ავტორი:

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა, შესაძლოა, აღდგეს

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა, შესაძლოა, აღდგეს

რუსეთის ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის კვლავ აღდგეს - ამის შესახებ kommersant.ru საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„თუ საქართველოში სიტუაცია დამშვიდდება, რუსოფობია შეწყდება და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება გარანტირებული იქნება, ავიამიმოსვლის აღდგენაზე დაიწყება საუბარი,“ - განაცხადა „კომერსანტის“ წყარომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 22 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ.

რაც შეეხება ქართულ ავიაკომპანიებს, რუსეთის მიმართულებით მათი რეისებიც 8 ივლისიდან შეჩერდა. ამის მიზეზი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებაა. როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამის მიზეზია სათანადო საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ასევე ვადაგადაცილებული დავალიანება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ