რი გა­მოჩ­ნდე­სო, მაგ­რამ ასე ნამ­დვი­ლად არ არის. ვინც ბავ­შვო­ბი­დან მიც­ნობს, იცის, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ოპ­ტი­მის­ტი ვარ. თუ ცუდი რამ შე­მემ­თხვა, ვამ­ბობ ამა­ზე ცუდი არა­ფე­რი იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. ღმერ­თის­გან ყო­ველ­თვის ვი­ღებ იმ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რაც მაქვს, მად­ლო­ბე­ლი ვარ და ბედ­ნი­ე­რი. სხვა ფაქ­ტო­რებს რაც შე­ე­ხე­ბა, ვცდი­ლობ, სწო­რად ვიკ­ვე­ბო, ვი­ვარ­ჯი­შო და ასე­ვე შე­მიძ­ლია სა­კუ­თა­რი სტრე­სის მარ­თვა. ყო­ველ­დღე უამ­რა­ვი სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა, მაგ­რამ ასე­თი დე­ვი­ზი მაქვს, რა­ტომ უნდა ვი­ნერ­ვი­უ­ლო იმა­ზე, რა­საც არ ეშ­ვე­ლე­ბა? ასეთ დროს ძა­ლი­ან მშვე­ლის ვარ­ჯი­ში. ეს არის ჩემი ნარ­კო­ტი­კი.

- სტრე­სის მარ­თვა წლებ­თან ერ­თად ის­წავ­ლეთ?

- ახალ­გაზ­რდა როცა ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფერს გან­ვიც­დი­დი, მაგ­რამ წყე­ნა და ნერ­ვი­უ­ლო­ბა დიდ­ხანს არ მიმყვე­ბო­და, მე­ო­რე დღეს მა­ვი­წყდე­ბა ცუდი.

როცა ჩემი და გარ­და­იც­ვა­ლა, სა­ში­ნელ რე­ა­ლო­ბას­თან დავ­დე­ქი, რა უნდა მექ­ნა? მი­ვი­ღე ეს რო­გორც ნი­შა­ნი და მა­გა­ლი­თი ღვთის­გან და მას შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ არაფ­რის გამო არ უნდა ინერ­ვი­უ­ლო. სწო­რედ ამ ტრა­გე­დი­ამ მას­წავ­ლა, რომ ვიზ­რუ­ნო სა­კუ­თარ თავ­ზე და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, რად­გან თუ შენ ცუ­დად იქ­ნე­ბი, ცუ­დად იქ­ნე­ბი­ან შენი შვი­ლე­ბიც და ოჯა­ხის წევ­რე­ბიც.

ჩემ­თვის დიდი შოკი იყო ჩემი დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­ტა­ნა­ში ეკ­ლე­სია და მე­გობ­რე­ბი და­მეხ­მა­რა. მათი მეშ­ვე­ო­ბით შევ­ძე­ლი ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. ეს ურ­თუ­ლე­სი იყო, მაგ­რამ რას იზამ? ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს ტკი­ვი­ლი, პრობ­ლე­მა, დარ­დი... მე ჩემს დარდს არა­ვის ვაჩ­ვე­ნებ. ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ ცო­ცხა­ლი ვარ და ვი­ცი­ნი. მივ­ხვდი, და­ბე­რე­ბა დიდი მად­ლია. მი­თუ­მე­ტეს, თუ ჯან­მრთე­ლო­ბა ხელს გი­წყობს ამა­ში. ჩემს მე­გობ­რებს ვე­ხუმ­რე­ბი კი­დეც, როცა გარ­და­ვიც­ვლე­ბი, წი­თე­ლი ლა­კის ფეხ­საც­მე­ლი ჩა­მაც­ვით და ისე დამ­კრძა­ლეთ-მეთ­ქი. დალ­ხე­ნი­ლი არა­ვინ არის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ჩემი ქმა­რი ხში­რად ამ­ბობს, დიდ ფულს დიდი პრობ­ლე­მე­ბი მო­აქ­ვსო, არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი პრობ­ლე­მე­ბის გა­რე­შე, მაგ­რამ ერთხელ გვაქვს ცხოვ­რე­ბის შან­სი, ნუ დავ­ლან­ძღავთ ერ­თმა­ნეთს და პო­ზი­ტი­უ­რე­ბი უნდა ვი­ყოთ.

- თქვენს ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, რომ ბავ­შვო­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ლა­მა­ზის გო­გო­ნა იყა­ვით, ფაქ­ტია, გე­ნე­ტი­კაც ხელს გი­წყობთ...

- გე­ნე­ტი­კას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ბავ­შვო­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლი ვი­ყა­ვი, მი­ღებ­დნენ ფილ­მებ­ში, ვსწავ­ლობ­დი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში, ჩემს სიმ­ღე­რებს მღე­როდ­ნენ და პირ­ვე­ლად მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პე­ბის გა­და­ღე­ბა სწო­რედ ჩვენ და­ვი­წყეთ. მა­შინ ერ­თა­დერ­თი ტე­ლე­ვი­ზია იყო პირ­ვე­ლი არხი და იქ ხდე­ბო­და ამ კლი­პე­ბის ჩვე­ნე­ბა. ერთი თა­ო­ბა ვართ მე, დათო ევ­გე­ნი­ძე, სან­დრო ვახ­ტან­გო­ვი, ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი და თეა გა­და­ბა­ძე, მა­შინ ენ­თუ­ზი­აზმზე ვმუ­შა­ობ­დით, ბევ­რი კარ­გი გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი გვაქვს. ჩემი ტკი­ვი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მდი­და­რი ცხოვ­რე­ბა მქონ­და და ამით ვა­მა­ყობ. "ფე­ის­ბუქ­ზე" სა­ში­ნელ კო­მენ­ტა­რებს როცა შევ­ხვდე­ბი, ვბლო­კავ და ვშლი, როცა არ გიც­ნო­ბენ შე­შურ­დე­ბათ, ზოგს ბოღ­მა აქვს და შენ­ზე აფ­რქვევს, ამი­ტომ ვცდი­ლობ ეს ნე­გა­ტი­ვი ავი­ცი­ლო.

- ბავ­შვო­ბი­დან ვარ­ჯი­შობთ?

- ჩემს ბავ­შვო­ბა­ში შე­მო­ვი­და მო­და­ში ჯეინ ფონ­დას აე­რო­ბი­კა. მა­შინ თბი­ლის­ში არ იყო სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზე­ბი, ამი­ტომ სახ­ლში ვიკ­რი­ბე­ბო­დით, ჩავ­რთავ­დით ამ კა­სე­ტებს და ვვარ­ჯი­შობ­დით. მერე, ამე­რი­კა­ში როცა წა­ვე­დი, მივ­ხვდი, თუ არ ივარ­ჯი­შებ, ხარ ცუ­დად. ვარ­ჯი­ში სა­ო­ცა­რია, ხალ­ხო, კო­ლა­გე­ნიც მუ­შა­ობს, ყვე­ლა ორ­გა­ნო ჩარ­თუ­ლია და თავს კარ­გად გრძნობ. ასე­ვე, ვცდი­ლობ ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბო. რა­ღაც პე­რი­ო­დი სი­გა­რეტს ვე­წე­ო­დი, მერე თავი და­ვა­ნე­ბე, მერე ისევ და­ვი­წყე და მივ­ხვდი, ეს იყო სა­ში­ნე­ლე­ბა, ამი­ტომ 5 წე­ლია აღარ ვე­წე­ვი. პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ის­თვი­საც მი­მი­მარ­თავს, მაგ­რამ სწო­რად უნდა შე­არ­ჩიო ექი­მი და ნორ­მის ფარ­გლებ­ში უნდა მოხ­დეს პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის ჩა­რე­ვა. ეს არც უნდა შე­გე­ტყოს და თა­ვიც უფრო კარ­გად უნდა იგ­რძნო.

- თქვენ რო­მელ პლას­ტი­კურ ქი­რურგს მი­მარ­თეთ და რა პრო­ცე­დუ­რა ჩა­ი­ტა­რეთ?

- ივა კუ­ზა­ნოვ­მა გა­მი­კე­თა ყე­ლის და ოვა­ლის ლიფ­ტინ­გი. სწო­რედ ივამ მი­თხრა, მო­წე­ვას თავი და­ა­ნე­ბეო და ეს კარ­გი სა­ბა­ბი იყო მავ­ნე ჩვე­ვის გა­და­საგ­დე­ბად.

- ყო­ველ­დღი­უ­რად ვარ­ჯი­შობთ?

- ყო­ველ­დღი­უ­რად ვარ­ჯიშს ვერ ვა­ხერ­ხებ, მაგ­რამ კვი­რა­ში სამ­ჯერ დავ­დი­ვარ სა­ვარ­ჯი­შოდ. ასე­ვე, ყო­ველ ზა­ფხულს ერთი თვე მა­ინც ვარ ზღვა­ზე და ყო­ველ­დღე ვცუ­რავ. მიყ­ვარს წყა­ლი.

- ამ ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და ბი­ო­რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცი­ის და ბო­ტოქ­სის გა­კე­თე­ბა, რას ფიქ­რობთ ასეთ პრო­ცე­დუ­რებ­ზე?

- კარ­გია ბი­ო­რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცია, 30 წლის ზე­მოთ ყვე­ლამ უნდა გა­ი­კე­თოს ბი­ო­რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა ბო­ტოქსს, ბო­ტოქ­სიც კარ­გია, რე­ვო­ლუ­ცია მო­ახ­დი­ნა კოს­მე­ტი­კა­ში, ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­და­დო 10-15 წლით. სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­გე­ბა­ში არ იყ­ვნენ, 96 წელს გა­ვი­კე­თე პირ­ვე­ლად ამე­რი­კა­ში ბო­ტოქ­სი. პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ექიმ­მა ზუს­ტად იცის, რა წერ­ტილ­ში გა­გი­კე­თოს, შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის ვა­ყე­ნებ, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი გვაკ­ლია ყვე­ლა სფე­რო­ში.

- დი­ე­ტა არას­დროს და­გი­ცავთ?

- ცხოვ­რე­ბა­ში დი­ე­ტა არ და­მი­ცავს. 50 წლის როცა გავ­ხდი, მივ­ხვდი, მე­ტა­ბო­ლიზ­მი აღარ მქონ­და. ბევ­რს არას­დროს ვჭამ­დი, ბავ­შვო­ბი­დან 20-21 წლის ასაკ­ში გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რო­გორ უნდა ვიკ­ვე­ბო სწო­რად. დი­ლას ვი­წყებ წყლით, მერე მი­ვირ­თმევ ხილს, ხა­ჭოს და ამის შემ­დეგ ვსვამ ყა­ვას რძით.

ბევ­რი წყა­ლი და სწო­რი კვე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ყო­ველ­დღე ვჭამ ხილს, ბოსტნე­ულს და ცი­ლას. მო­ხარ­შუ­ლი და მკვდა­რი საჭ­მე­ლი სა­სარ­გებ­ლო არ არის. უჯრე­დი­სი ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა მი­ვი­ღოთ. რო­გორც კი ბევრ პურს და ნამ­ცხვარს მი­ვირ­თმევ, პლი­უ­სი მაქვს წო­ნა­ში, ამი­ტომ შე­ზღუ­დუ­ლი მაქვს. ქალს როცა წლე­ბი ემა­ტე­ბა, წო­ნა­შიც იმა­ტებს, მცირ­დე­ბა ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის დონე, ამი­ტომ მუდ­მი­ვად უნდა აკონ­ტრო­ლო სა­კუ­თა­რი წონა.

- მა­კი­ა­ჟის მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან რო­გორ იცავთ კანს?

- ხა­რის­ხი­ა­ნი კოს­მე­ტი­კა უნდა გა­მო­ი­ყე­ნო. სა­ნამ "მე­ი­კაპს" გა­ი­კე­თებ, დამ­ცა­ვი უნდა წა­ის­ვა. უმ­ჯო­ბე­სია, იყი­დო ხა­რის­ხი­ა­ნი კოს­მე­ტი­კა, ან სა­ერ­თოდ არ წა­ის­ვა. უხა­რის­ხო კოს­მე­ტი­კა ყვე­ლა­ფერს აზა­რა­ლებს. ისე­თი დროა, ყვე­ლა­ფე­რი დევს ინ­ტერ­ნეტ­ში, ამი­ტომ ვუ­ყუ­რებ რო­გორ გა­ვი­კე­თო სწო­რად მა­კი­ა­ჟი. მა­კი­ა­ჟით არ უნდა და­ი­ძი­ნო, სა­ღა­მოს უნდა გა­იწ­მინ­დო კანი და და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი წა­ის­ვა. ერთ სა­ი­დუმ­ლოს გა­გან­დობთ, მე ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ და ერთი სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნა გა­ვა­კე­თე, კარ­გია, თუ ძი­ლის წინ C ვი­ტა­მის და­ლევთ, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ზარ­დე­ბი, რად­გან ადა­მი­ა­ნის რე­გე­ნე­რა­ცია სწო­რედ ძილ­ში ხდე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მო­ზარ­დმა ადრე და­ი­ძი­ნოს და დიდ­ხანს ეძი­ნოს, რად­გან ამ დროს იზ­რდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მო­წე­ვას, და­უშ­ვე­ბე­ლია მო­ზარ­დის­თვის მო­წე­ვა, დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, მწე­ვე­ლი მო­ზარ­დე­ბის სი­მაღ­ლე 4 სმ-ით ნაკ­ლე­ბია.

- რა თან­ხა გე­ხარ­ჯე­ბათ თა­ვის მოვ­ლა­ში?

- პო­პუ­ლა­რო­ბა ხელს გი­წყობს, რა­ღა­ცე­ბი უფა­სოდ გქონ­დეს. ბარ­ტე­რი მაქვს, ერთ-ერთი კლი­ნი­კის სახე ვარ, სა­დაც სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რებს ვი­ტა­რებ კვი­რა­ში ერთხელ.

- ახლა ზა­ფხუ­ლია, წე­ლი­წა­დის ამ დროს მან­დი­ლოს­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ცდი­ლო­ბენ ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ, რა რჩე­ვებს მის­ცემთ გო­გო­ნებს, ვი­საც სურს, მო­დუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს?

- ზა­ფხუ­ლია და ტრენ­დუ­ლია თეთ­რი ფეხ­საც­მე­ლი, ქო­შე­ბი, ნე­ო­ნის ფერი შე­ი­ტა­ნეთ თქვენს ჩაც­მუ­ლო­ბა­ში. მა­ღალ­წე­ლი­ა­ნი შარ­ვლე­ბი, ფე­რა­დოვ­ნე­ბა... იმ­დე­ნად ლი­ბე­რა­ლუ­რია დღე­ვან­დე­ლი მოდა, ად­ვი­ლია, იყო მო­დუ­რი. რაც გინ­და, ის ჩა­იც­ვი. მთა­ვა­რია, მი­ი­ღოთ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია ინ­ტერ­ნე­ტი­დან და შემ­დეგ იმუ­შა­ოთ სარ­კეს­თან, ხან­და­ხან უგე­მოვ­ნოდ ჩაც­მულ ადა­მი­ანს როცა ვხე­დავ, ვფიქ­რობ, რა­ტომ ხდე­ბა ასე, მაგ­რამ მივ­ხვდი, ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად აღიქ­ვამს სი­ლა­მა­ზეს. ფული არაა სა­ჭი­რო იყო გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი. დღეს თან დიდი სა­შუ­ა­ლე­ბაა ამის­თვის, ყვე­ლა კუ­თხე­ში არის ია­ფი­ა­ნი მა­ღა­ზი­ე­ბი, ასე­ვე მე­ო­რა­დე­ბი, სა­დაც შე­გიძ­ლია გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად ჩა­იც­ვა. არა­სო­დეს იყი­დოთ უხა­რის­ხო სა­მო­სი. ყვე­ლა­ზე მო­დუ­რი ახლა არის კო­ტო­ნი და ტილო. ეს კომ­ბი­ნა­ცია ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ზა­ფხულს. ბო­ტა­სე­ბი ისევ მო­და­შია ყვე­ლა­ფერ­ზე.

- თქვენ ყი­დუ­ლობთ მე­ო­რა­დებ­ში სა­მოსს?

- რა თქმა უნდა და ამა­ზე სა­კუ­თა­რი ბლო­გიც გა­ვა­კე­თე.

- ვის მი­იჩ­ნევთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დახ­ვე­წი­ლი სტი­ლის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სად?

- სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თველ პო­ლი­ტი­კო­სებს არ აქვთ იმის კულ­ტუ­რა, რომ აიყ­ვა­ნონ პერ­სო­ნა­ლუ­რი სტი­ლის­ტი, რო­მე­ლიც მათ იმიჯ­ზე იზ­რუ­ნებს. ამ კუ­თხით ვთა­ნამ­შრომ­ლობ რამ­დე­ნი­მე ოჯახ­თან და თუ ვინ­მეს აქვს სურ­ვი­ლი, მზად ვარ ყვე­ლას­თან ვი­მუ­შაო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ტკივილების მიუხედავად, მდიდარი ცხოვრება მქონდა" - რა არის დალი ჩიტალაძის სილამაზის საიდუმლო

"ტკივილების მიუხედავად, მდიდარი ცხოვრება მქონდა" - რა არის დალი ჩიტალაძის სილამაზის საიდუმლო

დალი ჩიტალაძე სილამაზითა და დახვეწილობით გამორჩეული ქართველი ქალია. საკუთარი გარეგნობისა და სტილის წყალობით, ის ბავშვობიდან იქცევდა ყურადღებას. გარკვეული პერიოდი ამერიკაში ცხოვრობდა, სადაც ცნობილ ვარსკვლავებთან მუშაობდა და მათ იმიჯზე ზრუნავდა კიდეც.

როგორც თავად ამბობს, მისი გარეგნობა გენეტიკის დამსახურებაა, თუმცა გენეტიკას ზრუნვაც სჭირდება, რაც აშკარად კარგად გამოსდის, საკუთარ რჩევებს დალი ჩიტალაძე AMBEBI.GE-ს მკითხველს უზიარებს.

- ქალბატონო დალი, მუდმივად შესაშურ ფორმაში ხართ, რაშია თქვენი საიდუმლო?

- გავიმეორებ და ვიტყვი, რომ პოზიტივია ჩემი გარეგნობის საიდუმლო. არაერთხელ მოუწერიათ, ეს ქალი სხვის ჯინაზე ცდილობს ბედნიერი გამოჩნდესო, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ვინც ბავშვობიდან მიცნობს, იცის, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. თუ ცუდი რამ შემემთხვა, ვამბობ ამაზე ცუდი არაფერი იქნება-მეთქი. ღმერთისგან ყოველთვის ვიღებ იმ მოცემულობას, რაც მაქვს, მადლობელი ვარ და ბედნიერი. სხვა ფაქტორებს რაც შეეხება, ვცდილობ, სწორად ვიკვებო, ვივარჯიშო და ასევე შემიძლია საკუთარი სტრესის მართვა. ყოველდღე უამრავი საშინელება ხდება, მაგრამ ასეთი დევიზი მაქვს, რატომ უნდა ვინერვიულო იმაზე, რასაც არ ეშველება? ასეთ დროს ძალიან მშველის ვარჯიში. ეს არის ჩემი ნარკოტიკი.

- სტრესის მართვა წლებთან ერთად ისწავლეთ?

- ახალგაზრდა როცა ვიყავი, ყველაფერს განვიცდიდი, მაგრამ წყენა და ნერვიულობა დიდხანს არ მიმყვებოდა, მეორე დღეს მავიწყდება ცუდი.

როცა ჩემი და გარდაიცვალა, საშინელ რეალობასთან დავდექი, რა უნდა მექნა? მივიღე ეს როგორც ნიშანი და მაგალითი ღვთისგან და მას შემდეგ მივხვდი, რომ არაფრის გამო არ უნდა ინერვიულო. სწორედ ამ ტრაგედიამ მასწავლა, რომ ვიზრუნო საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე, რადგან თუ შენ ცუდად იქნები, ცუდად იქნებიან შენი შვილებიც და ოჯახის წევრებიც.

ჩემთვის დიდი შოკი იყო ჩემი დის გარდაცვალება, ამ ყველაფრის გადატანაში ეკლესია და მეგობრები დამეხმარა. მათი მეშვეობით შევძელი ცხოვრების გაგრძელება. ეს ურთულესი იყო, მაგრამ რას იზამ? ყველა ადამიანს აქვს ტკივილი, პრობლემა, დარდი... მე ჩემს დარდს არავის ვაჩვენებ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ცოცხალი ვარ და ვიცინი. მივხვდი, დაბერება დიდი მადლია. მითუმეტეს, თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობს ამაში. ჩემს მეგობრებს ვეხუმრები კიდეც, როცა გარდავიცვლები, წითელი ლაკის ფეხსაცმელი ჩამაცვით და ისე დამკრძალეთ-მეთქი. დალხენილი არავინ არის ჩვენს ქვეყანაში, ჩემი ქმარი ხშირად ამბობს, დიდ ფულს დიდი პრობლემები მოაქვსო, არ არსებობს ადამიანი პრობლემების გარეშე, მაგრამ ერთხელ გვაქვს ცხოვრების შანსი, ნუ დავლანძღავთ ერთმანეთს და პოზიტიურები უნდა ვიყოთ.

- თქვენს ფოტოებზე ჩანს, რომ ბავშვობიდან გამორჩეული სილამაზის გოგონა იყავით, ფაქტია, გენეტიკაც ხელს გიწყობთ...

- გენეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვობიდან გამორჩეული ვიყავი, მიღებდნენ ფილმებში, ვსწავლობდი კონსერვატორიაში, ჩემს სიმღერებს მღეროდნენ და პირველად მუსიკალური კლიპების გადაღება სწორედ ჩვენ დავიწყეთ. მაშინ ერთადერთი ტელევიზია იყო პირველი არხი და იქ ხდებოდა ამ კლიპების ჩვენება. ერთი თაობა ვართ მე, დათო ევგენიძე, სანდრო ვახტანგოვი, ნინო ზაუტაშვილი და თეა გადაბაძე, მაშინ ენთუზიაზმზე ვმუშაობდით, ბევრი კარგი გასახსენებელი გვაქვს. ჩემი ტკივილების მიუხედავად, მდიდარი ცხოვრება მქონდა და ამით ვამაყობ. "ფეისბუქზე" საშინელ კომენტარებს როცა შევხვდები, ვბლოკავ და ვშლი, როცა არ გიცნობენ შეშურდებათ, ზოგს ბოღმა აქვს და შენზე აფრქვევს, ამიტომ ვცდილობ ეს ნეგატივი ავიცილო.

- ბავშვობიდან ვარჯიშობთ?

- ჩემს ბავშვობაში შემოვიდა მოდაში ჯეინ ფონდას აერობიკა. მაშინ თბილისში არ იყო სავარჯიშო დარბაზები, ამიტომ სახლში ვიკრიბებოდით, ჩავრთავდით ამ კასეტებს და ვვარჯიშობდით. მერე, ამერიკაში როცა წავედი, მივხვდი, თუ არ ივარჯიშებ, ხარ ცუდად. ვარჯიში საოცარია, ხალხო, კოლაგენიც მუშაობს, ყველა ორგანო ჩართულია და თავს კარგად გრძნობ. ასევე, ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო. რაღაც პერიოდი სიგარეტს ვეწეოდი, მერე თავი დავანებე, მერე ისევ დავიწყე და მივხვდი, ეს იყო საშინელება, ამიტომ 5 წელია აღარ ვეწევი. პლასტიკური ქირურგიისთვისაც მიმიმართავს, მაგრამ სწორად უნდა შეარჩიო ექიმი და ნორმის ფარგლებში უნდა მოხდეს პლასტიკური ქირურგის ჩარევა. ეს არც უნდა შეგეტყოს და თავიც უფრო კარგად უნდა იგრძნო.

- თქვენ რომელ პლასტიკურ ქირურგს მიმართეთ და რა პროცედურა ჩაიტარეთ?

- ივა კუზანოვმა გამიკეთა ყელის და ოვალის ლიფტინგი. სწორედ ივამ მითხრა, მოწევას თავი დაანებეო და ეს კარგი საბაბი იყო მავნე ჩვევის გადასაგდებად.

- ყოველდღიურად ვარჯიშობთ?

- ყოველდღიურად ვარჯიშს ვერ ვახერხებ, მაგრამ კვირაში სამჯერ დავდივარ სავარჯიშოდ. ასევე, ყოველ ზაფხულს ერთი თვე მაინც ვარ ზღვაზე და ყოველდღე ვცურავ. მიყვარს წყალი.

- ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბიორევიტალიზაციის და ბოტოქსის გაკეთება, რას ფიქრობთ ასეთ პროცედურებზე?

- კარგია ბიორევიტალიზაცია, 30 წლის ზემოთ ყველამ უნდა გაიკეთოს ბიორევიტალიზაცია. რაც შეეხება ბოტოქსს, ბოტოქსიც კარგია, რევოლუცია მოახდინა კოსმეტიკაში, ოპერაციები გადადო 10-15 წლით. საქართველოში გაგებაში არ იყვნენ, 96 წელს გავიკეთე პირველად ამერიკაში ბოტოქსი. პროფესიონალმა ექიმმა ზუსტად იცის, რა წერტილში გაგიკეთოს, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ პროფესიონალიზმი გვაკლია ყველა სფეროში.

- დიეტა არასდროს დაგიცავთ?

- ცხოვრებაში დიეტა არ დამიცავს. 50 წლის როცა გავხდი, მივხვდი, მეტაბოლიზმი აღარ მქონდა. ბევრს არასდროს ვჭამდი, ბავშვობიდან 20-21 წლის ასაკში გავაანალიზე, როგორ უნდა ვიკვებო სწორად. დილას ვიწყებ წყლით, მერე მივირთმევ ხილს, ხაჭოს და ამის შემდეგ ვსვამ ყავას რძით.

ბევრი წყალი და სწორი კვება აუცილებელია. ყოველდღე ვჭამ ხილს, ბოსტნეულს და ცილას. მოხარშული და მკვდარი საჭმელი სასარგებლო არ არის. უჯრედისი ყოველდღიურად უნდა მივიღოთ. როგორც კი ბევრ პურს და ნამცხვარს მივირთმევ, პლიუსი მაქვს წონაში, ამიტომ შეზღუდული მაქვს. ქალს როცა წლები ემატება, წონაშიც იმატებს, მცირდება ნივთიერებათა ცვლის დონე, ამიტომ მუდმივად უნდა აკონტროლო საკუთარი წონა.

- მაკიაჟის მავნე ზემოქმედებისგან როგორ იცავთ კანს?

- ხარისხიანი კოსმეტიკა უნდა გამოიყენო. სანამ "მეიკაპს" გაიკეთებ, დამცავი უნდა წაისვა. უმჯობესია, იყიდო ხარისხიანი კოსმეტიკა, ან საერთოდ არ წაისვა. უხარისხო კოსმეტიკა ყველაფერს აზარალებს. ისეთი დროა, ყველაფერი დევს ინტერნეტში, ამიტომ ვუყურებ როგორ გავიკეთო სწორად მაკიაჟი. მაკიაჟით არ უნდა დაიძინო, საღამოს უნდა გაიწმინდო კანი და დამატენიანებელი წაისვა. ერთ საიდუმლოს გაგანდობთ, მე ბევრს ვკითხულობ და ერთი საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე, კარგია, თუ ძილის წინ C ვიტამის დალევთ, განსაკუთრებით მოზარდები, რადგან ადამიანის რეგენერაცია სწორედ ძილში ხდება. აუცილებელია, მოზარდმა ადრე დაიძინოს და დიდხანს ეძინოს, რადგან ამ დროს იზრდება. რაც შეეხება მოწევას, დაუშვებელია მოზარდისთვის მოწევა, დამტკიცებულია, მწეველი მოზარდების სიმაღლე 4 სმ-ით ნაკლებია.

- რა თანხა გეხარჯებათ თავის მოვლაში?

- პოპულარობა ხელს გიწყობს, რაღაცები უფასოდ გქონდეს. ბარტერი მაქვს, ერთ-ერთი კლინიკის სახე ვარ, სადაც სხვადასხვა პროცედურებს ვიტარებ კვირაში ერთხელ.

- ახლა ზაფხულია, წელიწადის ამ დროს მანდილოსნები განსაკუთრებულად ცდილობენ ლამაზად გამოიყურებოდნენ, რა რჩევებს მისცემთ გოგონებს, ვისაც სურს, მოდურად გამოიყურებოდეს?

- ზაფხულია და ტრენდულია თეთრი ფეხსაცმელი, ქოშები, ნეონის ფერი შეიტანეთ თქვენს ჩაცმულობაში. მაღალწელიანი შარვლები, ფერადოვნება... იმდენად ლიბერალურია დღევანდელი მოდა, ადვილია, იყო მოდური. რაც გინდა, ის ჩაიცვი. მთავარია, მიიღოთ ბევრი ინფორმაცია ინტერნეტიდან და შემდეგ იმუშაოთ სარკესთან, ხანდახან უგემოვნოდ ჩაცმულ ადამიანს როცა ვხედავ, ვფიქრობ, რატომ ხდება ასე, მაგრამ მივხვდი, ყველა თავისებურად აღიქვამს სილამაზეს. ფული არაა საჭირო იყო გემოვნებიანი. დღეს თან დიდი საშუალებაა ამისთვის, ყველა კუთხეში არის იაფიანი მაღაზიები, ასევე მეორადები, სადაც შეგიძლია გემოვნებიანად ჩაიცვა. არასოდეს იყიდოთ უხარისხო სამოსი. ყველაზე მოდური ახლა არის კოტონი და ტილო. ეს კომბინაცია ძალიან უხდება ზაფხულს. ბოტასები ისევ მოდაშია ყველაფერზე.

- თქვენ ყიდულობთ მეორადებში სამოსს?

- რა თქმა უნდა და ამაზე საკუთარი ბლოგიც გავაკეთე.

- ვის მიიჩნევთ საქართველოში დახვეწილი სტილის მქონე პოლიტიკოსად?

- სამწუხაროდ, ქართველ პოლიტიკოსებს არ აქვთ იმის კულტურა, რომ აიყვანონ პერსონალური სტილისტი, რომელიც მათ იმიჯზე იზრუნებს. ამ კუთხით ვთანამშრომლობ რამდენიმე ოჯახთან და თუ ვინმეს აქვს სურვილი, მზად ვარ ყველასთან ვიმუშაო.

ნანი ბრეგვაძის საარქივო ფოტოები მისი ოფიციალური "ინსტაგრამგვერდიდან" - როგორ აღინიშნება დიდი მომღერლის 85 წლის იუბილე?

ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

"მადლობა ყველას, ვისაც გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე და ბედნიერება" - ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება (ფოტო)