პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გულის დაავადებები და მათთან ბრძოლის საშუალებები - რას გირჩევთ კარდიოქირურგი აორტოკორონარული შუნტირების დროს
გულის დაავადებები და მათთან ბრძოლის საშუალებები - რას გირჩევთ კარდიოქირურგი აორტოკორონარული შუნტირების დროს

გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პრობ­ლე­მაა. და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, რო­მელ­თა შო­რი­საც პირ­ვე­ლი სა­მე­უ­ლია: შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა და ქო­ლეს­ტე­რი­ნის ცვლის დარ­ღვე­ვა. გან­კურ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მუდ­მი­ვი დი­ე­ტი­თა და ექი­მის მიერ გა­მო­წე­რი­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბით. პა­ცი­ენ­ტმა წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ მა­ინც უნდა მი­მარ­თოს მკურ­ნალ ექიმს კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის. რის­კე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ჯან­სა­ღი კვე­ბა, რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­შე­ბი, და­ბალ­ქო­ლეს­ტე­რი­ნის შემ­ცვე­ლი წამ­ლე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა.

აორ­ტო­კო­რო­ნა­რუ­ლი შუნ­ტი­რე­ბა - ეს კი არის ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბით პა­ცი­ენტს არა მხო­ლოდ ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, არა­მედ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ინ­ფარ­ქტის­გა­ნაც იცავს. გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბებ­სა და ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვებ­ზე დე­ტა­ლუ­რად სა­სა­უბ­როდ „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ კარ­დი­ო­ქი­რურგს ზაზა კა­ცი­ტა­ძეს მივ­მარ­თეთ.

რა არის გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა?

გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის დროს ხდე­ბა ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი ფო­ლა­ქის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მე­ლიც იწ­ვევს სის­ხლძარ­ღვის შე­ვიწ­რო­ე­ბას და გუ­ლის კუნთში ჟანგბა­დით მდი­და­რი სის­ხლის მი­წო­დე­ბა მცირ­დე­ბა. ჩნდე­ბა იშე­მია, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა გუ­ლის ტკი­ვი­ლით, გუ­ლის­ცე­მის რიტ­მის დარ­ღვე­ვით და რიგ შემ­თხვე­ვა­ში, გას­ტრი­ტის ნიშ­ნე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებ­ში და­ა­ვა­დე­ბა ატო­პი­უ­რად არის ხოლ­მე გა­მო­ხა­ტუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა კუ­ჭის ტკი­ვი­ლი­თაც გა­მოვ­ლინ­დეს. გვქო­ნია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მოგ­ვმარ­თა პა­ცი­ენ­ტმა, რო­მე­ლიც კუ­ჭის წყლულ­ზე უშე­დე­გოდ მკურ­ნა­ლობ­და და აღ­მოჩ­ნდა, რომ გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და.

გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა მი­ო­კარ­დის ინ­ფარ­ქტის წი­ნა­პი­რო­ბაა, რომ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბაც სტენ­ტი­რე­ბით ან შუნ­ტი­რე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­წყის ეტაპ­ზე პრი­ო­რი­ტე­ტი ენი­ჭე­ბა სტენ­ტი­რე­ბას. ამ დროს გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი რის­კია, სწრა­ფად ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმთან დაბ­რუ­ნე­ბა. მე­სა­მე დღეს ის უკვე სახ­ლშია და მე­ო­თხე დღეს კი - სამ­სა­ხურ­ში.

თუმ­ცა უმე­ტე­სად და­ზი­ა­ნე­ბა არა ერთ, არა­მედ რამ­დე­ნი­მე სის­ხლძარ­ღვზეა. ამ შემ­თხვე­ვა­ში უკვე ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. რე­ა­ლუ­რად, სტენ­ტი­რე­ბაც და შუნ­ტი­რე­ბაც ორი სხვა­დას­ხვა გზაა ერთი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, რომ გულს ჟანგბა­დით მდი­და­რი სის­ხლი მი­ე­წო­დოს.

რო­გორ ხდე­ბა გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

გუ­ლის იშე­მი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის დროს ხდე­ბა იმის გან­სა­ზღვრა, არის თუ არა კო­რო­ნა­რულ არ­ტე­რი­ა­ში ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი ფო­ლა­ქი, რა ზო­მი­საა ის და სა­ჭი­როა თუ არა ოპე­რა­ცია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა რამ­დე­ნი­მე გზით ტარ­დე­ბა. ახალ­გაზ­რდებ­ში, თუ და­ა­ვა­დე­ბა ფა­რუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, კეთ­დე­ბა ხოლ­მე სტრეს ტეს­ტი. პა­ცი­ენტს ვარ­ბე­ნი­ნებთ და კარ­დი­ოგ­რა­მას ვუ­ღებთ. თუ ეჭვი ჩნდე­ბა, მერე ვგზავ­ნით კო­რო­ნა­როგ­რა­ფი­ა­ზე. კო­რო­ნა­როგ­რა­ფია არის 100%-იანი მე­თო­დი, რო­მე­ლიც გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოზს სვამს. კი­დევ ერთი მე­თო­დია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად ინ­ვა­ზი­უ­რია. მაგ­რამ თუ ქი­უ­რი­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა იგეგ­მე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც კო­რო­ნა­როგ­რა­ფი­ას ვა­კე­თებთ ხოლ­მე.

რა პრო­ცე­დუ­რაა შუნ­ტი­რე­ბა და რო­გორ კეთ­დე­ბა ის?

შუნ­ტი­რე­ბა არის ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, რო­მე­ლიც გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის დროს კეთ­დე­ბა. ამ დროს სის­ხლძარ­ღვის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­მოვ­ლი­თი გზე­ბი იქ­მნე­ბა.

პრო­ცე­დუ­რა ორი მე­თო­დით კეთ­დე­ბა. ერთი არის სის­ხლის ხე­ლოვ­ნუ­რი მი­მოქ­ცე­ვით, ანუ გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით. ამ დროს გული და ფილ­ტვე­ბი ითი­შე­ბა და პა­ცი­ენ­ტი ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე ერ­თდე­ბა. ეს არის კარ­გად ნა­ცა­დი პრაქ­ტი­კა და ბევრ კლი­ნი­კა­ში შუნ­ტი­რე­ბა სწო­რედ ამ მე­თო­დით კეთ­დე­ბა. ჩვენ­თან, „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ოპე­რა­ცია გუ­ლის გა­ჩე­რე­ბის გა­რე­შე კეთ­დე­ბა. ეს მე­თო­დი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის უფრო მჭიდ­რო მუ­შა­ო­ბას და ჩარ­თუ­ლო­ბას მო­ი­თხოვს. თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტის­თვის უკე­თე­სია, რად­გან სწრა­ფად ხდე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბა. საკ­მა­ოდ კომ­პკ­ლექ­სუ­რი ოპე­რა­ცი­აა, თუმ­ცა თუ პა­ცი­ენ­ტი და ქი­რურ­გი­უ­ლი გუნ­დი კარ­გა­დაა მომ­ზა­დე­ბუ­ლი, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გიც მიღ­წე­ვა­დია.

ამ უკა­ნას­კნე­ლი მე­თო­დით შუნ­ტი­რე­ბის გა­კე­თე­ბას სჭირ­დე­ბა არა მხო­ლოდ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კარ­დი­ო­ქი­რურ­გი, არა­მედ მთე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი. გუნ­დი წე­ლი­წად­ში 200 ოპე­რა­ცი­ას მა­ინც უნდა აკე­თებ­დეს, რომ შუნ­ტი­რე­ბის მო­მუ­შა­ვე გულ­ზე გა­კე­თე­ბა შეძ­ლოს. მა­გა­ლი­თად, ჩვენ წლი­უ­რად 500 ოპე­რა­ცი­ამ­დე ვა­კე­თებთ.

რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბა შუნ­ტი­რე­ბის ოპე­რა­ცია და რო­გო­რია რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი?

ტრა­დი­ცი­უ­ლი კო­რო­ნა­რუ­ლი შუნ­ტი­რე­ბის ოპე­რა­ცია გრძელ­დე­ბა 3 სა­ათს, ოპე­რა­ცი­ის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი კი - მხო­ლოდ 1 სა­ა­თი. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი 2 დღე ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა. მე­სა­მე დღეს ხდე­ბა მისი წა­მოდ­გო­მა. რაც უფრო მალე გა­ივ­ლის, მით უფრო სწრა­ფად ხდე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. და­ახ­ლო­ე­ბით, მე-7 დღეს პა­ცი­ენტს კლი­ნი­კი­დან ვწერთ. ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი აქვს, მა­გა­ლი­თად, სა­ჭეს­თან არ უნდა დაჯ­დეს. თუმ­ცა ყვე­ლა პა­ცი­ენტს ვაფრ­თხი­ლებთ, რომ ჩვენ ვშვე­ლით შე­დეგს და არა მი­ზეზს. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ რე­გუ­ლა­რუ­ლად ია­როს მკურ­ნალ ექიმ­თან და მის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მი­ი­ღოს.

გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს მი­ნი­ინ­ვა­ზი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი თუ კეთ­დე­ბა?

მი­ნი­ინ­ვა­ზი­უ­რი ოპე­რა­ცი­ის დროს შე­ზღუ­დუ­ლე­ბი ვართ შუნ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით. ამ დროს მხო­ლოდ ერთი შუნ­ტის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს. კი­დევ არის ჰიბ­რი­დუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი, რო­დე­საც ხდე­ბა სტენ­ტე­ბის ჩას­მა. თუმ­ცა ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე თუ ვი­სა­უბ­რებთ, მე მა­ინც სრულ­ყო­ფი­ლი ოპე­რა­ცი­ის­კენ ვიხ­რე­ბი. მი­ნი­ინ­ვა­ზი­ურ ოპე­რა­ცი­ებს მა­ღა­ლი რის­კჯ­გუ­ფის პა­ცი­ენ­ტებ­ში ვა­კე­თებთ ხოლ­მე.

რა კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი სერ­ვი­სე­ბია ხელ­მი­საწ­ვდო­მი „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ და რო­დის უნდა მოგ­მარ­თონ პა­ცი­ენ­ტებ­მა?

გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე პა­ცი­ენ­ტებ­მა უნდა მი­მარ­თონ კარ­დი­ო­ლოგს. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მისი გად­მო­მი­სა­მარ­თე­ბა ხდე­ბა კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­ა­ში. დღე­ვან­დელ მე­დი­ცი­ნა­ში პი­როვ­ნე­ბა არ წყვეტს ოპე­რა­ცია უნდა ჩა­ტარ­დეს თუ არა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ეს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბებს ეხე­ბა. შუნ­ტი­რე­ბა იმ­დე­ნად მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­დუ­რაა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კლი­ნი­კამ უნდა მი­ი­ღოს იმის მი­ხედ­ვით თუ რამ­დე­ნად კარ­გად არის აღ­ჭურ­ვი­ლი ის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად და რამ­დე­ნად კარ­გად არის გუნ­დი მომ­ზა­დე­ბუ­ლი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ქი­რურგს, არა­მედ მთელ გუნდს ეკის­რე­ბო­დეს. სწო­რედ ამ პრინ­ცი­პით ვმუ­შა­ობთ „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“. შე­დე­გად კი ჩვენ­თან პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად არის და­ცუ­ლი. სა­ო­პე­რა­ცი­ოს აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ჩვენ­თა­ნაა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა კლი­ნი­კა­ში არ მე­გუ­ლე­ბა. ჩვენ­თან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი გუნ­დი შემ­დე­გი კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს გა­გი­წევთ შე­სა­ბა­მის მომ­სა­ხუ­რე­ბას: მწვა­ვე მი­ო­კარ­დი­უ­ლი ინ­ფარ­ქტე­ბი, ტა­ქი­კარ­დი­ე­ბი, კარ­დი­ო­მი­ო­პა­თი­ე­ბი, ქო­ლეს­ტე­რი­ნის მო­მა­ტე­ბა, გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, კო­რო­ნა­რუ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა, გუ­ლის სარ­ქვე­ლე­ბის პა­თო­ლო­გი­ე­ბი, მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა (ჰი­პერ­ტენ­ზია), ინ­ფექ­ცი­უ­რი ენ­დო­კარ­დი­ტი და სხვ.

ავტორი:

გულის დაავადებები და მათთან ბრძოლის საშუალებები - რას გირჩევთ კარდიოქირურგი აორტოკორონარული შუნტირების დროს

გულის დაავადებები და მათთან ბრძოლის საშუალებები - რას გირჩევთ კარდიოქირურგი აორტოკორონარული შუნტირების დროს

გულის დაავადებები მსოფლიო მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამედიცინო პრობლემაა. დაავადების გამომწვევი რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს, რომელთა შორისაც პირველი სამეულია: შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და ქოლესტერინის ცვლის დარღვევა. განკურნება შესაძლებელია მუდმივი დიეტითა და ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატების მიღებით. პაციენტმა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს კონსულტაციისთვის. რისკების შესამცირებლად რეკომენდებულია ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიშები, დაბალქოლესტერინის შემცველი წამლები და საჭიროების შემთხვევაში კარდიოქირურგიული ჩარევა.

აორტოკორონარული შუნტირება - ეს კი არის ოპერაცია, რომელიც გულის იშემიური დაავადებით პაციენტს არა მხოლოდ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება, არამედ ხშირ შემთხვევაში ინფარქტისგანაც იცავს. გულის დაავადებებსა და ქირურგიულ ჩარევებზე დეტალურად სასაუბროდ „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოქირურგს ზაზა კაციტაძეს მივმართეთ.

რა არის გულის იშემიური დაავადება?

გულის იშემიური დაავადების დროს ხდება ათეროსკლეროზული ფოლაქის ჩამოყალიბება, რომელიც იწვევს სისხლძარღვის შევიწროებას და გულის კუნთში ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიწოდება მცირდება. ჩნდება იშემია, რომელიც გამოიხატება გულის ტკივილით, გულისცემის რიტმის დარღვევით და რიგ შემთხვევაში, გასტრიტის ნიშნებით. განსაკუთრებით ახალგაზრდებში დაავადება ატოპიურად არის ხოლმე გამოხატული. შეიძლება კუჭის ტკივილითაც გამოვლინდეს. გვქონია შემთხვევა, როდესაც მოგვმართა პაციენტმა, რომელიც კუჭის წყლულზე უშედეგოდ მკურნალობდა და აღმოჩნდა, რომ გულის დაავადება ჰქონდა.

გულის იშემიური დაავადება მიოკარდის ინფარქტის წინაპირობაა, რომლის თავიდან აცილებაც სტენტირებით ან შუნტირებითაა შესაძლებელი. საწყის ეტაპზე პრიორიტეტი ენიჭება სტენტირებას. ამ დროს გაცილებით ნაკლები რისკია, სწრაფად ხდება პაციენტის ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნება. მესამე დღეს ის უკვე სახლშია და მეოთხე დღეს კი - სამსახურში.

თუმცა უმეტესად დაზიანება არა ერთ, არამედ რამდენიმე სისხლძარღვზეა. ამ შემთხვევაში უკვე ოპერაციის გაკეთებაა რეკომენდებული. რეალურად, სტენტირებაც და შუნტირებაც ორი სხვადასხვა გზაა ერთი მიზნის მისაღწევად, რომ გულს ჟანგბადით მდიდარი სისხლი მიეწოდოს.

როგორ ხდება გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტირება?

გულის იშემიური გამოკვლევის დროს ხდება იმის განსაზღვრა, არის თუ არა კორონარულ არტერიაში ათეროსკლეროზული ფოლაქი, რა ზომისაა ის და საჭიროა თუ არა ოპერაცია.

აღნიშნული გამოკვლევა რამდენიმე გზით ტარდება. ახალგაზრდებში, თუ დაავადება ფარულად მიმდინარეობს, კეთდება ხოლმე სტრეს ტესტი. პაციენტს ვარბენინებთ და კარდიოგრამას ვუღებთ. თუ ეჭვი ჩნდება, მერე ვგზავნით კორონაროგრაფიაზე. კორონაროგრაფია არის 100%-იანი მეთოდი, რომელიც გულის იშემიური დაავადების დიაგნოზს სვამს. კიდევ ერთი მეთოდია კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც ნაკლებად ინვაზიურია. მაგრამ თუ ქიურიგიული ჩარევა იგეგმება, საბოლოოდ მაინც კორონაროგრაფიას ვაკეთებთ ხოლმე.

რა პროცედურაა შუნტირება და როგორ კეთდება ის?

შუნტირება არის ქირურგიული ჩარევა, რომელიც გულის იშემიური დაავადების დროს კეთდება. ამ დროს სისხლძარღვის გამოყენებით შემოვლითი გზები იქმნება.

პროცედურა ორი მეთოდით კეთდება. ერთი არის სისხლის ხელოვნური მიმოქცევით, ანუ გულის გაჩერებით. ამ დროს გული და ფილტვები ითიშება და პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ერთდება. ეს არის კარგად ნაცადი პრაქტიკა და ბევრ კლინიკაში შუნტირება სწორედ ამ მეთოდით კეთდება. ჩვენთან, „ნიუ ჰოსპიტალსში“ ოპერაცია გულის გაჩერების გარეშე კეთდება. ეს მეთოდი სამედიცინო პერსონალის უფრო მჭიდრო მუშაობას და ჩართულობას მოითხოვს. თუმცა პაციენტისთვის უკეთესია, რადგან სწრაფად ხდება რეაბილიტაცია და გართულებების რისკიც მნიშვნელოვნად მცირდება. საკმაოდ კომპკლექსური ოპერაციაა, თუმცა თუ პაციენტი და ქირურგიული გუნდი კარგადაა მომზადებული, სასურველი შედეგიც მიღწევადია.

ამ უკანასკნელი მეთოდით შუნტირების გაკეთებას სჭირდება არა მხოლოდ მაღალკვალიფიციური კარდიოქირურგი, არამედ მთელი სამედიცინო პერსონალი. გუნდი წელიწადში 200 ოპერაციას მაინც უნდა აკეთებდეს, რომ შუნტირების მომუშავე გულზე გაკეთება შეძლოს. მაგალითად, ჩვენ წლიურად 500 ოპერაციამდე ვაკეთებთ.

რამდენ ხანს გრძელდება შუნტირების ოპერაცია და როგორია რეაბილიტაციის პროცესი?

ტრადიციული კორონარული შუნტირების ოპერაცია გრძელდება 3 საათს, ოპერაციის ძირითადი ნაწილი კი - მხოლოდ 1 საათი. ოპერაციის შემდეგ პაციენტი 2 დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. მესამე დღეს ხდება მისი წამოდგომა. რაც უფრო მალე გაივლის, მით უფრო სწრაფად ხდება რეაბილიტაცია. დაახლოებით, მე-7 დღეს პაციენტს კლინიკიდან ვწერთ. ორი თვის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვები აქვს, მაგალითად, საჭესთან არ უნდა დაჯდეს. თუმცა ყველა პაციენტს ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ ვშველით შედეგს და არა მიზეზს. ამიტომ აუცილებელია, რომ რეგულარულად იაროს მკურნალ ექიმთან და მის მიერ მითითებული მედიკამენტები მიიღოს.

გულის იშემიური დაავადებების დროს მინიინვაზიური ოპერაციები თუ კეთდება?

მინიინვაზიური ოპერაციის დროს შეზღუდულები ვართ შუნტების რაოდენობით. ამ დროს მხოლოდ ერთი შუნტის გაკეთების საშუალება გვაქვს. კიდევ არის ჰიბრიდული ოპერაციები, როდესაც ხდება სტენტების ჩასმა. თუმცა ეფექტურობაზე თუ ვისაუბრებთ, მე მაინც სრულყოფილი ოპერაციისკენ ვიხრები. მინიინვაზიურ ოპერაციებს მაღალი რისკჯგუფის პაციენტებში ვაკეთებთ ხოლმე.

რა კარდიოქირურგიული სერვისებია ხელმისაწვდომი „ნიუ ჰოსპიტალსში“ და როდის უნდა მოგმართონ პაციენტებმა?

გულის პრობლემების აღმოჩენის საწყის ეტაპზევე პაციენტებმა უნდა მიმართონ კარდიოლოგს. საჭიროების შემთხვევაში მისი გადმომისამართება ხდება კარდიოქირურგიაში. დღევანდელ მედიცინაში პიროვნება არ წყვეტს ოპერაცია უნდა ჩატარდეს თუ არა, განსაკუთრებით კი, ეს გულის დაავადებებს ეხება. შუნტირება იმდენად მაღალტექნოლოგიური პროცედურაა, რომ გადაწყვეტილება კლინიკამ უნდა მიიღოს იმის მიხედვით თუ რამდენად კარგად არის აღჭურვილი ის ტექნოლოგიურად და რამდენად კარგად არის გუნდი მომზადებული. მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა არა ინდივიდუალურად ქირურგს, არამედ მთელ გუნდს ეკისრებოდეს. სწორედ ამ პრინციპით ვმუშაობთ „ნიუ ჰოსპიტალსში“. შედეგად კი ჩვენთან პაციენტის უსაფრთხოება მაქსიმალურად არის დაცული. საოპერაციოს აღჭურვილობა და ოპერაციის ჩატარების სისტემა, რომელიც ჩვენთანაა, საქართველოში სხვა კლინიკაში არ მეგულება. ჩვენთან პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი შემდეგი კარდიოლოგიური დაავადებების დროს გაგიწევთ შესაბამის მომსახურებას: მწვავე მიოკარდიული ინფარქტები, ტაქიკარდიები, კარდიომიოპათიები, ქოლესტერინის მომატება, გულის თანდაყოლილი დაავადებები, კორონარული არტერიების დაავადებები, გულის უკმარისობა, გულის სარქველების პათოლოგიები, მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), ინფექციური ენდოკარდიტი და სხვ.

სტიქია კახეთში - განადგურებულია ვენახების ნაწილი

"ვეუბნებოდი, ძმებო, თუ გინდათ ჩხუბი, მოდით ჩემთან... ვარ ძიუდოისტი" - რას ამბობს ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებზე ეპარქიის ყოფილი მმართველი

"ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა - ის საუკუნის ადამიანი იყო" - ნინო სუხიშვილი