ავტორი:

სავალუტო ჯიხურებში დოლარის კურსმა 2.90-ს მიაღწია

სავალუტო ჯიხურებში დოლარის კურსმა 2.90-ს მიაღწია

თბილისში, ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში დოლარის ყიდვას მსურველი 2.90 ლარად შეძლებს. რაც შეეხება ევროს, ერთი ევრო 3.27 ლარი ღირს.

ეს არ არის ოფიციალური კურსი და ახალ კურსს ეროვნული ბანკი დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს, თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ამ დროისთვის ერთი დოლარი 2.9325 ლარად ივაჭრება.

BPN-ის ინფორმაციით, პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8401 კურსით დაიწყო.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ამ დროისთვის „საქართველოს ბანკში“ მოქალაქეებს 1 დოლარის შეძენა 2.971 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს ღირებულებას, მისი ყიდვა 3.346 ლარადაა შესაძლებელი.

„თიბისი ბანკში“ 1 დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.9800 ლარად შეძლებენ, ევროს ყიდვას კი 3.3450 ლარად.

„ლიბერთი ბანკში“ 1 დოლარი 2.972 ლარი ღირს, ერთი ევროს კი - 3.35 ლარი.

ბანკ „ქართუში“ 1 დოლარის შეძენა 2.9400 ლარადაა შესაძლებელი, 1 ევროს მოქალაქეები 3.2850 ლარად იყიდიან.

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს, 2.8320 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1778 ლარია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ