მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის დუმამ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას, ასევე ფულადი გზავნილების შეჩერებას მხარი დაუჭირა
რუსეთის დუმამ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას, ასევე ფულადი გზავნილების შეჩერებას მხარი დაუჭირა

რუ­სე­თის დუ­მამ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა. რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რომ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მი­ი­ღო გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც რე­კო­მენ­და­ცია მის­ცა მთავ­რო­ბას, გა­ნი­ხი­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა და შე­სა­ბა­მი­სი წი­ნა­და­დე­ბე­ბი წა­რუდ­გი­ნოს რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს.

დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მომ­ზა­დე­ბუ­ლია დუ­მის დსთ-ს სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის მიერ, ით­ვა­ლის­წი­ნებს რუ­სეთ­ში ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის იმ­პორ­ტის აკ­რძალ­ვას. ასე­ვე რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას.

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­რო კა­ტე­გო­რი­უ­ლად გმობს „უწყვეტ ან­ტი­რუ­სულ პრო­ვო­კა­ცი­ებს“ სა­ქარ­თვე­ლო­ში და აღ­ნიშ­ნავს, რომ „ამ ქვეყ­ნის რა­დი­კა­ლუ­რი ძა­ლე­ბის ღია თავ­დას­ხმე­ბი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დგომ დეგ­რა­და­ცი­ას იწ­ვევს“.

დუმა მთავ­რო­ბას სთა­ვა­ზობს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბას 2006 წლის 30 დე­კემ­ბრის კა­ნო­ნის „სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­მე­ბი­სა და იძუ­ლე­ბი­თი ზო­მე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ფუძ­ველ­ზე. ამ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­მე­ბი ატა­რებს დრო­ე­ბით ხა­სი­ათს და გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის ასე­ვე მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. ამ კა­ნონ­ში ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის აკ­რძალ­ვა ან შე­ზღუდ­ვა, ტუ­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა, ასე­ვე იმ­პორ­ტის­თვის და ექ­სპორ­ტის­თვის სა­ბა­ჟო ტა­რი­ფე­ბის ცვლი­ლე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას „რია ნო­ვოს­ტი“ ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რუსეთის დუმამ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას, ასევე ფულადი გზავნილების შეჩერებას მხარი დაუჭირა

რუსეთის დუმამ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას, ასევე ფულადი გზავნილების შეჩერებას მხარი დაუჭირა

რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომელშიც რეკომენდაცია მისცა მთავრობას, განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა და შესაბამისი წინადადებები წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს.

დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო კატეგორიულად გმობს „უწყვეტ ანტირუსულ პროვოკაციებს“ საქართველოში და აღნიშნავს, რომ „ამ ქვეყნის რადიკალური ძალების ღია თავდასხმები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შემდგომ დეგრადაციას იწვევს“.

დუმა მთავრობას სთავაზობს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას 2006 წლის 30 დეკემბრის კანონის „სპეციალური ეკონომიკური ზომებისა და იძულებითი ზომების შესახებ“ საფუძველზე. ამ კანონის თანახმად, სპეციალური ეკონომიკური ზომები ატარებს დროებით ხასიათს და გამოიყენება სხვა ღონისძიებებისგან დამოუკიდებლად, რუსეთის ინტერესების ასევე მისი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ამ კანონში ასევე გათვალისწინებულია ფინანსური ოპერაციების აკრძალვა ან შეზღუდვა, ტურისტულ საქმიანობაზე შეზღუდვების დაწესება, ასევე იმპორტისთვის და ექსპორტისთვის საბაჟო ტარიფების ცვლილება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

"ფეისბუქმა" კადიროვის "ინსტაგრამი" დაბლოკა - "ჩვენს მხედარს იმ გვერდზე ჰქონდა ატვირთული ბოდიშები, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც იღებს"

რუსეთში ორ არასრულწლოვან გოგოს, რომლებიც კარანტინის რეჟიმის დროს გააუპატიურეს, იზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმა გამოუწერეს

მსოფლიოს ქალი ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას წარმატებით ებრძვიან