თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ ნაღმის შესახებ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათთან განხორციელებული ზარის საფუძველზე, სავაჭრო ცენტრში შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა, თუმცა, დათვალიერების შედეგად, შენობაში ნაღმი არ აღმოჩნდა.
უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ შენობის სრული ევაკუაცია არ მომხდარა.
VIDEO: კადრები "ქარვასლიდან", სადაც ევაკუაცია გამოცხადდა
სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელმა ნატალია საგინაშვილმა "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, რომ დაახლოებით 12:00 საათზე უცნობმა პირმა ერთ-ერთ მომხმარებელ ქალს უთხრა, რომ შენობაში ნაღმი იყო და გაქცეულიყო, რის შემდეგაც გამოიძახეს სამართალდამცველები:
"ეს ქალბატონი მივიდა დაცვის სამსახურთან და უთხრა ამ ფაქტის შესახებ, შემდეგ გამოვიძახეთ სპეციალური სამსახურები. იმისთვის, რომ დაგვეცვა უსაფრთხოების ზომები, მოხდა ევაკუაცია. პირი, რომელმაც ნაღმის შესახებ განაცხადა, იდენტიფიცირებული არ არის, გადმოცემით ვიცით, რომ ქალბატონს უთხრა ნაღმის არსებობის შესახებ" - განაცხადა საგინაშვილმა.