10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთ ფიგურებს უცხოეთში აკეთებენ, თუმცა საქართველოში ვერ მოვძებნე ჩემნაირი ინტერესების ადამიანი" - გურული ოსტატის საოცარი ნამუშევრები
"ასეთ ფიგურებს უცხოეთში აკეთებენ, თუმცა საქართველოში ვერ მოვძებნე ჩემნაირი ინტერესების ადამიანი" - გურული ოსტატის საოცარი ნამუშევრები

ბევ­რი ხელ­მარ­ჯვე ადა­მი­ა­ნი და ოს­ტა­ტი ჩაგ­ვი­წე­რია, მაგ­რამ ჩვე­ნი ახ­ლან­დე­ლი რეს­პონ­დენ­ტი მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლია. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­რე­მოს აცო­ცხლებს და ალა­მა­ზებს. გელა ცენ­ტე­რა­ძე, ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ტა­ნე­ბი­დან, სა­კუ­თარ ეზო­ში დიდ ფი­გუ­რებს ამ­ზა­დებს და ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­ლა­ხით ფა­რავს. ასე­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი უცხო­ეთ­ში არა­ერ­თია შექ­მნი­ლი, მათი ნახ­ვა ინ­ტერ­ნე­ტი­თაც შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში გელა პირ­ვე­ლია. ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის, ზღაპ­რე­ბის გმი­რე­ბის, ცხო­ვე­ლე­ბის, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის - მე­სი­სა და რო­ნალ­დუს ფი­გუ­რე­ბი, მნახ­ველ­ზე სა­ო­ცარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დე­ნენ.

პირ­ვე­ლად ქოხი და ცხე­ნი გა­ა­კე­თა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქო­ხის თავ­ზე კარლ­სო­ნიც შე­მოს­ვა, რო­გორც გვე­უბ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი - შვი­ლიშ­ვი­ლის თხოვ­ნით. პა­ტა­რას უნ­დო­და შინ დიდი სა­თა­მა­შო­ე­ბი ჰქო­ნო­და. მერე აზარ­ტში შე­ვი­და და ახლა ეზო ნამ­დვი­ლი მუ­ზე­უ­მია, სა­დაც ნა­მუ­შევ­რე­ბია გა­მო­ფე­ნი­ლი.

ბა­ტო­ნი გელა პრო­ფე­სი­ით სამ­თო ინ­ჟი­ნე­რია. არას­დროს უც­დია რა­მის და­ხატ­ვა და არც მხატ­ვრო­ბის სწავ­ლის სურ­ვი­ლი გას­ჩე­ნია. ად­რე­ულ წლებ­ში თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ობ­და, ას­კა­ნურ თი­ხას მო­ი­პო­ვებ­და. ახლა ფი­გუ­რებს ქმნის და თა­ვის სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბას უვ­ლის.

- რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც ჩემი ეზო იძ­ლე­ვა და რაც ჩვენს მხა­რე­ში მო­დის, მომ­ყავს - ციტ­რუ­სი, თხი­ლი, კივი... ამ ფი­გუ­რე­ბის გა­კე­თე­ბა კი შემ­თხვე­ვით, შვი­ლიშ­ვი­ლის თხოვ­ნით და­ვი­წყე. ეზო­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­ლა­ხი მე­ყა­რა და რა­ტომ­ღაც ცხო­ვე­ლის ბეწვს მი­ვამ­სგავ­სე. შევ­ქმე­ნი კარ­კა­სი, ზე­მო­დან გა­და­ვა­კა­რი ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­ლა­ხი - ასე მი­ვი­ღე პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი, ცხე­ნი. მა­ნამ­დე ქოხი მქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი და ბავ­შვმა მთხო­ვა, ქოხ­თან რა­ღაც ცხო­ვე­ლი იყო­სო...ასეთ ფი­გუ­რებს უცხო­ეთ­ში აკე­თე­ბენ, ამას ტო­პი­არს უწო­დე­ბენ. მისი ნახ­ვა ინ­ტერ­ნეტ­ში შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ ვერ მოვ­ძებ­ნე ჩემ­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სე­ბის ადა­მი­ა­ნი.

- ორი წლის წინ და­ი­წყეთ და უკვე მუ­ზე­უმს ჰგავს თქვე­ნი ეზო, სა­დაც არ­ცთუ ცოტა ნა­მუ­შე­ვა­რია. მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ აკე­თებთ თქვენს ფი­გუ­რებს.

- ჯერ ვამ­ზა­დებ რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ებს, მერე - კარ­კასს მავ­თუ­ლით, ფორ­მა რომ მივ­ცე. სულ ბო­ლოს ზე­მო­დან ხე­ლოვ­ნურ ბა­ლახს ვაკ­რავ. ჭრა-კერ­ვაც მი­წევს. ცოტა თარ­გის გა­მოჭ­რა და კერ­ვა კი მი­ჭირს, მაგ­რამ ამა­საც ვე­რე­ვი. მა­გა­ლი­თად, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი რომ გა­ვა­კე­თე, იგი­ვე პრინ­ცი­პი გა­მო­ვი­ყე­ნე, ოღონდ მათ ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­ლა­ხი არ გა­და­ვა­კა­რი, წებო-ცე­მენ­ტით გა­ვა­კე­თე და მერე სა­ღე­ბა­ვე­ბი ვიხ­მა­რე. იდე­ე­ბი ბავ­შვებს მოს­დით - უნ­დათ ანი­მა­ცი­უ­რი გმი­რე­ბი, ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბი. იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ასეთ ფიგურებს უცხოეთში აკეთებენ, თუმცა საქართველოში ვერ მოვძებნე ჩემნაირი ინტერესების ადამიანი" - გურული ოსტატის საოცარი ნამუშევრები

"ასეთ ფიგურებს უცხოეთში აკეთებენ, თუმცა საქართველოში ვერ მოვძებნე ჩემნაირი ინტერესების ადამიანი" - გურული ოსტატის საოცარი ნამუშევრები

ბევრი ხელმარჯვე ადამიანი და ოსტატი ჩაგვიწერია, მაგრამ ჩვენი ახლანდელი რესპონდენტი მართლაც გამორჩეულია. მისი ნამუშევრები გარემოს აცოცხლებს და ალამაზებს. გელა ცენტერაძე, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებიდან, საკუთარ ეზოში დიდ ფიგურებს ამზადებს და ხელოვნური ბალახით ფარავს. ასეთი ნამუშევრები უცხოეთში არაერთია შექმნილი, მათი ნახვა ინტერნეტითაც შეიძლება. თუმცა საქართველოში გელა პირველია. ანიმაციური ფილმების, ზღაპრების გმირების, ცხოველების, ფეხბურთელების - მესისა და რონალდუს ფიგურები, მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენენ.

პირველად ქოხი და ცხენი გააკეთა, მოგვიანებით ქოხის თავზე კარლსონიც შემოსვა, როგორც გვეუბნება, ყველაფერი - შვილიშვილის თხოვნით. პატარას უნდოდა შინ დიდი სათამაშოები ჰქონოდა. მერე აზარტში შევიდა და ახლა ეზო ნამდვილი მუზეუმია, სადაც ნამუშევრებია გამოფენილი.

ბატონი გელა პროფესიით სამთო ინჟინერია. არასდროს უცდია რამის დახატვა და არც მხატვრობის სწავლის სურვილი გასჩენია. ადრეულ წლებში თავისი პროფესიით მუშაობდა, ასკანურ თიხას მოიპოვებდა. ახლა ფიგურებს ქმნის და თავის საოჯახო მეურნეობას უვლის.

- რის საშუალებასაც ჩემი ეზო იძლევა და რაც ჩვენს მხარეში მოდის, მომყავს - ციტრუსი, თხილი, კივი... ამ ფიგურების გაკეთება კი შემთხვევით, შვილიშვილის თხოვნით დავიწყე. ეზოში ხელოვნური ბალახი მეყარა და რატომღაც ცხოველის ბეწვს მივამსგავსე. შევქმენი კარკასი, ზემოდან გადავაკარი ხელოვნური ბალახი - ასე მივიღე პირველი ნამუშევარი, ცხენი. მანამდე ქოხი მქონდა გაკეთებული და ბავშვმა მთხოვა, ქოხთან რაღაც ცხოველი იყოსო...ასეთ ფიგურებს უცხოეთში აკეთებენ, ამას ტოპიარს უწოდებენ. მისი ნახვა ინტერნეტში შეიძლება, თუმცა საქართველოში ჯერ ვერ მოვძებნე ჩემნაირი ინტერესების ადამიანი.

- ორი წლის წინ დაიწყეთ და უკვე მუზეუმს ჰგავს თქვენი ეზო, სადაც არცთუ ცოტა ნამუშევარია. მოგვიყევით, როგორ აკეთებთ თქვენს ფიგურებს.

- ჯერ ვამზადებ რკინის კონსტრუქციებს, მერე - კარკასს მავთულით, ფორმა რომ მივცე. სულ ბოლოს ზემოდან ხელოვნურ ბალახს ვაკრავ. ჭრა-კერვაც მიწევს. ცოტა თარგის გამოჭრა და კერვა კი მიჭირს, მაგრამ ამასაც ვერევი. მაგალითად, ფეხბურთელები რომ გავაკეთე, იგივე პრინციპი გამოვიყენე, ოღონდ მათ ხელოვნური ბალახი არ გადავაკარი, წებო-ცემენტით გავაკეთე და მერე საღებავები ვიხმარე. იდეები ბავშვებს მოსდით - უნდათ ანიმაციური გმირები, ეგზოტიკური ცხოველები. იხილეთ ვრცლად

"მშობლები ღამენათევები იყვნენ და ეძინათ..." - მეზობლები ჰყვებიან, როგორ გადმოვარდა 1 წლის ბავშვი 14-ე სართულიდან

დღეს ფილმს "შინდისი" მსოფლიოს 20 ქვეყანაში ნახავენ

შს მინისტრმა ომში დაღუპული თანამშრომლების შვილებს სურვილები აუსრულა - "მადლობა ჩემი შვილის გახარებისთვის"