საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვართ "რუსეთუმეები", აქ ლუკმა-პურის საშოვნელად ჩამოვედით" - რას ამბობენ რუსეთში მცხოვრები ქართველები ბოლოდროინდელ მოვლენებზე
"არ ვართ "რუსეთუმეები", აქ ლუკმა-პურის საშოვნელად ჩამოვედით" - რას ამბობენ რუსეთში მცხოვრები ქართველები ბოლოდროინდელ მოვლენებზე

ბოლო პე­რი­ოდ­ში, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის გან­ვი­თა­რე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პრო­ცე­სებ­მა, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში რუსი დე­პუ­ტა­ტის სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის ჩა­მოს­ვლას მოჰ­ყვა, ასახ­ვა ჰპო­ვა იქ მცხოვ­რებ ქარ­თულ დი­ას­პო­რა­ზე.

ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ იმ დღე­ებ­ში, რუ­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ სო­ლი­და­რუ­ლე­ბიც კი იყ­ვნენ თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას მო­ნო­ლოგ­მა, რო­მელ­შიც მან რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს რუ­სუ­ლად აგი­ნა, ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბილ რუ­სებ­შიც კი, მწვა­ვე რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია...

აი, რას ჰყვე­ბი­ან რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

მზე­კო ლო­გუა, რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი:

- ეს დღე­ე­ბი ტე­ლე­ვი­ზორს ვერ ვრთავ, ისე­თი ან­ტი­ქარ­თუ­ლი კამ­პა­ნი­აა აგო­რე­ბუ­ლი... 15 წე­ლია მოს­კოვ­ში ვცხოვ­რობ და ერთ-ერთ სა­ბუ­ღალ­ტრო კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ. პუ­ტი­ნი ჩემს გარ­შე­მო არა­ვის უყ­ვარს, მე­ტიც - სძულთ, იმ უსას­რუ­ლო ჭა­ო­ბის გამო, რო­მელ­შიც ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ თა­ვი­ანთ ენა­ზე, ცუდი აქ­ცენ­ტით, თუნ­დაც უვარ­გი­სი პრე­ზი­დენ­ტის­თვის გი­ნე­ბამ, რუ­სე­ბი მა­ინც აღაშ­ფო­თა...

მე­კი­თხე­ბოდ­ნენ - რა უნ­დო­და, რაში დას­ჭირ­და ასე­თი გა­მოს­ვლა ქარ­თველ ჟურ­ნა­ლისტსო?! სხვებ­მა მი­თხრეს - ჟი­რი­ნოვ­სკი გვყავს, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლამ­დე სი­სუ­ლე­ლე­ებს ილა­პა­რა­კებს, მაგ­რამ სი­სუ­ლე­ლე­ებ­ში იმა­საც გა­და­ას­წროო...

პირ­ვე­ლი-ორი დღე ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი იყო, რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კო­სის გან­ცხა­დე­ბა - გა­ბუ­ნია გად­მოგ­ვცენ და გა­ვა­სა­მარ­თლო­თო, მო­ე­წო­ნათ (იდეა ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას რუ­სეთ­ში ექ­სტრა­და­ცი­ას­თან და გა­სა­მარ­თლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტატს, ქვე­და პა­ლა­ტის სპი­კერ ვი­ა­ჩეს­ლავ ვო­ლო­დინს ეკუთ­ვნის) არ უნდა შერ­ჩე­სო, ამ­ბობ­დნენ...

პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ცო­ტა­თი ჩა­ცხრა აგ­რე­სია, ამით პუ­ტინ­მა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პლუ­სი და­ი­წე­რა, რად­გან ვი­თომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა დად­გა და ღირ­სე­უ­ლად მო­იქ­ცა... ბევ­რმა, მის გა­მოს­ვლას, რა თქმა უნდა, “კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი დიპ­ლო­მა­ტი­აც” უწო­და, მაგ­რამ მასა, გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი, ამის შემ­დეგ ქედ­მაღ­ლუ­რად გვი­ყუ­რებს - “ვოტ ტა­კოი ონ, ნაშ პრე­ზი­დენტ” ამ­ბო­ბენ...

სხვა­თა შო­რის, არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც გი­ორ­გი გა­ბუ­ნია შე­ა­ქო: აქ ვინც მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ამ­ბობს, ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან და სხვა ქვეყ­ნი­დან მა­ინც შე­ა­გი­ნო­ნო...

- პუ­ტი­ნი­სე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სჯე­რათ?

- აქ პრო­პა­გან­და ძა­ლი­ან ძლი­ე­რია და მა­სას, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ით ”იკ­ვე­ბე­ბა”, ყვე­ლაფ­რის სჯე­რა - რუ­სე­თი ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბა, მათ შო­რის სი­რი­ელ ხალ­ხს, თურ­ქებს, ქარ­თვე­ლებს, სომ­ხებს, აფხა­ზებს, მაგ­რამ ბევ­რი არ უფა­სებ­სო, ამ­ბო­ბენ. ამ კა­ტე­გო­რი­ას­თან კა­მა­თი არც ღირს...

თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც არარ­თხელ ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში და პირ­და­პირ ამ­ბო­ბენ - მე ქარ­თვე­ლე­ბის­გან პა­ტი­ვის­ცე­მის მეტი არა­ფე­რი მახ­სოვს და აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვა­ლო.

ნანა, ემიგ­რან­ტი:

- გა­სა­გე­ბია, რომ გა­ბუ­ნია და კი­დევ ბევ­რი, აქ მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­სა და მათი ოჯა­ხე­ბის ბედ­ზე არ დარ­დობს, მაგ­რამ ხომ შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­ან­თი გა­მოს­ვლე­ბით ხელი არ შეგ­ვი­შა­ლონ?! მე სა­ბუ­თე­ბი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი მაქვს, მაგ­რამ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნია, ვინც არა­ლე­გა­ლუ­რად მუ­შა­ობს და ყო­ველ­დღი­ურ შიშ­შია... აქ კარ­გი ცხოვ­რე­ბის გამო არ ჩა­მო­სუ­ლან და ამ დღე­ებ­ში ძა­ლი­ან დიდი სტრე­სის გა­და­ტა­ნა მო­უხ­დათ.

ყვე­ლა 2006 წელს იხ­სე­ნებ­და - სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნა­ვით რომ გა­უშ­ვეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ადა­მი­ა­ნებს ქუ­ჩა­ში რომ იჭერ­დნენ და “კა­პე­ზე­ში” ყრიდ­ნენ, მა­შინ ერ­თმა ქალ­მა ვერ გა­უძ­ლო და და­ი­ღუ­პა... ეს გვინ­და ისევ? პუ­ტი­ნის “შემ­წყნა­რებ­ლუ­რი” სი­ტყვე­ბი არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და, არა­ვინ იცის, რა მოხ­დე­ბა ხვალ-ზეგ და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ამას ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ. ცხოვ­რე­ბის მშვი­დად გაგ­რძე­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ გვაქვს.

არ ვართ "რუ­სე­თუ­მე­ე­ბი" და არც "პუ­ტინ­მა­დი­დებ­ლე­ბი", არც აქ ყოფ­ნა გვი­ხა­რია, აქ ლუკ­მა-პუ­რის სა­შოვ­ნე­ლად ჩა­მო­ვე­დით, მე და ჩემი და - ქუ­ჩა­ში ვდგა­ვართ, მი­ნუს 25 გრა­დუს­ში და ყვა­ვი­ლე­ბით ვვაჭ­რობთ

მე ქმა­რი წლე­ბის წინ და­მე­ღუ­პა და აქე­დან ვარ­ჩენ ჩემს შვი­ლებს და არა მხო­ლოდ მათ... რო­გორც კი სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მა, რა­ღაც თან­ხას და­ვაგ­რო­ვებთ და აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუ­ნე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან მუდ­მი­ვად გვე­უბ­ნე­ბი­ან - არ მი­ქა­როთ, არას­ტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მოა, კაც­მა არ იცის, ხვალ რა მოხ­დე­ბა და ისე არ მოხ­დეს შე­მო­სა­ვა­ლიც და­კარ­გო­თო...

ია ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლი, ემიგ­რან­ტი:

- ამას წი­ნათ, პო­ლი­ცი­ამ გაგ­ვა­ჩე­რა, სა­ბუ­თე­ბი შეგ­ვი­მოწ­მა. ერთ-ერთ ჩენ­განს რა­ღაც არ ჰქონ­და წეს­რიგ­ში, მაგ­რამ მა­ინც მშვი­დო­ბით დავ­შორ­დით, თან გაგ­ვაფრ­თხი­ლეს - “სკი­ნ­ჰე­დე­ბი” არი­ან გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი, კავ­კა­სი­ე­ლებ­ზე და­უნ­დობ­ლე­ბი ხდე­ბი­ან და მო­ე­რი­დე­თო. ამ დღე­ებ­ში სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში და­უჭ­რი­ათ უზ­ბე­კი გოგო-ბიჭი...

პო­ლი­ცია პირ­და­პირ ამ­ბობს: ვერ ვა­კონ­ტრო­ლებ­თო. "სკი­ნ­ჰე­დე­ბი" ძი­რი­თა­დად მეტ­რო­ებ­ში და­დი­ან შე­ძა­ხი­ლით - “მხო­ლოდ თეთ­რე­ბი ვა­გონ­ში” და არას­ლა­ვუ­რი გა­რეგ­ნო­ბის ადა­მი­ა­ნებს პირ­და­პირ თავს ეს­ხმი­ან. პა­ტა­რე­ბი არი­ან, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­ში­შე­ბი და სას­ტი­კე­ბი... მათი რუ­სებ­საც კი ეში­ნი­ათ.

ვიცი, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი რუ­სებს ბრბოს ეწო­დებს და არც თუ უსა­ფუძ­ვლოდ, მაგ­რამ მათ შო­რი­საც არი­ან ნორ­მა­ლუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად ჭა­ობ­ში ცხოვ­რე­ბით და­ი­ღალ­ნენ, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ცვლი­ან.

555
0

მიბრძანდით დასავლეთში, თქვენ ხომ გინდოდატ ევროპა, მაგრამ ის ვერ გაითვალისწინეტ რომ ევროპას თქვენ არ უნდიხართ

ავტორი:

"არ ვართ "რუსეთუმეები", აქ ლუკმა-პურის საშოვნელად ჩამოვედით" - რას ამბობენ რუსეთში მცხოვრები ქართველები ბოლოდროინდელ მოვლენებზე

"არ ვართ "რუსეთუმეები", აქ ლუკმა-პურის საშოვნელად ჩამოვედით" - რას ამბობენ რუსეთში მცხოვრები ქართველები ბოლოდროინდელ მოვლენებზე

ბოლო პერიოდში, რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, რომელიც თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა, ასახვა ჰპოვა იქ მცხოვრებ ქართულ დიასპორაზე.

ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ იმ დღეებში, რუსები საქართველოს მიმართ სოლიდარულებიც კი იყვნენ თუმცა, რამდენიმე დღის წინ გიორგი გაბუნიას მონოლოგმა, რომელშიც მან რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა, ქართველების მიმართ ლოიალურად განწყობილ რუსებშიც კი, მწვავე რეაქცია გამოიწვია...

აი, რას ჰყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები AMBEBI.GE-სთან საუბარში.

მზეკო ლოგუა, რუსეთში მცხოვრები ქართველი:

- ეს დღეები ტელევიზორს ვერ ვრთავ, ისეთი ანტიქართული კამპანიაა აგორებული... 15 წელია მოსკოვში ვცხოვრობ და ერთ-ერთ საბუღალტრო კომპანიაში ვმუშაობ. პუტინი ჩემს გარშემო არავის უყვარს, მეტიც - სძულთ, იმ უსასრულო ჭაობის გამო, რომელშიც ცხოვრობენ, მაგრამ თავიანთ ენაზე, ცუდი აქცენტით, თუნდაც უვარგისი პრეზიდენტისთვის გინებამ, რუსები მაინც აღაშფოთა...

მეკითხებოდნენ - რა უნდოდა, რაში დასჭირდა ასეთი გამოსვლა ქართველ ჟურნალისტსო?! სხვებმა მითხრეს - ჟირინოვსკი გვყავს, რომელიც სიკვდილამდე სისულელეებს ილაპარაკებს, მაგრამ სისულელეებში იმასაც გადაასწროო...

პირველი-ორი დღე ძალიან დაძაბული იყო, რამდენიმე პოლიტიკოსის განცხადება - გაბუნია გადმოგვცენ და გავასამართლოთო, მოეწონათ (იდეა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადაციასთან და გასამართლებასთან დაკავშირებით რუსეთის დუმის დეპუტატს, ქვედა პალატის სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინს ეკუთვნის) არ უნდა შერჩესო, ამბობდნენ...

პუტინის განცხადების შემდეგ, ცოტათი ჩაცხრა აგრესია, ამით პუტინმა მოსახლეობაში პლუსი დაიწერა, რადგან ვითომ ამ ყველაფერზე მაღლა დადგა და ღირსეულად მოიქცა... ბევრმა, მის გამოსვლას, რა თქმა უნდა, “კაგებეშნიკური დიპლომატიაც” უწოდა, მაგრამ მასა, გარკვეული ნაწილი, ამის შემდეგ ქედმაღლურად გვიყურებს - “ვოტ ტაკოი ონ, ნაშ პრეზიდენტ” ამბობენ...

სხვათა შორის, არიან ისეთებიც, ვინც გიორგი გაბუნია შეაქო: აქ ვინც მის საწინააღმდეგოს ამბობს, ფიზიკურად უსწორდებიან და სხვა ქვეყნიდან მაინც შეაგინონო...

- პუტინისეული საქართველოს ისტორიის სჯერათ?

- აქ პროპაგანდა ძალიან ძლიერია და მასას, რომელიც ცენტრალური ტელევიზიით ”იკვებება”, ყველაფრის სჯერა - რუსეთი ყველას ეხმარება, მათ შორის სირიელ ხალხს, თურქებს, ქართველებს, სომხებს, აფხაზებს, მაგრამ ბევრი არ უფასებსო, ამბობენ. ამ კატეგორიასთან კამათი არც ღირს...

თუმცა, საბედნიეროდ, არიან ისეთებიც, ვინც არართხელ ყოფილა საქართველოში და პირდაპირ ამბობენ - მე ქართველებისგან პატივისცემის მეტი არაფერი მახსოვს და აუცილებლად ჩავალო.

ნანა, ემიგრანტი:

- გასაგებია, რომ გაბუნია და კიდევ ბევრი, აქ მცხოვრებ ქართველებსა და მათი ოჯახების ბედზე არ დარდობს, მაგრამ ხომ შეიძლება თავიანთი გამოსვლებით ხელი არ შეგვიშალონ?! მე საბუთები მოწესრიგებული მაქვს, მაგრამ ათასობით ადამიანია, ვინც არალეგალურად მუშაობს და ყოველდღიურ შიშშია... აქ კარგი ცხოვრების გამო არ ჩამოსულან და ამ დღეებში ძალიან დიდი სტრესის გადატანა მოუხდათ.

ყველა 2006 წელს იხსენებდა - სატვირთო თვითმფრინავით რომ გაუშვეს საქართველოში, ადამიანებს ქუჩაში რომ იჭერდნენ და “კაპეზეში” ყრიდნენ, მაშინ ერთმა ქალმა ვერ გაუძლო და დაიღუპა... ეს გვინდა ისევ? პუტინის “შემწყნარებლური” სიტყვები არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დალაგდა, არავინ იცის, რა მოხდება ხვალ-ზეგ და როგორ გამოიყენებენ ამას ჩვენს წინააღმდეგ. ცხოვრების მშვიდად გაგრძელების საფუძველი არ გვაქვს.

არ ვართ "რუსეთუმეები" და არც "პუტინმადიდებლები", არც აქ ყოფნა გვიხარია, აქ ლუკმა-პურის საშოვნელად ჩამოვედით, მე და ჩემი და - ქუჩაში ვდგავართ, მინუს 25 გრადუსში და ყვავილებით ვვაჭრობთ

მე ქმარი წლების წინ დამეღუპა და აქედან ვარჩენ ჩემს შვილებს და არა მხოლოდ მათ... როგორც კი საშუალება მომეცემა, რაღაც თანხას დავაგროვებთ და აუცილებლად დავბრუნებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან მუდმივად გვეუბნებიან - არ მიქაროთ, არასტაბილური გარემოა, კაცმა არ იცის, ხვალ რა მოხდება და ისე არ მოხდეს შემოსავალიც დაკარგოთო...

ია ბუბუტეიშვილი, ემიგრანტი:

- ამას წინათ, პოლიციამ გაგვაჩერა, საბუთები შეგვიმოწმა. ერთ-ერთ ჩენგანს რაღაც არ ჰქონდა წესრიგში, მაგრამ მაინც მშვიდობით დავშორდით, თან გაგვაფრთხილეს - “სკინჰედები” არიან გააქტიურებული, კავკასიელებზე დაუნდობლები ხდებიან და მოერიდეთო. ამ დღეებში სანკტ-პეტერბურგში დაუჭრიათ უზბეკი გოგო-ბიჭი...

პოლიცია პირდაპირ ამბობს: ვერ ვაკონტროლებთო. "სკინჰედები" ძირითადად მეტროებში დადიან შეძახილით - “მხოლოდ თეთრები ვაგონში” და არასლავური გარეგნობის ადამიანებს პირდაპირ თავს ესხმიან. პატარები არიან, თინეიჯერები, მაგრამ ძალიან საშიშები და სასტიკები... მათი რუსებსაც კი ეშინიათ.

ვიცი, ქართული საზოგადოების ნაწილი რუსებს ბრბოს ეწოდებს და არც თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ მათ შორისაც არიან ნორმალურები, რომლებიც მუდმივად ჭაობში ცხოვრებით დაიღალნენ, მაგრამ ვერაფერს ცვლიან.

კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვები ხვალ გახდება ცნობილი - "მიზანია, არ დაველოდოთ პიკს და მოვახდინოთ მისი დროული შეჩერება"

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტნიუსი"