საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ახალგაზრდები რუსეთის წინააღმდეგ 30 წლის წინ და დღეს - ერთი ფოტოს საოცარი ისტორია
ქართველი ახალგაზრდები რუსეთის წინააღმდეგ 30 წლის წინ და დღეს - ერთი ფოტოს საოცარი ისტორია

20 ივ­ნი­სის შემ­დეგ, აქ­ცი­ებ­სა და პრო­ტესტს მიჩ­ვე­ულ სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა აგორ­და, რო­მე­ლიც ჯერ რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტს, შემ­დეგ კი ამ აქ­ცი­ის დარ­ბე­ვას მოჰ­ყვა. მე­ო­ცე დღეა ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო აქ­ცია მუხტს არ კარ­გავს და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, ყო­ველ სა­ღა­მოს 19:00 სა­ათ­ზე ათა­სო­ბით ადა­მი­ანს კრებს...

25 ივ­ნისს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე 30 წლის წინ გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო ავ­ტვირ­თე, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის წინ, ერთ-ერთ მი­ტინგზეა გა­და­ღე­ბუ­ლი და რო­მე­ლიც „გუ­გლის“ სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში შემ­თხვე­ვით ვი­პო­ვე.

ფო­ტო­ზე ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან ასა­ხულ­ნი, რო­მელ­თა უკან მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ტრანსფა­რან­ტე­ბი ჩანს: "ძირს კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მი"; "რუსო ოკუ­პან­ტე­ბო, წა­დით სახ­ლში!"; "ძირს რუ­სე­თის დამ­პა­ლი იმ­პე­რია" და ა.შ. დღე­საც ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი რუსი ოკუ­პან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან და 30 წლის წი­ნაც, ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს იგი­ვე მო­თხოვ­ნე­ბი ჰქონ­დათ...

ფოტო მა­ლე­ვე უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა და ერთ-ერთ კო­მენ­ტარ­ში უც­ნობ­მა ქალ­მა მომ­წე­რა: "ეს ჩემი კლა­სია!"

რა თქმა უნდა, და­ვუ­კავ­შირ­დი ქალ­ბა­ტონს ფო­ტოს ის­ტო­რი­ის გა­სა­გე­ბად და ინ­ტერ­ვი­უ­ზე შე­ვი­თან­ხმე, თუმ­ცა ამ ამ­ბავ­მა კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი­სა და ის­ტო­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბას მის­ცა გა­სა­ქა­ნი...

აკა­კი ლო­დია, დათო ვარ­დოშ­ვი­ლი, თი­ნი­კო გუ­და­ძე, მაია გი­გო­ლაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ კუ­ტი­ბაშ­ვი­ლი, კახა ცქი­ტიშ­ვი­ლი, მეგი გო­ცი­რი­ძე, ნანა კურ­დღე­ლაშ­ვი­ლი, შო­რე­ნა გა­ბი­ცი­ნაშ­ვი­ლი, მა­ნა­ნა ჯან­გი­რაშ­ვი­ლი, ლალი ჯი­ღა­უ­რი, ქე­თი­ნო ჭე­იშ­ვი­ლი, თამ­რი­კო კან­დე­ლა­კი, ვე­რი­კო შა­კი­აშ­ვი­ლი, ბესო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი - ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი არი­ან, მე-4 სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც 30 წლის წინ აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში.

30 წლის წი­ნან­დე­ლი ფო­ტოს ის­ტო­რი­ას AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტი და ფი­ლო­ლო­გი მაია გი­გო­ლაშ­ვი­ლი აცო­ცხლებს:

- ფო­ტო­ზე ჩვე­ნი კლა­სია აღ­ბეჭ­დი­ლი, ბევ­რნი ვართ აქ, ერთ-ერთი მეც ვარ. რო­დე­საც ეს სუ­რა­თი „ფე­ის­ბუქ­ზე“ ვნა­ხეთ, ბევ­რი გა­ზი­ა­რე­ბა და გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სა­ინ­ტე­რე­სო კო­მენ­ტა­რე­ბიც და­ი­წე­რა.

მისი ნახ­ვი­სას, უდი­დე­სი ემო­ცია გვქონ­და, სი­ტყვით ვერ გად­მოგ­ცემთ. შემ­დეგ კლა­სე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ვუ­კავ­შირ­დით და ყვე­ლა­ფე­რი გუ­შინ­დე­ლი დღე­სა­ვით გაგ­ვახ­სენ­და...

თა­ვი­დან­ვე კარ­გი კლა­სი გვქონ­და, დღემ­დე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი გვაქვს თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ყო­ველ­დღი­უ­რი კონ­ტაქ­ტი გვაქვს, მაგ­რამ ამ ფო­ტოს შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დით, მას­ზე კარ­გად ჩანს ჩვე­ნი ბავ­შვუ­რი სა­ხე­ე­ბი... ეს და­ახ­ლო­ე­ბით 1989 წლის 6-7 აპ­რი­ლია, რად­გა­ნაც 8 აპ­რილს უკვე კი­ნოს სახ­ლის წინ გვი­ა­ნო­ბამ­დე ვი­დე­ქით.

საბ­ჭო­თა მოს­წავ­ლე­ე­ბის პრო­ტეს­ტი

"რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის ბო­ლოს ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყო, ნე­ბით თუ უნებ­ლი­ედ, საბ­ჭო­თა ეპო­ქის შვი­ლე­ბი ვგრძნობ­დით, რომ ჩვენ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხი მეტი იყო. ჩნდე­ბო­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მუხ­ტი და პრო­ტესტს მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მართ გა­მოვ­ხა­ტავ­დით, რად­გა­ნაც კო­მუ­ნის­ტუ­რი ჩარ­ჩო­ე­ბი, აზ­როვ­ნე­ბა არ მოგ­ვწონ­და და რო­გორც კი და­იძ­რა ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა, თით­ქოს მა­შინ­ვე ვი­პო­ვეთ ჩვე­ნი ად­გი­ლი.

ზნე­ო­ბა, მენ­ტა­ლო­ბა გვკარ­ნა­ხობ­და, რომ იქ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით და 9 აპ­რი­ლის წინა დღე­ებ­ში და­წყე­ბულ პრო­ტესტს თა­ვი­დან­ვე შე­ვუ­ერ­თდით. ერთი დღეც არ გა­მოგ­ვი­ტო­ვე­ბია, თუმ­ცა სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლებ­თან პრობ­ლე­მე­ბი გვქონ­და, იყო დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში და­ბა­რე­ბე­ბი, სა­თი­თა­ოდ გვსაყ­ვე­დუ­რობ­დნენ. ვის­მენ­დით დი­რექ­ცი­ის კო­მუ­ნის­ტურ რი­ტო­რი­კას, მაგ­რამ ჩვენ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას არ ახ­დენ­და - რო­გორც კი და­ამ­თავ­რებ­დნენ შე­გო­ნე­ბას, გა­მო­ვი­ხუ­რავ­დით დი­რექ­ტო­რის კარს და მა­შინ­ვე მი­ტინგზე მივ­დი­ო­დით...

ყო­ველ დი­ლას სკო­ლას­თან ვიკ­რი­ბე­ბო­დით, სკო­ლა­ში არ შევ­დი­ო­დით და პირ­და­პირ პარ­ლა­მე­ტის­კენ გავ­რბო­დით. 7-8 აპ­რილს უკვე მას­წავ­ლებ­ლე­ბიც და დი­რექ­ცი­აც მიხ­ვდა, რომ აკ­რძალ­ვას აზრი აღარ ჰქონ­და და მი­ტინგზე მოგ­ვყვე­ბოდ­ნენ.

ლე­ნი­ნის ძეგლის ჩა­მოგ­დე­ბი­სას, მახ­სოვს, იყო დიდი კუ­ბოს მსგავ­სი ყუთი, სა­დაც პი­ო­ნე­რის და­ხე­ულ ყელ­სახ­ვე­ვებს, კომ­კავ­ში­რის ნიშ­ნებს და ბი­ლე­თებს ვყრი­დით. ერთი ასე­თი ყუთი კი­ნოს სახ­ლის წი­ნაც იდგა... კი­ნოს სახ­ლი ხომ აქ­ტი­უ­რი ცენ­ტრი იყო, სა­დაც პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ინ­ტე­ლი­გენ­ცია იკ­რი­ბე­ბო­და.

და­ვი­თის დრო­შა

იმ დღე­ებ­ში გა­დავ­წყვი­ტეთ, აქ­ცი­ებ­ზე დრო­შა გვქო­ნო­და, ჩვე­ნი კლა­სე­ლის მშობ­ლე­ბი მხატ­ვრე­ბი იყ­ვნენ და დე­დამ, დანა თევ­ზა­ძემ „და­ვი­თის დრო­შა“ დაგ­ვი­ხა­ტა, რო­მე­ლიც მი­ტინგზე გა­ვი­ტა­ნეთ (გვქონ­და ასე­ვე წმინ­და გი­ორ­გის დრო­შაც). და­ვი­თის დრო­შა ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმი­ტომ იყო, რომ ჩვე­ნი სურ­ვი­ლით შე­იქ­მნა.

ერთ-ერთი შეკ­რე­ბის დროს, რო­დე­საც იმ სა­ა­მა­ყო დრო­შას ვაფ­რი­ა­ლებ­დით, სახ­ლი­დან გა­მო­ვი­და მე­რაბ კოს­ტა­ვა, დაღ­მარ­თზე ჩა­მო­დი­ო­და, მი­ტინგზე სი­ტყვით უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო და თვალ­ში მოვ­ხვდით პა­ტა­რა-გოგო ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც დრო­შას ვაფ­რი­ა­ლებ­დით. სა­ხე­ზეც დიდი ემო­ცია გვქონ­და... მოგ­ვი­ახ­ლოვ­და, მოგ­ვე­ფე­რა, მოგ­ვე­სიყ­ვა­რუ­ლა, ჩაგ­ვე­ხუ­ტა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი გვი­წო­და.

ეს იყო ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი წამი და ძლი­ე­რი კად­რი და დრო­შა მე­რაბ კოს­ტა­ვას ვა­ჩუ­ქეთ!

დიდი სი­ხა­რუ­ლი­თა და სი­ა­მა­ყით გა­მოგ­ვარ­თვა. ამის შემ­დგომ ამ ნივ­თის ამ­ბა­ვი აღარ მოგ­ვი­კი­თხავს და სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, ახ­ლა­ხანს აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ 30 წლის შემ­დე­გაც, ის მე­რაბ კოს­ტა­ვას სახლ-მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა. ამ დღე­ებ­ში გახ­ლდით იქ და დრო­შა სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე.

მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მისი შექ­მნის, იქ მოხ­ვედ­რის და ავ­ტო­რის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ, ჩვენ კი ამ­დე­ნი წლის მერე დრო­შის ად­გი­ლი. მად­ლო­ბა ამ ადა­მი­ა­ნებს, რომ დიდი რუ­დუ­ნე­ბი­თა და ერ­თგუ­ლე­ბით უვ­ლი­ან არა მარ­ტო ჩვენს დრო­შას, დიდი გულ­წრფე­ლო­ბით უვ­ლი­ან იქ ყვე­ლა­ფერს, რაც და­სა­ფა­სე­ბე­ლია...

თა­ვად დრო­შას სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს: იო­ა­ნე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის გად­მო­ცე­მით, რქო­სა­ნი, რო­მე­ლიც და­ვი­თის დრო­შა­ზეა გა­მო­სა­ხუ­ლი, მე­ფემ თა­ვი­სი ხე­ლით და­ი­ჭი­რა.

რო­დე­საც აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი თბი­ლი­სი­დან ქუ­თა­ის­ში მი­დი­ო­და, ვიწ­რო გზა­ზე შემ­თხვე­ვით რქი­ა­ნი ცხე­ნი (უიშ­ვი­ა­თე­სი ცხო­ვე­ლი) და­ი­ნა­ხა, რთუ­ლი და­სა­ჭე­რი იყო, მაგ­რამ და­ი­ჭი­რა და თბი­ლის­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნა. რქო­სა­ნი ცხე­ნი სა­ო­ცა­რი სის­წრა­ფის და ძა­ლის მქო­ნე იყო, ერთ დღე­ში შე­ეძ­ლო თბი­ლი­სი­დან ქუ­თა­ის­ში ჩას­ვლა, ქუ­თა­ი­სი­დან ქარ­თლში, ქარ­თლი­დან კა­ხეთ­ში და იქი­დან ისევ უკან დაბ­რუ­ნე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ მოხ­ვდა ის და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის დრო­შა­ზე...

ალ­ბათ ჩვე­ნი გულ­წრფე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­სამ­ჩნე­ვი იყო, მარ­თლე­ბი ვი­ყა­ვით და ძა­ლი­ან გვინ­დო­და, იმ სა­ში­ნე­ლი რე­ა­ლო­ბის შეც­ვლა. ძა­ლი­ან გვინ­დო­და სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა...

30 წლის შემ­დეგ ბევ­რი არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა ჩვენს აზ­როვ­ნე­ბა­ში, მენ­ტა­ლო­ბა­ში. მარ­თა­ლია, დღეს დრო­შით აღარ გა­მოვ­დი­ვართ, მაგ­რამ სა­უბ­რი­სას, თი­თო­ე­ულ ჩემს კლა­სელ­ში იმ ემო­ცი­ას ნამ­დვი­ლად ვი­ჭერ, რაც მა­შინ გვქონ­და. ეს არ იყო ურა­პატ­რი­ო­ტიზ­მი, ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მი გახ­ლდათ...

როცა მე­ზო­ბე­ლი იმ­პე­რი­ა­ლის­ტია

"ფოტო 20 ივ­ნი­სის შემ­დგომ და­დეთ, როცა ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის პრო­ტეს­ტის თემა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ ზრახ­ვებს და­უ­კავ­შირ­და, მაგ­რამ 20-ის შემ­დგომ მოვ­ლე­ნებს 30 წლის წი­ნა­ნა­დელ პრო­ტესტს ვე­ღარ შე­ვა­და­რებთ, რად­გა­ნაც 30 წლის წინ, ჩემი კლა­სი მხო­ლოდ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ ბუ­ნე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­და, იბ­რძო­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის.

ჩვენ მე­რაბ კოს­ტა­ვას იდე­ებ­ზე გაზ­რდი­ლი თა­ო­ბა ვართ, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ცხოვ­რე­ბა­ში. ის რე­ა­ლო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო ყო­ველ­გვარ პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­ჟი­რე­ბის­გან.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ისევ მობ­რუნ­და ის­ტო­რია... ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ 30 წე­ლის შემ­დეგ დღეს ამ თე­მა­ზე მოგ­ვი­წევ­და სა­უ­ბა­რი

ჩემი და პი­რა­დად ჩემი კლა­სის სა­ხე­ლით მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ ამ ფო­ტოს აღ­მო­ჩე­ნის­თვის. ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის წლე­ბის გახ­სე­ნე­ბის­თვის - ერ­თმა­ნეთს თვალ­ცრემ­ლი­ა­ნე­ბი ვე­სა­უბ­რობ­დით. იმ დროს დავ­ბრუნ­დით, პა­ტა­რა გოგო-ბი­ჭე­ბი გავ­ხდით, იგი­ვე ემო­ცია და ტალ­ღა წა­მო­ვი­და. ემო­ცი­უ­რი შოკი გვქონ­და!

პე­სი­მის­ტო­ბა არ მინ­და, იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი რუ­სე­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ვე­რას­დროს გახ­დე­ბა. მუდ­მი­ვად პრობ­ლე­მა ექ­ნე­ბა, რად­გა­ნაც მუდ­მი­ვი სი­ხარ­ბი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. რად­გან კა­რის მე­ზო­ბე­ლი იმ­პე­რი­ლის­ტი გყავს, მის წი­ნა­აღ­მდეგ მე­თო­დე­ბი უნდა შე­ი­მუ­შა­ვო...

სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის თა­ო­ბა ისევ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ სი­დამ­პლეს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ის­ტო­რია მე­ორ­დე­ბა, ის­ტო­რია არ მთავ­რდე­ბა... არა­და, იმე­დი გვქონ­და, ჩვე­ნი მა­შინ­დე­ლი პრო­ტეს­ტი, ბრძო­ლა რა­ღაც შე­დეგს გა­მო­ი­ღებ­და, მაგ­რამ თით­ქოს მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე დავ­დი­ვართ. ეტყო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ბედი აქვს ასე­თი - მუდ­მი­ვად ბრძო­ლა­ში უნდა იყოს".

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ქართველი ახალგაზრდები რუსეთის წინააღმდეგ 30 წლის წინ და დღეს - ერთი ფოტოს საოცარი ისტორია

ქართველი ახალგაზრდები რუსეთის წინააღმდეგ 30 წლის წინ და დღეს - ერთი ფოტოს საოცარი ისტორია

20 ივნისის შემდეგ, აქციებსა და პროტესტს მიჩვეულ საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა აგორდა, რომელიც ჯერ რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოში ვიზიტს, შემდეგ კი ამ აქციის დარბევას მოჰყვა. მეოცე დღეა ანტისაოკუპაციო აქცია მუხტს არ კარგავს და რუსთაველის გამზირზე, ყოველ საღამოს 19:00 საათზე ათასობით ადამიანს კრებს...

25 ივნისს "ფეისბუქის" პირად გვერდზე 30 წლის წინ გადაღებული ფოტო ავტვირთე, რომელიც პარლამენტის წინ, ერთ-ერთ მიტინგზეა გადაღებული და რომელიც „გუგლის“ საძიებო სისტემაში შემთხვევით ვიპოვე.

ფოტოზე ახალგაზრდები არიან ასახულნი, რომელთა უკან მრავალრიცხოვანი ტრანსფარანტები ჩანს: "ძირს კომუნისტური რეჟიმი"; "რუსო ოკუპანტებო, წადით სახლში!"; "ძირს რუსეთის დამპალი იმპერია" და ა.შ. დღესაც ქართველი ახალგაზრდები რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ გამოდიან და 30 წლის წინაც, ქართველ ახალგაზრდებს იგივე მოთხოვნები ჰქონდათ...

ფოტო მალევე უამრავმა ადამიანმა გააზიარა და ერთ-ერთ კომენტარში უცნობმა ქალმა მომწერა: "ეს ჩემი კლასია!"

რა თქმა უნდა, დავუკავშირდი ქალბატონს ფოტოს ისტორიის გასაგებად და ინტერვიუზე შევითანხმე, თუმცა ამ ამბავმა კიდევ უფრო საინტერესო ამბებისა და ისტორიის განვითარებას მისცა გასაქანი...

აკაკი ლოდია, დათო ვარდოშვილი, თინიკო გუდაძე, მაია გიგოლაშვილი, ზურაბ კუტიბაშვილი, კახა ცქიტიშვილი, მეგი გოცირიძე, ნანა კურდღელაშვილი, შორენა გაბიცინაშვილი, მანანა ჯანგირაშვილი, ლალი ჯიღაური, ქეთინო ჭეიშვილი, თამრიკო კანდელაკი, ვერიკო შაკიაშვილი, ბესო ბერძენიშვილი - ეს ადამიანები თანაკლასელები არიან, მე-4 სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც 30 წლის წინ აქტიურად იყვნენ ჩართულნი ეროვნულ მოძრაობაში.

30 წლის წინანდელი ფოტოს ისტორიას AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ერთ-ერთი მათგანი, ჟურნალისტი და ფილოლოგი მაია გიგოლაშვილი აცოცხლებს:

- ფოტოზე ჩვენი კლასია აღბეჭდილი, ბევრნი ვართ აქ, ერთ-ერთი მეც ვარ. როდესაც ეს სურათი „ფეისბუქზე“ ვნახეთ, ბევრი გაზიარება და გამოხმაურება მოჰყვა. საინტერესო კომენტარებიც დაიწერა.

მისი ნახვისას, უდიდესი ემოცია გვქონდა, სიტყვით ვერ გადმოგცემთ. შემდეგ კლასელები ერთმანეთს დავუკავშირდით და ყველაფერი გუშინდელი დღესავით გაგვახსენდა...

თავიდანვე კარგი კლასი გვქონდა, დღემდე შენარჩუნებული გვაქვს თბილი ურთიერთობები, ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს, მაგრამ ამ ფოტოს შესახებ არაფერი ვიცოდით, მასზე კარგად ჩანს ჩვენი ბავშვური სახეები... ეს დაახლოებით 1989 წლის 6-7 აპრილია, რადგანაც 8 აპრილს უკვე კინოს სახლის წინ გვიანობამდე ვიდექით.

საბჭოთა მოსწავლეების პროტესტი

"როდესაც საქართველოში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ეროვნული მოძრაობა დაიწყო, ნებით თუ უნებლიედ, საბჭოთა ეპოქის შვილები ვგრძნობდით, რომ ჩვენში თავისუფლების ხარისხი მეტი იყო. ჩნდებოდა თავისუფლების მუხტი და პროტესტს მასწავლებლების მიმართ გამოვხატავდით, რადგანაც კომუნისტური ჩარჩოები, აზროვნება არ მოგვწონდა და როგორც კი დაიძრა ეროვნული მოძრაობა, თითქოს მაშინვე ვიპოვეთ ჩვენი ადგილი.

ზნეობა, მენტალობა გვკარნახობდა, რომ იქ უნდა წავსულიყავით და 9 აპრილის წინა დღეებში დაწყებულ პროტესტს თავიდანვე შევუერთდით. ერთი დღეც არ გამოგვიტოვებია, თუმცა სკოლაში მასწავლებლებთან პრობლემები გვქონდა, იყო დირექტორის კაბინეტში დაბარებები, სათითაოდ გვსაყვედურობდნენ. ვისმენდით დირექციის კომუნისტურ რიტორიკას, მაგრამ ჩვენზე ზემოქმედებას არ ახდენდა - როგორც კი დაამთავრებდნენ შეგონებას, გამოვიხურავდით დირექტორის კარს და მაშინვე მიტინგზე მივდიოდით...

ყოველ დილას სკოლასთან ვიკრიბებოდით, სკოლაში არ შევდიოდით და პირდაპირ პარლამეტისკენ გავრბოდით. 7-8 აპრილს უკვე მასწავლებლებიც და დირექციაც მიხვდა, რომ აკრძალვას აზრი აღარ ჰქონდა და მიტინგზე მოგვყვებოდნენ.

ლენინის ძეგლის ჩამოგდებისას, მახსოვს, იყო დიდი კუბოს მსგავსი ყუთი, სადაც პიონერის დახეულ ყელსახვევებს, კომკავშირის ნიშნებს და ბილეთებს ვყრიდით. ერთი ასეთი ყუთი კინოს სახლის წინაც იდგა... კინოს სახლი ხომ აქტიური ცენტრი იყო, სადაც პროგრესულად მოაზროვნე ინტელიგენცია იკრიბებოდა.

დავითის დროშა

იმ დღეებში გადავწყვიტეთ, აქციებზე დროშა გვქონოდა, ჩვენი კლასელის მშობლები მხატვრები იყვნენ და დედამ, დანა თევზაძემ „დავითის დროშა“ დაგვიხატა, რომელიც მიტინგზე გავიტანეთ (გვქონდა ასევე წმინდა გიორგის დროშაც). დავითის დროშა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იმიტომ იყო, რომ ჩვენი სურვილით შეიქმნა.

ერთ-ერთი შეკრების დროს, როდესაც იმ საამაყო დროშას ვაფრიალებდით, სახლიდან გამოვიდა მერაბ კოსტავა, დაღმართზე ჩამოდიოდა, მიტინგზე სიტყვით უნდა გამოსულიყო და თვალში მოვხვდით პატარა-გოგო ბიჭები, რომლებიც დროშას ვაფრიალებდით. სახეზეც დიდი ემოცია გვქონდა... მოგვიახლოვდა, მოგვეფერა, მოგვესიყვარულა, ჩაგვეხუტა და საქართველოს მომავალი გვიწოდა.

ეს იყო ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი წამი და ძლიერი კადრი და დროშა მერაბ კოსტავას ვაჩუქეთ!

დიდი სიხარულითა და სიამაყით გამოგვართვა. ამის შემდგომ ამ ნივთის ამბავი აღარ მოგვიკითხავს და სრულიად შემთხვევით, ახლახანს აღმოვაჩინეთ, რომ 30 წლის შემდეგაც, ის მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში ინახება. ამ დღეებში გახლდით იქ და დროშა საკუთარი თვალით ვნახე.

მუზეუმის თანამშრომლებმა მისი შექმნის, იქ მოხვედრის და ავტორის შესახებ არაფერი იცოდნენ, ჩვენ კი ამდენი წლის მერე დროშის ადგილი. მადლობა ამ ადამიანებს, რომ დიდი რუდუნებითა და ერთგულებით უვლიან არა მარტო ჩვენს დროშას, დიდი გულწრფელობით უვლიან იქ ყველაფერს, რაც დასაფასებელია...

თავად დროშას საინტერესო ისტორია აქვს: იოანე ბატონიშვილის გადმოცემით, რქოსანი, რომელიც დავითის დროშაზეა გამოსახული, მეფემ თავისი ხელით დაიჭირა.

როდესაც აღმაშენებელი თბილისიდან ქუთაისში მიდიოდა, ვიწრო გზაზე შემთხვევით რქიანი ცხენი (უიშვიათესი ცხოველი) დაინახა, რთული დასაჭერი იყო, მაგრამ დაიჭირა და თბილისში ჩამოიყვანა. რქოსანი ცხენი საოცარი სისწრაფის და ძალის მქონე იყო, ერთ დღეში შეეძლო თბილისიდან ქუთაისში ჩასვლა, ქუთაისიდან ქართლში, ქართლიდან კახეთში და იქიდან ისევ უკან დაბრუნება. სწორედ ამიტომ მოხვდა ის დავით აღმაშენებლის დროშაზე...

ალბათ ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულება შესამჩნევი იყო, მართლები ვიყავით და ძალიან გვინდოდა, იმ საშინელი რეალობის შეცვლა. ძალიან გვინდოდა საქართველოს თავისუფლება, ქვეყნის დამოუკიდებლობა...

30 წლის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა ჩვენს აზროვნებაში, მენტალობაში. მართალია, დღეს დროშით აღარ გამოვდივართ, მაგრამ საუბრისას, თითოეულ ჩემს კლასელში იმ ემოციას ნამდვილად ვიჭერ, რაც მაშინ გვქონდა. ეს არ იყო ურაპატრიოტიზმი, ნამდვილი პატრიოტიზმი გახლდათ...

როცა მეზობელი იმპერიალისტია

"ფოტო 20 ივნისის შემდგომ დადეთ, როცა ქართველი ახალგაზრდების პროტესტის თემა რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებს დაუკავშირდა, მაგრამ 20-ის შემდგომ მოვლენებს 30 წლის წინანადელ პროტესტს ვეღარ შევადარებთ, რადგანაც 30 წლის წინ, ჩემი კლასი მხოლოდ რუსეთის იმპერიალისტურ ბუნებას აპროტესტებდა, იბრძოდა თავისუფლებისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

ჩვენ მერაბ კოსტავას იდეებზე გაზრდილი თაობა ვართ, რომელმაც პირველი ნაბიჯები გადადგა დამოუკიდებელი საქართველოს ცხოვრებაში. ის რეალობა თავისუფალი იყო ყოველგვარ პოლიტიკური ანგაჟირებისგან.

სამწუხაროა, რომ ისევ მობრუნდა ისტორია... ვერ წარმოვიდგენდით, რომ 30 წელის შემდეგ დღეს ამ თემაზე მოგვიწევდა საუბარი

ჩემი და პირადად ჩემი კლასის სახელით მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ ფოტოს აღმოჩენისთვის. ჩვენი ბავშვობის წლების გახსენებისთვის - ერთმანეთს თვალცრემლიანები ვესაუბრობდით. იმ დროს დავბრუნდით, პატარა გოგო-ბიჭები გავხდით, იგივე ემოცია და ტალღა წამოვიდა. ემოციური შოკი გვქონდა!

პესიმისტობა არ მინდა, იმპერიალისტური რუსეთი დემოკრატიული ვერასდროს გახდება. მუდმივად პრობლემა ექნება, რადგანაც მუდმივი სიხარბითაა დაავადებული. რადგან კარის მეზობელი იმპერილისტი გყავს, მის წინააღმდეგ მეთოდები უნდა შეიმუშავო...

სამწუხაროა, რომ ჩვენი შვილების თაობა ისევ რუსეთის იმპერიალისტურ სიდამპლეს აპროტესტებენ. ისტორია მეორდება, ისტორია არ მთავრდება... არადა, იმედი გვქონდა, ჩვენი მაშინდელი პროტესტი, ბრძოლა რაღაც შედეგს გამოიღებდა, მაგრამ თითქოს მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. ეტყობა, საქართველოს ბედი აქვს ასეთი - მუდმივად ბრძოლაში უნდა იყოს".

"40-კაციან პურმარილებს აწყობენ, მერე დაემართებათ და იტყვიან, რას უყურებდნენო" - პაატა იმნაძე

"თუ ვერ ვისწავლით კორონავირუსთან თანაცხოვრებას, კორონა მოგვერევა" - პაატა იმნაძე

თსუ-ს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა