მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"15 წუთით ადრე, ქუჩიდან ისმოდა ბიჭების კამათის ხმა" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ვარკეთილში მომხდარზე, სადაც კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს
"15 წუთით ადრე, ქუჩიდან ისმოდა ბიჭების კამათის ხმა" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ვარკეთილში მომხდარზე, სადაც კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს

ვარ­კე­თილ­ში, სამ­ხედ­რო და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით თვითმხილ­ვე­ლე­ბი დე­ტა­ლებს ყვე­ბი­ან.

რო­გორც ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან, ქუ­ჩა­ში ის­მო­და კა­მა­თის ხმა, კა­მა­თი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თის შემ­დეგ კი მოხ­და აფეთ­ქე­ბა.

"ქუ­ჩი­დან შე­მო­დი­ო­და ბი­ჭე­ბის კა­მა­თის ხმა, და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თის შემ­დეგ კი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გო­ნეთ. რო­დე­საც გა­მო­ვი­ხე­დე, ჩოჩ­ქო­ლი იყო, ბი­ჭე­ბი იდ­გნენ და დაჭ­რი­ლებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. 3 დაჭ­რი­ლი­დან ორი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და შემ­დეგ ისი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს," - აცხა­დებს თვითმხილ­ვე­ლი ვე­რი­კო კუპ­რე­იშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვარ­კე­თილ­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ხელ­ყუმ­ბა­რა შე­აგ­დეს. შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლია სამი ადა­მი­ა­ნი.

შემ­თხვე­ვა წუ­ხელ მოხ­და. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 19-109 მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და­ი­წყო.

„სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ დად­გე­ნი­ლია და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დოდ ჩამ­დე­ნი პირი და მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მის და­სა­კა­ვებ­ლად“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა და­შა­ვე­ბუ­ლებს, სა­მი­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მათ შო­რის ერთს წუ­ხელ­ვე სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა­ზე მძი­მედ და­შა­ვე­ბულს ჭრი­ლო­ბე­ბი ორი­ვე წვი­ვი­სა და მარ­ჯვე­ნა მტევ­ნის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბო­და, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და არა­მა­გის­ტრა­ლუ­რი სის­ხლძარ­ღვე­ბი, ნერ­ვე­ბი და კუნ­თე­ბი.

„პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია. მას აღე­ნიშ­ნე­ბო­და ლი­თო­ნის უცხო სხე­უ­ლე­ბი ჭრი­ლო­ბე­ბის არე­ში. ამ­ჟა­მად პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი ოპე­რა­ცი­ის სიმ­ძი­მეს, თუმ­ცა მას სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ქი­რურ­გმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"15 წუთით ადრე, ქუჩიდან ისმოდა ბიჭების კამათის ხმა" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ვარკეთილში მომხდარზე, სადაც კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს

"15 წუთით ადრე, ქუჩიდან ისმოდა ბიჭების კამათის ხმა" - რას ჰყვებიან თვითმხილველები ვარკეთილში მომხდარზე, სადაც კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს

ვარკეთილში, სამხედრო დასახლებაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით თვითმხილველები დეტალებს ყვებიან.

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, თავდაპირველად საცხოვრებელ კორპუსთან, ქუჩაში ისმოდა კამათის ხმა, კამათიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ კი მოხდა აფეთქება.

"ქუჩიდან შემოდიოდა ბიჭების კამათის ხმა, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ კი აფეთქების ხმა გავიგონეთ. როდესაც გამოვიხედე, ჩოჩქოლი იყო, ბიჭები იდგნენ და დაჭრილებს ეხმარებოდნენ. 3 დაჭრილიდან ორი უგონო მდგომარეობაში იყო და შემდეგ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს," - აცხადებს თვითმხილველი ვერიკო კუპრეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს. შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი.

შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო.

„სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად“, - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება დაშავებულებს, სამივე საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ერთს წუხელვე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის განცხადებით, ყველაზე მძიმედ დაშავებულს ჭრილობები ორივე წვივისა და მარჯვენა მტევნის არეში აღენიშნებოდა, დაზიანებული ჰქონდა არამაგისტრალური სისხლძარღვები, ნერვები და კუნთები.

„პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. მას აღენიშნებოდა ლითონის უცხო სხეულები ჭრილობების არეში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს, თუმცა მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება“, - განაცხადა ქირურგმა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია