ავტორი:

ბათუმის ბულვარში სუვენირების ოთხი ჯიხური გაქურდეს

ბათუმის ბულვარში სუვენირების ოთხი ჯიხური გაქურდეს

ბათუმის ბულვარში სუვენირების ოთხი ჯიხური გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ჯიხურები დააზიანა, შემდეგ კი ღვინო და სუვენირები მოიპარა.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ სუვენირების ჯიხურების გაქურდვის ფაქტი ტურისტულ სეზონზე არაერთხელ დაფიქსირდა. ისინი სამართალდამცავებს მკაც რეაგირებას სთხოვენ.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე შეაჩერა სავარაუდო დამნაშავე არასრულწლოვანი. ნივთები, რომლის მოპარვასაც ცდილობდა, ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს