ავტორი:

თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს, არიან დაშავებულები

თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს, არიან დაშავებულები

ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს. შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი.

შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო.

„სამართალდამცველების მიერ დადგენილია დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად“, - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება დაშავებულებს, სამივე საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ერთს წუხელვე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის განცხადებით, ყველაზე მძიმედ დაშავებულს ჭრილობები ორივე წვივისა და მარჯვენა მტევნის არეში აღენიშნებოდა, დაზიანებული ჰქონდა არამაგისტრალური სისხლძარღვები, ნერვები და კუნთები.

„პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. მას აღენიშნებოდა ლითონის უცხო სხეულები ჭრილობების არეში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს, თუმცა მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება“, - განაცხადა ქირურგმა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო